60. შუამავლები

1. თავი: ადამის და მისი შთამომავლობის შექმნა.

3326. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ალლაჰმა შექმნა ადამი სამოცი წყრთის სიმაღლის. როცა შექმნა, უთხრა - წადი და მიესალმე ანგელოზების ჯგუფს, და მოუსმინე მათ პასუხს. ის იქნება შენი, და შენი შთამომავლობის მისალმება. ადამმა უთხრა მათ - ას-სალამუ 'ალეიქუმ. ანგელოზებმა უპასუხეს - ას-სალამუ 'ალეიქა ვა რაჰმათულლაჰი. ამგვარად ანგელოზებმა ადამის მისალმებას დაუმატეს -"ვა რაჰმათულლაჰი". ყოველი ადამიანი, რომელიც შევა სამოთხეში დაემსგავსება ადამს (გარეგნობით და აღნაგობით). რაც შეეხება ხალხს (ადამის შექმნის შემდეგ) პატარავდებიან

3327. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ადამიანთა პირველი ჯგუფი, რომელიც შევა სამოთხეში, იქნება სავსე მთვარესავით ბრჭყვიალა, ხოლო ვინც მათ გაჰყვება უკან, ცის ყველაზე ბრწყინვალე ვარკვლავივით იბრწყინებს. ისინი იქ(სამოთხეში) არ გავლენ შარდზე, არც ბუნებრივ მოთხოვლინებაზე, არ გადააფრთხებენ და არ ექნებათ ცხვირიდან გამონადენი. მათი სავარცხლები ოქროსი იქნება, და ოფლს ექნება მუსქის სურნელება.მათ ცენტრში იქნება ალოეს ხე, მათი ცოლები იქნებიან ჰურიები. ყველა მათგანი იქნება მათი მამის, ადამის მსგავსი.

3328. ზეიბან ბინთ აბი სალამამ გადმოსცა: უმ სალამამ იკითხა: 'ალლაჰის შუამავალო, ალლაჰი თავს არ იკავებს სიმართლის თქმისგან. სავალდებულოა თუ არა ქალმა იბანავოს ღამის გამონადენის შემდეგ? (ე.ი სქესობრივი კავშირის შემდეგ). მან უთხრა: 'კი, თუ შეამჩნია წყალი (ე.ი სითხე/გამონადენი). უმ სალამამ გაიცინა და თქვა: 'ქალს გამონადენი აქვს?' ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უთხრა: 'მაშინ რატომ ემსგავსება ბავშვი დედას?'

3329. ანასი გადმოსცემს: როდესაც ‘აბდულლაჰ იბნ სალამმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გაიგო ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მედინაში ჩამოსვლის შესახებ, მივიდა მასთან და უთხრა: „მე მინდა გკითხო შენ სამი რამის შესახებ, რომლებიც შეიძლება მხოლოდ შუამავლებმა იცოდნენ: „რა გახდება საათის მოახლოების პირველი მომასწავებელი ნიშანი, რას დააგემოვნებინებენ პირველად სამოთხეში მოხვედრილს და რატომ ემსგავსება ბავშვი თავის მამას ან თავის ნათესავებს დედის მხრიდან?“ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: „ამ ყველაფრის შესახებ შემატყობინა ცოტა ხნის წინათ ჯიბრილმა“, ხოლო აბდულლაჰმა წამოიძახა: „ის არის იუდეველების მტერი ანგელოზების რიცხვიდან!“ ამის შემდეგ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: „ რაც შეეხება საათის მოახლოების პირველ ნიშანს, ის იქნება ცეცხლი, რომელიც გარეკავს ხალხს შეკრების ადგილისკენ აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ. რაც შეეხება პირველ საკვებს რომელსაც დააგემოვნებინებენ სამოთხის მკვიდრს, ის იქნება ვეშაპის ღვიძლის ნაწილი. რაც შეეხება ბავშვის მსგავსებას: თუ სქესობრივი აქტის დროს მამაკაცი დაასწრებს ქალს ბავშვი დაემსგავსება მას, ხოლო თუ ქალი დაასწრებს მას ბავშვი ემსგავსება მას“, და აბდულლაჰმა წამოიძახა: „ვამოწმებ რომ შენ ალლაჰის შუამავალი ხარ! რის შემდეგ თქვა: „ო ალლაჰის შუამავალო ჭეშმარიტად იუდეველები მატყუარები არიან, და თუ ისინი გაიგებენ იმის შესახებ რომ მე მივიღე ისლამი მანამ, სანამ შენ მათ ჰკითხავ ჩემს შესახებ, ისინი დაიწყებენ ჩემს შესახებ ტყუილების თქმას. ხოლო შემდეგ მასთან მოვიდნენ იუდეველები. ‘აბდულლაჰი შევიდა სახლში. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ჰკითხა იუდეველებს: „რა ადგილს იჭერს თქვენს შორის ‘აბდულლაჰ იბნ სალამი?“ მათ უპასუხეს: „ის ჩვენგან ყველაზე მცოდნეა და ჩვენგან ყველაზე მცოდნის შვილია, და ის ჩვენგან საუკეთესოა და ჩვენს შორის საუკეთესოს შვილია!“ მაშინ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ჰკითხა: „და რას იტყვით, ‘აბდულლაჰმა რომ მიიღოს ისლამი?“ მათ წამოიძახეს: „ალლაჰმა დაიფაროს იგი ამისგან!“ მაშინ ‘აბდულლაჰი გამოვიდა მათთან და უთხრა: „ვამოწმებ რომ არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა და ვამოწმებ რომ მუჰამმადი - ალლაჰის შუამავალია!“ რის შემდეგ მათ დაიწყეს საუბარი: „ის ჩვენგან ყველაზე უარესია და ჩვენს შორის ყველაზე უარესის შვილია!“ და აგრძელებდნენ ცილისწამებას და მისთვის ზიანის მიყენებას“.

3330. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: რომ არა ისრაელიანები, ხორცი არ დალპებოდა, და რომ არა ჰავა (ევა), ცოლები ქმრებს არ უღალატებდნენ.

