(1) თავი: შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) სიტყვა:
'ისლამი ემყარება ხუთ ბურჯს'
8. იბნ უმარი (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
ისლამი ემყარება ხუთ ბურჯს:
1. დამოწმება იმისა, რომ არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა, და მუჰამმადი ალლაჰის შუამავალია.
2. ლოცვის შესრულება(დღეში ხუთჯერ სავალდებულო ლოცვა).
3. ზექათის გადახდა.
4. მარხვა რამადანის თვეში
5. ჰაჯობის შესრულება.
(2) თავი: რწმენის საქმეთაგანი.
9. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: რწმენა შედგება სამოცდაათზე მეტი საფეხურისგან, ხოლო ჰაია კი რწმენის ნაწილია (ჰაია ნიშნავს შემდეგს: პატივისცემა, მოკრძალება, მორცხვობა და ეჭვიანობა)
(3) თავი: მუსლიმი ის არის, ვინც არიდებს მუსლიმებს ზიანს, მისი ენით და ხელით.
10. იბნ ამრი გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მუსლიმი ის არის, ვინც თავისი ხელებით და ენით ზიანს აირდებს მუსლიმანს, და მუჰაჯირი ის არის, ვინც ერიდება ყველაფერს რაც ალლაჰმა აკრძალა.
(4) თავი: ვისი ისლამია საუკეთესო?
11. აბუ მუსა გადმოსცემს: შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ჰკითხეს:
ვისი ისლამია საუკეთესო? მან უპასუხა: იმისი, ვინც არიდებს მუსლიმანს ზიანს მისი ენით და ხელებით.
(5) სხვათა დაპურება რწმენის ნაწილია.
12. აბდულლაჰ იბნ ამრი გადმოსცემს, რომ ერთმა კაცმა ჰკითხა შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას):
რომელი საქმეა ისლამში კარგი? მან უპასუხა: დაპურება და მისალმება ყველაზე, ვისაც იცნობ
და ვისაც არ იცნობ.
(6) საკუთარ ძმაზე იმის სურვილი, რაც თავისთვის გსურს - რწმენის ნაწილია.
13. ანასი გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
ვერცერთი თქვენგანი ვერ ირწმუნებს მანამ, სანამ სხვასაც იგივეს არ უსურვებს, რაც თავისთვის სურს.
(7) თავი: შუამავლის სიყვარული რწმენის ნაწილია.
14. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვფიცავ მას, ვის
ხელშიც არის ჩემი სული, ვერცერთი თქვენგანი ვერ ირწმუნებს მანამ, სანამ არ შემიყვარებთ
მე მამაზე და შვილებზე მეტად.
15. ანასი გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვერცერთი თქვენგანი ვერ
ირწმუნებს მანამ, სანამ არ შემიყვარებთ მამაზე, შვილებზე და მთელს კაცობრიობაზე მეტად.
(8) რწმენის სიტკბოება
16. ანასი გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
ვინც ფლობს ამ სამ თვისებას, ის იგრძნობს რწმენის სიტკბოებას:
1. ვისთვისაც ღმერთი და მისი შუამავალი გახდება სხვა ყველაფერზე ძვირფასი.
2. ვისაც უყვარს, და უყვარს მხოლოდ ღმერთის კმაყოფილებისათვის.
3. ვისაც სძულს ურწმუნოებაში (ქუფრში) დაბრუნება ისე, როგორც სძულს
ცეცხლში გადავარდნა.
(9) თავი: ანსარების სიყვარული რწმენის ნაწილია
17. ანასი გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
ანსარების სიყვარული არის რწმენის ნიშანი, და მათი სიძულვილი თვალთმაქცობის(ნიფაყის)
(10) თავი
18. უბადა იბნ სამითი გადმოსცემს:
ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა როცა მის გარშემო იყვნენ მისი საჰაბეები 'მომეცით ფიცი რომ':
1. არავის (არაფერს) დაუდგენთ ალლაჰს თანაზიარად თაყვანისცემაში.
2. არ მოიპარავთ.
3. არ იმრუშებთ.
4. არ მოკლავთ თქვენს შვილებს.
5. ცილს არ დასწამებთ უდანაშაულო ადამიანს.
6. არ იურჩებთ როცა კარგს მოგიწოდებენ.
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) დაამატა:
'თქვენგან, ვინც ასრულებს დანაპირებს, დაჯილდოვდება ალლაჰისგან.
და ვინც ამათგან ერთ-ერთს ჩაიდენს (და გამოვლინდა მისი დანაშაული) და დაისჯება ამ ქვეყნად,
დაგემებული სასჯელი იქნება ცოდვების გამოსყიდვა. და ვინც ჩაიდენს ამათგან ერთ-ერთს და ალლაჰი დამალავს მის ცოდვას,
მას (საიქიოში) ეპატიება ან დაისჯება. უბადა იბნ სამითმა დაამატა: 'ჩვენ ესენი შევფიცეთ მას'.
(11) რელიგიით (რათა დაიცვა რწმენა) გაქცევა ფიტნისგან, რწმენის ნაწილია.
