3. ცოდნა

(1) თავი: აამაღლებს ალლაჰი თქვენგან იმათ, რომელთაც ირწმუნეს, და იმათ, რომელთაც ებოძათ ცოდნა, ხარისხებით. და ალლაჰმა იცის, რასაც აკეთებთ. (მუჯადილა 58:11)

და ასევე მისი სიტყვა:
...ღმერთო ჩემო! შემმატე ცოდნა! (ტაჰა 20:114)
(2) თავი: 'ვისაც ჰკითხეს ცოდნის შესახებ იმ დროს, როცა სხვა საუბრით არის დაკავებული, მან უნდა დაასრულოს თავისი სიტყვა და შემდეგ უპასუხოს დასმულ შეკითხვას'

59. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: მაშინ როცა შუამავალი ამბობდა რაღაცას თავყრილობაზე, ამ დროს ბედუინი მოვიდა და ჰკითხა: როდის დადგება საათი (განკითხვის დღე)? ალლაჰის შუამავალმა საუბარი გააგრძელა, რამდენიმე ადამიანმა თქვა, რომ შეკითხვა გაიგონეს, მაგრამ არა ბედუინის შეკითხვის მსგავსი. რამდენიმე მათგანმა თქვა, რომ ალლაჰის შუამავალმა ვერ გაიგონაო. როდესაც შუამავალმა დაასრულა მისი სიტყვა, იკითხა: - სად არის ის, ვინც იკითხა საათის შესახებ? ბედუინმა თქვა - აქ ვარ, ალლაჰის შუამავალო. შემდეგ უთხრა მას - როდესაც პატიოსნება დაიკარგება, დაელოდე საათს. ბედუინმა ჰკითხა: როგორ დაიკარგება? შუამავალმა უთხრა: როდესაც ძალაუფლება ან უფლებამოსილება გადავა უვარგისი ხალხის ხელში, მაშინ დაელოდე საათს.

(3) თავი: ვინც ხმას იმაღლებს ცოდნის გადაცემის დროს.

60. 'აბდულლაჰ იბნ ამრი გადმოსცემს: ერთხელ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უკან ჩამოვიტოვეთ მოგზაურობის დროს.. როცა წამოგვეწია ამ დროს ჩვენ გადადებული ნამაზისთვის (საფარის ლოცვა) აბდესს ვიღებდით და აბდესის დროს სველ ხელებს ფეხებზე ვისვამდით (ე.ი კარგად არ ვიბანდით). ეს რომ დაინახა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ხმამაღლა მოგვმართა ორჯერ თუ სამჯერ: 'გადაირჩინეთ თქვენი ქუსლები ცეცხლისგან'

(4) თავი: მუჰადდისის შემდეგი სიტყვების შესახებ: ჩვენ ჰადისი გადმოგვცა, ჩვენ შეგვატყობინა ან ჩვენ გვიამბო.

61. იბნ უმარი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გვითხრა: ხეებს შორის არის ხე, რომელსაც ფოთლები არ სცვივა და მუსლიმს ჰგავს. მითხარით ამის ხის სახელი. ყველამ უდაბნოს ხეებზე დაიწყო ფიქრი. და მე ვფიქრობდი ფინიკის ხეზე, მაგრამ სიმორცხვის გამო ვერ ვუპასუხე და მოგვიანებით ვკითხე მას: რომელი ხეა ის ალლაჰის შუამავალო? ფინიკის ხე - მიპასუხა მან.

(5) თავი: იმამი უსვამს შეკითხვას მის მხლებლებს რათა შეამოწმოს მათი ცოდნა.

62. იბნ უმარი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გვითხრა: ხეებს შორის არის ხე, რომელსაც ფოთლები არ სცვივა და მუსლიმს ჰგავს. მითხარით ამის ხის სახელი. ყველამ უდაბნოს ხეებზე დაიწყო ფიქრი. და მე ვფიქრობდი ფინიკის ხეზე, მაგრამ სიმორცხვის გამო ვერ ვუპასუხე და მოგვიანებით ვკითხე მას: რომელი ხეა ის ალლაჰის შუამავალო? ფინიკის ხე - მიპასუხა მან.

(6) თავი: რა არის ნათქვამი ცოდნასთან დაკავშირებით.

63. ანას ბინ მალიქი გადმოსცემს: მაშინ, როცა ვისხედით შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ერთად მეჩეთში, ალქმეზე ამხედრებული კაცი მოვიდა. მისი აქლემი დააჩოქა, დააბა და შემდეგ თქვა: ვინ არის თქვენს შორის მუჰამმადი? ამ დროს შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) იჯდა ჩვენს შორის და ეყრდნობოდა მის მკლავს. ჩვენ ვუპასუხეთ, რომ ეს კაცია მის ხელს რომ ეყდნობა. მოსულმა კაცმა მიმართა მას: 'აბდულ მუტალიბის შვილო' შუამავალმა უთხრა მას: 'აქ ვარ, რომ ვუპასუხო შენს კითხვებს' კაცმა უთხრა: 'მე მინდა გკითხო რაღაც მაგრამ ამის კითხვა გამიჭირდება და არ გაბრაზდე' შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: 'მკითხე რაც გენებოს' - მე მინდა გკითხო შენი და შენამდე მოსული ხალხის ღმერთის სახელით, ალლაჰმა მოგავლინა შენ შუამავლად მთელი კაცობრიობისათვის? შუამავალმა უთხრა: 'ვფიცავარ ალლაჰს, ასეა'კაცმა ასევე იკითხა:მე შენ გეკითხები ალლაჰის სახელით, ალლაჰმა დაგავალა შენ ხუთი ლოცვის შესრულება დღე-ღამეში? შუამავალმა უთხრა: 'ვფიცავარ ალლაჰს, ასეა' კაცმა ასევე იკითხა: მე გეკითხები ალლაჰის სახელით, ალლაჰმა დაგავალა შენ მარხვა ამ თვეში (ე.ი რამადანში)? შუამავალმა უთხრა: 'ვფიცავარ ალლაჰს, ასეა' კაცმა ასევე იკითხა: მე გეკითხები ალლაჰის სახელით, ალლაჰმა დაგავალა შენ ზექათის აღება მდიდრებისგან და შემდეგ გაუნაწილო ის ღარიბ ხალხს? შუამავალმა უთხრა: 'ვფიცავარ ალლაჰს, ასეა' ამის შემდეგ კაცმა თქვა: მე ვირწმუნე ის, რითაც შენ წარმოიგზავნე და წავალ ჩემს ხალხთან როგორც მაცნე. მე კი ვარ დიმამ ბინ სალაბა ბანუ სა'დის ძმებიდან.

(7) თავი: რა არის ნათქვამი სწავლულების მიერ სხვადასხვა ქვეყანაში წერილების გაგზავნაზე.

64. აბდულლაჰ იბნ აბბასი გადმოსცემს: ერთხელ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გადასცა წერილი ერთ ადამიანს და უბრძანა მას, რომ გადაეცა ბაჰრეინის მმართველისთვის. ბაჰრეინის მმართველმა ეს წერილი გაუგზავნა ქისრას მმართველს, რომელმაც წაიკითხა წერილი და შემდეგ დახია. იბნ მუსაიბი ამბობს, რომ როცა ეს ამბავი მოვიდა შუამავალთან, ასე თქვა: დაე ალლაჰმა დახიოს ისინი და სრულიად დაშალოს.

