2791. სამურა გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: წუხელ ორი კაცი მოვიდა ჩემთან(ე.ი სიზმარში) და ამიყვანეს ხესთან, შემდეგ შემიშვეს კარგ და მაღალ სახლში, რომელიც საუკეთესო იყო იმათ შორის რაც ოდესმე მინახავს. ერთ-ერთმა მათგანმა თქვა: ეს შაჰიდების(ალლაჰის გზაზე დაცემულების) სახლია.
2803. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვფიცავ მას, ვის ხელშიც არის ჩემი სული! ვინც დაიჭრება ალლაჰის გზაზე... და ალლაჰმა უკეთ იცის ვინ დაიჭრება მის გზაზე... განკითხვის დღეს მოვა თავისი ჭრილობით რომელსაც ექნება სისხლის ფერი მაგრამ ექნება მუსქის სურნელება.
2808. ბარა (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) გადმოგვცემს: (უჰუდის ბრძოლაში) შუამავალთან, სახეზე რკინის მუზარადაფარებული პიროვნება მივიდა და ჰკითხა: `ალლაჰის შუამავალო, შეიძლება ახლავე შევუერთდე ბრძოლას, ხოლო ისლამი ომის დასრულების შემდეგ მივიღო? ალლაჰის შუამავალმა უთხრა: `ჯერ მიიღე ისლამი და მერე იბრძოლე! ასე მოიქცა კაცი; მიიღო ისლამი, იბრძოლა და შაჰიდად დაეცა. ამაზედ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: `ცოტა იშრომა, მაგრამ ბევრი მოიგო.
2811. აბუ აბსი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვისი ორივე ფეხიც დაიმტვერა ალლაჰის გზაზე ჯოჯოხეთის ცეცხლი არ შეეხება.
2817. ანას იბნ მალიქი გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: არავინ, ვინც სამოთხეში შევა, არ ისურვებს დედამიწაზე უკან დაბრუნებას, თუნდაც მას მისცენ ყველაფერი რაც კი დედამიწაზეა, გარდა შაჰიდისა, რომელსაც სურს, რომ დაბრუნდეს დედამიწაზე რათა ათჯერ შაჰიდი გახდეს, რათა მიიღოს ღირსება (ალლაჰისგან).
2818. 'აბდულლაჰ იბნ აბი 'აუფი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: იცოდეთ, რომ სამოთხე არის ხანჯლების ჩრდილქვეშ.
2820. ანასი გადმოსცემს: ხალხთა შორის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მასზე) იყო ყველაზე კეთილშობილი, ყველაზე გულუხვი და ყველაზე მამაცი ადამიანი. ერთხელ, როდესაც მედინის მოსახლეობა შეშინდა (საფრთხე ეგონათ), შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამხედრდა ცხენზე, ყველას გაუსწრო და თქვა: „ეს ცხენი ძალიან სწრაფია.“
2823. ანას იბნ მალიქი გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ო ალლაჰ! მოგეკედლები შენ უმწეობისგან, სიზარმაცისგან, სიმხდალისგან და სიბერის სისუსტისგან. მოგეკედლები შენ სიცოცხლის და სიკვდილის უბედურებებისგან, და მოგეკედლები შენ საფლავის ტანჯვისგან.
2825. იბნ აბბასი გადმოსცემს: (მექქის) დაპყრობის დღეს შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: დაპყრობის შემდეგ აღარ იქნება ჰიჯრა, ჯიჰადისა და ნიეთის გარდა. როდესაც დაგიძახებენ (მუსლიმი მმართველი) ჯიჰადისთვის, წადით დაუყონებლივ.
2826. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ალლაჰი ორი კაცის საქციელზე გაიღიმებს. ერთი მათგანი კლავს მეორეს და ორივე მათგანი სამოთხეში შედის. ერთი იბრძვის ალლაჰის გზაზე და დაიღუპა. შემდეგ ალლაჰი აპატიებს მკვლელს რომელიც ასევე შაჰიდი გახდა.
2829. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ხუთნი განიხილებიან შაჰიდებად: ისინი, ვინც, დაიღუპნენ შავი ჭირით, მუცლის დაავადებით, შენობის ჩაძირვით ან ჩამოშლით, და შაჰიდები ალლაჰის გზაზე.
2830. ანას იბნ მალიქი გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: შავი ჭირი არის მოწამეობა(შაჰიდობა) ყველა მუსლიმისთვის. (ვინც ამით მოკვდება)
2840. აბუ საიდი გადმოსცემს: გავიგონე შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამბობდა: ვინც იმარხავს ერთ დღეს ალლაჰის კმაყოფილებისათვის, ალლაჰი დააშორებს მის სახეს ჯოჯოხეთის ცეცხლისგან სამოცდაათი წლით (სავალი მანძილით).