19. აბუ საიდ ალ-ხუდრი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
ის დრო ახლოსაა, როცა მუსლიმის საუკეთესო ქონება იქნება
ცხვარი, რომელსაც იგი წაიყვანს მთაზე და წვიმიან ადგილებში, რათა გაიქცეს მისი რელიგიით ფიტნისგან(ცდუნება)
(12) შუამავლის სიტყვა:
მე უკეთ ვიცნობ ალლაჰს, ვიდრე ყველა თქვენთაგანი.
20. 'აიშა გადმოსცემს: როდესაც ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უბრძანა მუსლიმებს რაღაც გაეკეთებინათ, მან უბრძანა მათ ის საქმეები რაც მარტივი გასაკეთებელი იყო (მათი სიმტკიცისა და გამძლეობის მიხედვით). იმათმა უთხრეს:
'ჩვენ არ მოგვწონხარ ალლაჰის შუამავალო. ალლაჰმა გაპატიოს წარსული და მომავალი ცოდვები' ამაზე ალლაჰის შუამავალი გაბრაზდა, ბრაზი სახეზეც დაეტყო და თქვა:
'მე ყველაზე ღვთისმოშიში ვარ და იმაზე უკეთ ვიცნობ ალლაჰს ვიდრე თქვენ'
(13) თავი: ვისაც სძულს ურწმუნოებაში დაბრუნება
21. ანასი გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
ვინც ფლობს ამ სამ თვისებას, ის შეიგრძნობს რწმენის სიტკბოებას:
1. ვისთვისაც ღმერთი და მისი შუამავალი გახდება სხვა ყველაფერზე ძვირფასი.
2. ვისაც უყვარს, და უყვარს მხოლოდ ღმერთის კმაყოფილებისათვის.
3. ვისაც სძულს იმ ურწმუნოებაში დაბრუნება ისე, - რომლიდანაც ალლაჰმა გამოიყვანა - როგორც ცეცხლში გადავარდნა.
(14) მორწმუნეთა უპირატესობა შეფასდება მათ მიერ გაკეთებული კეთილი საქმეების მიხედვით.
22. აბუ სა'იდ ალ-ხუდრი გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
'როცა სამოთხის ხალხი შევა სამოთხეში და ჯოჯოხეთის ხალხი შევა ჯოჯოხეთში, ალლაჰი ბრძანებს ცეცხლიდან გამოიყვანონ ის,
ვისაც ჰქონდა გულში მტვრის წონა რწმენაც კი. და გამოიყვანენ მათ და გაშავებულნი იქნებიან. შემდეგ მათ ჩაიყვანებენ მდინარე ჰაია'ში (წვიმა) ან ჰაიათში (სიცოცხლე) და გამოცოცხლდებიან ისე, როგორც მარცვლეული ხარობს მდინარის პირას.
23. აბუ სა'იდ ალ-ხუდრი გადმოსცემს:
ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
'როდესაც მეძინა, სიზმარში ვნახე რამდენიმე ადამიანი, ზოგიერთ ადამიანს პერანგი მკერდამდე სწვდებოდა, ხოლო ზოგიერთის მასზე მოკლე იყო.
'უმარ იბნ ხატტაბი მაჩვენეს, რომელიც მიწაზე ათრევდა მის პერანგს' ხალხმა ჰკითხა: ალლაჰის შუამავალო,
როგორ განმარტე ეს სიზმარი? მან თქვა: 'ეს არის რელიგია'.
(15) თავი: ჰაია რწმენის ნაწილია.
24. აბდულლაჰი გადმოსცემს: ერთხელ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გაიარა ანსარის სიახლოვეს,
რომელიც თავის ძმას აფრთხილებდა ჰაიას (თავმდაბლობის) შესახებ. ამაზე ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უთხრა:
'მიატოვე, რამეთუ ჰაია რწმენის ნაწილია'
(16) თავი: ალლაჰის სიტყვა:
თუ მოინანიეს, ლოცვად დადგნენ და ზექათი გასცეს, გაუშვით თავიანთ გზაზე.
(თავბა 9:5)
25. იბნ უმარი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
მე მებრძანა ვიბრძოლო ხალხის წინააღმდეგ მანამ, სანამ არ იქნება დამოწმებული თაყვანისცემა ალლაჰის მიმართ,
და რომ მუჰამმადი ალლაჰის შუამავალია, და ვიდრე არ იქნება ლოცვის შესრულება და სავალდებულო მოწყალების
გაცემა, და თუ ისინი ამას გააკეთებენ, გადაარჩენენ ჩემგან მათ სიცოცხლეს და ქონებას,
გარდა ისლამის უფლებებისა, და მათი ანგარიშები კი ეკუთვნის მხოლოდ ალლაჰს.
(17) თავი: ვინც ამბობს რწმენა საქმეაო.
26. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ჰკითხეს:
'რომელი საქმეა საუკეთესო? მან უპასუხა: ირწმუნო ალლაჰი და მისი შუამავალი. მკითხველმა ისევ იკითხა:
ამის შემდეგ? უპასუხა: 'ჯიჰადის შესრულება ალლაჰის გზაზე'. მან ისევ იკითხა:
ამის შემდეგ? შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უპასუხა:
'შეასრულო ჰაჯ მაბრური'.
