3798. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: ერთი კაცი მოვიდა შუამავალთან. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას.) გაგზავნა თავისი ცოლები რომ მოეტანათ საჭმელი სტუმრისთვის, მაგრამ მათ ვერაფერი ნახეს წყლის გარდა. ალლაჰის შუამავალმა თქვა: ვინ წაიყვანს ამ კაცს და გაუმასპინძლდება? ანსარებიდან ერთმა კაცმა თქვა: 'მე'. წაიყვანა თავისთან და უთხრა თავის ცოლს: გაუმასპინძლდი ალლაჰის შუამავლის სტუმარს. ცოლმა უთხრა, რომ არაფერი ჰქონდათ საჭმელი იმის გარდა, რაც მათ ბავშვებისთვის იყო გადანახული. კაცმა უთხრა ცოლს: მოამზადე საჭმელი, ჩააქრე ლამბა და ბავშვები დასაძინებლად წაიყვანე თუ საჭმელს მოითხოვენ. ცოლმა გაამზადა საჭმელი, ჩააქრო ლამბა და ბავშვები დააძინა. შემდეგ ფეხზე წამოდგა თითქოს ლამბას ასწორებდა მაგრამ ჩააქრო. სიბნელეში ორივე ისე იქცეოდა თითქოს ჭამდა, მაგრამ მათ მშივრებმა დაიძინეს. დილით, როცა ეს ანსარი კაცი მოვიდა ალლაჰის შუამავალთან, შუამავალმა მას უთხრა: წუხელს ალლაჰს გაეღიმა და გაკვირვებული დარჩა შენი საქმით. შემდეგ ალლაჰმა მოავლინა აიათი: და რომელთაც იმათზე უწინ ბინა ჰქონდათ დადებული და სარწმუნოება მიღებული, უყვართ ვინც გადასახლდა მათთან. გულში არ ივლებენ არანაირ შურს იმის გამო, რაც იმათ მიეცათ, და უპირატესობას ანიჭებენ საკუთარ თავზე მეტად, თუნდ ესაჭიროებოდეთ. და ვინც სიხარბისგან თავს დაიცავს, სწორედ ისინი არიან ნეტარნი! (სურა ჰაშრ 59:9)
3803. ჯაბირი გადმოსცემს: გავიგონე შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამბობდა: ალლაჰის ტახტი შეინჯღრა მუაზის სიკვდილის გამო. სხვა გადმომცემებმა დაამატეს: გავიგონე შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამბობდა: ყოვლისშემძლის ტახტი შეინჯღრა იმიტომ, რომ მუაზი გარდაიცვალა.
3810. ყათადა გადმოსცემს, რომ ანასმა თქვა: ოთხმა ადამიანმა შეაგროვა ყურანი შუამავლის დროს, ყველა მათგანი ანსართა რიცხვიდანაა: უბაი იბნ ქა'იბ, მუაზ იბნ ჯაბბალი, ზეიდ იბნ საბითი და აბუ ზეიდი. მე ვუთხარი ანასს - ვინ არის აბუ ზეიდი? ჩემი ერთ-ერთი ბიძა.
3827. იბნ უმარი გადმოგვცემს, რომ ზეიდ ბინ ამრ ბინ ნუფაილი იყო ცოდნის ძიებაში. რომ ეპოვა სწორი რელიგია. ის გაემგზავრა დამასკოში. მან იქ შეხვდა იუდეველ წავლულს და გამოკითხა მას რელიგიაზე და უთხრა:- მე მინდა მივიღო თქვენი რელიგია. მომიყევი მე მასზე. იუდეველმა უთხრა: - შენ ვერ შემოხვალ ჩვენს რელიგიაში, რომ არ გამოიწვიო შენზე ალლაჰის რისხვა. - ო არა. მე მხოლოდ ის მინდა, რომ ავიცილო ალლაჰის რისხვა და არ მინდა მივიღო ისეთი რამ, რაც გამოიწვევს ალლაჰის რისხვას. მით უმეტეს მე არ მაქვს არავითარი ძალა, რომ გავუძლო მის რისხვას. შეგიძლია მითხრა სხვა რელიგიის შესახებ? - მე არ ვიცი სხვა რელიგია ჰანიფობის გარდა.- რა არის ჰანიფობა? - ჰანიფობა არის იბრაჰიმის რელიგია. ის არ იყო იუდეველი და არც ქრისტიანი და ის არ ეთაყვანებოდა არავის ალლაჰის გარდა. ზეიდმა დატოვა ის, წავიდა და შეხვდა ქრისტიან სწავლულს. მასაც იგივე ჰკითხა. სწავლულმა უპასუხა:- შენ ვერ შემოხვალ ჩვენს რელიგიაში, რომ არ გამოიწვიო შენზე ალლაჰის რისხვა. - მე არ ვეძებ ისეთ რელიგიას, რომ გამოვიწვიო ალლაჰის რისხვა და არ მინდა გავაკეთო ისეთი რამე, რომ იყოს ჩემზე უზენაესის წყევლა და რისხვა. გარდა ამისა მე არ მაქვს არავითარი ძალა, რომ ამას გავუძლო. შეგიძლია მიმითითო სხვა რელიგიაზე?- მე არ ვიცი სხვა რელიგია ჰანიფობის გარდა. - რა არის ჰანიფობა - ჰკითხა ზეიდმა?- ჰანიფობა არის იბრაჰიმის რელიგია. ის არ იყო იუდეველი და არც ქრისტიანი და ის არ ეთაყვანებოდა არავის ალლაჰის გარდა. როცა ეს გაიგონა ზეიდმა მათი სიტყვა იბრაჰიმის შესახებ, დატოვა ის ადგილი და გამოვიდა გარეთ, მან ასწია ხელები და თქვა: ღმერთო ჩემო, იყავ მოწმე, რომ მე იბრაჰიმის რელიგიაზე ვარ.
