4042. უყბა ბინ ამირი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა შეასრულა უჰუდის ბრძოლის შაჰიდების ჯანაზა (მათი გარდაცვალებიდან) რვა წლის შემდეგ, თითქოს დაემშვიდობნენ ცოცხლებს და მიცვალებულებს. შემდეგ მინბარზე ავიდა და თქვა: მე ვარ თქვენი წინამორბედი, და მე მოწმე ვარ თქვენზე, და თქვენზე დაპირებული ადგილი შეხვედრისთვის იქნება ალ-ჰაუდი(ავზი/ქავსარი განკითხვის დღეს). და მე ახლა ვუყურებ იმ ადგილს. მე არ მეშინია, რომ თქვენ შირქში ჩავარდებით, არამედ მეშინია, რომ ამქვეყნიური ცხოვრება თქვენ გაცდუნებთ და თქვენ ამისათვის(მიწიერისთვის) ერთმანეთს შეეჯიბრებით.
4045. სა'დ იბნ იბრაჰიმი გადმოსცემს: აბდურრაჰმან ბინ აუფს ხორცი მოუტანეს მაშინ, როცა მარხული იყო, და მან თქვა: 'მუს'აბ ბინ უმეირი შეჰიდი გახდა და ის ჩემზე უკეთესია, ის იყო ზეწარში გახვეული და როცა თავს უფარავდნენ, ფეხები უჩანდა, და როცა ფეხებს უფარავდნენ, თავი უჩანდა.' აბდურრაჰმანმა დაამატა: 'ჰამზა შეჰიდი გახდა და ის ჩემზე უკეთესია. ჩვენ გვებოძა მიწიერი სარგებელი და თან ძალიან ბევრი გვებოძა. გვეშინია, რომ ჩვენი საქმის საზღაური ამ ქვეყნად მოგცეცა' და აბდურრაჰმანი ატირდა და ჭამა მიატოვა.
4047. უმარ იბნ ალ-ხატტაბი გადმოსცემს: ერთხელ ერთმა იუდეველმა მითხრა: მართმორწმუნეების მმართველო! თქვენს წმინდა წიგნში არის აიათი, რომელსაც ყველა თვენთაგანი კითხულობს(მუსლიმები). დაეს რომ მოგვლენოდა ჩვენ, ჩვენ იმ დღეს (რომელ დღესაც მოევლინებოდა) დღესასწაულად ვაქცევდით. უმარ იბნ ალ-ხატტაბმა ჰკითხა - რომელი აიათია? იუდეველმა უპასუხა: დღეს მე სრულვჰყავი თქვენი რჯული, სრულად გიბოძეთ ჩემი წყალობა და თქვენთვის ისლამის რჯულით ვარ კმაყოფილი. (მაიდე 5:3) უმარმა უპასუხა - რათქმაუნდა ვიცით,თუ როდის და სად მოევლინა შუამავალს ეს აიათი. ეს იყო ჯუმა დღე როცა შუამავალი იდგა არაფატზე.(ჰაჯის დღეს)
4069. სალიმი თავისი მამისგან გადმოგვცემს, რომ მან მოისმინა, როდესაც ალლაჰის შუამავალი დილის ლოცვის ბოლო მუხლზე რუქუღიდან თავი წამოწია და „სამი’ა -ლლაჰუ ლიმან ჰამიდაჰ, რაბბანაა ვა ლაქა’ლ-ჰამდ“ (ალლაჰს მათი ესმის, ვინც მას ადიდებს. ღმერთო დიდება შენ)თქმის შემდეგ მან თქვა: „ღმერთო დასწყევლე ესა და ესა!“ რაზეც ალლაჰმა შემდეგი აიათი ჩამოავლინა: შენ ამ საქმესთან ხელი არ მიგიწვდება, (ალლაჰი) ან შეიწყალებს მათ ან დასჯის. უეჭველად, უსამართლონი არიან ისინი. (3:128)
4219. ჯაბირ ბინ აბდულლაჰი გადმოგვცემს: „ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ხაიბარის დღეს ვირის ხორცის ჭამა აკრძალა, ხოლო ცხენის ხორცის ჭამაზე ნება დართო.“ (ასევე მუსლიმ, 1941.)
4408. აბუ ჰურაირა გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ყველა ახალშობილი იბადება ერთღმერთიანად, მაგრამ მშობლები მას ან ქრისტიანად იუდევლად ან ჯადოქრად აღზრდიან. ანასმა თქვა: და ამ დროს ხაიბარისკენ გაიხედა.
4425. აბუ ბაქრა გადმოსცემს: ალ-ჯამალის(ომის) დღეს, ალლაჰმა მასარგებლა სიტყვით, რომელიც მე გავიგონე ალლაჰის შუამავლისგან, მას შემდეგ რაც შევუერთდი ალ-ჯამალის ხალხს, და ვიბრძოლე მათთან ერთად. როდესაც ალლაჰის შუამავალს აცნობეს, რომ სპარსელებს მმართველად ჰყავდათ ქისრას მმართველის ქალიშვილი, თქვა: ხალხს, რომელსაც ჰყავს ქალი მმართველი ვერასოდეს იქნება წარმატებული