(18) თავი: თუ ადამიანი არ მიიღებს ისლამს გულით, მაგრამ ამას აკეთებს იძულების ან სიკვდილის შიშით (ის არ არის მორწმუნე).
27. სა'დი გადმოსცემს:
ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ანაწილებდა ზექათს ხალხს შორის. მე ამ დროს ვიჯექი და შუამავალმა დატოვა კაცი რომელიც მე საუკეთესო მეგონა. მე ვიკითხე:
ალლაჰის შუამავალო, რატომ დატოვე ის ადამიანი? ვფიცავარ ალლაჰს მე მიმაჩნია, რომ ის მორწმუნეა.
შუამავალმა თქვა: ან უბრალოდ მორჩილი. მე გავჩუმდი ცოტა ხნით და შემდეგ ისევ ვკითხე მას: რატომ დატოვე ესა და ეს? ვფიცავარ ალლაჰს, მე ის მიმაჩნია ჭეშმარიტ მორწმუნედ. შუამავალმა ისევ თქვა:
ან უბრალოდ მორჩილი. და არ შემეძლო ჩემი კითხვის განმეორება იმის გამო, რაც ვიცოდი მის შესახებ. შემდეგ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მითხრა:
'ო სა'დ! მე ვაძლევ ადამიანს მაშინ, როცა სხვა უფრო ძვირფასია ჩემთვის, იმის შიშით, რომ ის სახით არ ჩააგდოს ალლაჰმა ცეცხლში'
(19) მისალმება ისლამის ნაწილია.
28. აბდულლაჰ იბნ ამრი გადმოსცემს: ერთმა ადამიანმა ჰკითხა ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას):
რომელი საქმეებია ისლამში კარგი? შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უთხრა: დაპურება და მისალმება ყველაზე, ვისაც იცნობ და ვისაც არ იცნობ.
(20) თავი: ქმრისადმი უმადურობა არის პატარა ურწმუნოება.
29. იბნ 'აბბასი (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
მე მაჩვენეს ჯოჯოხეთი და ვნახე, რომ უმეტესობა მის ბინადართაგან ქალები იყვნენ, რომლებმაც გამოავლინეს ურწმუნოება.
მას ჰკითხეს: მათ არ ირწმუნეს ალლაჰის? მან უპასუხა: მათ არ გამოავლინეს კმაყოფილება მათი ქმრების მიმართ,
და არ გამოავლინეს სიკეთე იმაზე, რა სიკეთეც მათ გაუწიეს. თუკი ყოველთვის გაუკეთებ სიკეთეს (ასეთ ქალებს) და ის
შემდეგ დაინახავს შენში რაღაც ისეთს, რაც მას არ ესიამოვნება,
იგი აუცილებლად გეტყვის: მე შენგან არასდროს მინახავს რაიმე კარგი!
(21) თავი: ცოდვები ჯაჰილური საქმეა.
30. ალ-მა'რური გადმოსცემს:
არ-რაბადში შევხვდი აბუ ზარს, რომელსაც ეცვა მოსასხამი და იგივენაირი მოსასხამი ეცვა მის მონასაც. მე რა თქმა უნდა ვკითხე ამის მიზეზი. მან მიპასუხა: მე ერთ ადამიანის დედა ცუდი სიტყვებით მოვიხსენიე. ამაზე შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მითხრა: ო აბუ ზარ! შენ მოიხსენიე მისი დედა ცუდი სიტყვებით, და შენ ჯერ კიდევ გაქვს ჯაჰილობის გადმონაშთი. შენი მონები არიან შენი ძმები, რომლებიც ალლაჰმა შენი ბრძანების ქვეშ დაგიქვემდებარა. ასე რომ ვისაც ძმა ჰყავს დაქვემდებარებაში, უნდა გამოკვებოს იმით, რასაც თვითონ ჭამს და ჩააცვას ისე, როგორც მას აცვია. ნუ სთხოვთ მათ გააკეთონ ის, რაც მათ შესაძლებლობებს აღემატება, და თუ დაავალებთ, მაშინ დაეხმარეთ.
(22) თავი: და თუ მორწმუნეთა ორი ჯგუფი ერთმანეთს შეებრძოლება, გამოასწორეთ მათ შორის(ჰუჯურათ 49:12) ალლაჰმა მათ უწოდა მორწმუნეები.
31. ალ-აჰნაფ ბინ ყასისი გადმოსცემს:
მე ალი იბნ აბი ტალიბის დახმარებას ვაპირებდი და გზად აბუ ბაქრი შემხვდა და მკითხა? სად მიდიხარ? მე ვუპასუხე: მე მივდივარ, რომ დავეხმარო ამ კაცს. მან მითხრა: დაბრუნდი! გავიგონე ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
'როცა ორი მუსლიმანი ერთმანეთს შეებრძოლება, მკვლელიც და მოკლულიც ჯოჯოხეთში მოხვდება' მე ვუთხარი: მკვლელზე გასაგებია, მაგრამ მოკლული რატომ? ალლაჰის შუამავალმა ასე მითხრა: მასაც ჰქონდა განზრახვა მოეკლა მუსლიმანი.