2856. მუ’აზ იბნ ჯაბალი გადმოგვცემს: „ერთხელ მოხდა, ვირით მივდიოდით მე და ალლაჰის შუამავალი, მე უკან ვიყავი შემომჯდარი ვირზე. ამ დროს შუამავალმა მითხრა: – მუ’აზ, თუ იცი, რა არის მსახურთა ვალდებულება ალლაჰის მიმართ და ალლაჰის ვალდებულება მისი მსახურების მიმართ? მე ვუპასუხე – ალლაჰმა და მისმა შუამავალმა უკეთ იციან! მან კი მითხრა: მსახურების ვალია თაყვანი სცენ მხოლოდ მას და არ დაუდგინონ მას თანაზიარი, ხოლო ალლაჰის ვალდებულება მათ წინაშე არის, რომ იგი არ დასჯის არავის, ვინც მას თანაზიარს არ უდგენს. მე ვკითხე – ხომ არ წავიდე და ყველას ვახარო ეს ამბავი? არა – მითხრა მან – შემდეგ ისინი მხოლოდ ამის იმედით დაიმშვიდებენ თავს!“
2887. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: უბედურია მსახური დინარისა, დირჰამისა, კარგი სამოსისა და ფუფუნებისა! იგი კმაყოფილია, როდესაც ნივთიერი სარგებელი აქვს და თუ ვერ მიიღებს წილს, მაშინ ბრაზდება. დაე იყოს იგი გაუხარელი და დაეცეს თავდაყირა! ისე რომ თუ ჩაესო ეკალი, ვერავინ იპოვოს ვინც ამოუღებს! ტუბა (სამოთხის ხე) მას, ვინც ზის თავისი ცხენის უნაგირზე ღმერთის კმაყოფილებისათვის გაჩეჩილი თმითა და დამტვერილი ფეხებით. თუ იგი დგას წინამბრძოლთა რაზმში, კმაყოფილია თავისი მდგომარეობით და თუ იბრძვის უკანა რაზმში, მაშინაც კმაყოფილია. იგი იმდენად თავმდაბალია, რომ როცა ითხოვს, ნებართვას არ აძლევენ და როცა შუამდგომლობს, უარყოფენ.
2936. 'აბდულლაჰ იბნ აბბასი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) კეისარს წერილი მისწერა: "თუ შენ უარყოფ ისლამს, შენ იქნები შენი გლეხების (ე.ი ხალხის) ცოდვებზე პასუხისმგებელი'
2937. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ტუფაილ იბნ ამრი და მისი მიმყოლები მოვიდნენ შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) და უთხრეს: ალლაჰის შუამავალო! დაუსის ტომის ხალხი გეურჩება და უარს ამბობს, რომ გამოგყვნენ. სთხოვე ალლაჰს მათთვის. ხალხმა თქვა: დაუსის ტომი განადადგურდა. შუამავალმა კი თქვა: ო ალლაჰ! ატარე სწორი გზით დაუსის ხალხი.
2938. ანასი გადმოსცემს: როდესაც შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მოისურვა წერილის მიწერა ბიზანტიის მმართველზე, მან უთხრა ხალხს, რომ არ წაეკითხათ არცერთი წერილი თუ ის დაბეჭდილი იყო. შუამავალმა მოიტანა ვერცხლის ბეჭედი, თითქოს იყო თეთრი მბზინავი მის ხელში, და დაბეჭდა მასზე: "მუჰამმადი, ალლაჰის შუამავალი"
2939. აბდულლაჰ იბნ აბბასი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა წერილი გაუგზავნა ქისრას მმართველს და ბრძანა მისი წერილი გადაეცათ ბაჰრეინის მმართველისთვის, რომელიც იყო ქისრას მმართველის (მარჯვენა) ხელი. როდესაც ქისრას მმართველმა წერილი წაიკითხა, დახია. სა'იდ იბნ ალ-მუსაიბმა თქვა: ამის შემდეგ შუამავალმა სთხოვა ალლაჰს დაეშალა ისინი სრული დაშლით.
2943. ანასი გადმოსცემს: როდესაც ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უტევდა ხალხს, ის არასოდეს უტევდა მანამ, სანამ არ გათენდებოდა. თუ გაიგონებდა ეზანს, აყოვნებდა ბრძოლას, და თუ ეზანს ვერ გაიგონებდა იგი უტევდა სასწრაფოდ
გათენების შემდეგ. ჩვენ კი ხაიბარს ღამით მივაღწიეთ.