3331. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მოეპყარით ქალებს სიკეთით, რადგან ქალი ნეკნისგან არის შექმნილი, ნეკნის ყველაზე მოხრილი ნაწილი კი მისი ზედა ნაწილია, ასე რომ, თუ მის გასწორებას შეეცდებით, ის გატყდება, და თუ ისე დატოვებთ მოხრილი დარჩება. ამიტომ მოეპყარით ქალებს სიკეთით.

3332. აბდულლაჰი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ყველა თქვენგანის ჩამოყალიბება საშვილოსნოში პირველი ორმოცი დღის განმავლობაში ხდება და შემდეგ ხდება კოლტი ორმოცი დღის განმავლობაში, შემდეგ ხორცის ნაჭერი ორმოცი დღის განმავლობაში. ალლაჰი გზავნის ანგელოზს, რომ დაწეროს ოთხი რამე: ის წერს მის (ადამიანის) საქმეებს, სიკვდილის დროს, მის სარჩოს და იქნება ბედნიერი თუ უბედური. შემდეგ მის სხეულს სულს შთაბერავენ. ასე რომ, ადამიანმა შეიძლება გააკეთოს საქმეები, რომლებიც დამახასიათებელია ჯოჯოხეთის ხალხისთვის, მასსა და ცეცხლს შორს დაშორეა ერთი წყრთაა, შემდეგ კი რაც დაწერილია, ის იწყებს სამოთხისათვის დამახასიათებელ საქმეებს და შედის სამოთხეში. ადამიანმა შეიძლება გააკეთოს ისეთი საქმეები, რომელიც დამახასიათებელია სამოთხის ბინადართათვის, და მასსა და მას (სამოთხეს) შორის დაშორებაა ერთი წყრთაა, შემდეგ კი იწყებს იმ საქმეების შესრულებას რაც დაწერილია და შედის ჯოჯოხეთში.

3333. ანას ბინ მალიქი ალლაჰის შუამავლისგან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გადმოგვცემს: „ჭეშმარიტად, უზენაესი ალლაჰი დედის საშვილოსნოში ანგელოზს მიავლენს. ის ამბობს: ღმერთო ემბრიონი ჩაისახა, ღმერთო ემბრიონისგან ხორცისებური წარმონაქმნი შეიქმნა. ხოლო როდესაც ღმერთი მის გაჩენას ინებებს, მაშინ ანგელოზი იტყვის: ღმერთო გოგო უნდა იყოს თუ ბიჭი? ღმერთო ბედნიერი უნდა იყოს თუ უბედური? რა უნდა იყოს მისი სარჩო და როგორი უნდა იყოს მისი აღსასრული? ბავშვის დედის მუცელში ყოფნისას ანგელოზი ღმერთის ბრძანების თანახმად დაწერს ამ ყველაფერს.

3334. ანასი გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ალლაჰი ეტყვის ჯოჯოხეთის(ბინადარ) ადამიანს, რომელიც მიიღებს ყველაზე მცირე სასჯელს: რომ გქონოდა ყველაფერი რაც კი დედამიწაზეა, მისცემდი შენს გამოსასყიდად? (რომელიც გიხნიდა ცეცხლისგან). ის ეტყვის - დიახ. შემდეგ ალლაჰი ეტყვის "როცა შენ იყავი ადამის წელში, მე ვითხოვე შენგან ამაზე ცოტა - რომ არ ეთაყვანო არავის ჩემს გარდა, მაგრამ შენ დაიჟინე სხვისადმი თაყვანისცემა.

3335. აბდულლაჰი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: როდესაც ადამიანს უსამართლოდ კლავენ, დანაშაულის ტვირთი ადამის პირველ ვაჟს ეკისრება, რადგან მან პირველმა დაიწყო მკვლელობის ტრადიცია.

2. თავი: სულები ჯარისკაცების მსგავსია.

3336. აიშა გადმოსცემს: გავიგონე შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამბობდა: "სულები ჯარისკაცებს ჰგვანან! ისინი, რომლებიც შეიცნობენ ერთმანეთს - ერთიანდებიან. და ისინი, რომლებიც ერთმანეთს ვერ შეიცნობენ - შორდებიან."

3. თავი: ალლაჰის სიტყვა: და ვფიცავ, წარვაგზავნეთ ნუჰი თავის ხალხთან... (ანქებუთ 29:14)

3337. იბნ უმარი გადმოსცემს: ერთხელ ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) იდგა ხალხს შორის, ადიდება ალლაჰს ისე, როგორც ის იმსახურებდა, შემდეგ მან დეჯჯალი ახსენა: მე გაფრთხილებთ მის წინაარმდეგ. არ ყოფილა არცერთი შუამავალი, რომელსაც არ გაუფრთხილებია თავისი ხალხი მის წინააღმდეგ. ჭეშმარიტად, ნუჰმა გააფრთხილა თავისი ხალხი მის წინააღმდეგ. მე გეტყვით ისეთ რამეს, რაც ჩემზე უწი არცერთ წინასწარმეტყველს არ უთქვამს თავისი ხალხისთვის. იცოდეთ, რომ ის (დეჯჯალი) ცალთვალაა და ალლაჰი ცალთვალა არ არის.

3338. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: არ გაცნობოთ დეჯჯალზე ისეთი რამე, რომელიც ჩემამდე არცერთ შუამავალს არ უთქვამს? ის ცალთვალაა, და თან მოიტანს იმას, რაც ჰგავს ჯოჯოხეთს და სამოთხეს და რასაც ის სამოთხეს უწოდებს, სინამდვილეში ჯოჯოხეთი იქნება. ამიტომ გაფრთხილებთ მის წინააღმდეგ, როგორც ნოემ გააფრთხილა თავისი ხალხი.