(23) თავი: ერთი სახის უსამართლობა შეიძლება იყოს სხვისთვის დიდი ან ნაკლები
32. აბდულლაჰი გადმოსცემს:
როდესაც მოევლინა აიათი:
მათ, რომელთაც ირწმუნეს და მათ რწმენას უსამართლობით არ მოსავენ, ისინი არიან დაცულნი და სწორ გზას ადგანან.
(ან'ამ 6:82)
ალლაჰის შუამავალს საჰაბეებმა ჰკითხეს: რომელი ჩვენგანი არ აკეთებს უსამართლობას?
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მათ უთხრა: ნუთუ არ გსმენიათ რა უთხრა ლუყმანმა თავის შვილს?
'და აკი, უთხრა ლუყმანმა თავის ძეს ანდერძად: „ჰეი, შვილო ჩემო! არ დაუდგინო ალლაჰს თანაზიარი, უეჭველად, შირქი უდიდესი უსამართლობაა!' (ლუყმან 31:13)
(24) თავი: თვალთმაქცის ნიშნები.
33. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
თვალთმაქცის ნიშნები არის სამი:
1. როდესაც საუბრობს, ტყუის.
2. როდესაც ჰპირდება, არღვევს.
3. როდესაც ენდობი, ღალატობს.
34. აბდულლაჰ იბნ ამრი გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვისაც აქვს ეს ოთხი თვისება
თვალთმაქცია(მუნაფიყი) და ვისაც აქვს ერთიც კი ამ ოთხი ჩამოთვლილი
თვისებიდან, მას აქვს თვალთმაქცის (მუნაფიყის) ხასიათი, თუკი იგი არ დაძლევს ამას.
1. როდესაც ენდობიან, ღალატობს.
2. როდესაც საუბრობს, ტყუის.
3. როდესაც ვინმე შეუთანხმდება, გასცემს.
4. როდესაც კამათობს (დაობს), იქცევა არაგონივრულად,
ცუდი და შეურაცხმყოფელი მანერით.
(25) თავი: ყადირის ღამეს ლოცვა რწმენის ნაწილია.
35. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
ვინც ლოცვაზე დადგება ყადირის ღამეს, გულწრფელად და ალლაჰისაგან ჯილდოს იმედით,
ეპატიება წარსულში ჩადენილი ყველა ცოდვა.
(26) თავი: ჯიჰადი რწმენის ნაწილია.
36. აბუ ჰურაირა გადმოსცემს:
ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
ადამიანი, რომელიც მონაწილეობს ალლაჰის გზაზე ბრძოლაში და არაფერი აიძულებს ამის გაკეთებას გარდა ალლაჰის და მისი შუამავლის რწმენისა, ალლაჰი აჯილდოვებს მას ნადავლით (თუ ცოცხალი დარჩება) ან თუ მოკვდება, მაშინ შევა სამოთხეში.
'რთული რომ არ ყოფილიყო ჩემი მიმდევრებისთვის, ჯიჰადისთვის მიმავალი არცერთი ლაშქრის უკან არ დავრჩებოდი, და მე მესიამოვნებოდა ალლაჰის გზაზე შაჰიდად დაცემა, შემდეგ გაცოცხლება და შემდეგ ისევ შაჰიდად დაცემა.
(27) თავი: რამადანში ღამით ლოცვა რწმენის ნაწილია.
37. აბუ ჰურაირა გადმოსცემს:
ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
ვინც რამადანში ილოცავს ღამით, რწმენით, გულწრფელობით და ალლაჰისაგან ჯილდოს იმედით, მას ეპატიება წარსულში ჩადენილი ყველა ცოდვა.
(28) თავი: მარხვა რამადანში იმ განზრახვით, რომ მიიღო ალლაჰისაგან ჯილდო, რწმენის ნაწილია.
38. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
ვინც მარხვას დაიცავს რამადანის თვეში გულწრფელი რწმენით, და ალლაჰისაგან ჯილდოს იმედით,
ეპატიება წარსულში ჩადენილი ყველა ცოდვა.
(29) თავი: რელიგია მარტივია.
39. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
სარწმუნოება მარტივია, ვინც (ფანატიკური მიდგომით) სარწმუნოების გართულებას შეეცდება,
იგი აუცილებლად დამარცხდება სარწმუნოების წინაშე (ანუ ამომწურავად ვერ შეძლებს ყველაფრის შესრულებას).
ამიტომ ზომიერნი იყავით, (ზომიერების გზას) დაუახლოვეთ და ახარეთ.
ღმერთის შემწეობა ითხოვეთ დილით, საღამოთი და ღამის ნაწილში.
(30) თავი: ლოცვის აღვლენა რწმენის ნაწილია.
