4475. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: როდესაც იმამი ამბობს: ღაირილ მაღდუბი 'ალაიჰიმ ვალადდალლინ (იმათი გზით, რომელთაც მიეცი მოწყალება, არა - შერისხულთა და არცა - გზააბნეულთა ფათიჰა 1:7) თქვენ უნდა თქვათ "ამიინ". თუ ვინმეს ნათქვამი "ამინ"დაემთხვევა ანგელოზების ნათქვამს. მაშინ, მას, მისი ყველა ცოდვა ეპატიება.
4942. აბდულლაჰ ბინ ზამა გადმოსცემს, რომ გაიგონა ალლაჰის შუამავალი კითხულობდა ხუთბას და ახსენა დედალი აქლემი და ის, ვინც მას აჭედებდა. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) შემდეგ წაიკითხა: ‘როცა მათგან მეამბოხენი შეიყარნენ. (91:12)’ და შემდეგ თქვა: ერთი ძლიერი კაცი გაგზავნეს (აქლე)მის მოსაკლავად, თავის ტომში დაუმარცხებელი, აბუ ზამას მსგავსი. შუამავალმა შემდეგ ახსენა ქალები. არ არის დაშვებული თქვენთვის დაარტყას თავის ცოლს ისე, როგორც მონას, რადგან შეიძლება იმავე საღამოს მასთან დაიძინოს. შემდეგ მან ურჩია ხალხს, არ გაიცინონ როდესაც ვინმე გაზებზე გადის და თქვა: ‘რატომ უნდა გაიცინოს იმაზე, რასაც თვითონ აკეთებს?
4581. .... განკითხვის დღეს, მხმობელი გამოაცხადებს: ყველა ერი გაჰყვეს იმას, რასაც თაყვანს სცემდა. მაშინ ყველა ვინც თაყვანს სცემდა ალლაჰის გარდა კერპებს და სხვა ცრუ სათაყვანონს, ჩაეშვებიან ჯოჯოხეთში. ვიდრე არ დარჩება ისინი, ვინც თაყვანს სცემდა მხოლოდ ალლაჰს, როგორც მორჩილები და ცოდვილები (ფაჯირ) და ასევე წიგნის ხალხის დარჩენილი მხარე. (ე.ი იუდეველები და ქრისტიანები) იუდეველებს ჰკითხავენ: ვის ეთაყვანებოდით? ისინი ეტყვიან: უზეირს, ალლაჰის ძეს. მათ ეტყვიან: თქვენ იტყუებით, რადგან ალლაჰს მეუღლე და ძე არასოდეს დაუდგენია თავისთვის. რა გინდათ ახლა? ისინი იტყვიან: ღმერთო ჩვენო! გვწყურია და მოგვეცი დასალევი. და მათ ასე მიმართავენ. თქვენ დალევთ, და ჩაეშვებიან ჯოჯოხეთში. ამის შემდეგ ქრისტიანებს მოუხმობენ და ეტყვიან: ვის ეთაყვანებოდით? ისინი ეტყვიან: იესოს ('ისას) ალლაჰის ძეს. მათ ეტყვიან: თქვენ იტყუებით, რადგან ალლაჰს მეუღლე და ძე არასოდეს დაუდგენია თავისთვის. რა გინდათ ახლა? ისინიც იგივეს იტყვიან რაც წინა ხალხმა თქვა. (და ჩაეშვებიან ჯოჯოხეთში) და დარჩება ხალხი, ვინც მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰს ეთაყვანებოდა, მორჩილები და ცოდვილები. მათ მიუახლოვდება სამყაროთა ღმერთი ისე, როგორც მათ ჰქონდათ წარმოდგენილი, და ეტყვიან: რას ელოდებით? ყველა ერი გაჰყვა იმას, რასაც ეთაყვანებოდა. 'ისინი უპასუხებენ: 'ჩვენ დავტოვეთ ხალხი მიწიერ ცხოვრებაში როცა ისინი გვჭირდებოდა, თუმცა არ ავირჩიეთ ისინი მეგობრებად' ალლაჰი ეტყვის მათ: 'მე ვარ თქვენი ღმერთი' და ისინი იტყვიან ორჯერ ან სამჯერ: 'ჩვენ ალლაჰს თანაზიარს არ ვუდგენდით'
4523. აიშა გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:"ალლაჰისთვის ყველაზე საძულველი ადამიანი არის მოჩხუბარი ადამიანი".
