61.შუამავლის დამისი საჰებეების ღვაწლი

3509. ვასილა იბნ ალ-ასყა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: უეჭველად, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ტყუილი არის, იმის გაცხადება, რომ ის არის სხვისი შვილი და არა ნამდვილი მამის, ან გაცხადება იმის, რომ ნახა სიზმარი რომელიც არ უნახავს, ან იმის თქმა შუამავალზე რაც მას არ უთქვამს.

3511. იბნ უმარი გადმოსცემს: გავიგონე შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მინბერზე ამბობდა: უეჭველად, ფიტნა(არეულობა)(დაიწყება) აქედან. და მიუთითა აღმოსავლეთისკენ, და "საიდანაც გამოვა სატანის თავი"

3533. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: „არ გაკვირვებს, როგორ გადამარჩინა ალლაჰმა ყურაიშების შეურაცხყოფისა და წყევლისგან? ისინი შეურაცხყოფენ და წყევლიან მუზამმამას („სახელ გატეხილს“), მაგრამ მე ვარ მუჰამმადი (ქებული)“

3537. ანასი გადმოსცემს: როდესაც შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ბაზარში იყო, კაცმა დაუძახა (ვიღაცას) - ო აბულ ყასიმ! შუამავალმა მოუტრიალდა და უთხრა - ჩემი სახელი დაარქვით ერთმანეთს ჩემს შემდეგ, მაგრამ არ დაუძახოთ ერთმანეთს ჩემი მეტსახელი(ქუნია)

3538-3539. ჯაბირი გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ჩემი სახელი დაარქვით ერთმანეთს ჩემს შემდეგ, მაგრამ არ დაუძახოთ ერთმანეთს ჩემი მეტსახელი (ქუნია)
(იგივეს გადმოსცემს აბუ ჰურაირა 3539)

3549. ალ ბარა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) იყო ყველა ლამაზი ხალხთა შორის, და ჰქონდა საუკეთესო გარეგნობა. ის არც ძალიან მაღალი იყო და არც დაბალი.

3550. ყათადა გადმოსცემს, მე ვკითხე ანნას: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) შეიღება თმა? მიპასუხა - არა. თავზე მხოლოდ რამდენიმე თეთრი თმა იყო მის საფეთქლებთან.

3551. ალ ბარა გადმოსცემს: შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) იყო საშუალო სიმაღლის, ჰქონდა განიერი მხრები, თმები წვდებოდა ყურებს. ერთხელ დავინახე ის წითელ მოსასხამში და არ მინახავს უფრო ლამაზი მის შემდეგ.

3606. ჰუზაიფა ალ იამანი გადმოსცემს: » ჩვეულებისამებრ ადამიანები ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ეკითხებოდნენ სიკეთის მომასწავებელ სასიხარულო ამბების შესახებ, მე კი მეშინოდა სიავე არ მწვეოდა და საპირისპიროდ ვიქცეოდი. ერთხელაც მე მას ვკითხე: ალლაჰის შუამავალო! განვლილ პერიოდში ჩვენ ვიმყოფებოდით გაუნათლებლობაში და სიბნელეში, თუმცა ალლაჰის წყალობით ჩვენამდე მოვიდა სიკეთე, საინტერესოა, ამ სიკეთის შემდგომ გვეწვევა თუ არა ბოროტება? — მან თქვა «დიახ!» მაშინ მე კვლავ ვკითხე: მოყვება თუ არა ამ ბოროტებას, კვლავ სიკეთე? მან კი თქვა:»მოყვება, თუმცა მასში შერეული იქნება ბოროტებაც». რაში გამოიხატება ყოველივე ეს? მან მითხრა: «გამოჩნდება ხალხი, რომლებიც არ გაითვალისწინებენ ჩემს სუნნას, ისინი იხელმძღვანელებენ სხვა წყაროებიდან და არ იმოქმედებენ ისე, როგორც ამას მე ვაკეთებ, მათგან რაღაც ნაწილს თქვენ გაიზიარებთ, ხოლო რაღაც ნაწილის მათი ქმედებისა თქვენ უარყოფთ და განერიდებით.» მე კვლავ ვიკითხე: იქნება თუ არა ამ სიკეთის შემდგომ კიდევ რაიმე სხვა ბოროტება? მან მიპასუხა, რომ იქნება და ესენი იქნებიან ხალხი მქადაგებელნი, რომლებიც ადამიანებს მოუწოდებენ ჯოჯოხეთის კარიბჭისაკენ, ისინი ვინც უპასუხებენ მათ, მათ მიერვე იქნებიან შეყვანილნი ჯოჯოხეთში.» მე კვლავ ვკითხე: ალლაჰის შუამავალო აგვიღწერე ისინი! მან მიპასუხა: «კეთილი! გეტყვი, რომ ისინი იქნებიან ჩვენი რიგებიდან და ილაპარაკებენ ჩვენსავე ენაზე.» ალლაჰის შუამავალო! მითხარი, როგორ მოვიქცე, თუკი ვიცოცხლებ იმ დრომდე,რომელიც შენ აგვიღწერე? მან თქვა: «არ დაშორდე მუსლიმთა ჯამაათს და მათ მმართველებს,და მე ვიკითხე: რომ არ დარჩეს ადამიანებს შორის არც მუსლიმური ჯგუფები და არც მმართველები? მაშინ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მაშინ მოერიდე ყველა სექტას, თუნდაც, რომ ამისათვის ხეთა ძირებზე კბილებით ჩაჭიდება მოგიხდეს და ასე დაელოდე სიკვდილს!

3608. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: განკითხვის დღე არ დადგება მანამ, სამან არ იქნება ომი ორ დიდ ჯგუფს შორის, რომელთა მოთხოვნებიც (ან რელიგია) ერთიდაიგივე იქნება.

3618. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: როდესაც ქისრა დაიღუპება, აღარ იქნება ქისრა მათ შემდეგ, და როცა კეისარი დაიღუპება, აღარ იქნება მეტი კეისარი მათ შემდეგ. ვფიცავ მას, ვის ხელშიც არის მუჰამმადის სული, თქვენ გახარჯავთ ორივე საგანძურს ალლაჰის გზაზე.

3619. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: როდესაც ქისრა დაიღუპება, შემდეგ აღარ იქნება ქისრა მათ შემდეგ, და როცა კეისარი დაიღუპება, მათ შემდეგ აღარ იქნება მეტი კეისარი. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ასევე თქვა: თქვენ გახარჯავთ ორივე საგანძურს ალლაჰის გზაზე.

3636. აბდულლაჰ იბნ მას'უდი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) დროს მთვარე გაიყო ორ ნაწილად და შუამავალმა თქვა – დაამოწმეთ.

3637. ანასი გადმოსცემს: მექქის ხალხმა თხოვა შუამავალს რომ მათთვის სასწაული ეჩვენებინა, და აჩვენა მათ გაყოფილი მთვარე.

3638. იბნ აბბასი გადმოსცემს: შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) დროს მთვარე გაიყო ორ ნაწილად.

3640. ალ მუღირა იბნ შუ'ბა გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: "ჩემი უმმეთიდან მუდამ იარსებებს ისეთი ჯგუფი, რომლებიც მტკიცედ იდგებიან ალლაჰის ბრძანებებზე. მათ მოწინააღმდეგენი და მკიცხველნი ვერაფერს დააკლებენ, ბოლოს მოვა ალლაჰის დანაპირები და ისინი უპირატესნი იქნებიან ხალხის წინაშე.