53. მშვიდობის წიგნი

2692. უმ ქულსუმ ბინთ 'უყბა გადმოსცემს, რომ გაიგონა ალლაჰის შუამავალი(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამბობდა: ის, ვინც მშვიდობას ამყარებს ხალხს შორის, კარგი, თუნდაც მოგონილი ამბების მეშვეობით ან ყვება კარგ რამეებს, არ არის მატყურა.

2693. გადმოსცემს საჰლ იბნ სა'დი: ერთხელ ყუბას ხალხმა ერთმანეთში იჩხუბეს და ერთმანეთს ქვების სროლა დაუწყეს. როდესაც ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას)შეატყობინეს ამის შესახებ, თქვა: 'წავიდეთ მათ შესარიგებლად'

2695. აბუ ჰურაირა და ზაიდ იბნ ხალიდ ალ-ჯუჰანი გადმოსცემენ: ერთი ბედუინი მოვიდა და თქვა: ალლაჰის შუამვალო! განსაჯე ჩვენს შორის ალლაჰის კანონით. მისი მოწინააღმდეგე ადგა და თქვა: ის მართალია, განსაჯე ჩვენს შორის ალლაჰის კანონით. ბედუინმა თქვა, ჩემი ვაჟი ამ კაცის მუშა იყო, და მან იმრუშა მის ცოლთან. ხალხმა მითხრა, რომ ჩემი ვაჟი უნდა ჩაიქოლოს სასიკვდილოდ. ამის ნაცვლად მე გადავიხადე გამოსასყიდად ასი ცხვარი და მონა გოგოთი, რომ დამეხსნა ჩემი ვაჟი. შემდეგ ვკითხე განსაწვლულ მეცნიერებს რომლებმაც მითხრეს, "შენი ვაჟი უნდა გაიეწკეპლოს ასჯერ და გადასახლდეს ერთი წლით."შუამავალმა თქვა: ეჭვი არ არის, მე განვსჯი თქვენს შორის ალლაჰის კანონით. მონა გოგო და ცხვრები შენთან დაბრუნდებიან, და შენი ვაჟი გაიწკეპლება ასჯერ და გადასახლდება ერთი წლით. შემდეგ მან მიმართა ვიღაცას, ო უნაის! წადი ამ კაცის ცოლთან და ჩაქოლე. უნაისი წავიდა და ჩაქოლა.

2700. ალ-ბარა ბინ აზიბი გადმოსცემს: ჰუდაიბიას დღეს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) დადო ხელშეკრულება წარმართებთან სამი პირობით:
1. შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) აბრუნებდა ყველა (ტყვე) წარმათს უკან.
2. წამართებს უკან არ უნდა გაებრუნებინათ მათკენ მიმავალი მულსიმანი.
3. შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) და მისი საჰაბეები მომდევნო
წელს უნდა შესულიყვნენ მექაში და უნდა დარჩენილიყვნენ სამ დღეს და თან უნდა ჰქონოდათ შეიარაღება. ე.ი ხმლები, ისრები, მშვილდები და ა.შ.