4528. ჯაბირი გადმოსცემს, რომ იუდეველები ამბობდნენ: ვისაც აქვს ინტიმური კავშირი თავის ცოლთან უკნიდან, ის შობს ელამ ბავშვს. ამაზე ალლაჰმა მოავლინა: "თქვენი მეუღლეები ყანაა თქვენი. შედით თქვენს ყანაში როგორც გენებოთ, და საკუთარი თავისთვის განიმზადეთ. და გეშინოდეთ ალლაჰის. იცოდეთ, რომ თქვენ შეხვდებით მას და ახარე მორწმუნეთ!" (ბაყარა 2:223)
4548. სა'იდ იბნ ალ-მუსაიბი გადმოსცემს აბუ ჰურაირას სიტყვას, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მარიამის შვილის გარდა არცერთი ბავშვი არ დაბადებულა, რომ სატანა არ შეეხოს მას როცა იბადება, და იწყებს ხმამაღალ ტირილს, ვინაიდან მას სატანა შეეხო. აბუ ჰურაირამ თქვა: თუ გსურთ წაიკითხეთ: "და შენ გაბარებ მას და მის შთამომავლობას, ფარავდე ეშმაკისგან, ქვებით ჩაქოლილისგან!“ (ალი იმრან 3:36)
4604. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვინც ამბობს, რომ მე უკეთესი ვარ იუნუს იბნ ბათთაზე – მატყუარაა.
4686. აბუ მუსას გადმოცემით ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გვამცნობს:`უეჭველია, რომ ალლაჰი უსამართლოს ვადას აძლევს, მაგრამ მას გაქცევის შესაძლებლობას არ მისცემს.შემდეგ ეს აიათი წაიკითხა: ამგვარად შეიპყრობს შენი ღმერთი სოფლებს, როცა იპყრობს მაშინ,როცა უსამართლონი არიან. ჭეშმარიტად, მისი შეპყრობა მწარე, მრისხანეა! (სურა 11:102)
4699. ბერა ბინ აზიბის გადმოცემის თანახმად, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: “როდესაც მუსლიმს საფლავში (დამკითხავი ანგელოზები) დაჰკითხავენ, ის დაამოწმებს, რომ არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა და მუჰამმადი მისი შუამავალია. ეს დამოწმება, ალლაჰის ეს სიტყვაა: «განამტკიცებს ალლაჰი იმათ, ვინც ირწმუნა, მტკიცე სიტყვით ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც." (იბრაჰიმი, 27)
4712. გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი რომ: ერთხელ ალლაჰის მოციქულს صلى الله عليه وسلم მიუტანეს ხორცი. რამოდენიმე ხანში კი მას აჩუქეს ცხვრის უკანა კიდური რომელიც მას უყვარდა. ალლაჰის მოციქულმა ჩაკბიჩა ხორცი და შემდეგ თქვა: „განკითხვის დღეს მე ვიქნები მეთაური ყველა ადამიანების. და იცით თუ არა თქვენ ამის მიზეზი? საქმე იმაშია რომ განკითხვის დღეს ალლაჰი შეჰკრებს ყველას ერთად, პირველსა თუ უკანასკნელს ერთ სიმაღლეზე, ისე რომ მიმართვა შესაძლებელი იქნება ყველაზე ერთდროულად და ისინი იქნებიან ერთნაირად თვალთახედვაში. ამ დღეს მზე მოახლოვდება ადამიანებთან (სხვა ვერსიაში ნათქვამია მზე მოახლოვდება ერთი მილის დაშორებით, და ამ ხადისის გადმომცემმა საჰაბმა თქვა: მე არ ვიცი რომელ მილზეა საუბარი, მილზე რომელიც