3193. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ღმერთმა თქვა: ადამის შვილი უგულებელმყოფს მე, თუმცა მან არ უნდა უგულებელმყოს, და მას არ სწამს ჩემი, და არ ასრულებს მის მოვალეობას. ის უგულებელმყოს მე, როცა ამბობს, რომ მე შვილი მყავს, და მისი ჩემდამი ურწმუნოება ის არის - როცა ის ამბობს - რომ მე ვერ შევქმნი მას ხელახლა როგორც შევქმენი ის უწინ.
3194. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: "როდესაც ალლაჰმა დაასრულა შექმნა, მან დაწერა თავის წიგნში, რომელიც ‘არშზეა მის წინაშეა: "ჩემი წყალობა სძლევს ჩემს რისხვას."
3200. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მზე და მთვარე დაიკეცება (ნათება აღარ ექნებათ) აღდგომის დღეს.
3201. აბდულლაჰ იბნ უმარი გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მზე და მთვარე არ ბნელდება იმიტომ, რტომ ვიღაც მოკვდა(ან დაიბადა), არამედ ისინი არის ორი ნიშანი ალლაჰის ნიშანთაგან. როცა დაინახავთ მათ - ილოცეთ.
3204. იბნ მას'უდი გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მზე და მთვარე არ ბნელდება იმიტომ, რომ ვიღაც მოკვდა ადამიანთაგან, არამედ ისინი არის ორი ნიშანი ალლაჰის ნიშანთაგან. როცა დაინახავთ მათ, ადექით და ილოცეთ. )
3222. აბუ ზარი გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ჯიბრილმა (მთავარანგელოზი გაბრიელი) მითხრა: შენი მიმდევრებიდან ვინც გარდაიცვლება ისე, რომ არავის ეთაყვანებოდა ალლაჰის გარდა - შევა სამოთხეში.
ან არ შევა ცეცხლში. შუმავალმა ჰკითხა: მაშინაც, თუკი ჩაიდენს მრუშობას ან იქურდებს? მიპასუხა – მაშინაც.
3232. აბუ იშაყ აშ-შაიბანი გადმოსცემს: მე ვკითხე ზირ იბნ ჰუბაიშს ალლაჰის სიტყვის შესახებ: "ამრიგად იყო ორი ისრის მანძილზე, ან უფრო ახლოს. მაშინ ზეშთააგონა მის მსახურს რაც ზეშთაეგონა" (ნეჯმ 53:9-10) ამაზე ზირმა თქვა - იბნ მასუდმა გვაცნობა, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) დაინახა, რომ ჯიბრილს ექვსასი ფრთა ჰქონდა.
3251. ანას იბნ მალიქი გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: "სამოთხეში არის ხე, რომლის ჩრდილშიც ცხენოსანი თუ გააჭენებს ასი წლის მანძილზე ვერ დაფარავას მას.
3252. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: სამოთხეში არის ხე, და ცხენოსანს შეუძლია იმოგზაუროს მის ჩრდილქვეშ ასი წელი. და თუ გსურთ, შეგიძლიათ წაიკითხოთ: გავრცობილ ჩრდილსა (სურა 56:30) და სამოთხის ტერფის ტოლა სივრცეც კი უკეთესია იმაზე, რომელზეც მზე ჩადის და ამოდის. (ე.ი მთელს დედამიწაზე)
3257. საჰლ იბნ სა'დი გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: სამოთხეს რვა კარიბჭე აქვს. ერთ-ერთს ეწოდება "არ-რაიან", რომლის მეშვეობით ვერავინ შევა გარდა იმათისა, ვინც ხშირად მარხულობდა.
3280. ჯაბირი გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:როცა მოსაღამოვდება, ჩაკეტეთ(სახლებში) თქვენი შვილები, რადგან ამ დროს შაიტნები გამოდიან გარეთ. (ერთი) საათის შემდეგ შეგიძლიათ გაუშვათ ისინი და გახსნათ თქვენი სახლის კარები ღამით და ახსენეთ ალლაჰის სახელი მასზედ და დააფარეთ თქვენს ჭურჭელს და ახსენეთ ალლაჰის სახელი მასზედ (თუ არაფერია გადასაფარებელი) შეგიძლიათ რამე დააწყოთ მასზე.
3292. აბუ ყათადა გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: კარგი სიზმარი ალლაჰისგანაა და ცუდი სიზმარი სატანისგან, თუკი რომელიმე თქვენგანს ექნება ცუდი სიზმარი რომელიც მას შეაშინებს, მან გადააფურთხოს მარცხნივ და მიენდოს ალლაჰს მისი ბოროტებისგან, და ის ვეღარ დააზიანებს მას.
3295. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: როცა რომელიმე თქვენგანი გაიღვიძებს და აიღებს ვუდუს (აბდესს) მან დაიბანოს ცხვირი დამდგარი წყლით, და შემდეგ გამოდევნოს გარეთ სამჯერ, იმიტომ, რომ სატანა ღამეს ათევს ცხვირის ყველაზე მაღალ ადგილას.
3304. ჯაბირ ბინ აბდულლაჰი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: როცა მოსაღამოვდება, ჩაკეტეთ ბავშვები სახლებში, ვინაიდან ამ დროს შაიტნები გამოდიან გარეთ. და როცა გავა ერთი საათი, შეგიძლიათ გაუშვათ. დაკეტეთ კარი და ახსენეთ ალლაჰის სახელი, რადგან შაიტანი ვერ გააღებს დახურულ კარს.
3308. აიშა გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მოკალით გველი, რომელსაც აქვს ორი თეთრი ზოლი უკან, რადგან იწვევს სიბრმავეს და მუცლის მოშლას.
3310. აბუ მულაიქა გადმოსცემს: იბნ უმარმა მოკლა გველი, მაგრამ შემდეგ მან აკრძალა მათი მოკვლა და თქვა: ერთხელ შუამავალთან ჩამოინგრა კედელი და დავინახე გველის კანი და მან თქვა: მოძებნეთ გველი, და იმათმაც იპოვეს და შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: "მოკალით". და გველი მოკლეს. მოგვიანებით აბუ ლუბაბას შევხვდი რომელმაც მითხრა, რომ შუამავალმა თქვაო: არ მოკლათ გველები, მოკლე კუდიანის, დაზიანებული კუდიანის, ზურგზე ორი თეთრი ზოლიანის გარდა, რადგან იწვევენ მუცლის მოშლას და სიბრმავეს. ასე რომ ისინი მოკალით.
3313. ნაფი გადმოსცემს: იბნ უმარმა მოკლა გველი, მაგრამ როდესაც აბუ ლუბაბამ აცნობა მას, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) აკრძალა გველების მოკვლა რომლებიც სახლში ცხოვრობენო, ამის შემდეგ დათმო მათი მოკვლა.
3321. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მრუშ ქალს ალლაჰმა აპატია, იმიტომ, რომ მან გაიარა ძაღლთან რომელიც მძიმედ სუნთქავდა და უწყლობით კვდებოდა, მან გაიხადა მისი ფეხსაცმელი და მისით წყალი დაალევინა. და ალლაჰმა ამის გამო აპატია მას.