3339. აბუ საიდი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ნოე (ნუჰი) და მისი ხალხი მოვლენ (განკითხვის დღეს) და ალლაჰი ჰკითხავს ნოეს: გადაეცი მესიჯი? ის უპასუხებს: კი, ღმერთო ჩემო. შემდეგ ალლაჰი ჰკითხავს ნუჰის ხალხს: ნუჰმა გადმოგცათ ჩემი მესიჯი? ისინი უპასუხებენ: არა, შუამავალი არ მოსულა ჩვენთან. შემდეგ ალლაჰი ჰკითხავს ნუჰს: ვინ დაგიდგება შენ მოწმედ? ის უპასუხებს: მუჰამმადი და მისი მიმდევრები. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:ასე რომ, მე და ჩემი მიმდევრები დავდგებით მოწმეებად მისთვის. და ეს არის სიტყვა უზენაესის: და ამგვარად დაგადგინეთ თქვენ შუა (სამაგალითო) თემად, რათა მოწმენი იყოთ ადამიანთა მიმართ და შუამავალი მოწმე იყოს თქვენს მიმართ. (ბაყარა 2:143)

3340. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: ჩვენ ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ერთად ვიყავით მიწვეული, და ჩვენს წინ ცხვრის მოხარშული ბეჭი დადეს და მას მოეწონა იგი. მან შეჭამა მისი ნაჭერი და თქვა: 'აღდგომის დღეს, მე ვიქნები ყველა ხალხის მთავარი. იცით, როგორ შეკრებს ალლაჰი პირველს და უკანასკნელს ერთ ადგილას, სადაც დამკვირვებელი შეძლებს მათ დანახვას და შეძლებს მოისმინოს გაცხადებული, და მზე მოვა ახლოს. ზოგი მათგანი იტყვის: ვერ ხედავ რა დგომარეობაში ხარ და რა მდგომარეობამდე მიხვდები? რატომ არ ეძებთ ადამიანს რომელსაც შეუძლია იშუამდგომლოს შენს ღმერთთან? ზოგი იტყვის: მიმართეთ მამაშენს, ადამს. ისინი წავლენ მასთან და ეტყვიან: ო ადამ! შენ ხარ კაცობრიობის მამა და ალლაჰმა გაგაჩინა შენ მისი ხელებით, და ანგელოზებს უბრძანა სეჯდე შენს მიმართ და შენ დაგასახლა სამოთხეში. არ იშუადგომლებ ჩვენთვის შენი ღმერთის წინაშე? ვერ ხედავ რა მდგომარეობაში ვართ და რა მდგომარეობამდე მივედით? ამაზე ადამი უპასუხებს: 'ჩემი ღმერთი ისეა განრისხეული, როგორც არასდროს ყოფილა და არც მომავალში იქნება. მან ამიკრძალა ხისგან მირთმევა, მაგრამ მე არ დავემორჩილე. ჩემი სული, ჩემი სული. (ნეფსი, ნეფსი) წადით სხვასთან. წადით ნუჰთან. წავლენ ნუჰთან და ეტყვიან: 'შენ ხარ ნუჰი! შენ ხარ პირველი ალლაჰის შუამავლებს შორის დედამიწის ბინადრებს შორის და ალლაჰმა დაგასახელა შენ მადლიერ მსახურად. ვერ ხედავ რა მდგომარეობაში ვართ და რა მდგომარეობამდე მივედით? არ გვიშუადგომლებ შენს ღმერთთან? ნუჰი უპასუხებს: 'ჩემი ღმერთი ისეა განრისხეული, როგორც არასდროს ყოფილა და არც მომავალში იქნება. ჩემი სული, ჩემი სული. წადით შუამავალთან (ე.ი მუჰამმადთან). ხალხი მოვა ჩემთან, მე გავაკეთებ სეჯდეს ალლაჰის 'არშის ქვეშ. და შემდეგ მე მომმართავენ: ო მუჰამმად! ასწიე თავი. იშუამდგომლე და შენი შუამდგომლობა მიღებული იქნება ითხოვე და მოგეცემა.

4. თავი: ილიასი შუამავალთაგანი იყო.

და ჭეშმარიტად, ილიასი ერთ-ერთი შუამავალი იყო. აკი უთხრა მან თავის ხალხს: განა ალლაჰის არ გეშინიათ? განა მოუხმობთ ბა'ლს(ბაალის კერპი) და თავი მიგინებებიათ საუკეთესო გამჩენის. ალლაჰისათვის, თქვენი და თქვენი წინაპრების ღმერთისათვის? და ცრუდ შერაცხეს იგი და ისინი გარეკილნი იქნებიან(ჯოჯოხეთში) ალლაჰის გულწრფელ მსახურთა გარდა. და დავტოვეთ მისი სახელი მომდევნო თაობებში. (საფფათ 37:123-129)

130. სალამი ილიასს. 131. ჭეშმარიტად, ამგვარად ვუზღავთ სიკეთისმქნელთ. 132. იგი, ჭეშმარიტად, ჩვენი მორწმუნე მსახურთაგანი იყო. (საფფათ 37:130-133)
იბნ მას'უდისა და იბნ აბბასის მიხედვით, ილიასი იყო იდრისი.



5. თავი: ცნობა იდრისზე (ალლაჰი სალამი მას).

