4979. აიშა და იბნ აბბასი გადმოსცემენ: შუამავალი(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მექქაში დარჩა ათი წელი ყურანის მოვლინების პერიოდში, და ასევე დარჩა ათი წელი მედინაში.
4981. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ყველა შუამავალს მიეცა სასწაული რომელიც ხალხს სჯეროდა, მაგრამ რაც მე მომეცა არის ალლაჰის ვაჰი, რომელიც ალლაჰმა მე მომივლინა. ვიმედოვნებ, რომ ჩემი მიმდევრები იქნებიან სხვა შუამავლების მიმდევრებზე მეტნი განკითხვის დღეს.
4983. ჯუნდუბი გადმოსცემს, ერთხელ შუამავალი ავად გახდა და არ შეუსრულებია ღამის ლოცვა(თაჰაჯუდი) ერთი ან ორი ღამე. ქალი(აბუ ლაჰაბის ცოლი) მოვიდა მასთან და უთხრა: ო მუჰამმად! მე ვერ ვხედავ, მაგრამ შენმა სატანამ მიგატოვა. ამის შემდეგ ალლაჰმა მოავლინა(სურა დუჰა): "ვფიცავ, დილას! და ღამეს, როცა მისი სიბნელე იმატებს! შენს ღმერთს არ მიუტოვებიხარ, და არ გაგწყრომია!"(დუჰა 93:1-3)
4986. გადმოსცემს ზეიდ ბინ საბითი: აბუ ბაქრ ას-სიდდიყმა გამომიგზავნა შეტყობინება, როდესაც იამამას ხალხი მოკლეს. (საჰაბეები რომლებიც ებრძოდნენ ცრუ შუამავალს). მე მივედი მასთან და ვნახე მასთან მჯდარი უმარ ბინ ალ-ხატტაბი. შემდეგ აბუ ბაქრმა მითხრა: 'უმარი მოვიდა ჩემთან და მითხრა: მსხვერპლი მძიმე იყო ყურრას შორის (ანუ მათ შორის, ვინც ყურანი ზეპირად იცოდა) იამამას ბრძოლის დღეს, და მეშინია, რომ შეიძლება სხვა ბრძოლებში ყურრას შორის მსხვერპლი უფრო მეტი იყოს, რითაც შეიძლება ყურანის ნაწილი დაიკარგოს. ამიტომ მე გთავაზობ შენ ყურანის შეგროვებას' და მე ვუთხარი უმარს: 'როგორ შეგიძლია გააკეთო ის, რაც ალლაჰის შუამავალს არ გაუკეთებია?' უმარმა მითხრა: 'ალლაჰს ვფიცავ, ეს კარგი საქმეა' უმარი გამუდმებით მთხოვდა მიმეღო მისი წინადადება მანამ, სანამ ალლაჰმა არ გახსნა ჩემი მკერდი და დავიწყე ამ იდეის სიკარგის გაცნობიერება' შემდეგ აბუ ბაქრმა მითხრა: 'შენ ბრძენი ახალგაზრდა ხარ და ჩვენ არ გვაქვს შენზე ეჭვი, შენ წერდი ალლაჰის შუამავლის გამოცხადებას. შენ უნდა მოიძიო ყურანი და შეადგინო ერთ წიგნად' (ზეიდ ბინ საბითმა თქვა:)'ვფიცავარ ალლაჰს, ერთი მთის გადაადგილება რომ ებრძანებინათ, ეს არ იქნებოდა იმაზე მძიმე,ვიდრე ყურანის შეგროვება'. მე ვუთხარი აბუ ბაქრს: 'როგორ შეგიძლია გააკეთო ის, რაც ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) არ გაუკეთებია? აბუ ბაქრმა მითხრა: 'ვფიცავარ ალლაჰს, ეს კარგი საქმეა' აბუ ბაქრი გამუდმებით მთხოვდა მიმეღო მისი იდეა სანამ ალლაჰმა არ გამიხსნა მკერდი, როგორც გახსნა უმარის და აბუ ბაქრის მკერდი. ასე რომ, მე დავიწყე ყურანის მოძიება და მისი შეგროვება პალმის ღეროებიდან, თხელი ქვებიდან და ასევე იმ ადამიანებისგან, ვინც ზეპირად იცოდნენ, სანამ არ ვიპოვე სურა თავბას ბოლო აიათი. აბი ხუზაიმა ალ-ანსარის გარდა ვერსდ ვიპოვე. აიათები არის: ვფიცავ, თქვენთან მოვიდა შუამავალი თქვენგანვე. მძიმეა მისთვის, რომ თქვენ განსაცდელში ხართ... (9:128) ბოლომდე (ე.ი 128 და 129 აიათები). შემდეგ ყურანის ხელნაწერები დარჩა აბუ ბაქრთან მის გარდაცვალებამდე, შემდეგ უმარის სიცოცხლის ბოლომდე ჰაფსასთან, უმარიც ქალიშვილთან.