40. ალ-ბარა (ბინ 'აზიბი) გადმოსცემს: როდესაც შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ჩავიდა მედინაში, ის ჯერ ანსართაგან ბაბუებთან და დედის ბიძასთან დარჩა. თექვსმეტი ან ჩვიდმეტი თვის განმავლობაში ის ბაითულ მაყდისის (იერუსალიმისკენ) მიმართულებით ლოცულობდა, თუმცა მას სურდა, რომ ჰქონოდა უფლება ელოცა ქააბას მიმართულებით. პირველი ლოცვა, რომელიც მან ქააბას მიმართულებით ილოცა რამდენიმე ადამიანთან ერთად, იყო 'ასრის ლოცვა. ერთ-ერთმა, ვინც მასთან ერთად ილოცა გაიარა მეჩეთში და ნახა, რომ ზოგიერთი მათგანი რუქუ'ს აკეთებდა იერუსალიმის მიმართულებით. მან უთხრა მათ:
ალლაჰს ვიმოწმებ, რომ მე ვილოცე ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ქააბას მიმართულებით.' ამის გაგონებაზე ადამიანებმა შეცვალეს მიმართულება ქააბასკენ. იუდეველები და წიგნის ხალხი სიამოვნებით უყურებდა შუამავალს, როცა ხედავდნენ იერუსალიმისკენ ლოცვაში, მაგრამ როცა მან მიმართულება შეცვალა ქააბასკენ, მათ ეს არ მოეწონათ. ალ-ბარამ დასძინა: სანამ ჩვენ შევცლიდით მიმართულებას ქააბასკენ, მანამდე ზოგიერთი მუსლიმი გარდაიცვალა ან მოკლეს, და ჩვენ არ ვიცოდით რა გვეთქვა მათ ლოცვებთან დაკავშირებით. შემდეგ ალლაჰმა მოავლინა:
'ალლაჰი არ დაგიკარგავთ თქვენსავე რწმენას. ჭეშმარიტად, ალლაჰი ლმობიერი და მწყალობელია ხალხის მიმართ.
(ბაყარა 2:143)
(31) თავი: ადამიანი, რომელიც გულწრფელად მიიღებს ისლამს.
41. აბუ სა'იდ ალ ხუდრი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
"თუკი ადამიანი მიიღებს ისლამს გულწრფელად, მას ალლაჰი აპატიებს წარსულ ცოდვებს, და
ამის შემდეგ იწყება ანგარიშსწორება. მისი კეთილი საქმეების ჯილდო იქნება ათიდან შვიდასამდე
თითოეულ კარგ საქმეზე. ერთი ცუდი საქმე ჩაიწერება როგორც ერთ ცუდ საქმედ, თუკი ალლაჰმა არ აპატია.
42. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
თუ რომელიმე თქვენგანი მტკიცედ გაყვება ისლამს, მისი კეთილი საქმეები დაჯილდოვდება ათიდან შვიდასამდე თითოეულ კეთილ საქმეზე, და მისი ცუდი საქმეები ჩაიწერება როგორც ერთ საქმედ.
(32) თავი: საუკეთესო საქმე ალლაჰისთვის არის რეგულარულად შესრულებული.
43. 'აიშა გადმოსცემს:
ერთხელ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მოვიდა როცა ჩემთან ერთად ერთი ქალი იჯდა. შუამავალმა მკითხა - ვინ არის?
მე ვუთხარი ეს არის ესა და ეს. და მე მას ვუთხარი იმ ქალის გადაჭარბებული ლოცვების შესახებ. შუამავალმა თქვა უკმაყოფილოდ:
'გააკეთე კარგი საქმეები, რაც არის შენს შესაძლებლობებში, ალლაჰი არ იღლება, მაგრამ შენ დაიღლები, და იცოდე, საუკეთესო საქმე ალლაჰისთვის არის, რომელიც ხშირად სრულდება.
(33) თავი: რწმენა იკლება და იმატებს
44. ანასი გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვინც იტყვის: არ არსებობს ღირსეული სათაყვანებლი ალლაჰის გარდა და ამავდროულად გულში აქვს ქერის მარცვლის წონა სიკეთე, ის გამოყვანილი იქნება ჯოჯოხეთიდან.
და ვინც იტყვის არ არსებობს ღირსეული სათაყვანებლი ალლაჰის გარდა და გულში ექნება ხორბლის მარცვლის წონა სიკეთე, ის გამოყვანილი იქნება ჯოჯოხეთიდან. და ვინც იტყვის: არ არსებობს ღირსეული სათაყვანებლი ალლაჰის გარდა და გულში ექნება ატომის წონის სიკეთე, ის გამოყვანილი იქნება ჯოჯოხეთიდან.
45. ‘უმარ იბნ ალ-ხატტაბი გადმოსცემს, რომ ერთხელ იუდეველმა მითხრა: მორწმუნეთა მმართველო!
თქვენს წმინდა წიგნში არის აიათი, რომელსაც ყველა თქვენგანი კითხულობს (მუსლიმები). და ეს რომ
მოგვლენოდა ჩვენ, ჩვენ იმ დღეს (რომელ დღესაც მოევლინებოდა) დღესასწაულად ვაქცევდით.