65. ანას ბინ მალიქი გადმოსცემს: ერთხელ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მისწერა წერილი ან განზრახული ჰქონდა წერილის მიწერა. შუამავალს უთხრეს, რომ ისინი (მმართველები) არ წაიკითხავენ წერილს, თუ მას ბეჭედი არ ექნებოდა. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) აიღო ვერცხლის ბეჭედი, რომელზეც ეწერა 'მუჰამმადი, ალლაჰის შუამავალი'. მე ვაკვირდებოდი და ვხედავდი როგორ ბრწყინავდა იგი შუამავლის ხელში.

(8) თავი: ვინც დაჯდა მეჯლისზე უფრო შორს და ვინც იპოვა ადგილი შუაში და იქ დაჯდა.

66. აბუ ვაყილ ალ-ლაისი გადმოსცემს: მაშინ, როდესაც ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) იჯდა მეჩეთში რამდენიმე ადამიანთან ერთად, ამ დროს სამი ადამიანი მოვიდა. ორი მათგანი ალლაჰის შუამავლის პირისპირ დაჯდა, ხოლო ერთი წავიდა. ორი ადამიანი ცოტა ხანს იდგა ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) წინაშე, ერთმა მათგანმა ადგილი ნახა შუაში და იქ დაჯდა, მეორე კი ხალხის უკან დაჯდა, მესამე კი წავიდა. როდესაც შუამავალმა დაასრულა თავისი სიტყვა, ასე თქვა: გინდათ გაცნობოთ ამ სამი ადამიანის შესახებ? ერთ-ერთმა მათგანმა თავი ალლაჰს ჩააბარა და ალლაჰმა იგი თავის მადლზე და წყალობაზე მიიყვანა და დაასახლა, მეორეს კი მოერიდა ალლაჰის და ალლაჰსაც მოერიდა მისი, ხოლო მესამემ სახე იქცია ალლაჰისგან და ალლაჰმაც სახე იქცია მასგან.

(9) თავი: შუამავლის სიტყვა:
'ვინც ირიბად იღებს ინფორმაციას, შეიძლება უკეთესად გაიგებას მას, ვიდრე ის, ვინც პირდაპირ ისმენს.

67. აბდურრაჰმან ბინ აბი ბაქრას მამა გადმოსცემს: ერთხელ როცა შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამხედრებული იყო თავის აქლემზე და ერთი კაცის ხელი ეჭირა, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ჰკითხა: 'რა დღეა დღეს?' ჩვენ გავჩუმდით რადგან ვიფიქრეთ, რომ ამ დღეს სხვა სახელი დაერქვა. მან თქვა: 'ეს ყურბნის დღე არ არის?' ჩვენ ვუთხარით - დიახ ასეა. შემდეგ გვკითხა: 'ეს რა თვეა?' ჩვენ გავჩუმდით, რადგან ვიფიქრეთ, რომ ამ თვეს სხვა სახელი დაერქვა. შემდეგ გვითხრა? 'ეს არ არის ზულჰიჯჯას თვე?' ჩვენ ვუთხარით - დიახ ასეა. 'უეჭველად თქვენი სისხლი, ქონება და ღირსება ისევე წმინდაა (ე.ი ხელუხლებელი) ერთმანეთისთვის, როგორც ამ დღის სიწმინდეა ამ თვეში და ამ ქალაქში. გადაეცით ეს იმათ, ვინც აქ არ არიან, ვინაიდან მათ შეიძლება უკეთ გაიგონ ვიდრე იმათმა, ვინც აქ არ არიან.

(10) თავი: აუცილებელია იცოდე რაღაც, ვიდრე მას იტყვი ან გააკეთებ. ალლაჰის სიტყვა:და იცოდე, რომ, ჭეშმარიტად, არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა…… (სურა მუჰამმად 47:19) ალლაჰმა დაიწყო ცოდნით. სწავლულები შუამავლების მემკვიდრეები არიან. მათ მემკვიდრეობით მიიღეს ცოდნა - ვინც მას აიღებს, ის უხვად მიიღებს, ხოლო ვინც გზას დაადგება ცოდნის საძიებლად, ალლაჰი სამოთხისკენ სავალ გზას გაუმარტივებს. უზენაესმა ალლაჰმა თქვა: ...ჭეშმარიტად, ალლაჰისა მის მსახურთაგან მხოლოდ მცოდნეებს ეშინიათ… (სურა ფატირ 35:28) და ასევე მანვე თქვა: ...და ვერავინ გაიაზრებს მათ, მცოდნეთა გარდა. ('ანქებუთ 29:43)
და იტყვიან: რომ შეგვესმინა ან მოგვეხმო გონებისთვის, არ ვიქნებოდით ცეცხლის ბინადარნი! (სურა მულქ 67:10)
და მისი სიტყვა: ...განა თანასწორნი არიან ისინი, ვინც იციან და ისინი, ვინც არ იციან?! თუმცაღა, ამას გონების მქონენი იაზრებენ. (სურა ზუმერ 39:9) და შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვისთვისაც ალლაჰს კარგი სურს, მას რელიგიაში ცოდნას (ფიყჰს) უბოძებს, და ცოდნა მიიღწევა მხოლოდ სწავლით.

(11) თავი: შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ზრუნავდა ხალხზე ქადაგების დროს, არჩევდა შესაფერის დროს, რათა არ მობეზრებოდათ.

68. იბნ მას'უდი გადმოსცემს: შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ქადაგებისას შესაფერის დროს არჩევდა, რათა არ მოგვბეზრებოდა.

69. ანას იბნ მალიქი გადმოსცემს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: გაუმარტივეთ და ნუ გაურთულებთ, ახარეთ და ნუ გააქცევთ (ისლამისგან).

(12) თავი: ვინც დანიშნა გარკვეული დღე მოსწავლეებისთვის.

70. აბი ვაილი გადმოსცემს: 'აბდულლაჰი ქადაგებას ატარებდა ყოველ ხუთშაბათს. ერთხელ ერთმა კაცმა თქვა: აბუ აბდურრაჰმან! ვისურვებდი, რომ ყოველდღიურად გვექადაგა. მან უპასუხა: ერთადერთი, რაც ამის გასაკეთებად ხელს მიშლის არის ის, რომ მეზიზღება შენი მოწყენილობა და უეჭველია, მე ვზრუნავ თქვენზე ქადაგების დროს და ვარჩევ შესაფერის დროს, როგორც ამას შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) აკეთებდა ჩვენთან იმის შიშით, რომ არ მოგვბეზრებოდა.

(13) თავი: ვისთვისაც ალლაჰს სიკეთე სურს, მას რელიგიაში მცოდნეს გახდის.