სიშორეს აღწერს თუ მილზე რომელიც თვალის სურმასოდენა დაშორება იქნება მხოლოდ) და ისინი ჩავარდებიან ისეთ მწუხარებაში, რომ მათ არ ექნებათ ძალა და არ ექნებათ მოთმინება რომ ეს აიტანონ. ამ დროს ადამიანების ერთი ჯგუფი ეტყვის მეორეს: განა ვერ ხედავთ როგორ მდგომარეობაში აღმოჩნდით? განა ვერ ხედავთ სადამდე მიხვედით? არ მოძებნით ისეთს, ვინც შუამდგომლობას გაგიწევთ ალლაჰის წინაშე?(რომ დაიწყოს განკითხვა) ამათგან ზოგი ეტყვის მეორეს: მიდით ადამთან რის შემდეგ ისინი მივლენ მასთან და ეტყვიან: ო ადამ! შენახარ კაცობრიობის მამა. ალლაჰმა შეგქმნა შენ მისი ხელებით და ჩაგბერა შენ სული და მისი ბრძანებით ანგელოზებმა აღავლინეს სეჯდე შენს წინაშე, იშუამდგომლე ჩვენთვის, შენი ღმერთისწინაშე. განა ვერ ხედავ როგორ მდგომარეობაში ვართ? და ვერ ხედავ სადამდე მივედით? ამაზე ადამი უპასუხებს: "ჭეშმარიტად, დღეს ღმერთი განრისხებულია ისე, რომ არასდროს ყოფილა განრისხებული მსგავსად, და არც არასდროს განრისხდება მსგავსად. ჭეშმარიტად მან ამიკრძალა მეჭამა ხის ნაყოფი, მაგრამ მე ვეურჩე მას. ჩემი სული, ჩემი სული." წადით ნუჰთან. მაშინ ადამიანები მივლენ ნუჰთან და ეტყვიან მას: ო ნუჰ! ჭეშმარიტად შენახარ პირველი ალლაჰის წარგზავნილი მოციქული, და ალლაჰმა შენ გიწოდა მადლიერი მონა. გვიშუამდგომლე ჩვენ შენი ღმერთის წინაშე. განა ვერ ხედავ შენ, რა მდგომარეობაში ვართ და სადამდე მივედით? რაზეც ნუჰი უპასუხებს მათ: "ჭეშმარიტად დღეს ღმერთი განრისხებულია ისე, რომ არასდროს ყოფილა განრისხებული მსგავსად, და არც არასდროს განრისხდება მსგავსად. ჭეშმარიტად მიწიერ ცხოვრებაში მე მქონდა ბოძებული, შემეთხოვა ალლაჰისთვის ერთხელ, მე მას შევთხოვე უკვე დამხმარებოდა ჩემი ხალხის წინააღმდეგ. ჩემი სული, ჩემი სული, წადით იბრაჰიმთან". მაშინ ადამიანები მივლენ იბრაჰიმთან და ეტყვიან მას: ო იბრაჰიმ, შენახარ ალლაჰის მოციქული და მისი საყვარელი მეგობარი დედამიწაზე სულიერთაგან (ხალილ), იშუამდგომლე ჩვენთვის შენი ღმერთის წინაშე. განა ვერ ხედავ როგორ მდგომარეობაში ვართ ჩვენ? და სადამდე მივედით? ამაზე იბრაჰიმი უპასუხებს :"ჭეშმარიტად დღეს ღმერთი განრისხებულია ისე, რომ არასდროს ყოფილა განრისხებული მსგავსად, და არც არასდროს განრისხდება მსგავსად. მე მოვიტყუე სამჯერ, ჩემი სული, ჩემი სული, წადით მუსასთან".. შემდეგ ისინი მივლენ მუსასთან და ეტყვიან მას: ო მუსა. შენახარ ალლაჰის მოციქული და ალლაჰმა შენ უპირატესგყო მეორე ხალხზე, მან შენ მოგცა მისი წერილი და გესაუბრებოდა შენ შუამდგომელის გარეშე, იშუამდგომლე ჩვენთვის შენი ღმერთის წინაშე. განა ვერ ხედავ როგორ მდგომარეობაში ვართ? და სადამდე მივედით? საპასუხოდ მუსა იტყვის: "ჭეშმარიტად დღეს