3342. ანასი გადმოსცემს: აბუ ზარი გადმოსცემდა, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მექქაში ყოფნისას, ჩემი სახლის სახურავი გაიხსნა და ჯიბრილი ჩამოვიდა, მკერდი გამიხსნა და ზამზამის წყლით დაბანა. შემდეგ მან მოიტანა სიბრძნით და რწმენით სავსე ოქროს თასი და რაც მასში იყო ჩემს მკერდში ჩაასხა და შემდეგ დახურა. მერე ხელი მომკიდა და ჩემთან ერთად ზეცაში ავიდა. როცა ჯიბრილმა მიაღწია უახლოეს ზეცას, უთხრა მის მცველს:
- გააღე.
- ვინ არის? - ჰკითხა კარის მცველმა.
- ჯიბრილი. - უთხრა ჯიბრილმა.
- შენთან ერთად არის ვინმე?
- მუჰამმადია ჩემთან. - უთხრა ჯიბრილმა.
- დაუძახეს? - იკითხა მცველმა
- დიახ.
და გაიღო კარიბჭე და ჩვენ ავედით უახლოესი ზეცის ზემოთ და იქ დავინახე კაცი, რომელიც იჯდა ასვიდასთან (ეს ნიშნავს ხალხის დიდ ჯგუფს) ერთად, რომელიც იყო მის მარჯვნივ და მარცხნივ. როდესაც მარჯვნისაკენ გაიხედა, გაიცინა და როცა მარცხნივ გაიხედა, ატირდა. მან მითხრა: 'კეთილი იყოს შენი მობრძანება ღვთისმოსავო შუამავალო და ღვთისმოსავო შვილო' მე ვუთხარი: ჯიბრილ, ვინ არის ეს კაცი?
- ადამი - მიპასუხა ჯიბრილმა. ის არის ადამი და ხალხი მის მარჯვნივ და მარცხნივ არის მისი შთამომავლების სულები. მარჯვნივ არიან სამოთხის ხალხი, ხოლო მარცხნივ არიან ჯოჯოხეთის ხალხი. როცა მარჯვნივ იყურება იცინის, ხოლო როცა მარცხნივ იყურება ტირის. შემდეგ ჯიბრილი ავიდა ჩემთან ერთად სანამ არ მიაღწია მეორე ზეცას და უთხრა კარიბჭის მცველს:
კარიბჭის მცველმა ისე უთხრა მას როგორც პირველი ცის მცველმა და გააღო კარიბჭე.
ანასმა დაამატა: აბუ ზარმა თქვა, რომ შუამავალი შეხვდა იდრისს, მუსას, 'ისას და იბრაჰიმს ზეცაში და მას არ დაუკონკრეტებია მათი ადგილები (ე.ი ვისრომელ ზეცაზე შეხვდა.) თუმცა აღნიშნა, რომ ადამს შეხვდა პირველ ზეცაში ხოლო იბრაჰიმის მეექვსეში. შემდეგ ანასი აგრძელებს: როდესაც ჯიბრილმა და შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გაიარეს იდრისთან, მან უთხრა: მოგესალმები ღვთისმოსავო შუამავალო და ღვთისმოსავო ძმაო! შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) იკითხა:
- ვინ არის ის?
- ის იდრისია - უთხრა ჯიბრილმა.
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) შემდეგ დაამატა:
მაშინ ჩავიარე მუსასთან, რომელმაც მითხრა: მოგესალმები ღვთისმოსავო შუამავალო და ღვთისმოსავო ძმაო.
- მე ვიკითხე - ვინ არის?
- ის არის მუსა - მითხრა ჯიბრილმა.
შემდეგ გავიარე 'ისასთან, რომელმაც მითხრა:
კეთილი იყოს შენი მობრძანება ღვთისმოსავო შუამავალო და ღვთისმოსავო ძმაო.
- ვინ არის ის? - ვიკითხე მე.
- ის არის 'ისა - მითხრა ჯიბრილმა.

შემდეგ გავიარე შუამავალ იბრაჰიმთან, რომელმაც მითხრა: კეთილი იყოს შენი მობრძანება ღვთისმოსავო შუამავალო და ღვთისმოსავო შვილო! - ვინ არის ის? - ვიკითხე მე.- ის არის იბრიჰიმი - მითხრა ჯიბრილმა. იბნ აბბასმა და აბუ ჰაია ალ-ანსარიმ გადმოსცეს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: შემდეგ ჯიბრილი ავიდა ჩემთან ერთად იმ ადგილას, სადაც გაიგონე კალმების ხრაშუნი. იბნ ჰაზმმა და ანას ბინ მალიქმა გადმოსცეს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ალლაჰმა ორმოცდაათი ლოცვა მიბრძანა. როდესაც ალლაჰის ამ ბრძანებით დავბრუნდი, მუსას გვერდით ჩავიარე, რომელმაც მკითხა: ალლაჰმა, რა დაავალა შენს მიმდევრებს? მე ვუპასუხე: მან ორმოცდაათი ლოცვა დაავალა მათ. მუსამ მითხრა: დაბრუნდი შენს ღმერთთან (და სთხოვე შემცირება) რადგან შენი მიმდევრები ამას ვერ შეძლებენ. და მეც დავბრუნდი ჩემს ღმერთთან და ვთხოვე შემცირება, მან კი გაანახევრა. როდესაც მუსასთან ისევ გავიარე და ვაცნობე მას, კიდევ ერთხელ მითხრა: დაბრუნდი შენს ღმერთთან, რადგან შენი მიმდევრები ამას ვერ შეძლებენ. და მეც დავბრუნდი ისევე, როგორც ადრე და შეამცირა. შემდეგ ისევ ჩავიარე მუსასთან და მითხრა: დაბრუნდი შენს ღმერთთან, რადგან შენი მიმდევრები ამას ვერ შეძლებენ. მე კვლავ დავბრუნდი ჩემს ღმერთთან და მან (ალლაჰმა) მითხრა: ეს არის ხუთი და უდრის ორმოცდაათს, რადგან ჩემი სიტყვა არ იცვლება. მე დავბრუნდი მუსასთან, მან ისევ მითხრა: დაბრუნდი შენს ღმერთთან, მაგრამ მე ვუთხარი მას: 'ახლა მრცხვენია ჩემს ღმერთს ვთხოვო' შემდეგ ჯიბრილმა წამიყვანა ვიდრე არ მივაღწიეთ სიდრათ ალ-მუნთაჰას (უკიდურესი საზღვრის ლოტის ხე) რომელიც ენით აღუწერელი ფერებით იყო მოცული. შემდეგ მე შემიყვანეს სამოთხეში, სადაც ვნახე მარგალიტისგან დამზადებული პატარა კარვები და მისი მიწა იყო მუსქის (ე.ი სურნელოვანი).

6. თავი: ალლაჰის სიტყვა: და ადის ტომთან (წარვაგზავნე) მათი ძმა ჰუდი. უთხრა: ო ხალხო ჩემო, თაყვანი ეცით ალლაჰს, არ გყავთ თქვენ ღვთაება მის გარდა, და განა ღმერთის არ გეშინიათო? (ა'რაფ 7:65)

3343. იბნ აბბასი გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მე გავიმარჯვე ას-საბასთან (ე.ი აღმოსავლეთის ქარით) და ადის ხალხი განადგურდა ად-დაბურ (დასავლეთის ქარით).