71. მუავია გადმოსცემს, რომ გავიგონე ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამბობდა: ვისთვისაც ალლაჰს კარგი უნდა, იგი გახდის მას რელიგიაში მცოდნეს. მე მხოლოდ ვავრცელებ (რელიგიას) ხოლო ჯილდო ალლაჰისგანაა. ეს უმმეთი მკაცრად დაიცავს ალლაჰის ბრძანებებს და ვერ მიაყენებენ ზიანს ვერავინ გზააბნეულთაგან, ვიდრე არ მოვა ალლაჰის ბრძანება.

(14) თავი: ცოდნის გააზრება

72. იბნ უმარი გადმოსცემს: ჩვენ შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ერთად ვიყავით და პალმის ხის ახალი ფინიკი მოიტანეს. ამაზე მან თქვა: 'ხეებს შორის არსებობს ხე, რომელიც ჰგავს მუსლიმანს' მე მინდოდა მეთქვა რომ ეს ფინიკის ხე იყო მაგრამ ჩემი ასაკის გამო მომერიდა და გავჩუმდი. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) შემდეგ თქვა: 'ეს არის ფინიკის ხე'

(15) თავი: ისურვე იყო მისნაირი, ვისაც აქვს ცოდნა და სიბრძნე.

73. აბდულლაჰ იბნ მას’უდი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ნურავისი ნუ შეგშურდებათ ორი ვინმეს გარდა: ადამიანის რომელსაც ალლაჰმა მისცა ქონება და ის ხარჯავს მართალ გზაზე, და ადამიანის რომელსაც ალლაჰმა მისცა სიბრძნე (რელიგიური ცოდნა) და ის იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და ასწავლის მას სხვებსაც.

(16) თავი: რა არის ნათქვამი მუსას (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) და ალ-ხიდრის ზღვაში შეხვედრის შესახებ.

74. იბნ 'აბბასი გადმოსცემს: ყაის ბინ ჰისნ ალ-ფარაზის სხვა შეხედულება ჰქონდა შუამავალი მუსას თანამგზავრის შესახებ. იბნ აბბასი ამბობს, რომ ეს იყო ხადირი. ამასობაში, უბაი ბინ ქა'ბმა გაიარა და იბნ აბბასმა დაუძახა: 'მე და ჩემი მეგობარი მუსას თანამგზავრთან მიმართებაში სხვადასხვა აზრზე ვართ. რამე ხომ არ გაიგია ამის შესახებ შუამავლისგან? მან მითხრა: კი, გავიგონე ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამბობდა: 'როდესაც მუსა იჯდა ისრაელის შვილებთან ერთად, ერთი კაცი მოვიდა და ჰკითხა:
- 'იცი ვინმე შენზე განსწავლული?
- არა, - უპასუხა მუსამ.
და ალლაჰმა მოუვლინა ზეშთაგონება: 'ჩემი მსახური ხადირი (არის შენზე განსწავლული). მუსამ ჰკითხა (ალლაჰს) თუ როგორ შეხვედროდა მას (ხადირს). და ალლაჰმა დაუდგინა მას თევზი ნიშნად და უთხრა, რომ როცა თევზი დაიკარგება (ე.ი შეცურავს წყალში) ისევ იმ ადგილზე დაბრუნდება საიდანაც დაიკარგა და იქ შეხვდება მას (ხადირს). და მუსაც წავიდა რომ ეძებნა თევზის ნიშანი. უთხრა მას მუსას მსახურმა: გახსოვს, რომ მივადექით კლდეს, უეჭველად დამავიწყდა თევზი, და მას ვერავინ დამავიწყებდა შაიტანის გარდა. შემდეგ მუსამ თქვა: ეს არის რასაც ჩვენ ვეძებდით?' შემდეგ რაც მოხდა მოთხრობილია ყურანში 18:54 დან 18:82 მდე

(17) თავი: შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) სიტყვა: ო ალლაჰ, უბოძე მას ცოდნა.

75. იბნ აბბასი გადმოსცემს: ერთ დღეს შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას)
მომეხვია და თქვა: ღმერთო! უბოძე მას წიგნის (ყურანის) ცოდნა

(18) თავი: რა ასაკშია შესაძლებელი ახალგზარდის მოსმენა (ე.ი ჰადისის მიღება)

76. იბნ 'აბბასი გადმოსცემს: ერთხელ სრულწოვანებამდე ვიდრე მივაღწევდი, ვირზე ამხედრებული მივედი მინაში, (მინა არის ხეობა მექასთან ახლოს, სადაც ჰაჯზე პილიგრიმები ქვებს ისვრიან) და ვნახე, რომ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ლოცულობდა. მის წინ კედელი არ იყო (ე.ი სუთრა), და რამდენიმე საფის წინ გავიარე როცა ლოცვას ასრულებდნენ. ვირი გავუშვი საძოვრად და შევედი მათ რიგებში და არავის გამოუთქვამს უკმაყოფილება.

77. მაჰმუდ ბინ რაბი'ა გადმოსცემს: მახსოვს, როდესაც ხუთი წლის ბიჭი ვიყავი, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) წყლის ჭურჭლიდან (გამოიყენებოდა ჭიდან წყლის ამოსაღებად) პირში წყალი დაიგუბა და სახეზე მომასხა.

(19) გასვლა ცოდნის საძიებლად.

78. იბნ 'აბბასი გადმოსცემს: ყაის ბინ ჰისნ ალ-ფარაზის სხვა შეხედულება ჰქონდა შუამავალი მუსას თანამგზავრის შესახებ. იბნ აბბასი ამბობს, რომ ეს იყო ხადირი. ამასობაში, უბაი ბინ ქა'ბმა გაიარა და იბნ აბბასმა დაუძახა: 'მე და ჩემი მეგობარ მუსას თანამგზავრთან მიმართებაში სხვადასხვა აზრზე ვართ. რამე ხომ არ გაიგია ამის შესახებ შუამავლისგან? მან მითხრა: დიახ. გავიგონე ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამბობდა: 'როდესაც მუსა იჯდა ისრაელის შვილებთან ერთად, კაცი მოვიდა და ჰკითხა:…………………………………………………………………………….
- 'იცი ვინმე შენზე განსწავლული?
- არა, - უპასუხა მუსამ. და ალლაჰმა მოუვლინა ზეშთაგონება:
'ჩემი მსახური ხადირი (არის შენზე განსწავლული). მუსამ ჰკითხა (ალლაჰს) თუ როგორ შეხვედროდა მას(ხადირს). და ალლაჰმა დაუდგინა მას თევზი ნიშნად და უთხრა, რომ როცა თევზი დაიკარგება (ე.ი შეცურავს წყალში)ისევ იმ ადგილზე დაბრუნდება საიდანაც დაიკარგა და იქ შეხვდება მას (ხადირს). და მუსაც წავიდა რომ ეძებნა თევზის ნიშანი. უთხრა მას მუსას მსახურმა: გახსოვს, რომ მივადექით კლდეს, უეჭველად დამავიწყდა თევზი, და მას ვერავინ დამავიწყებდა შაიტანის გარდა. შემდეგ მუსამ თქვა: ეს არის რასაც ჩვენ ვეძებდით?' შემდეგ რაც მოხდა მოთხრობილია ყურანში 18:54 დან 18:82 მდე

(20) თავი: იმ ადამიანის უპირატესობა, რომელიც სწავლობს და შემდეგ ასწავლის სხვებს.