4987. ანას ბინ მალიქი გადმოსცემს: ჰუზაიფა ალ-იამანი მოვიდა უსმანთან იმ დროს, როდესაც შამის და ერაყელის ხალხი აწარმოებდა ომს სომხეთისა და აზერბაიჯანის დასაპყრობად. ჰუზაიფას ეშინოდა მათი უთანხმოების (შამის და ერაყის) ყურანის წაკითხვაში. ამიტომ მან უთხრა უსმანს: 'მორწმუნეთა მმართველო, გადაარჩინე ეს უმმეთი, სანამ ისინი განსხვავდებიან ყურანის შესახებ, როგორც უწინ გააკეთეს იუდეველებმა და ქრისტიანებმა'. ასე რომ ოსმანმა გაგზავნა წერილი ჰაფსასთან: ' გამოგვიგზავნეთ ყურანის ხელნაწერები, რათა შევადგინოთ სრულყოფილი წიგნი და დაგიბრუნოთ ხელნაწერები' ჰაფსამ ის გაუგზავნა უსმანს. ამის შემდეგ უსმანმა უბრძანა ზეიდ ბინ საბითს, აბდულლაჰ იბნ აზ-ზუბაირს, საიდ ბინ ალ-ასს და აბდურრაჰმან ბინ ჰარის ბინ ჰიშამს ხელნაწერები სრულყოფილ ასლებად გადაეწერათ. უსმანმა უთხრა სამ ყურაიშელს: 'თუ თქვენ არ ეთანხმებით ზეიდ ბინ საბითს ყურანის რომელიმე დიალექტში, დაწერეთ იგი ყურაიშის დიალექტზე, რადგან ყურანი მათ ენაზე გამოცხადდა. უსმანმა ხელნაწერების ორიგინალი დაუბრუნა ჰაფსას. უსმანმა ყველა მუსლიმანურ პროვინციაში გაგზავნა თითო ეგზემპლარი და ბრძანა დაეწვათ ყურანის სხვა მატერიალები, იქნება ეს ფრაგმენტებზე, ხელნაწერებში თუ მთლიან ასლებში.
4988. ზეიდ ბინ საბითი გადმოსცემს: 'როდესაც მუსჰაფის (ყურანის) ასლებს ვაკეთებდით, მე გამომრჩა აზჰაბის აიათი, რომელიც მოვისმინე ალლაჰის შუამავლისგან. ჩვენ მოვძებნეთ იგი და ვიპოვეთ ხუზაიმა იბნ საბით ალ-ანსარისთან. ეს აიათია: მორწმუნეთაგან არიან კაცნი, რომელთაც აღასრულეს ის, რაც ალლაჰს აღუთქვეს, მათგანაა ისიც, ვისაც ვადა ამოეწურა(გარდაიცვალა), და ისიც, ვინც ჯერ კიდევ ელოდება. და არაფერი შეუცვლიათ შეცვლით. (აჰზბ 33:23)
5003. ყათადა გადმოსცემს, მე ვკითხე ანას იბნ მალიქს: ვინ შეადგინა ყურანი შუამავლის დროს? მიპასუხა: ოთხმა, და ყველა მათგანი იყო ანსარი: უბაი იბნ ქა'ბი, მუაზ იბნ ჯაბალი, ზაიდ იბნ საბითი და აბუ ზაიდი.
5004. ანას იბნ მალიქი გადმოსცემს, როცა შუამავალი(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გარდაიცვალა, არავის შეუდგენია ყურანი ოთხის ადამიანის გარდა: აბუ დარდა, მუაზ იბნ ჯაბალი, ზეიდ იბნ საბითი და აბუ ზეიდი. ჩვენ ვიყავით (აბუ ზეიდის) მემკვიდრენი რადგან მას არ ჰყავდა შთამომავლობა.
5009. იბნ მას'უდი გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვინც წაიკითხავს ღამით ბაყარა სურის ბოლო ორ აიათს, ეს იქნება მისთვის საკმარისი.
