62. შუამავლის საჰაბეები

3653. აბუ ბაქრი გადმოსცემს: მე ვუთხარი შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მაშინ, როცა გამოქვაბულში ვიყავით: თუ ის გამოიხედავს მის ფეხქვეშ, დაგვინახავს. მან მითხრა: "ო აბუ ბაქრ! რას ფიქრობ იმ ორზე, რომლებთანაც მესამე ალლაჰია?

3656. იბნ აბბასი გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: რომ ამერჩია ჩემთვის საყვარელი, მე აბუ ბაქრს ავირჩევდი, რადგან იგი არის ჩემი ძმა(ისლამში) და საჰაბა.

3657. აიუბი გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: რომ ამერჩია ჩემთვის საყვარელი, მე აბუ ბაქრს ავირჩევდი, რადგან ისლამური ძმობა უკეთესია.

3673. აბუ სა'იდი გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: არ შეურაცჰხყოთ ჩემი საჰაბეები, რადგან ვინც გასცემს უჰუდის მთის ტოლა ოქროს ალლაჰის გზაზე, ის არ იქნება მათ მიერ გაცემული მუდას (801 გრამი) ტოლი.

3705. მოგვითხრო 'ალიმ: ფატიმამ - სალამი მას - მოიჩივლა, რომ მას გაურთულდა საქმე (მარცვლის დაფქვევა). შეიტყო რომ შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მისულიყო მოსამსახურე. ფატიმა წავიდა, ვერ იპოვა მოსამსახურე, მაგრამ იპოვა 'აიშა და აცნობა ამის შესახებ. როცა შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მივიდა აცნობა მას ფატიმას მისვლის შესახებ. შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მოვიდა ჩვენთან და ჩვენ უკვე ვიწექით. დავიწყე ადგომა და მან მითხრა: დარჩით თქვენს ადგილზე. მან ჩამოჯდა ჩვენს შორის და მე ვიგრძენი მკერდზე მისი ფეხების სიცივე. გვითხრა: არ გინდათ გაცნობოთ ის, რაც უკეთესია, ვიდრე თქვენ მთხოვეთ? როცა დაწოლას დააპირებთ განადიდეთ ალლაჰი (ალლაჰუ აქბარ) ოცდათოთხმეტჯერ, შეაქეთ ალლაჰი (სუბჰანელლაჰ) ოცდაცამეტჯერ და ადიდეთ ალლაჰი (ალჰამდუ ლილლაჰ) ოცდაცამეტჯერ, ეს უკეთესია თქვენთვის, ვიდრე მოსამსახურე.

3762. აბდურრაჰმან იბნ იაზიდი გადმოსცემს: ჩვენ ვთხოვეთ ჰუზაიფას, რომ ეთქვა ჩვენთვის შუამავლის მსგავს ადამიანზე კარგი გარეგნობით და სწორი ქცევებით, რათა ჩვენ მისგან გვესწავლა (კარგი მანერები და ქცევები). ჰუზაიფამ გვითხრა: მე არ ვიცი არავინ ისეთი, ვინც ჰგავს შუამავალს გარეგნობით და ქცევებით იმაზე მეტად, ვიდრე იბნ უმმ 'აბდი. (ე.ი იბნ მას'უდი)