უმარ იბნ ალ-ხატტაბმა ჰკითხა - რომელი აიათია? იუდეველმა უპასუხა:
'დღეს მე სრულვჰყავი თქვენი რჯული, სრულად გიბოძეთ ჩემი წყალობა და თქვენთვის ისლამის რჯულით ვარ კმაყოფილი'
(მაიდე 5:3) უმარმა უპასუხა - რათქმაუნდა ვიცით როდის და სად მოევლინა შუამავალს ეს აიათი.
ეს იყო ჯუმა დღეს, როცა შუამავალი იდგა არაფატზე. (ჰაჯის დღეს)
(34) თავი: ზექათის გადახდა რწმენის ნაწილია.
46. ალლაჰის სიტყვა:
მათ არ ბრძანებიათ არაფერი იმის გარდა, რომ ალლაჰისათვის თაყვანი ეცათ გულწრფელად, როგორც ჰანიფებს, დამდგარიყვნენ ლოცვად და გაეღოთ მოწყალება - და სწორედ ეს არის ჭეშმარიტი სარწმუნოება.
(ბეიინე 98:5)
ტალჰა იბნ უბაიდულლაჰი გადმოსცემს: ერთი ბედიუნი მოვიდა დაუვარცხნელი თმით ალლაჰის შუამავალთან და უთხრა: ო ალლაჰის შუამავალო! მაცნობე რა დამავალა მე ალლაჰმა ლოცვის შესახებ? უპასუხა - შენ უნდა შეასრულო ხუთი სავალდებულო ლოცვა დღე-ღამეში, თუ გსურს ილოცე ნავაფილიც (ნებაყოფლობითი ლოცვა). ბედუინმა ასევე ჰკითხა - მაცნობე რა დამავალა ალლაჰმა მე მარხვის შესახებ. მან უპასუხა - მარხვა უნდა დაიცვა რამადანში, მთელი თვის განმავლობაში, თუ გსურს იმარხე მეტი როგორც ნავაფილი. ბედუინმა ასევე ჰკითხა - რამდენი ზექათის გადახდა დამავალა მე ალლაჰმა? ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) აცნობა მას ისლამის ყველა წესი. ბედუინმა შემდეგ თქვა:
'ვფიცავ მას, ვინც პატივი დაგდო შენ, მე არაფერს გავაკეთებ დამატებით და არაფერს მოვაკლებ იმას, რაც ალლაჰმა დამავალა.' ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) შემდეგ თქვა:
'თუ იგი სიმართლეს ამბობს, მიაღწევს წარმატებას'
(35) თავი: ჯანაზაზე დასწრება რწმენის ნაწილია.
47. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
'ვინც ესწრება ჯანაზას (დაკრძალვას) სანამ ლოცვა შესრულდება, ექნება ერთი ყირაათი (ჯილდო) და ვინც დაესწრება მანამ, სანამ დაკრძალავენ, ექნება ორი ყირაათი. თითოეული ყირაათი უჰუდის მთის ტოლია.
ვინც ილოცავს ჯანაზას და დაბრუნდება დაკრძალვამდე, მას ექნება ჯილდოდ მხოლოდ ერთი ყირაათი.'
(36) თავი: მორწმუნის შიში, რომ მისი კარგი საქმეები შეიძლება გაუქმდეს ისე, რომ ვერც კი მიხვდეს.
48. აბდულლაჰი გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მუსლიმანის შეურაცჰხყოფა ფუსუყია (ცუდი საქმე) და მკვლელობა კი ქუფრი.
49. უბადა იბნ სამითი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გამოვიდა გარეთ, რომ ეცნობებინა ხალხისთვის ყადირის ღამის შესახებ, მაგრამ ამ დროს მოხდა ჩხუბი ორ მუსლიმან კაცს შორის. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მე გამოვედი გარეთ, რომ მეცნობებინა ყადირის ღამის (ზუსტი დროის) შესახებ, მაგრამ ამან და ამან იჩხუბა და მისი ცოდნა გაქრა (ე.ი დამავიწყდა) და შეიძლება ეს უფრო სასიკეთო იყოს თქვენთვის. ახლა კი ეძებეთ ის მეშვიდე, მეცხრე და მეხუთე ღამეს (ე.ი რამადანის ბოლო ათ ღამეში)
(37) თავი: შეკითხვები ჯიბრილისგან შუამავლისადმი, რწმენის, ისლამის და საათის ცოდნის შესახებ.
50. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ერთ დღეს შუამავალი რამდენიმე მისი თანამიმდევრის ერთად იჯდა. (ანგელოზი) ჯიბრილი მოვიდა
და ჰკითხა - რა არის რწმენა? ალლაჰის შუამავალმა უპასუხა - რწმენა არის ირწმუნო ალლაჰი, მისი ანგელოზების, მასთან შეხვედრის, მისი შუამავლებისა და განკითხვის დღის რწმენა. შემდეგ ჰკითხა - რა არის ისლამი? ალლაჰის შუამავალმა უპასუხა - თაყვანისცე ალლაჰს და არ დაუდგინო მას თანაზიარი, დადგე ლოცვად, გასცე სავალდებულო მოწყალება (ზექათი) და მარხვა დაიცვა რამადანის თვეში. მან აგრეთვე ჰკითხა - რა არის იჰსანი (სიქველე)? ალლაჰის შუამავალმა უპასუხა - თაყვანი სცე ალლაჰს ისე, თითქოს
ხედავ მას, და შენ თუ ვერ ხედავ მას, მაშინ გახსოვდეს, რომ ის გხედავს შენ. შემდეგ ჰკითხა - როდის დადგება საათი? ალლაჰის შუამავალმა უპასუხა - მოპასუხეს არ აქვს მკითხველზე უკეთესი პასუხი, მაგრამ მე გამცნობ მის მომასწავებელ ნიშნებზე.
