2721. უყბა ბინ ამირი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ქორწინებაში შესასრულებელი ყველაზე ღირსეული პირობა ის არის, რომ შეასრულოთ ინტიმური კავშირები.
2749. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მუნაფიყის (ორპირის) თვისება სამია: როდესაც საუბრობს, ტყუილს ამბობს, როდესაც ენდობიან არაკეთილსინდისიერია, როდესაც ჰპირდება არღვევს მის დაპირებას.
2753. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: „როცა გარდმოევლინა აიათი: "და შეაგონე შენი ახლო ნათესავები!" (შუღერა 26:214) ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გამოვიდა ხალხში და თქვა: ყურაიშელნო! გამოისყიდეთ თქვენი სულები ღმერთისგან! ბანი 'აბდ ალმანაფ!მე ვერაფრით ვერ დაგეხმარებით ალლაჰის წინაშე! საფია! ალლაჰის შუამავლის მამიდავ! მე ვერაფრით დაგეხმარები ალლაჰის წინაშე! ფატიმა! ალლაჰის შუამავლის ქალიშვილო! მთხოვე ნებისმიერი რამ ჩემი შესაძლებლობიდან, მაგრამ მე ვერაფრით დაგეხმარები ალლაჰის წინაშე!“
2766. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: - განერიდეთ შვიდ მომაკვდინებელ ცოდვას!ხალხმა იკითხა – რომელია ეს შვიდი, ალლაჰის შუამავალო? - შირქი (ალლაჰზე თანაზიარი), მკვლელობა, ჯადოქრობა, სესხიდან პროცენტის აღება, ობლის ქონების მითვისება, ბრძოლის ველიდან გაქცევა და ქალების გაჭორვა.“