79. აბუ მუსა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
„ალლაჰის მიერ ჩემთან ერთად გამოგზავნილი ჭეშმარიტი გზა და ცოდნა უხვ წვიმას ჰგავს, რომელიც დედამიწას აწვიმს. არსებობს მიწის ნაკვეთი, რომელიც წვიმის წყალს შეიწოვს და უხვ მოსავალს იძლევა. ასევე არსებობს მიწის ნაკვეთი, რომელიც უნაყოფოა, წვიმის წყალს არ შეიწოვს და ზედაპირზე რჩება. ალლაჰი ამ წყალს ხალხს ასარგებლებს. ზოგს თვითონ სვამენ, ზოგს პირუტყვს ასმევენ და ზოგითაც მინდვრებს რწყავენ. ასევე არსებობს მიწის, ისეთი ნაკვეთი, რომელსაც აწვიმს, მაგრამ არც წყალს ინახავს და არც მოსავლიანია. აი ამგვარ მაგალითს წარმოადგენს ის, ვინც ალლაჰის რჯულში ჩახედულია და ალლაჰის მიერ ჩემთან ერთად წარმოგზავნილ ჭეშმარიტი გზითა და ცოდნით სარგებლობს, სწავლობს და სხვასაც ასწავლის და ის, ვინც ალლაჰის მიერ ჩემთან ერთად წარმოგზავნილ ჭეშმარიტ გზას ეწინააღმდეგება, მას ყურს არ უგდებს და არ ეთანხმება

(21) თავი: რა არის ნათქვამი ცოდნის გაქრობაზე და უცოდინრობის გამოჩენაზე.

80. ანასი გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: საათის (წარღვნის) მომასწავლებელი ნიშნებიდან არის: რელიგიური ცოდნა გაქრება, უვიცობა გავრცელდება, იქნება დიდი რაოდენობით ალკოჰოლის სმა. გავრცელდება მრუშობა და სააშკარაო გახდება

81. ანასმა თქვა: მე გეტყვით ჰადისს, რომელსაც ჩემს გარდა სხვა ვერავინ გეტყვით: გავიგონე ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამბობდა: საათის (წაღვნის) მომასწავლებელი ნიშნებიდან არის:
1. რელიგიური ცოდნა შემცირდება. (გარდაიცვლება მცოდნე ხალხი)
2. რელიგიის უცოდინრობა გავრცელდება.
3. მრუშობა საჯარო გახდება.
4. ქალთა რიცხვი გაიზრდება ხოლო კაცთა რიცხი დაიკლებს. ასე რომ იმ დროს ერთ კაცზე ორმოცდაათი ქალი მოვა.

(22) თავი: რელიგიური ცოდნის უპირატესობა

82. იბნ უმარი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: 'როდესაც მეძინა, დავინახე რძით სავსე ჭიქა მომიტანეს და დავლიე, და შევამჩნიე, რომ (რძის) სისველე ფრჩხილებიდან გამომდიოდა. შემდეგ დარჩენილი რძე მივაწოდე უმარ იბნ ალ-ხატტაბს. საჰაბეებმა ჰკითხეს შუამავალს: როგორ განმარტე ეს სიზმარი? ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უთხრა მას: 'ეს არის (რელიგიური) ცოდნა'

(23) თავი: ჰუქმის გამოტანა აქლემზე ჯდომის დროს ან სხვა რამეზე დგომის დროს.

83. აბდულლაჰ იბნ ამრ ბინ ალ-ასი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მინასთან მისი ბოლო ჰაჯის დროს გაჩერდა სადაც ხალხი შეკითხვებს უსვამდა. ერთი კაცი მოვიდა და უთხრა: 'მე შესაწირამდე თავის გადაპარსვა დამავიწყდა' შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უთხრა: 'არაუშავს, წადი და შესწირე შესაწირი' შემდეგ სხვა ადამიანი მოვიდა და უთხრა: 'დამავიწყდა და შესაწირი შევწირე ქვების სროლამდე' შუამავალმა უთხრა: 'არაუშავს, ახლა შესწირე შესაწირი' გადმომცემმა დაამატა: იმ დღეს, როდესაც შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ჰკითხეს რაც იყო ჰაჯთან დაკავშირებით და რაც გააკეთეს მანამდე ან მის შემდეგ ის ეუბნებოდა: 'არაუშავს, გააკეთე ახლა'

(24) თავი: ჰუქმის გამოტანა თავის დაქნევით ან მინიშნებით

84. იბნ 'აბბასი გადმოსცემს: ვიღაცამ ჰკითხა ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ჰაჯის დროს: 'შესაწირი შევწირე (ე.ი ყურბანი) ქვების სროლამდე'
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უთხრა: შუამავალმა ხელით ანიშნა და თქვა: 'არაუშავს'. სხვა კაცმა უთხრა: 'თავი გადავიპარსე შესაწირამდე' შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ხელით ანიშნა და თქვა: 'არაუშავს'

85. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: (რელიგიური) ცოდნა გაქრება, უცოდინრობა და საცდურები (ფიტნეები) გავრცელდება, და ჰარჯი გახშირდება. მას ჰკითხეს, რა არის ჰარჯი, ალლაჰის შუამავალო? უპასუხა - ხელის მითითებით მკვლელობები.

86. ასმა გადმოსცემს: მე მივედი აიშასთან და ის ამ დროს (მზის დაბნელების ლოცვას) ლოცულობდა და მას ვკითხე: რა დაემართა ხალხს? და მან მანიშნა ცისკენ. მე კი მესჯიდისკენ გავიხედე და დავინახე ხალხი, რომლებიც ლოცვას აღავლენდნენ. აიშამ ლოცვაში თქვა: სუბჰან ალლაჰ (დიდება ალლაჰს). მე ვკითხე: რამე ნიშანია? მან თავი დამიქნია რაც თანხმობას ნიშნავს. მეც მზის დაბნელების დროს ლოცვაზე ვიდექი უგონო მდგომარეობაში მანამ, სანამ თავზე წყალი არ დავისხი. ლოცვის შემდეგ, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) განადიდა ალლაჰი, და თქვა: 'მე ვნახე ის, რაც აქამდე არასდროს მინახავს, მათ შორის სამოთხე და ჯოჯოხეთი, უეჭველად, ზეშთამეგონა, რომ საფლავებში გექნებათ გამოცდები და ეს გამოცდები იქნება მასიჰ ად-დაჯჯალის გამოცდების მსგავსი ან თითქმის მისი მსგავსი' თქვენ გკითხავენ: რა იცით ამ კაცის შესახებ? (შუამავალი მუჰამმადის). მორწმუნე იტყვის: 'ის არის მუჰამმადი, ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) რომელიც ჩვენთან მოვიდა ნათელი მტკიცებულებებით და სწორი ხელმძღვანელობით. ჩვენ მივიღეთ მისი სწავლება და მივყევით მას. ის არის მუჰამმადი. და იგი ამას გაიმეორებს სამჯერ' ანგელოზები მას ეტყვიან: 'იძინე მშვიდად, რადგან გავიგეთ, რომ მორწმუნე ხარ' რაც შეეხება თვალთმაქცები და ეჭვში მყოფი ადამიანები იტყვიან: 'არ ვიცი, მაგრამ ხალხი ამბობდა რაღაცას და მეც გავიმეორე'

(25) თავი: შუამავალმა მოუწოდა აბულ ყაისის ტომს დაემახსოვრებინათ რწმენის შესახებ და გადაეცათ მათთვის ვინც სახლებში დატოვეს.