3344. აბუ სა'იდი გადმოსცემს: ალიმ, შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ოქრო გაუგზავნა რომელიც ოთხ ადამიანს დაურიგა. (კაცს) ალ-აყრა ბინ ჰაბის ალ-ჰანზალის ტომიდან, უიანა ბინ ბადრ ალ-ფარაზის, ზეიდ ატ-ტაის, რომელიც ეკუთვნოდა ბანი ნაჰბანს ტომს და ალყამა ბინ ულათა ალ-ამირს. რომელიც ეკუთვნოდა ბანუ ქილაბს. ყურეიშელები და ანსარები და თქვეს: ის აძლევს ნაჯდის ლიდერს და ჩვენ არ გვაძლევს. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მე ვაძლევ მათ, რათა მივიზიდო მათი გული ისლამისკენ. შემდეგ კაცი მოვიდა ჩაცვენილი თვალებით, გამოწეული ლოყებით, აწეული შუბლით, სქელი წვერით და გადაპარსული თავი და უთხრა შუამავალს: 'გეშინოდეს ალლაჰის, ო მუჰამმად!. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უთხრა: 'ვინ დაემორჩილება ალლაჰს თუ მე ვეურჩები? დედამიწაზე ყველა ხალხი მენდობა და შენ არ მენდობი?' ვიღაცამ, რომელიც, ვფიქრობ, იყო ხალიდ ბინ ვალიდი შუამავალს სთხოვა იმ კაცის თავი მოეჭრა. მაგრამ მან ხელი შეუშალა. როდესაც იმ კაცმა დაგვტოვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ამ კაცის შთამომავლებიდან იქნებიან ვინც წაიკითხავს ყურანს, მაგრამ ის არ გადავა მათ ყელს იქეთ. ისინი გვლენ რელიგიიდან ისე, როგორც ისარი გადის მშვილდიდან. ისინი მოკლავენ მუსლიმებს და არ შეაწუხებენ წარმართებს (მუშრიქებს). თუ მათ დრომდე ვიცოცხლებ, მე მოვკლავ მათ, როგორც მოკლედ ადის ხალხი (ე.ი არავის დავტოვებ).

3346. ზეინაბ ბინ ჯაჰში გადმოსცემს, რომ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ერთხელ მივიდა მასთან შეშინებული და თქვა: არ არსებობს ღირსეული სათაყვანებელი ალლაჰის გარდა (ლაა ილაჰა ილლა ლლაჰ). ვაი არაბებს, მოახლოებული საფრთხის გამო. იაჯუჯ მაჯუჯის კედელში ასეთი ხვრელი გაკეთდა. ცერა და საჩვენბელი თითით რგოლი გააკეთა.ზეინაბ ბინთ ჯაჰშმა თქვა: ალლაჰის შუამავალო, განადგურდებიან თუ არა ჩვენს შორის ღვთისმოსავი ადამიანები? მან თქვა: 'კი, როცა გამრავლდებიან ბოროტები'.

3347. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ალლაჰმა იაჯუჯისა და მაჯუჯის კედელში ასეთი ხვრელი გაუკეთა, და ხელით აჩვენა (ე.ი რგოლი).

3348. აბუ საიდ ალ-ხუდრი გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ალლაჰი იტყვის(განკითხვის დღეს), ჰეი ადამ!, ადამი უპასუხებს - ლაბბაიქ ვა სა'დაიქ, და ყველაფერი კარგი შენს ხელშია. ალლაჰი ეტყვის: გამოიყვანე ჯოჯოხეთის ხალხი. ადამი ეტყვის: ო ალლაჰ! რამდენი ადამიანია ჯოჯოხეთის ხალხიდან? ალლაჰი უპასუხებს: ყოველი ათასიდან ცხრაასოთხმოცდაცხრამეტი ჯოჯოხეთის ხალხია. (ე.ი ყოველი ათასიდან 999 ცეცხლში დარჩება და ერთი გადარჩება) (აიათი)"იმ დღეს, როცა მას ნახავთ, ყოველი მეძუძური დააგდებს იმას, ვისაც ძუძუს აწოვებდა და ყველა ფეხმძიმე ქალს მოსწყდება ნაყოფი. და იხილავ ადამიანებს მთვრალს, როცა მთვრალნი არ იქნებიან. არამედ მკაცრია ალლაჰის სასჯელი." (სურა ჰაჯი 22:2) ვინ არის ის ერთი? - იკითხა ხალხმა. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უპასუხა: გიხაროდეთ, ერთი თქვენგან იქნება და ათასი იქნება იაჯუჯ-მაჯუჯისაგან. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ასევე თქვა: ვფიცავ მას, ვის ხელშიც არის ჩემი სული, ვიმედოვნებ, რომ თქვენ იქნებით ერთი მეოთხედი სამოთხის ხალხიდან. ჩვენ ვყვიროდით, "ალლაჰუ აქბარ". მან კი დაამატა: ვიმედოვნებ, რომ თქვენ იქნებით ერთი მესამედი სამოთხის ხალხიდან. ჩვენ ვყვიროდით, "ალლაჰუ აქბარ" მან ასევე თქვა: ვიმედოვნებ, რომ თქვენ იქნებით სამოთხის ხალხის ნახევარი. ჩვენ ვყვიროდით "ალლაჰუ აქბარ" და მან ასევე თქვა: თქვენ ხართ შავი თმის მსგავსი თეთრი ხარის კანზე, ან თეთრი

8. თავი: ალლაჰის სიტყვა: ...და ალლაჰმა აირჩია იბრაჰიმი თავის მეგობრად. (ნისა 4:125)

3349. იბნ აბბასი გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: (განკითხვის დღეს) თქვენ შეიკრიბებით ფეხშიშველნი, შიშველნი და წინადაუცვეთელნი. შემდეგ წაიკითხა: ... როგორც შევქმენით პირველი ქმნილება, ისევე გავიმეორებთ, ჩვენი აღთქმის თანახმად. ჭეშმარიტად, ჩვენ აღვასრულებთ. (ენბია 21:104) შემდეგ დაამატა: 'პირველი ვინც ჩაიცვამს აღდგომის დღეს იქნება იბრაჰიმი და ჩემი ზოგიერთი მიმდევარს მოიყვანებენ ჩემს მარცხნივ და მე ვიტყვი: ჩემი საჰაბეები, ჩემი საჰაბეები! და ითქმება: 'ისინი გავიდნენ ისლამიდან მას შემდეგ, რაც ისინი დატოვე' შემდეგ მე ვიტყვი ისე, როგორც თქვა მართალმა მსახურმა (ე.ი 'ისამ):
...მოწმე ვიყავი მათი, ვიდრე ვიყავი მათ შორის, ხოლო როცა მიმიბარე, უკვე შენა ხარ მათი მეთვალყურე, და შენ ყოვლისმოწმე ხარ. თუ დასჯი მათ - ჭეშმარიტად, ისინი შენი მსახურები არიან, ხოლო თუ მიუტევებ, შენა ხარ ძლევამოსილი, ბრძენი.
...(მაიდე 5:117-128)

