57. ერთი მეხუთედი ალლაჰის გზაზე

პროცენტებში: 1/5 (ერთი მეხუთედი) არის 20%

3098. ამრ იბნ ალ-ჰარისი გადმოსცემს, რომ შუამავალს არაფერი დაუტოვებია მისი იარაღის თეთრი ჯორის, და იმ მიწის გარდა არაფერი, რომელიც გასცა ქველმოქმედებაში(სადაყა).

3099. აიშა გადმოსცემს: როდესაც ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ჯანმრთელობა გაუარესდა, მან თხოვა მის ცოლებს ნებართვა, რომ ემკურნალა ჩემს სახლში და იმათმაც ნება დართეს.

3104. აბდულლაჰი გადმოსცემს, რომ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ადგა, იქადაგა, გაიშვირა ხელი აიშას სახლისკენ და სამჯერ თქვა: "არეულობა(ფიტნა) თავს იჩენს იქიდან" (ეი. აღმოსავლეთიდან) და საიდანაც შაიტანის(სატანის) თავი გამოვა.

3119. ურვა ალ-ბარიყი გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ცხენები ყოველთვის არის სიკეთის წყარო, ჯილდო და ნადავლი განკითხვის დღემდე.

3120. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ქისრა განადგურდება, და აღარ იქნება ქისრა მას შემდეგ, და კეისარი უეჭველად განადგურდება და აღარ იქნება კეისარი მის შემდგომ. და ვფიცავ მას, ვის ხელშიც არის ჩემი სული, თქვენ გახარჯავთ მათ საგანძურს ალლაჰის გზაზე.

3121. ჯაბის იბნ სამურა გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ქისრა განადგურდება, და აღარ იქნება ქისრა მას შემდეგ, და კეისარი უეჭველად განადგურდება და აღარ იქნება კეისარი მის შემდგომ. და ვფიცავ მას, ვის ხელშიც არის ჩემი სული, თქვენ გახარჯავთ მათ საგანძურს ალლაჰის გზაზე.

3122. ჯაბის იბნ სამურა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ნადავლი ჩემთვის ჰალალია.

3123. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ალლაჰი სამოთხეს დაჰპირდა მას, ვინც იბრძვის მის გზაზე თუკი გარეთ მხოლოდ ჯიჰადისთვის გამოდის მის გზაზე და სწამს მისი სიტყვისა, (ბრძოლის შემდეგ) ან სამოთხეში შევა ან დაბრუნდება უკან, თავის საცხოვრებელ ადგილას, საიდანაც გამოვიდა, მიღებული ჯილდოთი და ნადავლით.

3138. ჯაბირ იბნ აბდულლაჰი გადმოსცემს: მაშინ, როცა ალლაჰის შუამავალი(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ანაწილებდა ომის ნადავლს ალ-ჯარანაში, ვიღაცამ უთხრა მას: იყავი სამართლიანი(განაწილებისას).შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უპასუხა: უეჭველად, საცოდავი ვიქნები თუკი სამართლიანად არ ვიმოქმედებ.

3146. ანასი გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მე ვუბრძანე ყურაიშელებს რათა დაეცვათ ისლამი, რადგან ისინი, მათი ცხოვრებით ახლოს არიან უვიცობასთან(რომლებიც ახალად იყვნენ ისლამში შესულები და მათი გული რწმენაში ჯერ კიდევ არ იყო ძლიერი).