87. აბუ ჯამრა გადმოსცემს: მე ვიყავი თარჯიმანი ხალხსა და იბნ 'აბბასს შორის. ერთხელ, იბნ აბბასმა თქვა, რომ მოვიდა აბულ ყაისის დელეგაცია შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) და მათ ჰკითხა: 'ვინ ხალხი ხართ?' ან 'ვინ არიან მოსულები'?
მათ უთხრეს: 'ჩვენ რაბი'ას ტომიდან ვართ' შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უთხრა მათ: 'მობრძანდით ხალხო (მარჰაბან ბილყავმ)' ან 'მობრძანდით მოსულებო' არ დამცირდებით და არ შერცხვებით. მათ უთხრეს 'ჩვენ შორიდან მოვედით თქვენთან და თქვენსა და ჩვენს შორის მუდარის ურწმუნოთა ტომია და წმინდა თვეების გარდა თქვენთან სხვა დროს ვერ მოვალთ. ასე რომ გთხოვთ გვაცნობეთ რამე კარგი, რასაც ვაცნობებთ ჩვენს ხალხს, ვინც დავტოვეთ სახლში და მისი მეშვეობით შევალთ სამოთხეში. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უბრძანა მათ ოთხი რამე და აუკრძალა ოთხი რამ. მან უბრძანა მათ, რომ ერწმუნათ უზენაესი და დიდებული ალლაჰი და ჰკითხა მათ: იცით რას ნიშნავს ალლაჰის რწმენა?
მათ თქვეს: 'ალლაჰმა და მისმა შუამავალმა უკეთ იციან. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უთხრა მათ: 'ეს ნიშნავს დამოწმება იმისა, რომ არ არსებობს ღირსეული სათაყვანებელი ალლაჰის გარდა და რომ მუჰამმადი არის მისი შუამავალი, და რომ აღავლინოთ ლოცვა, გადაიხადო ზექათი, დაიცვათ მარხვა რამადანის თვეში, და გადაიხადო ხუმუსი (ნადავლის ერთი მეხუთედის გაცემა ალლაჰის გზაზე მყოფებისთვის) და მათ აუკრძალა ოთხი რამ, ესენია: ად-დუბა, ჰანთამი, მუზაფფათი, ნაყირი ან მუყაიარი. (ესენი ყველა არის მათრობელი სასმელები). შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) შემდეგ უთხრა: 'დაიმახსოვრეთ ესენი და ასწავლეთ მათაც, ვინც დატოვეთ (სახლებში).

(26) თავი: გაემგზავრო პრობლემურ საკითხებზე პასუხის საძიებლად და შემდეგ ასწავლო შენს ოჯახს.

88. აბდულლაჰ იბნ აბი მულაიქა გადმოსცემს: უყბა ბინ ალ-ჰარისმა თქვა, რომ ის იყო შეუღლებული აბუ იჰაბ ბინ 'აზიზის ქალიშვილზე. მოგვიანებით ერთი ქალი მოვიდა და თქვა: 'მე უყბას და იმ ქალს, ვისზეც არის შეუღლებული ძუძუს ვაწოვებდი (ე.ი ძუძუმტეები არიანო)'. უყბამ თქვა: 'არ ვიცოდი თუ ძუძუს მაჭმევდი და არც შენ გითქვამს'. უყბა წავიდა მედინაში შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) და ჰკითხა ამ ამბის შესახებ. ალლაჰის შუამავალმა უთხრა მათ: 'როგორ შეგიძლია ის გყავდეს ცოლად როცა უკვე ითქვა (რომ ის შენი დაა?). შემდეგ 'უყბა განშორდა მას და ის სხვა მამაკაცს გაჰყვა ცოლად.

(27) სწავლისთვის მონაცვლეობით მორიგეობა.

89. იბნ უმარი გადმოსცემს: ჩემი ანსარი მეზობელი ბანუ უმაია ბინ ზიადი, რომელიც ცხოვრობდა მედინაში, ჩვენ მორიგეობით ვნახულობდით ალლაჰის შუამავალს. ის ერთ დღეს მიდიოდა და მე მეორე დღეს. როცა მივდიოდი, იმ დღის ამბებს მოვიტანდი ზეშთაგონების შესახებ და სხვა ამბების შესახებაც, ხოლო როცა ის მოდიოდა იგივეს აკეთებდა ჩემთვის. ერთხელ ჩემი ანსარი მეგობარი ჩემთან მოვიდა და ძლიერად დააკაკუნა ჩემს კარზე და მკითხა იქ ვიყავი თუ არა. მე შემეშინდა და გავედი მასთან. მან მითხრა: 'დღეს დიდი ამბავი მოხდა'. შემდეგ მივედი ჰაფსასთან და დავინახე, რომ ტიროდა. ვკითხე: 'ყველას გაგეყარათ შუამავალმა?' მან მითხრა: 'არ ვიცი'. შემდეგ შევედი შუამავალთან და ვკითხე ვიდრე დავჯდებოდი: 'გაეყარე შენს ცოლებს?' შუამავალმა უარყოფითად მიპასუხა და ამაზე ვთქვი: 'ალლაჰუ აქბარ, ალლაჰუ აქბარ. (ალლაჰი უდიადესია).

(28) გაბრაზება ქადაგების ან სწავლების დროს, თუ ხედავს იმას, რაც მოუწონარია.

90. გადმოგვცემს აბუ მას'უდ ალ ანსარი: ერთხელ შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უთხრეს: ალლაჰის შუამავალო! შეიძლება მე აღარ დავესწრო სავალდებულო ერთობლივ (ჯამაათით) ლოცვებს, რადგან ეს და ეს ადამიანი (იმამი) გვალოცებს ძალიან გრძლად, როდესაც ის დგება მლოცველების წინ. გადმომცემმა გააგრძელა. 'მე არასოდეს მინახავს შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) იმაზე გაბრაზებული რჩევის მიცემისას როგორიც იმ დღეს იყო. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: 'ხალხო! ზოგიერთი თქვენთაგანი ხალხს აძულებს იმ საქმეს, რომელიც კარგია (ჯამაათით ლოცვა). ასე რომ, რომელი თქვენთაგანიც გავა იმამად ლოცვისთვის, მან უმჯობესია შეამოკლოს ლოცვა, რადგან ხალხთა შორის არიან ავადმყოფები, სუსტები და ხალხი რომლებსაც შეიძლება ჰქონდეს საქმე, რომელიც აუცილებლად დროულად გასაკეთებელი აქვთ!