3350. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: აღდგომის დღეს, იბრაჰიმი შეხვდება მამამისს, აზარს, რომლის სახე იქნება დაბნელებული და მტვრით დაფარული და ეტყვის: განა არ გითხარი რომ არ გეურჩა ჩემზე? მამამისი უპასუხებს: დღეს არ გეურჩები. იბრაჰიმი ეტყვის: ღმერთო! შენ დამპირდი, რომ აღდგომის დღეს არ შემარცხვენდი, და რა იქნება ჩემთვის იმაზე სამარცხვინო, ვიდრე მამაჩემის ლანძრვა და შეურაცხყოფა? მაშინ ალლაჰი ეტყვის: 'მე ავუკრძალე სამოთხე ურწმუნოებს' შემდეგ მას მიმართავენ: 'ო იბრაჰიმ, შეხედე, რა არის შენი ფეხების ქვეშ? ის გაიხედავს და დაინახავს სისხლით შეღებილ ცხოველს რომელსაც დაიჭერენ ფეხებით და ცეცხლში ჩააგდებენ.

3351. იბნ აბბასი გადმოსცემს: შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) შევიდა ქააბაში და იქ ნახა მარიამის და იბრაჰიმის სურათები (ან ხატები). ამაზე მან თქვა: რა ჭირთ მათ? მათ უკვე გაიგეს რომ ანგელოზები არ შედიან იმ სახლში სადაც სურათებია; თუმცა ეს იბრაჰიმის სურათია. და რატომ არის გამოსახული თითქოს ისრებით მკითხაობენ?

3352. იბნ აბბასი გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ქააბაში დაინახა სურათები, და არ შევიდა იქ მანამ, სანამ არ ბრძანა მისი წაშლა. როდესაც დაინახა იბრაჰიის და ისმა'ილის სურათები რომლებიც თითქოს ისრებით მკითხაობდნენ თქვა: ალლაჰმა დასწყევლოს ისინი (ე.ი ყურაიშელები. ვფიცავარ ალლაჰს, არც იბრაჰიმი და არც ისმა'ილი ისრებით არ მკითხაობდნენ.

3353. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ჰკითხეს: ვინ არის ხალხთა შორის ყველაზე პატივცემული? მან უპასუხა: ის, ვინც, ღვთისმოშიშია. ხალხმა თქვა: ჩვენ ამას არ გეკითხებით. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ყველაზე პატივცემული ადამიანი არის ალლაჰის შუამავალი იუსუფი, რომელიც იყო შუამავლის შვილი, ალლაჰის შუამავლის შვილი, ალლაჰის მეგობრის შვილი. ხალხმა კი თქვა: ჩვენ ამას არ გეკითხებით. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამაზე უთხრა მათ: თქვენ მეკითხებით არაბთა შთამომავალთა შესახებ? ხალხი სხვადასხვა წარმოშობისაა. უმეცრების პერიოდში კარგები ვინც იყვნენ, ისლამშიც კარგები არიან

3354. სამურა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ჩემთან მოვიდა ადამიანი ღამით (ე.ი სიზმარში, და წაიყვანეს). ჩვენ გავიარეთ მაღალ კაცთან და ისეთი მაღალი იყო რომ არ შემეძლო მისი თავის დანახვა და ის ადამიანი იყო იბრაჰიმი.

3383. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ჰკითხეს: ვინ არის ხალხთა შორის ყველაზე პატივცემული? მან უპასუხა: ის, ვინც, ღვთისმოშიშია. ხალხმა თქვა: ჩვენ ამას არ გეკითხებით. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ყველაზე პატივცემული ადამიანი არის ალლაჰის შუამავალი იუსუფი, რომელიც იყო შუამავლის შვილი, ალლაჰის შუამავლის შვილი, ალლაჰის მეგობრის შვილი. ხალხმა კი თქვა: ჩვენ ამას არ გეკითხებით. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამაზე უთხრა მათ: თქვენ მეკითხებით არაბთა შთამომავალთა შესახებ? ხალხი სხვადასხვა წარმოშობისაა. უმეცრების პერიოდში კარგები ვინც იყვნენ, ისლამშიც კარგები არიან.

3397. იბნ აბბასი გადმოსცემს: როდესაც შუამავალი მოვიდა მედინაში, მან ნახა(იუდეველები), რომ მარხულობდნენ აშურა დღეს. მათ უთხრეს: „ეს დიდი დღეა, ამ დღეს ალლაჰმა გადაარჩინა მუსა და დაახრჩო ფარაონის სახლეული, და მუსამ იმარხა ამ დღეს, ალლაჰისადმი მადლიერების ნიშნად“. მაშინ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მე უფრო ახლოს ვარ მუსასთან ვიდრე თქვენ, მან იმარხა და მოუწოდა(მუსლიმებს) დაეცვათ ამ დღეს მარხვა.“

3399. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: რომ არ ისრაელის შვილები, ხორცი არ გაფუჭდებოდა და რომ არა ევა, ქალები არ უღალატებდნენ ქმრებს.

3412. აბდულლაჰი გადმოსცემს, შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: თქვენგან არავინ არ თქვას, რომ მე იუნუსზე (შუამავალი) უკეთესი ვარ. მუჯაჰიდმა დაამატა "იუნუს იბნ მათთა".