3828. ასმამ აბუ ბაქრის ქალიშვილმა თქვა: დავინახე ზეიდ იბნ ‘ამრ იბნ ნუფაილი ზურგით მიყრდნობილი ქა’აბის კედელზე, და ამბობდა: ყურაუშიტების ყრილობავ, არცერთი თქვენგანი არ არის იბრაჰიმის რელიგიაზე, ჩემს გარდა! ის უნარჩუნებდა პატარა გოგონებს სიცოცხლეს: თუკი ვინმე მოისურვებდა, რომ მოეკლა მისი ქალიშვილი, ის ეუბნებოდა მას: ნუ მოკლავ, მე გამოვკვებავ მას თქვენი სახელით. ასე რომ ის იყვანდა მას, და როცა გაზრდიდა ლამაზად, ეუბნებოდა მამამისს: ახლა შენ ის გინდა, და მე მოგცემ მას, ხოლო თუ გსურს, გამოვკვებად მას შენი სახელით.
3842. აიშა გადმოსცემს: აბუ ბაქრს ჰყავდა მონა, რომელმაც მისცა მას(აბუ ბაქრს) მისი გასამრჯელოდან და აბუ ბაქრმა შეჭამა მისგან. ერთ დღეს მან მოიტანა რაღაც და აბუ ბაქრმა შეჭამა. მონამ უთხრა - იცი რა არის ეს? აბუ ბაქრმა ჰკითხა - რა არის? მონამ უთხრა - ერთხელ ჯაჰილობის (პრე-ისლამურ) პერიოდში მე ვიწინასწარმეტყველე ვიღაცის მომავალი თუმცა მე არ მქონდა წინასწარმეტყველობის ცოდნა, ის მოვატყუე, და როცა ის შემხვდა, მომცა რაღაც ამ სამსახურისთვის, და ეს არის, რაც შენ მისგან შეჭამე. აბუ ბაქრმა თითი ჩაიდო პირში და გადმოარწყია, რაც ჩავიდა მის მუცელში
3871. აბდულლაჰი გადმოსცემს, რომ მთვარე გაიყო ორად.
3910. აიშა გადმოსცემს: პირველი ბავშვი ვინც ისლამის მიწაზე(ე.ი. მედინაში) დაიბადა მუჰაჯირებს შორის იყო აბდულლაჰ იბნ ზუბაირი. ის წაიყვანეს შუამავალთან. შუამავალმა აიღო ფინიკი, დაღეჭვის შემდეგ, მოათავსა მისი წვენი მის პირში. პირველი რაც ჩავიდა ბავშვის მუცელში, შუამავლის ნერწყვი იყო.
3931. აიშა გადმოსცემს, რომ ერთხელ აბუ ბაქრი მივიდა მასთან რამადან ბაირამის დღეს ან ყურბან ბაირამის დღეს მაშინ, როცა შუამავალი მასთან ერთად იყო და მასთან(აიშასთან) ერთად ორი გოგონაც იყო, მღეროდნენ ანსარების სიმღერებს ბუ'ასის (გმირული ბრძოლის დღე) დღისადმი მიძღვნილს. აბუ ბაქრმა ორჯერ გაიმეორა: სატანის მუსიკალური ინსტრუმენტები. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უთხრა: ო აბუ ბაქრ! მიატოვე ისინი, რადგან ყველა ხალხს აქვს დღესასწაული, ხოლო ჩვენი დღე ბაირამია.
3948. სალმანი გადმოსცემს, რომ იესოს და მუჰამმადს შორის იყო ექვსასი წელი.