91. აბუ ხალიდ ალ-ჯუჰანი გადმოსცემს: ერთმა კაცმა ჰკითხა შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ძირს ნანახი დაკარგული ნივთის შესახებ. შუამავალმა უპასუხა:
'ჯერ გაარკვიე ვის ეკუთვნის ნაპოვნი, შემდეგ ნაპოვნის შესახებ განაცხადე ერთი წლის განმავლობაში, (თუ არავინ არ გამოჩნდა) რის შემდეგაც შეგიძლია გამოიყენო. თუ ნივთის მფლობელი მოვა, მას უნდა დაუბრუნო' და იმ კაცმა ჰკითხა: და რა ვუყოთ დაკარგულ აქლემებს? ამაზე შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გაბრაზდა, ლოყები თუ სახე გაუწითლდა და თქვა: 'მას აქვს წყლის მარაგი და მისი ფეხით მივა წყალზე, და შეჭამს ხის ფოთლებს ვიდრე პატრონი არ ნახავს'. კაცმა შემდეგ ცხვრის შესახებ ჰკითხა: 'ის ან შენია ან შენი ძმის (ე,ი სხვა ადამიანის) ან მგლის'

(ე.ი აქლემს მგელი ვერ ეკარება და ვერ შეჭამს)

92. აბუ მუსა გადმოსცემს: შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ჰკითხეს რაღაცის შესახებ და მას არ მოსწონდა, მაგრამ როდესაც მკითხველი დაჟინებით უსვამდა კითხვებს, მაშინ გაბრაზდა. შემდეგ უთხრა ხალხს: 'მკითხეთ რაც გინდათ'. ერთმა კაცმა ჰკითხა: ვინ არის მამაჩემი? შუამავალმა უპასუხა: მამაშენი არის ჰუზაფა. შემდეგ სხვა კაცმა ჰკითხა: მამაჩემი ვინ არის? მას უპასუხა: 'მამაშენი არის სალიმი, შაიბას განთავისუფლებული მონა' უმარმა დაინახა ბრაზი შუამავლის სახეზე და თქვა: 'ალლაჰისგან პატიებას ვითხოვთ'

(29) იმამის ან მასწავლების წინაშე დაჩოქება

93. ანას ბინ მალიქი გადმოსცემს: ერთ დღეს ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გამოვიდა გარეთ ხალხის წინ, აბდულლაჰ ბინ ჰიზაიფა წამოდგა და ჰკითხა: ვინ არის მამაჩემი? შუამავალმა უთხრა მას: მამაშენი არის ჰუზაიფა. შუამავალმა არაერთხელ უთხრა მათ, რომ ეკითხათ რაც სურდათ. უმარი ჩაიმუხლა შუამავლის წინ და უთხრა სამჯერ: 'კმაყოფილი ვარ ალლაჰით, როგორც ჩვენი ღმერთით, ისლამით როგორც ჩვენი რელიგიით და მუჰამმადით, როგორც ჩვენი შუამავლით' ამის შემდეგ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გაჩუმდა.

(30) სათქმელის სამჯერ განმეორება, რათა უკეთ გაიგონ.

94. ანასი გადმოგვცემს: როდესაც შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ითხოვდა ვინმესთნ შესვლის უფლებას, კარზე სამჯერ დაუკაკუნებდა სალამის მიცემით (ასსალამუ'ალეიქუმ). და როდესაც რაიმეს ამბობდა, ის ერთ ფრაზას სამჯერ იმეორებდა, რადგან გასაგები ყოფილიყო ყველასთვის.

95. ანასი გადმოსცემს: როდესაც შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამბობდა რამეს, იგი იმეორებდა სამჯერ რათა ხალხისთვის ადვილი გასაგები ყოფილიყო. და როდესაც ითხოვდა ვინმესთნ შესვლის უფლებას, კარზე სამჯერ დაუკაკუნებდა სალამის მიცემით.

96. აბდულლაჰ იბნ ამრი გადმოსცემს: ერთხელ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უკან ჩამოვიტოვეთ მოგზაურობის დროს. როცა წამოგვეწია ამ დროს ჩვენ გადადებული ნამაზისთვის (საფარის ლოცვა) აბდესს ვიღებდით. აბდესის დროს სველ ხელებს ფეხებზე ვისვამდით (ე.ი კარგად არ ვიბანდით). ეს რომ დაინახა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ხმამაღლა მოგვმართა ორჯერ თუ სამჯერ: გადაირჩინეთ თქვენი ქუსლები ცეცხლისგან.

(31) მამაკაცი ასწავლის რელიგიას მის ოჯახს და მის მსახურ ქალს.

97. აბუ ბურდას მამა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: სამ ადამიანს აქვს ორმაგი ჯილდო:…………………………………………….
1. ადამიანს, რომელიც არის წიგნის ხალხიდან და სწამს მათი შუამავლის (ე.ი იესო და მოსე) და შემდეგ ირწმუნებს შუამავალ მუჰამმადს. (ე.ი მიიღებს ისლამს).
2. მსახურს, რომელიც ასრულებს თავის მოვალეობას ალლაჰისა და მისი უფროსის (ბატონის) წინაშე.
3. მონა ქალის უფროსს, რომელიც ასწავლის მას კარგ ზნეობას და ამას აკეთებს საუკეთესო გზით, შემდეგ ათავისუფლებს და ქორწინდება მასზე.

(32) იმამის მიერ ქალზე რელიგიის სწავლება.

98. ერთხელ ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მოვიდა ბილალთან ერთად. ის ქალებისკენ წავიდა, რადგან ფიქრობდა, რომ მათ არ გაუგიათ მისი ქადაგება. მათ უქადაგა და უბრძანა მოწყალების გაცემა, და ქალებმა მოწყალების გაცემა დაიწყეს; ზოგმა საყურე გასცა, ზოგმა ბეჭედი, და ბილალი მათ ტანსაცმელში აგროვებდა.

(33) მონდომება ჰადისების სწავლისადმი.

99. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: მე ვიკითხე: 'ალლაჰის შუამავალო! ვინ იქნება ყველაზე ბედნიერი ადამიანი, ვინც დაიმსახურებს შენს შუამდგომლობას განკითხვის დღეს?' ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას)
მითხრა :აბუ ჰურაირა! მე ვფიქრობდი, რომ შენამდე ამას არავინ მკითხავდა, ვინაიდან მე ვიცი შენი მონდომება ჰადისებისადმი. ყველაზე ბედნიერი ადამიანი, ვინც მიიღებს ჩემს შუამდგომლობას განკითხვის დღეს, ის იქნება,ვინც გულწრფელად იტყვის გულში 'ლა ილაჰა ილლა ლლაჰ-ს'.

(34) როგორ გაქრება ცოდნა.