3429. აბდულლაჰი გადმოსცემს: როდესაც მოევლინა აიათი: რომელთაც ირწმუნეს და მათ რწმენას უსამართლობის სამოსით არ ბურავენ.(სურა ენ’ამ 6:82) მუსლიმები შეწუხდნენ და თქვეს: ალლაჰის შუამავალო!, ვინ არ სჩადის უსამართლობას ჩვენს შორის? მან უპასუხა - ეს აიათი ამას არ ნიშნავს. ეს ნიშნავს ალლაჰზე თანაზიარს. არ გაგიგიათ რა უთხრა ლუყმანმა თავის ვაჟს, როდესაც რჩევას აძლევდა. ...„ჰეი, შვილო ჩემო! არ დაუდგინო ალლაჰს თანაზიარი, უეჭველად, შირქი (ალლაჰზე თანაზიარი) უდიდესი უსამართლობაა!“ (ლუყმან 31:13)

3432. ალი გადმოსცემს: გავიგონე ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამბობდა: მარიამი, იმრანის ასული იყო საუკეთესო ქალი(მსოფლიოში თავის დროს) და ასევე ხადიჯა არის საუკეთესო ქალი (ამ უმმეთში)

3435. 'უბადა იბნ ას-სამითი გადმოსცემს: `გავიგონე, როგორ თქვა შუამავალმა, ის, ვინცდაამოწმებს, რომ არ არის ღვთაება თაყვანისცემის ღირსი, გარდა ერთი ღმერთისა (ესეიგი თქვა ლა ილლა ილლა ლლაჰ) და მას არ ჰყავს თანაზიარი, დაამოწმებს რომ მუჰამმადი მისი მსახური და შუამავალია, დაამოწმებს რომ ‘ისა (იესო) ღმერთის მსახურია, შუამავალია, სიტყვაა, რომელიც მან მარიამს უბოძა და სულია მისგან, რომ სამოთხე – ჭეშმარიტებაა და ჯოჯოხეთიც – ჭეშმარიტებაა, მას ღმერთი სამოთხეში შეიყვანს მისი ნამოქმედარიდან გამომდინარე.

3442. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: გავიგონე ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამბობდა: ყველა ხალხთან შედარებით მე უფრო ახლოს ვარ მარიამის შვილთან. ყველა შუამავალი ერთმანეთის ძმები არიან. და არ ყოფილა შუამავალი ჩემსა და მას შორის.

3443. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ორივე სამყაროში მე უფრო ახლოს ვარ 'ისასთან მარიამის შვილთან. შუამავლები ერთმანეთის ძმები არიან, ხოლო მათი დედები სხვადასხვანი, და მათი რელიგია(ე.ი ისლამი) კი ერთია.

3444. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: 'ისამ დაინახა კაცი, რომელიც იპარავდა, და ჰკითხა მას: იპარავ? არა, ვფიცავარ ალლაჰს, რომლის გარდა არ არსებობს ღირსეული სათაყვანებელი. 'ისამ კი თქვა: მე მწამს ალლაჰის და ეჭვი მეპარება ჩემს თვალებში.

3445. უმარი გადმოსცემს: გავიგონე შუამავალი(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამბობდა: არ ამამაღლოთ მე ისე, როგორც ქრისტიანებმა აამაღლეს 'ისა მარიამის შვილი. მე მხოლოდ ადამიანი ვარ. ჩემზე მხოლოდ თქვით - ალლაჰის მსახური და შუამავალი.

3456. აბუ სა’იდი გადმოსცემს: `ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: უეჭველად, თქვენ გაყვებით მათ ჩვეულებებს, ვინც იყო თქვენამდე, ზუსტად გაიმეორებთ მათ საქციელს. თუ ისინი შევლიან ხვლიკის სოროში, თქვენც შეჰყვებით მათ. ხალხმა იკითხა: იუდეველებსა და ქრისტიანებს? შუამავალმა თქვა: აბა სხვა ვის?

3461. აბდულლაჰ იბნ ამრმა გადმოსცა: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: გადაეცით ხალხს ჩემგან თუნდაც ერთი აიათი და მოუყევით სხვებს ისრაელის შვილების ისტორიები, რადგან ამის გაკეთება ცოდვა არ არის. და ვინც განზრახ იტყვის ტყუილს ჩემს შესახებ, დაიკავებს თავის ადგილს ჯოჯოხეთში.

3463. ჯუნდუბი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: თქვენზე უწინ მცხოვრებ ხალხში იყვნენ ადამიანები, რომლებიც ჭრილობებს იყენებდნენ შემდეგ კი ვერ ითმენდნენ (ტკივილს), იღებდნენ დანას და იჭრიდნენ ხელებს, სისხლი კი არ ჩერდებოდა მანამ, სანამ არ მოკვდებოდნენ. ალლაჰმა თქვა: ჩემმა მონამ მე დამასწრო თავისი ნებით, და სამოთხე ვქმენი მე მისთვის აკრძალული.