ღმერთი განრისხებულია ისე, რომ არასდროს ყოფილა განრისხებული მსგავსად, და არც არასდროს განრისხდება მსგავსად. რაც შემეხება მე, მე მოვკალი ადამიანი რომელზეც არმქონდა უფლება. ჩემი სული, ჩემი სული, წადით 'ისასთან." მაშინ ადამიანები მივლენ 'ისასთან და ეტყვიან: ო 'ისა! შენახარ ალლაჰის მოციქული და შენ ესაუბრე ადამიანებს მაშინ, როცა ჯერ კიდევ იყავი აკვანში, შენახარ ღვთის სიტყვა, რომელიც ალლაჰმა უბოძა მარიამს და შენახარ სული ღმერთისგან. გვიშუამდგომლე შენი ღმერთის წინაშე. განა ვერ ხედავ როგორ მდგომარეობაში ვართ და სადამდე მივედით? 'ისა მათ უპასუხებს: "ჭეშმარიტად დღეს ღმერთი განრისხებულია ისე, რომ არასდროს ყოფილა განრისხებული მსგავსად, და არც არასდროს განრისხდება მსგავსად. ის არ დაასახელებს თავის რომელიმე ცოდვას მაგრამ იტყვის: ჩემი სული, ჩემი სული, წადით მუჰამმადთან صلى الله عليه وسلم." ამის შემდეგ ადამიანები მოვლენ ჩემთან და იტყვიან: ო მუჰამმად, შენახარ ალლაჰის მოციქული და ბოლო შუამავალი, ალლაჰმა შენ გაპატია ყველა წარსული და მომავალი ცოდვები, იშუამდგომლე ჩვენთვის შენი ღმერთის წინაშე, განა ვერ ხედავ როგორ მდგომარეობაში ვიმყოფებით და სადამდე მივედით? შემდეგ მე მივალ ალლაჰის ტახტრევანის წინ და ალლაჰის წინაშე გავაკეთებ სუჯუდს, ამის შემდეგ ალლაჰი შთამაგონებს ისეთ განმადიდებელ სიტყვებს რომელიც არავისთვის არ შთაუგონებია და მე განვადიდებ მას ამ სიტყვებით, რის შემდეგ ალლაჰი ბრძანებს: ო მუჰამმად, ასწიე შენი თავი, ითხოვე და იქნება შენთვის ნაბოძები, იშუამდგომლე და შენი შუამდგომლობა მიიღება. შემდეგ მე ავწევ თავს და ვიტყვი: "ო ჩემო ღმერთო, ჩემი უმმათი, ჩემი უმმათი!" შემდეგ ალლაჰი ბრძანებს: ო მუჰამმად, შედი სამოთხეში მარჯვენა კარიდან, შენი იმ მიმდევრებით რომლებიც განთავისუფლდნენ განკითხვისგან, მაგრამ მათ შეეძლებათ შევიდნენ სამოთხეში სხვა კარიდან ადამიანების ერთად . (ასევე, მუსლიმი 194 )
4720. აბდულლაჰ იბნ მას'უდი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალი(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) როცა შევიდა მექქაში, იმ დროს ქააბას ირგვლივ სამასსამოცდაექვსი კერპი იყო. ის მათ ურტყამდა ჯოხს და ამბობდა: "თქვი: მოვიდა ჭეშმარიტება და ამაო იქნა სიცრუე; ჭეშმარიტად, სიცრუე ამაოა." (ისრა 17:81) "უთხარი: მოვიდა ჭეშმარიტება. სიცრუე კი აღარასოდეს გამოჩნდება და აღარ დაბრუნდება."(საბა 34:49)
4769. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: იბრაჰიმი შეხვდება მამამისს(განკითხვის დღეს) და იტყვის: ო ღმერთო ჩემო, შენ დამპირდი რომ არ შემარცხვენ იმ დღეს, როცა ხალხი განიკითხება. ალლაჰი იტყვის: მე ავკრძალე სამოთხე ურწმუნოებისთვის.