2946. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მე მებრძანა ვებრძოლო ხალხს, სანამ არ იტყვიან - "არ არსებობს თაყვანისცემის ღირსი გარდა ერთი ღმერთისა", და ვინც ამას იტყვის- "არ არსებობს თაყვანისცემის ღირსი გარდა ერთი ღმერთისა", მისი სიცოცხლე და ქონება გადარჩენილია ჩემგან, გარდა ისლამის ვალდებულებებისა, და მისი ანგარიშები კი ეკუთვინის ალლაჰს.
2949. ქა'ბ იბნ მალიქმა თქვა: ალლაჰის შუამავალი გამგზავრებისთვის ხუთბაშაბის გარდა სხვა დღეს ნაკლებად გადიოდა.
2955. იბნ უმარი გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მოუსმინეთ და დაემორჩილეთ(მმართველს) თუ ისინი არ გიბრძანებენ ურჩობას, მაგრამ თუ დაუმორჩილებლობას უბრძანებენ, მან არ უნდა მოუსმინოს და არც დაემორჩილოს. (
2970. უმარ იბნ ალ-ხატტაბი გადმოსცემს: მე გავეცი ცხენი ალლაჰის გზაზე, მაგრამ მოგვიანებით დავინახე, რომ შესაძლოა გაყიდულიყო. მე ვკითხე შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) შეიძლება თუ არა მისი (ამ ცხენის) შეძენა. მან თქვა: არ იყიდო და არც აიღო უკან არაფერი, რაც გაეცი საჩუქრად მოწყალებაში.
2990. 'აბდულლაჰ იბნ უმარი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) აუკრძალა ხალხს მტრულად განწყობილ ქვეყანაში ყურანის წაღება.
2993. ჯაბირ იბნ აბდულლაჰი გადმოსცემს: როდესაც ჩვენ მაღლობში ავდიოდით, მაშინ ვამბობდით - ალლაჰუ აქბარ. (ალლაჰი დიადია) და როდესაც ჩავდიოდით ქვემოთ, მაშინ ვამბობდით – სუბჰანალლაჰ (ალლაჰი უნაკლოა).
2994. ჯაბირი გადმოსცემს: როდესაც მაღლობში ავდიოდით ვამბობდით თაქბირს და როდესაც ჩავდიოდით ქვემოთ ვამბობდით, "სუბჰან ალლაჰ".
2998. იბნ უმარი გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ხალხმა რომ იცოდეს რაც მე ვიცი მარტო მგზავრობის შესახებ, მაშინ არავინ ისურვებდა ღამით მარტო მგზავრობას.
3001. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მოგზაურობა არის ტანჯვის ნაწილი, რადგან ის ძილის, ჭამის და სმის დარღვევაა. ასე რომ, როცა შეასრულებთ თქვენს სამუშაოს, იჩქარეთ თქვენი ოჯახისკენ.
3004. აბდულლაჰ იბნ ამრი გადმოსცემს: ერთი კაცი მოვიდა შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) და თხოვა ჯიჰადში მონაწილეობის ნებართვა. შუამავალმა ჰკითხა: მშობლები ცოცხალი გყავს? უპასუხა - დიახ. შუამავალმა უთხრა მას: მაშინ მათ ემსახურე.
3009. საჰლ იბნ სა’დი გადმოსცემს: `ხაიბარში ბრძოლის დღეს შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ხვალ მე დროშას მივცემ ადამიანს, რომელსაც უყვარს ღმერთი და მისი შუამავალი, ასევე მათაც უყვართ იგი. ღმერთი მოგვანიჭებს გამარჯვებას მისი წინამძღოლობით. ხალხმა მთელი ღამე იმაზე კამათში გაატარა, თუ ვინ იქნებოდა ეს ადამიანი. დილით ისინი მივიდნენ შუამავალთან და ყველა იმედოვნებდა, რომ მას მისცემდნენ დროშას. შუამავალმა იკითხა: სად არის ‘ალი? თვალები სტკივა და ვერ ხედავს – უპასუხეს მას და ხალხის ნაწილი წავიდა მის მოსაყვანად. შუამავალმა თავისი ნერწყვი მოუსვა მას თვალებზე, შემდეგ ღმერთს შეევედრა და ‘ალი განიკურნა, თითქოს არც არასოდეს ტკიებოდა თვალები.შემდეგ შუამავალმა დროშა გადასცა ‘ალის და უთხრა: - წადი გულმშვიდად და ღირსეულად, როცა მიაღწევ მტრების რიგებს, მოუწოდე მათ ერთღმერთიანობისკენ (თავჰიდისკენ) და აცნობე ისლამისა და მათი ვალდებულებების შესახებ. ვფიცავ ღმერთს, თუ იგი დააყენებს ერთ ადამიანსაც შენი საშუალებით პირდაპირ გზაზე, ეს უმჯობესი იქნება შენთვის, ვიდრე წითური აქლემების ჯოგი (უდიდესი ამქვეყნიური ქონება).