3464. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: ისრაელის ტომში იყო სამი კაცი: კეთროვანი, ქოსა და ბრმა.ღმერთმა მათ გამოსაცდელად ანგელოზი გამოგზავნა. კეთროვანთან მისვლისას ანგელოზმა უთხრა: რა გსურს ყველაზე მეტად? კეთროვანმა უპასუხა: სუფთა და ჯანმრთელი კანი, რათა გაქრეს ის ზიზღი, რითაც ადამიანები მიყურებენ მე. ანგელოზი შეეხო მას, მისი კანი გაჯანსაღდა და გასუფთავდა. ამის შემდეგ ანგელოზმა უთხრა: რა ქონება გსურს? მან უპასუხა: აქლემები ან ძროხები. მართლაც, მას მიეცა მაკე აქლემი და ანგელოზმა უთხრა: დაე, ღმერთმა აკურთხოს ეს აქლემი შენთვის. შემდეგ ანგელოზი ქოსასთან გაემართა და უთხრა: რა გსურს ყველაზე მეტად? ქოსამ უთხრა: ლამაზი თმა-წვერი, რომ გაქრეს ის ზიზღი, რითაც ადამიანები მიყურებენ მე. ანგელოზი შეეხო მას და გაქრა მისი სნეულება, ამოუვიდა ლამაზი თმა-წვერი. შემდეგ ანგელოზმა ჰკითხა: რა ქონება გსურს? მან უპასუხა: ძროხები ან აქლემები. მართლაც, მას მიეცა მაკე ძროხა და ანგელოზმა უთხრა: დაე, ღმერთმა აკურთხოს ეს ძროხა შენთვის. ბრმასთან მისვლისას ანგელოზმა უთხრა მას: რა გსურს ყველაზე მეტად? ბრმამ უპასუხა: მსურს რომ ღმერთმა დამიბრუნოს თვალთახედვა, რომ მე შემეძლოს დავინახო ადამიანები. ანგელოზი შეეხო მას და ღმერთმა დაუბრუნა მას თვალთახედვა. შემდეგ ანგელოზმა ჰკითხა მას: რა ქონება გსურს? მან უპასუხა: ცხვრები. მართლაც, მიეცა მას მაკე ცხვარი. შემდეგ ამ ცხოველებმა იმრავლეს და ერთს გაუჩნდა აქლემების ჯოგი, მეორეს – საქონლისა, ხოლო მესამეს – ცხვრის ფარა.ამ დროს ანგელოზი კეთროვანის სახით მივიდა პირველ მათგანთან და უთხრა: მე ღარიბი მგზავრი ვარ, გზაში საგზალი გამომელია და არაფრის იმედი არ მაქვს დღეს, გარდა ღმერთისა და შემდეგ შენი. იმის სახელით, ვინც გაჩუქა შენ სუფთა და ჯანსაღი კანი, ასევე ეს ქონება, გთხოვ მომცე ერთი აქლემი, რომ მე შევძლო გზის გაგრძელება. აქლემების პატრონმა კი უპასუხა: ვერ მოგცემ ვერაფერს, ეს ქონება მხოლოდ ჩემი არ არის... მაშინ ანგელოზმა უთხრა: უჰ, მგონი გიცანი! შენ არ ხარ ის კეთროვანი, რომელსაც ყველა ზიზღით დაჰყურებდა? შემდეგ კი ღმერთმა განგკურნა და ეს სიმდიდრე გაჩუქა? აქლემების პატრონმა უპასუხა: არა! მე ეს ქონება დავიმსახურე, მემკვიდრეობად მივიღე! ანგელოზმა უთხრა: დაე, ღმერთმა დაგაბრუნოს წინა მდგომარეობაში, თუკი ცრუობ! შემდეგ ანგელოზი მივიდა მეორესთან ქოსის სახით და უთხრა მას ის, რაც პირველს, მაგრამ იგივე პასუხი მიიღო. ანგელოზმა მასაც უთხრა: დაე, ღმერთმა დაგაბრუნოს წინა მდგომარეობაში,თუკი ცრუობ! შემდეგ ანგელოზი მივიდა მესამესთან ბრმის სახით და უთხრა: მე ღარიბი მგზავრი ვარ, ბრმა, გზაში საგზალი გამითავდა, მე არავის იმედი არ მაქვს გარდა ღმერთისა და შემდეგ შენი. იმის სახელით, ვინც შენ თვალთახედვა მოგანიჭა, გთხოვ მომცე ერთი ცხვარი საგზლად, რომ მე შევძლო გზის გაგრძელება. ფარის პატრონმა უთხრა: მეც ვიყავი ბრმა და ღმერთმა დამიბრუნა თვალთახედვა. ამიტომ აიღე ჩემი ქონებიდან ის, რაც გსურს და დამიტოვე, რაც გსურს. ვფიცავ ღმერთს, მე არ შევეცდები შეგაჩერო შენ წაიღო ჩემი ქონებიდან ის, რასაც ღმერთი ინებებს. მაშინ ანგელოზმა უთხრა მას: დაიტოვე შენი ქონება! ღმერთმა გამოგცადათ თქვენ, და იგი კმაყოფილია შენით, და განურისხდა შენს ორ ამხანაგს (კეთროვანსა და ქოსას).

3474. აიშა გადმოსცემს: მე ვკითხე ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) შავი ჭირის შესახებ. მან მითხრა: 'ეს არის სასჯელი, რომელსაც ალლაჰი უგზავნის იმას, ვისზეც ინებებს, ხოლო ალლაჰმა ეს დაადგინა წყალობად მორწმუნეთათვის. რომელიმეს როცა შეემთხვევა შავი ჭირი (ე.ი ეპიდემია), რჩება თავის ქვეყანაში, ითმენს და ღმერთისგან სიკეთის მოლოდინშია, და იცის, მას არაფერი შეემთხვევა იმის გარდა, რაც ღმერთმა დაწერა მისთვის, ის მიიღებს შაჰიდის ჯილდოს.

3478. აბუ სა'იდი გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: თქვენამდე იყო ერთი კაცი, რომელსაც ალლაჰმა მისცა ბევრი ქონება. ის როცა იყო სიკვდილის სარეცელზე, მან უხმო თავის შვილებს და უთხრა მათ: როგორი მამა ვიყავი? შვილებმა უთხრეს: შენ კარგი მამა იყავი. მამამ უთხრა: მე არასოდეს გამიკეთებია ერთი კეთილი საქმე, და როცა მოვკდები, დამწვით, გაანადგურეთ ჩემი სხეული და შემდეგ ნაცარი გააბნიეთ ქარიშხლიან დღეს. მისმა შვილებმა შეასრულეს მამის თხოვნა, მაგრამ უზენაესმა ალლაჰმა აღადგინა მისი სხეული და ჰკითხა მას: რამ გაიძულა ამის გაკეთება? 'შენმა შიშმა' - უთხრა კაცმა. და ალლაჰმა მიანიჭა მას მისი წყალობა. (ე.ი აპატია მას)

3480. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ერთი კაცი ხალხს სესხს აძლევდა, და შემდეგ ეუბნებოდა მის მონას: თუკი მევალე გაჭირვებულია, მაშინ აპატიე მას, და ალლაჰი გვაპატიებს. და როცა ის (მევალე) შეხვდება ალლაჰს, ალლაჰი მას აპატიებს.

3482. აბდულლაჰ იბნ უმარი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ქალი დაისაჯა იმიტომ რომ კატა, რომელიც მას ჰყავდა, გამოამწყვდია და მოკვდა. ის შევიდა ცეცხლში იმიტომ, რომ მან აღარ მისცა საკვები და წყალი როცა გამოამწყვდია, და არც გაანთავისუფლა, რათა ეჭამა მას მიწის მწერები.

3483. აბუ მასუდ უყბა გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: შუამავლების ერთი ნათქვამი, რომელიც ხალხმა მიიღო არის: 'თუ არ გრცხვენიათ, მაშინ გააკეთეთ რაც მოგეწონებათ'.

3488. სა'იდ იბ მუსაიბი გადმოსცემს: როდესაც მუავია იბნ აბუ სუფიანი მოვიდა მედინაში ბოლო დროს, მან ხუტბა წაგვიკითხა. მან აიღო პარიკი და თქვა: მე არასოდეს მინახავს ვინმე იუდეველთა გარდა, ვინც ამას აკეთებს. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უწოდა მას აზ-ზუურა.