ჰადისს, რომელსაც ქვემოთ მოვიყვანთ, იმ ჰადისსა და მის სათაურს შორის მოყვანილია შემდეგი სიტყვები:

100. უმარ ბინ აბდულ აზიზმა წერილი მისწერა აბუ ბაქრ ბინ ჰაზმს: 'შეხედე ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ჰადისს და დაწერე. მე მეშინია, რომ ცოდნა გაქრება სწავლულების გარდაცვალებით. არ მიიღო არაფერი ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ჰადისების გარდა. გაავრცელე ცოდნა და ასწავლე უმეცრებს, რადგან ცოდნა არ გაქრება, თუკი ის ფარულად ინახება (ე.ი როცა არ ავლენ თავს). აბდულლაჰ ბინ ამრი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: უეჭველად, ალლაჰი არ წაართმევს ხალხს ცოდნას ჩამორთვმევით, არამედ იგი მათ ცოდნას სწავლულების წაყვანით ჩამოართმევს და ის არ დატოვებს მცოდნე ხალხს. შემდეგ ხალხი დაიწყებს მათ მმართველებად (ამირებად) უმეცრების არჩევას, რომლებსაც ისინი მიმართავენ კითხვებით და ისინი დაიწყებენ გადაწვეტილებების მიღებას მაშინ, როცა თვითონ არ ფლობენ ცოდნას, რის გამოც თვითონაც ასცდებიან სწორ გზას და სხვებსაც შეცდომაში შეიყვანებენ.

(35) უნდა ჩაინიშნოს დღე ქალებისთვის, რათა მათ რელიგია ასწავლონ?

101. აბუ სა'იდ ალ-ხუდრი გადმოსცემს: რამდენიმე ქალმა თხოვა შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) რომ გამოეყო მათთვის დღე, რადგან მთელ დროს მამაკაცებს უთმოდა. მათ დაჰპირდა რომ გამოუყოფდა ერთ დღეს რელიგიის და მცნებების სწავლებისთვის. ერთხელ ასეთი გაკვეთილის დროს შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: 'ქალს, რომელსაც სამი შვილი დაეღუპება, ისინი დაიფარავენ მას (ალლაჰის ნებართვით) ჯოჯოხეთის ცეცხლისგან'. ერთმა ქალმა იკითხა: 'და ორი რომ მოუკვდეს?' შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უთხრა: 'ორიც'.

102. სხვა ვერსიით აბუ საიდ ალ-ხუდრი გადმოსცემს რომ აქ იგულისხმება სრულწლოვანი ასაკის შვილები: აბუ ჰურაირამ თქვა: სამი სრულწლოვანი შვილი.

(36) თავი: ვინც რაღაც გაიგონა, მაგრამ ვერ გაიგო და სვამს კითხვებს რათა კარგად გაიგოს.

103. აბუ მულაიქა გადმოსცემს: როდესაც 'აიშამ გაიგონა რაღაც, რაც მან ვერ გაიგო, იგი მანამ სვამდა შეკითხვებს ვიდრე ბოლომდე არ გაიგო. აიშამ გადმოსცა: 'ერთხელ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვისაც გამოიძახებენ ანგარიშის გასასწორებლად (განკითხვის დღეს), იგი აუცილებლად დაისჯება. მე ვთქვი: 'ნუთუ ალლაჰი არ ამბობს?! 'ანგარიში გაუსწორდება იოლი ანგარიშსწორებით' (ინშიყაყ 84:8) შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მიპასუხა: 'ეს ნიშნავს მხოლოდ ანგარიშების წარდგენას, ხოლო ვის ანგარიშზეც კამათობენ, აუცილებლად განადგურდება.'

(35) თავი: მათ, ვინც ესწრება რელიგიურ შეხვედრას ევალება, გადასცენ ცოდნა მათ, ვინც იქ არ იმყოფება.

104. სა'იდმა თქვა, აბუ შურაიჰმა გადმოსცა: 'როდესაც ამრ ბინ სა'იდი აგზავნიდა ჯარებს მექაში (აბდულლაჰ იბნ აზ-ზუბაირთან საბრძოლველად) მე ვუთხარი მას: ო, ამირ, ნება მომეცი გითხრათ, თუ რა თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მექის დაპყრობის მომდევნო დღეს. ჩემმა ყურებმა გაიგონა, და ჩემმა გულმა გაიგო და ჩემი თვალით დავინახე, როცა ამას ამბობდა. მან განადიდა ალლაჰი და შემდეგ თქვა: 'მექა აქცია წმინდად ალლაჰმა და არა ხალხმა' ასე რომ ყველას, ვისაც სწამს ალლაჰი და უკანასკნელი დღე, არ უნდა დაღვაროს სისხლი მასში და არ მოჭრას მასში ხეები. თუ ვინმე ამტკიცებს, რომ ბრძოლა ნებადართულია მექაში, როგორც ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) იბრძოდა მექაშიო, მაშინ მათ უთხარით, რომ ალლაჰმა მისცა ნებართვა თავის შუამავალს, მაგრამ თქვენ არ მოგეცათ ამის უფლება. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: 'ალლაჰმა მხოლოდ რამდენიმე საათით მომცა უფლება იმ (დაპყრობის უფლება) დღეს და მისი სიწმინდე ისეთივეა, როგორც ადრე იყო. აქ დამსწრეების ვალდებულებაა, გადასცენ ეს ამბავი აქ არმყოფებს' აბუ შურაიჰს ჰკითხეს: 'რა უპასუხა ამრმა? მან უპასუხა, რომ ამრმა ასე თქვა: 'ო აბუ შურაიჰ! მე შენზე უკეთ ვიცი. მექა არ იცავს მათ, ვინც ეურჩება ალლაჰს ან გარბის მკვლელობის ან ქურდობის შემდეგ მექაში. (ე.ი თავს აფარებს მექას).

105. აბუ ბაქრა გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: თქვენი სისხლი, ქონება და ღირსება წმინდაა ერთმანეთისთვის, ისევე როგორც წმინდაა ეს დღე ამ თვეში. აქმყოფების ვალია ეს მათ აცნობონ, ვინც აქ არ იმყოფება. გადმომცემმა დამაატა: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გაიმეორა ორჯერ: 'გადმოგეცით თუ არა ალლაჰის გზავნილი?'

(38) თავი: იმ ადამიანის ცოდვა, რომელიც ტყუილს იგონებს ალლაჰის შუამავალზე.

106. 'ალი გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: 'ჩემს შესახებ ტყუილს ნუ იტყვით, რადგან ის, ვინც ტყუილს იტყვის ჩემზე - შევა ჯოჯოხეთში.

107. 'აბდულლაჰ ბინ აზ-ზუბეირი გადმოსცემს: მე ვუთხარი მამაჩემს: 'მე არ გამიგონია შენგან ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ჰადისები ისე, როგორც ეს მესმის ამისგან და ამისგან'. მან მითხრა: მე ყოველთვის მასთან ერთად ვიყავი და გავიგონე ერთხელ ასე თქვა: 'ვინც ჩემს შესახებ ტყუილს იტყვის, მან ჯოჯოხეთში ადგილი გაიმზადოს'.

108. ანასი გადმოსცემს: რაც მაკავებს ბევრი ჰადისების გადმოცემაში, ის არის, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: 'ვინც ჩემზე ტყუილს იტყვის, მან ჯოჯოხეთში თავისი ადგილი გაიმზადოს'.