3010. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ალლაჰს უკვირს(კმაყოფილია) იმ ხალხის, რომლებიც სამოთხეში ჯაჭვებით შევლენ.
3017. იქრიმი გადმოსცემს: ალიმ დაწვა რამდენიმე ხალხი და ამ ამბავმა მიაღწია იბნ აბბასამდე, რომელმაც თქვა: მე რომ მის ადგილზე ვყოფილიყავი მე მათ არ დაწვამდი, ვინაიდან შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ''არ დასაჯოთ (არავინ) ალლაჰის სასჯელით''. უეჭველია, რომ მე მათ მოვკლავდი, ვინაიდან შუმავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვინც შიეცვლის რელიგიას, მოკალით.
3044. ანას იბნ მალიქი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას)შევიდა მექქაში მექქის დაპყრობის წელს, და თავზე მუზარადი ეფარა. ერთი კაცი მოვიდა და თქვა: "იბნ ხატალი ჩამოკიდებულია ქააბის გადასაფარებელზეო, შუამავალმა კი ამაზე თქვა: "მოკალით".
3023. ალ-ბარა იბნ აზიბი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) აბუ რაფთან გაგზავნა ანსარების ჯგუფი. აბდულლაჰ იბნ ატიყი შევიდა მის სახლში ღამით და მოკლა როცა ეძინა.
3026. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: არ ისურვოთ მტერთან შეხვედრა, მაგრამ თუ შეხვდებით მტერს, იყავით მომთმენნი.
3028. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ქისრა განადგურდება და აღარ იქნება ქისრა მის შემდეგ, და კეისარი უეჭველად განადგურდება და აღარ იქნება მის შემდეგ კეისარი, და თქვენ გახარჯავთ მათ საგანძურს ალლაჰის გზაზე. რომელსაც მან უწოდა - "ომი ტყუილია".
3029. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: "ომი ტყუილია"
3030. ჯაბირ იბნ აბდულლაჰი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: "ომი ტყუილია"
3038. აბუ ბუდრა გადმოსცემს, რომ მამამისმა უთხრა: შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) როცა გზავნიდა მუაზს და აბუ მუსას იემენში, უთხრა მათ: გაუმარტივეთ ხალხს და არ გაურთულოთ, გაახარეთ და არ შეაზაროთ, შეიყვარეთ ერთმანეთი და არ განასხვავოთ.
3046. აბუ მუსა გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: გაანთავისუფლეთ მონები, დააპურეთ მშივრები და ეწვიეთ ავადმყოფს.
3050. ჯუბაირი გადმოსცემს: გავიგონე შუამავალი(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მაღრიბის ლოცვაში სურა ტურს (52-ე) კითხულობდა.
3061. იბნ აბბასი გადმოსცემს: ერთი კაცი მოვიდა შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) და უთხრა: ალლაჰის შუამავალო, მე ვირიცხები სამხედროდ ამა და ამ არმიაში, და ჩემი ცოლი კი ტოვებს ჰაჯობას. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უთხრა: უკან დაბრუნდი და შეასრულე ჰაჯი შენს ცოლთან ერთად.
3065. აბუ ტალჰა გადმოსცემს, რომ როდესაც შუამავალი იპყრობდა ზოგიერთ ხალხს, იგი რჩებოდა სამ დღეს მათ ქალაქში.
3073. აბდულლაჰ იბნ ამრი გადმოსცემს: ერთი კაცი იყო სახელად ქირქირა რომელიც მეთვალყურეობდა შუამავლის ნივთებს. ის კაცი გარდაიცვალა და ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: "ის ჯოჯოხეთშია". ხალხი წავიდა მის(საცხოვრებელ) ადგილას და ნახეს, რომ ომის ნადავლიდან მოსასხამი მოეპარა.
3077. იბნ აბბასი გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მექქის დაპყრობის დღეს თქვა: აღარ იქნება ჰიჯრა (დაპყრობის შემდეგ) მაგრამ იქნება ჯიჰადი და კარგი განზრახვა, და როცა დაგიძახებენ ჯიჰადისთვის მიიღეთ მათი მოწოდება.
3087. ჯაბირ იბნ აბდულლაჰი გადმოსცემს: მე ვიყავი მოგზაურობაში (საფარში) შუამავალთან ერთად და როდესაც მედინას მივაღწიეთ, მითხრა: შედი მეჩეთში და ილოცე ორი რაქაათი.
3088. ქა'ბი გადმოსცემს: როდესაც შუამავალი დაბრუნდა მოგზაურობიდან შუადღით, ის შევიდა მეჩეთში და ილოცა ორი რაქაათი დაჯდომამდე.
3090. ჯაბირი გადმოსცემს: ერთხელ დავბრუნდი მოგზაურობიდან და შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მითხრა: ილოცე ორი რაქაათი.