4772. იბნ ალ-მუსაიბი გადმოსცემს მამამისის მონაყოლს: `როცა აბუ ტალიბი სიკვდილის პირას იყო, მასთან მივიდა ალლაჰის შუამავალი(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას). ამ დროს მომაკვდავის საწოლთან იყვნენ ‘აბდულლაჰ იბნ აბუ უმაია და აბუ ჯაჰლი. შუამავალმა მიმართა ბიძამისს: - ბიძაჩემო! თქვი, რომ არ არსებობს ღვთაება, თაყვანისცემის ღირსი, გარდა ალლაჰისა, და ეს იქნება შენი რწმენის დასტური ალლაჰის წინაშე. აბუ ტალიბს მიმართეს აბუ ჯაჰლმა და ‘აბდულლაჰმა – ნუთუ შენ უარყოფ მამაშენის, ‘აბდულ-მუტტალიბის სარწმუნოებას? შუამავალი უმეორებდა თავის თხოვნას ბიძამისს, ხოლო წარმართები უმეორებდნენ თავის კითხვას.ბოლოსდაბოლოს მომაკვდავმა თქვა, რომ მამამისის, ‘აბდულ-მუტტალიბის სარწმუნოებაზე რჩებოდა და უარი თქვა დაემოწმებინა, რომ არ არის ღვთაება თაყვანისცემის ღირსი, გარდა ერთი ღმერთისა. მაშინ შუამავალმა თქვა: მე მაინც ვეცდები ვევედრო შენთვის პატიება, თუ ეს არ ამეკრძალა. მაშინ გარდმოევლინა აიათი:და არ არის შუამავლისთვის და მათთვის, რომელთაც ირწმუნეს, რომ შენდობა ითხოვონ წარმართთათვის, თუნდაც ახლო ნათესავები იყვნენ, (თავბა 9:113) ასევე აბუ ტალიბის შესახებ არის გარდმოვლენილი აიათი: უეჭველად, შენ ვერ დაადგენ სწორ გზაზე, ვინც გიყვარს. მხოლოდ ალლაჰი დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე, ვისაც ინებებს. იგი უკეთ უწყის იმათ, რომელნიც სწორ გზას ადგანან! (ყასას 28:56)
4800. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: - როდესაც ღმერთი გადაწყვეტს რაიმეს, ანგელოზები დაიდებენ ფრთებს თავებზე, როგორც ქუხილით შეშინებულნი და როცა შიში გაუვლით, იტყვიან: – რა ბრძანა ჩვენმა ღმერთმა? და უპასუხებენ: - სიმართლე. ეშმაკები დაეწყობიან ერთმანეთზე, და ზემოთ მყოფი ქვემოთ მყოფს გადასცემს ამ სიტყვას, რომელიც ივლის მანამ, სანამ დედამიწაზე არ ჩამოვა და არ გამოვა რომელიმე მკითხავის, მუცლითმეზღაპრის ანდა ჯადოქრის პირიდან. მისი ჩამომტანი შეიძლება ემსხვერპლოს კუდიან ვარსკვლავს, ან შეიძლება გამოასწროს. მაშინ იგი დაუმატებს ერთ სიმართლეს ას ტყუილს და მოუყვება ადამიანებს.ადამიანები კი იტყვიან ამ ერთი სიმართლის გამგონე – განა მან არ გაგვაფრთხილა ამის შესახებ ამდენი და ამდენი ხნის წინ? ამიტომ სიმართლის სიტყვა, რასაც ეშმაკები ისმენენ ზეცად, აიძულებს ადამიანებს სჯეროდეთ მკითხავებისა და ჯადოქრების ტყუილებისა.“
4814. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: "საყვირის ორ ჩაბერვას შორის იქნება ორმოცი. ხალხმა ჰკითხა - ო აბუ ჰურაირა, ორმოცი დღე? მე პასუხი არ გავეცი. იმათმა მკითხეს: ორმოცი წელი? მე ასევე არ გავეცი პასუხი და დავამატე: ყველა ადამიანის სხეული დალპება, ხერხემლის ძვლის პატარა ნაწილის გარდა, და ამ ძვლისგან ალლაჰი აღადგენს მთელ სხეულს.