5017. 'აიშამ გადმოსცა: ყოველი ღამით როცა შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) დასაძინებლად საწოლთან მივიდოდა შეკრავდა ხელის მტევნებს ცოტას დაანერწყვებდა მასში და წაიკითხავდა: {თქვი: ის, ალლაჰი ერთადერთია.} სურა იხლას. {თქვი: შევეფარები აისის უფალს.} სურა ფელეყ. და {თქვი: შევეფარები ღმერთს ადამიანთა.} სურა ნას. შემდეგ გადაისვამდა ხელებს სხეულზე იქამდე, სადამდეც მისწვდებოდა. დაიწყებდა თავიდან, გადაისვამდა სახეზე და დანარჩენ სხეულზე. ამას აკეთებდა სამჯერ
5025. აბდულლაჰ იბნ უმარი გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ორი ადამიანის გარდა ნუარავისი ნუ შეგშურდებათ. ადამიანის, რომელსაც ალლაჰმა მისცა წიგნის(ყურანის) ცოდნა და მას ღამის მონაკვეთში კითხულობს. და ადამიანის, რომელსაც ალლაჰმა მისცა სიმდიდრე, და ის ხარჯავს მას მოწყალებაში, ღამით და დღისით.
5027. უსმანი გადმოსცემს, შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: თქვენს შორის საუკეთესოა ის, ვინც ყურანს სწავლობს და ასწავლის.
5028. უსმან იბნ აფფანი გადმოსცემს, შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: თქვენს შორის ყველაზე მადლიანი არის ის, ვინც ყურანს სწავლობს და ასწავლის.
5049. აბდულლაჰი გადმოსცემს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მითხრა: მე ვუთხარი: მე წაგიკითხო შენ, მაშინ როცა შენ მოგევლინა? მან მითხრა: მე მომწონს მისი სხვებისგან მოსმენა.
5051. აბუ მას;'უდი გადმოსცემს, შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვინც წაიკითხავს ბაყარა სურის ბოლო ორ აიათს ღამით, ეს მისთვის საკმარისი იქნება.
5055. აბდულლაჰი გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მითხრა: წამიკითხე ყურანი. მე ვუთხარი: მე წაგიკითხო, მაშინ როცა შენ მოგევლინა? მან მითხრა: მე მომწონს მისი სხვა ადამიანებისგან მოსმენა. მე წავუკითხე მას ნისა სურა ვიდრე არ მივაღწიეთ აიათს: "და როგორღა იქნება, როცა ჩვენ ყველა თემიდან მოვიყვანთ ერთ მოწმეს და მოგიყვანთ შენც რათა იყო მოწმე ამათ წინააღმდეგ?" (ნისა 4:41) შემდეგ მითხრა: "გაჩერდი". და დავინახე მისი თვალები აცრემლებული.
5056. აბდულლაჰ იბნ მასუდი გადმოსცემს: შუამავალმა მითხრა: "წამიკითხე ყურანი". მე ვუთხარი: მე წაგიკითხო ყურანი, მაშინ, როცა შენ მოგევლინა? მან მითხრა: მე მომწონს მისი სხვა ადამიანისგან მოსმენა.
5057. ალი გადმოსცემს, გავიგონე ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამბობდა: ბოლო დღეებში(წარღვნის წინ) გამოჩდებიან ახალგაზრდა ხალხი სულელური ფიქრებით და იდეებით. ისინი ილაპარაკებენ კარგად, მაგრამ გავლენ რელიგიიდან ისე, როგორც ისარი გადის მშვილდიდან. მათი რწმენა არ გადავა მათ ყელს იქეთ. ასე რომ სადაც მათ შეხვდებით მოკალით ისინი, რადგან მათი მკვლელი მიიღებს ჯილდოს განკითხვის დღეს.
5059. აბუ მუსა გადმოსცემს, შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მორწმუნე რომელიც ყურანს კითხულობს და მისით მოქმედებს ციტრონის მსგავსია, რომელსაც კარგი გემო და სუნი აქვს. და მორწმუნე რომელიც არ კითხულობს ყურანს მაგრამ მისით მოქმედებს ფინიკის მსგავსია, რომელსაც აქვს კარგი გემო მაგრამ სუნი არა. და მუნაფიყი რომელიც კითხულობს ყურანს რეჰანის მსგავსია რომელსაც კარგი სუნი აქვს მაგრამ მწარეა, და მუნაფიყი რომელიც არ კითხულობს ყურანს კოლოქვინტის მსგავსია რომელიც მწარეა და ცუდი სუნი აქვს.