1. როდესაც მონა (ქალი) შობს თავის ბატონს.
2. როდესაც შავი აქლემების მწყემსები დაიკვეხნიან და შეეჯიბრებიან სხვებს მაღალი შენობების შენებაში. და საათი არის ხუთი დაფარული ცოდნისგან ერთ-ერთი, რომელიც არავინ იცის ალლაჰის გარდა. და შუამავალმა წაიკითხა აიათი -
"მხოლოდ ალლაჰის წიაღშია საათის ცოდნა."(ლუყმან 31:34)" შემდეგ კაცი
(ჯიბრილი კაცის ფორმით იყო) წავიდა და შუამავალმა სთხოვა მის საჰაბეებს დაებრუნებინათ, მაგრამ მათ ვერ დაინახეს იგი. ამის შემდეგ შუამავალმა უთხრა მათ - ეს
იყო ჯიბრილი, რომელიც მოვიდა, რათა ასწავლოს ხალხს მათი რელიგია. აბუ აბდულლაჰმა თქვა: მან (შუამავალმა) განიხილა რწმენის ყველა ნაწილი.
(38) თავი
51. აბდულლაჰ იბნ აბბასი გადმოსცემს: აბუ სუფიანმა მითხრა თუ როგორ უთხრა მას ჰერაკლიუსმა მე გკითხე შენ ისინი (მუჰამმადის მიმდევრები) მატულობენ თუ მცირდებიან?! შენ მითხარი, რომ ისინი მხოლოდ მატულობენო. სინამდვილეში ეს არის ჭეშმარიტი რწმენის გზა, სანამ ბოლომდე არ მივა საქმე. მე კიდევ გკითხე იყო თუ არა ვინმე, ვინც მისი რელიგიის მიღების შემდეგ უკმაყოფილო დარჩა და უარყო იგი?! შენ მიპასუხე არა, და სინამდვილეში ეს არის ნიშანი ჭეშმარიტი რწმენისა. როცა რწმენის სიტკბო შედის გულში და მასში მთლიანად ერევა, არავინ იქნება მისით უკმაყოფილო.
(39) თავი: იმ ადამიანის უპირატესობა, რომელიც ტოვებს საეჭვო საქმეებს თავისი რელიგიის გულისთვის.
52. ალ-ნუმან იბნ ბაშირი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ჰალალიც ცნობილია და ჰარამიც ცნობილია, და მათ შორის არის საეჭვო რამეებიც, რომლებიც ხალხთა უმრავლესობამ არ იცის. ვინც მოერიდება საეჭვო რამეებს, ის დაიცავს თავის რწმენას და სინდისსაც. ხოლო ვინც საეჭვო რამეებში შეიჭრება, ის ჰარამში აღმოჩნდება, როგორც მწყემსი, რომელიც ფარას ნაკრძალის პირას აბალახებს და დიდია საფრთხე, რომ მისი ფარა შეიჭრას მასში. იცოდეთ, რომ ყოველ ხელმწიფეს აქვს თავისი ნაკრძალი, ასევე იცოდეთ, რომ ალლაჰის ნაკრძალი მის მიერ აკრძალული რამეებია. იცოდეთ, რომ ადამიანის სხეულში არსებობს ერთი ხორცის ნაჭერი, თუკი ის გამოსწორდება, მაშინ გამოსწორდება მთელი სხეული; ხოლო თუ ის გაფუჭდება, მაშინ გაფუჭდება მთელი სხეული. იცოდეთ, რომ ეს ხორცის ნაჭერი გულია.
(40) თავი: ერთი მეხუთედის (ხუმუს) გადახდა ალლაჰის გზაზე - რწმენის ნაწილია.