4850. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:სამოთხემ და ჯოჯოხეთმა იკამათეს, და ჯოჯოხეთმა თქვა: მე მაქვს პრივილეგია, მივიღო ამპარტავნები და ტირანები. სამოთხემ თქვა: რა მნიშვნელობა მაქვს მე? რატომ შედიან ჩემში მხოლოდ სუსტები და თავმდაბლები? ამის შესახებ ალლაჰი სამოთხეს ეტყვის: შენ ჩემი წყალობა ხარ, რომელსაც მე ვაძლევ ჩემს მსახურთაგან იმას, ვისაც ვისურვებ. შემდეგ ალლაჰი ეტყვის ჯოჯოხეთს - შენ ჩემი სასჯელი ხარ, რომლითაც მე ვსჯი ჩემს მსახურთაგან იმას, ვისაც ვისურვებ. და თითოეული შეივსება. რაც შეეხება ჯოჯოხეთს ის არ შეივსება სანამ ალლაჰი არ დააჭერს თავის ფეხს მას და ის იტყვის - ყატი, ყატი, ყატი(ეყოფა). იმ დროისთვის იგი შეივსება, და მისი სხვადასხვა ნაწილები ერთმანეთს მიუახლოვდებიან. ალლაჰი არ იქნება უსამართლო მისი ქმნილებების მიმართ. და რაც შეეხება სამოთხეს, ალლაჰი შექმნის ახალ ქმნილებას მის შესავსებად
4886. ალყამა გადმოსცემს: აბდულლაჰმა (იბნ მას;უდი) თქვა: ‘ალლაჰი წყევლის ქალებს, რომლებიც აკეთებენ ტატუს და მათაც, ვინც ტატუს აკეთებენ, და იმ ქალებს რომლებიც სახიდან თმებს იშორებს და მათაც ვინვ ხელოვნურ დაშორევბას იკეთებს კბილებს შორის რათა უფრო ლამაზად გამოიყურებდნენ, რითაც ისინი ცვლიან ალლაჰის გაჩენილს. მისმა ნათქვამმა მიაღწია ბანი ასდის ქალთან, დაუძახა უმ ია’ყუბს, რომელიც მივიდა აბდულლაჰთან და თქვა: მე გავიგე რომ შენ დაწყევლე ასეთი ქალები? მან თქვა: რატომ არ უნდა ვწყევლო ისინი, ვინც ალლაჰმა და მისმა შუამავალმა დაწყებლა და დაწყევლილნი არიან ალლაჰის წიგნში? უმ იაყუბმა თქვა: მე მთლიანი ყურანი წავიკითხე, მაგრამ ვერ ვიპოვე მასში რასაც ამბობთ. აბდულლაჰმა უთხრა: ჭეშმარიტად, თუ თქვენ წაიკითხეთ ყურანი, მაშინ თქვენ ნახავდით მას, განა არ წაგიკითხავს: და რაც მოგცათ შუამავალმა, აიღეთ, ხოლო რაც აგიკრძალათ, თავი შეიკავეთ! და გეშინოდეთ ალლაჰისა. ჭეშმარიტად, ალლაჰი სასტიკსაზღაურიანია. (ჰაშრ 59:7) მან უპასუხა: ‘კი, ვნახე.’ აბდულლაჰმა უთხრა: ‘ჭეშმარიტად, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) აკრძალა ასეთი რამ’ და ქალმა უთხრა: ‘მაგრამ მე ვხედავ, რომ შენი ცოლი აკეთებს ამას? წადი და შეხედე მას’ წავიდა და შეხედა მის ცოლს, მაგრამ ვერაფერი დაინახა მისი ნათქვამის დამადასტურებელი. შემდეგ კი თქვა: ‘თუ ჩემი ცოლი იქნებოდა ისეთი, როგორც შენ გეგონა, მას ჩემთან არ დავტოვებდი (ე.ი გავეყრებოდი)
4887. აბდულლაჰი(იბნ მასუდი) გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას)დასწყევლა ქალი, რომელიც პარიკს იყენებდა.
