52. მოწმეობა

2641. უმარ ბინ ხატტაბმა თქვა: ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) სიცოცხლეში ადამიანი სხვა ადამიანს განსჯიდა გამოცხადების მოვლენით, მაგრამ ახალი გამოცხადება აღარ მოვა, ახლა კი ჩვენ ადამიანებს განვსჯით იმ საქმით, რომელსაც ღიად აკეთებს, ამიტომ კეთილგანწყობილი ვიქნებით მასთან, ვინც ჩვენს თვალწინ კეთილ საქმეს აკეთებს და არ განვსჯით მას იმის გამო, თუ რას აკეთებს სინამდვილეში ფარულად, რადგან ფარული საქმეებისვის ალლაჰი განსჯის. ვინც აშკარად გააკეთებს ცუდ საქმეს, ჩვენ მას არ ვენდობით და არ დავუჯერებთ, თუნდაც ამტკიცებდეს, რომ მისი განზრახვა იყო კარგი.

2642. ანასი გადმოსცემს: შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მგლოვიარე (ე.ი ჯანაზა) ხალხმა გაიარა და ხალხი აქებდა მიცვალებულს. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) და ხალხმა შეაქო მიცვალებული და თქვა: 'დადასტურდა' (ვაჯაბათ). შემდეგ სხვა ჯანაზამ გაიარა და ხალხმაცუდად ილაპარაკა მიცვალებულზე. შუამავალმა თქვა: 'დადასტურდა'. შემდეგ მას ჰკითხეს: ალლაჰის შუამავალო, ორივე მათგანზე თქვი, რომ დადასტურდა? შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: 'ხალხის ჩვენება მიღებულია, რადგან მორწმუნეები ალლაჰის მოწმეები არიან დედამიწაზე.

2644. აიშა გადმოსცემს: აფლაჰმა ჩემი მონახულების ნება ითხოვა და მე უარი ვთქვი.მან მკითხა: 'თავს იფარებ ჩემგან მაშინ, როცა მე შენი ბიძა ვარ?'მე ვუთხარი:'ეს როგორ?' აფლაჰმა უთხრა: 'ჩემი ძმის ცოლი ჩემს (უმცროს) ძმასთან ერთად ძუძუს გაწოვებდა'

2654. აბუ ბაქრა გადმოსცემს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა სამჯერ: ხომ არ გაცნობოთ უდიდესი ცოდვების შესახებ? საჰაბეებმა უთხრეს: დიახ ალლაჰის შუამავალო.მან თქვა: თაყვანისცემა ალლაჰის გარდა სხვაზე და მშობლების მიმართ უპატივცემულობა. შუამავალი როცა ამას ამბობდა ნახევრად წამოწოლილი იყო და ხელს ეყრდნობოდა, შემდეგ კი წამოდგა და თქვა: უეჭველად, ტყუილი და ცრუმოწმეობა" და ის იმეორებდა ამას იმდენჯერ სანამ ჩვენ არ გავიფიქრეთ; ნეტა გაჩუმდეს!"

2658. აბუ საიდ ალ-ხურდი გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ქალის მოწმეობა არ არის კაცის ნახევრისა? ქალებმა თქვეს - დიახ. ეს იმიტომ, რომ ქალის გონება ნაკლოვანია.