3166. აბდულლაჰ იბნ ამრი გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: "ვინც მოკლავს ადამიანს, რომელსაც ხელშეკრულება აქვს მუსლიმებთან დადებული, ვერ იგრძნობს სამოთხის სურნელებასს, არადა სამოთხის სურნელება ორმოცი წლის (სავალ)მანძილზე იგრძნობა.
3176. 'აუფ ბინ მალი გადმოგვცემს: მე მივედი ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ბრძოლის პერიოდში, თაბუქში, როცა ტყავის კარავში იჯდა. მან თქვა: დაითვალეთ ექვსი ნიშანი, რომელიც მიგვითითებს საათის მოახლოებას; ჩემი გარდაცვალება, იერუსალიმის დაპყრობა, ჭირი რომელიც გაგაუბედურებს, (და შეიწირავს დიდ რაოდენობას) ისე როგორც ცხვრებს ანადგურებს ჭირი. და სიმდიდრე იმდენად გაიზრდება, ვინმემ სხვას ასი დინარი რომ მისცეს, იგი მაინც არ დაკმაყოფილდება. მაშინ ეს იქნება სენი, რომლისგანაც არაბთა სახლი დაიხსნის თავს, და შემდეგ მოხდება დროებითი დაზავება შენსა და ბანი ალ-ასფარს (ბიზანტიელებს, რომი, დღევანდელი ევროკავშირი) შორის, რომელიც გიღალატებს შენ და დაგესხმება თავს ოთხმოცი დროშის ქვეშ. თითოეული დროშის ქვეშ იქნება თორმეტიათასი ჯარისკაცი.