53. აბუ ჯამრა გადმოსცემს:
ერთხელ მე ვიჯექი იბნ აბბასთან ერთად და თავის ადგილზე დამსვა. მე მთხოვა რომ დავრჩენილიყავი მასთან, რადგან მას მოეცა ჩემთვის მისი ქონებიდან, და მე დავრჩი მასთან ორი თვე. მან მომიყვა მე, რომ როცა აბულ ყაისის ტომი მოვიდა შუამავალთან, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ჰკითხა მათ: ვინ ხართ? იმათმა უთხრეს: ჩვენ რაბიას ტომიდან ვართო. შუამავალმა უთხრა მათ:
მოგესალმებით (არაბულში - მარჰაბან) ხალხო, არ შერცხვებით და არც ინანებთ. მათ თქვეს: ალლაჰის შუამავალო! ჩვენ ვერ მოვალთ თქვენთან წმინდა თვის გარდა და ჩვენსა და თქვენს შორის არის მუდარის ტომი, რომელიც ურწმუნოა. ამიტომ გთხოვთ გვიბრძანე გავაკეთოთ რაიმე კარგი, რომელსაც ვაცნობებთ ჩვენს ხალხს, რომლებიც დავტოვეთ სახლში, და რომელიც შეგვიყვანს სამოთხეში. შემდეგ მათ ჰკითხეს სასმელებზე. შუამავალმა უბრძანა მათ ოთხი რამის გაკეთება და აუკრძალა მათ ოთხი რამ და მათ მოუწოდა ერწმუნათ მხოლოდ ალლაჰი. იცით რას ნიშნავს მხოლოდ ალლაჰის რწმენა? იმათ უპასუხეს: ალლაჰმა და მისმა შუამავალმა უკეთ იციან.
შუამავალმა გააგრძელა: ეს ნიშნავს:
1. დაამოწმო, რომ არ არსებობს ღირსეული სათაყვანებელი ალლაჰის გარდა და მუჰამმადი არის ალლაჰის შუამავალი.
2. შეასრულო ლოცვა.
3. გადაიხადო მოწყალება.
4. მარხვა დაიცვა რამადანის თვეში.
5. და გადაიხადო ალ-ხუმუსი (ნადავლის ერთი მეხუთედი გაიცემა ალლაჰის გზაზე)
შემდეგ მათ აუკრძალა ოთხი რამ, ესენია: ჰანთამი, დუბბა, ნაყირ ანმუნაზააფი ან მუყაიარი.(ესენია ალკოჰოლური სასმელები).
შუამავალმა ამის შემდეგ უთხრა მათ:
დაიმახსოვრეთ ესენი და გადაეცით მათ, ვინც დატოვეთ სახლში.
(51) თავი: რა არის ნათქვამი - 'საქმეები შეფასდება განზრახვის მიხედვით'
54. 'უმარ იბნ ალ-ხატტაბმა გადმოსცემს: გავიგონე ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: საქმეები შეფასდება განზრახვის მიხედვით, და ყოველი ადამიანი მიიღებს თავისი განზრახვის მიხედვით. ვინც გადასახლდება მიწიერი სარგებლისთვის ან ქალისთვის დასაქორწინებლად, მისი გადასახლება ისაა, რისთვისაც გაემგზავრა.
55. აბუ მას'უდი გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: თუ კაცი დახარჯავს თავის ოჯახზე გულწრფელად ალლაჰის კმაყოფილებისათვის, ეს ჩაეთვლება მას მოწყალების გაცემად.
56. სა'ი ბინ აბი ვაყყასი გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: თქვენ დაჯილდოვდებით იმის გამო, რასაც დახარჯავთ ალლაჰის კმაყოფილებისათვის, თუნდაც ეს იყოს ლუკმა, რომელსაც პირში ჩაუდებ შენს ცოლს.
(42) თავი: შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) სიტყვა:
'რელიგია არის გულწრფელობა ალლაჰის, მისი შუამავლის, მუსლიმი მმარტველებისა და ყველა მუსლიმის მიმართ.
57. ჯარირ იბნ აბდულლაჰი გადმოსცემს: მე მივეცი ერთგული პირობა ალლაჰის შუამავალს შემდეგნაირად:
1. ლოცვის შესრულების.
2. ზექათის გადახდის.
3. და ვიქნებოდი გულწრფელი და მართალი ყველა მუსლიმის მიმართ.
58. ზიად იბნ ილაყა გადმოსცემს: გავიგონე ჯარირ იბნ აბდულლაჰი ამბობდა იმ დღეს როცა ალ-მუღირა იბნ შუ'ბა გარდაიცვალა; ჯარირი ავიდა მინბარზე, განადიდა ალლაჰი და თქვა: გეშინოდეთ მხოლოდ ერთადერთი ალლაჰის, რომელსაც არ ჰყავს თანაზიარი. უნდა იყოთ მშვიდად ვიდრე არ მოვა თქვენამდე სხვა მმართველი, და ის თქვენთან მალე მოვა. სთხოვეთ ალლაჰს პატიება თქვენი წინა მმართველისთვის, რადგანაც მას (თქვენს მმართველს) უყვარდა სხვებზე პატიება. ჯარირმა ამის შემდეგ თქვა: ამმა ბა'დუ (ამის შემდეგ)
მე მივედი შუამავალთან და ვუთხარი: მე გაძლევ შენ ერთგულების პირობას ისლამისთვის. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მირჩია ვყოფილიყავი გულწრფელი და მართალი ყველა მუსლიმანის მიმართ და მეც სწორედ ეს შევფიცე მას. ვფიცავ ამ მეჩეთის ღმერთს! მე ვარ გულწრფელი და მართალი თქვენთან. ამის შემდეგ ჯარირმა სთხოვა ალლაჰს პატიება და მინბარიდან ჩამოვიდა.