4891. აიშა გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) შეთანხმებისას ქალებს ხელს არ ართმევდა, მხოლოდ მისალმებით შემოიფარგლებოდა და ქვემოთ მოცემულ აიათში განსაზღვრულ პირობებს უყენებდა: „ჰეი შუამავალო, თუ შენთან მოვლენ მორწმუნე ქალები, რომლებიც შემოგფიცავენ, რომ არ დაუდგენენ ალლაჰს თანაზიარს, არ იქურდებენ, არ იმრუშებენ, არ დახოცავენ თავიანთ შვილებს და არ იჭორავებენ, რომელიც თვითონ შეუთხზავთ თავიანთ ხელთა და ფეხთა შორის. და არ გეურჩებიან შენ კეთილი საქმისათვის, მაშინ შეიწყნარე მათი ფიცი და პატიება სთხოვე მათთვის ალლაჰს. ჭეშმარიტად, ალლაჰი შემწყნარებელი, მწყალობელია.“ (მუმთეჰინე 60:12) ქალს, რომელიც ამ პირობებს მიიღებდა, ალლაჰის შუამავალი ეტყოდა: „შეგითანხმდი“. არა, ვფიცავარ ალლაჰს, მისი ხელი შეთანხმებისას უცხო ქალის ხელს არ შეჰხებია. ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ქალებს მხოლოდ ამ სიტყვებით უთანხმდებოდა: `მე შენ ამ აიათში მოცემული პირობებით შეგითანხმდი.
4920. იბნ ‘აბბასი გადმოსემს: ყველა კერპს, რასაც ნუჰის ხალხი ეთაყვანებოდა, მოგვიანებით არაბებმაც დაუწყეს თაყვანისცემა. რაც შეეხება კერპს „ვადდს“ ეთაყვანებოდა ქალბ ათ-დავმატ ალ-ჯანდალის ტომი, სუვა’ას კი ჰუნდაილის(ტომი), იაღუსს ეთაყვანებოდა მურადის და შემდეგ ბანი ღუტაიფის ტომი,(რომელიცაა) ალ-ჯურფში საბას მახლობლად. ია’უყი იყო ჰამდამის(ტომის) კერპი, და ნასრი იყო ჰიმიარის კერპი, რომელიც ზულ-ქალა’ის განშტოება. ესენი ნუჰის ტომიდან გამოსული კეთილი და ღრმადმორწმუნე ხალხის სახელებია. როცა ისინი გარდაიცვალნენ,ეშმაკმა აღძრა მათი თანატომელები, და მათ აღმართეს მათი ქანდაკებები თავისი შეკრების ადგილებზე და დაარქვეს ამ ქანდაკებებს გარდაცვლილთა სახელები. თავიდან მათ თაყვანს არ სცემდნენ,(უბრალოდ ეს იყო ბიდა) მაგრამ მოგვიანებით, როცა ქანდაკების დამდგმელები გარდაიცვალნენ,შემდგომმა თაობებმა უცოდინრობით დაიწყეს ქანდაკებების თაყვანისცემა.