109. სალამა გადმოსცემს: გავიგონე შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამბობდა: ვინც მომაწერს იმას, რაც მე არ მითქვამს, მან გაიმზადოს ადგილი ჯოჯოხეთში.

110. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: დაარქვით ერთმანეთს ჩემი სახელი, მაგრამ არ დაარქვათ ერთმანეთს ჩემი ზედმეტსახელი (ე.ი აბულ ყასიმი). და ვინც მე მიხილავს სიზმარში იგი უეჭველად მე ვარ, რადგან სატანა მე ვერ დამემსგავსება. და ვინც იტყვის ტყუილს ჩემს შესახებ, მან გაიმზადოს ადგილი ჯოჯოხეთში.

(39) თავი: ნასწავლის დაწერა.

111. აბუ შუ'ბი გადმოსცემს: აბუ ჯუჰაიფამ თქვა: მე ვკითხე ალის: 'ყურანის გარდა გაქვს რამე სხვა წიგნი?' ალიმ მითხრა: 'არა, მხოლოდ ალლაჰის წიგნი, ან გაგება რომელიც მიეცა მისლიმ ადამიანს, ან რაც ამ ფურცელშია' აბუ ჯუჰაიფმა ჰკითხა: 'რა არის მაგ ფურცელში?' ალიმ უპასუხა: 'გამოსასყიდის სანაცვლოდ ტყვეს გათავისუფლება და ის, რომ ქააფირის სანაცვლოდ მუსლიმი არ მოიკვლება.'

112. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: მექას დაპყრობის წელს, ხუზას ტომმა მოკლა ბანი ლაისის ტომის კაცი, მოკლულის შურისძიების გამო. ამ ამბის შესახებ აცნობეს ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას). ის ამ დროს ამხედრებული იყო თავის აქლემზე და მიმართა ხალხს: 'ალლაჰმა მექა მკვლელობისგან შეაკავა'. ფრთხილად! (მექა წმინდა ადგილია) მექაში ბრძოლა არავისთვის იყო დაშვებული ჩემამდე და არც ჩემს შემდეგ დაიშვება. მასში ომი ჩემთვის დაშვებული იყო მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში. უეჭველად, ახლა ეს არის სამლოცველო, დაუშვებელია მისი ეკლიანი ბუჩქების გაკაფვა და ხეების მოჭრა ან მასში დავარდნილი ნივთის აღება, გარდა იმ ადამიანისა, რომელიც მოძებნის მის მფლობელს (და საჯაროდ განაცხადებს). თუ ვინმე მოკლეს, მაშინ მის ნათესავს აქვს უფლება აირჩიოს ორიდან ერთი - სისხლის გამოსასყიდი (დიია) ან შურისძიება მკვლელის მოკვლით. ამასობაში იემენიდან კაცი მოვიდა და თქვა: 'ო ალლაჰის შუამავალი, დამიწერე ესენი!' შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უბრძანა მის საჰაბეებს დაეწერათ მისთვის რაც მან თქვა. შემდეგ ერთმა ყურაიშელმა კაცმა წამოიძახა: 'გარდა ალ-იხდირისა (ბალახის სახეობა, რომელსაც აქვს კარგი სუნი) ალლაჰის შუამავალო. მას ჩვენ ვიყენებთ სახლებში და სასაფლაოებზე. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: 'გარდა ალ-იხდირისა' (ე.ი იხდირის მოკრეფა შეიძლება)

113. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: შუამავლის საჰაბეებს შორის არავინაა ისეთი, ვინც ჩემზე მეტი ჰადისი გადმოსცა, აბდულლაჰ იბნ ამრის გარდა, რომელიც წერდა მათ და მე კი არასოდეს დამიწერია.

114. უბაიდულლაჰ ბინ აბდულლაჰი გადმოსცემს: იბნ აბბასმა თქვა: როდესაც ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ძლიერ ავად გახდა, მან გვითხრა: 'მომიტანეს ქაღალდი და მე თქვენ დაგიწერთ, რის შემდეგაც თქვენ გზას არ აცდებით'
მაგრამ უმარმა თქვა: 'შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ძლიერ ავად არის და ჩვენ კი გვაქვს ალლაჰის წიგნი ის საკმარისია ჩვენთვის.' თუმცა შუამავლის სხვა საჰაბეები განსხვავებულად ფიქრობდნენ და ტირილი დაიწყეს: 'შუამავალმა უთხრა მათ: წადით, არ არის სწორი, რომ თქვენ იკამათოთ ჩემს წინ' გამოვიდა იბნ აბბასი და თქვა: 'ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ალლაჰის შუამავალმა არ დაწერა ის, მათი უთანხმოების გამო'

(40) თავი: ცოდნა, მისი სწავლება და ქადაგება ღამით.

115. უმ სალამ გადმოსცემს: ერთ ღამით, ალლაჰის შუამავალი წამოდგა და თქვა: 'სუბჰან ალლაჰ! რამდენი უბედურება გარდმოევლინა ამ ღამეს და რამდენი საგანძური გამოჩნდა. წადი და გააღვიძე ამ საცხოვრებლის ქალები სალოცავად. კარგად ჩაცმული ამქვეყნად, შეიძლება იმქვეყნად შიშველი იყოს.'

(41) რელიგიური საკითხების შესახებ ლაპარაკი ღამით.

116. აბდულლაჰ იბნ უმარი გადმოსცემს: ერთხელ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გვალოცა 'იშა მისი სიცოცხლის ბოლო დღეებში და სალამის (ლოცვის დასრულების) მიცემის შემდეგ თქვა: 'აცნობიერებთ ამ ღამის მნიშვნელობას? ვინც ამჟამად იმყოფება დედამიწის ზურგზე, არავინ აღარ იქნება ცოცხალი ასი წლის შემდეგ'

117. იბნ აბბასი გადმოსცემს: ერთხელ ღამე გავათენე მამიდაჩემის, მაიმუნა ბინთ ალ-ჰარისის, შუამავლის ცოლის სახლში, და შუამავალიც იმ ღამით მასთან იყო. შუამავალმა აღავლინა 'იშას ლოცვა (მესჯიდში), დაბრუნდა სახლში და ოთხი რაქაათის ლოცვის შემდეგ დაიძინა. მოგვიანებით ღამით გაიღვიძა და ჰკითხა, ეძინა თუ არა ბიჭს? იგი დადგა სალოცავად და მე მის მარცხენა მხარეს ვიდექი, მაგრამ მან დამაყენა მისგან მარჯვნივ და ილოცა ხუთი მუხლი, და შემდეგ კიდევ ორი. მერე დაიძინა და გავიგონე მისი ხვრინვა და ცოტა ხნის შემდეგ წავიდა ფაჯრის სალოცავად.

(42) თავი: ცოდნის დამახსოვრება

118. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: 'ხალხი ამბობს, რომ მე გადმოვცემ ბევრ ჰადისს. ყურანში რომ არ ყოფილიყო ეს აიათები, მე ერთ ჰადისსაც არავის ვეტყოდი, და ეს აიათებია: რომელნიც მალავენ ჩვენს მიერ ზემოვლენილ ცხად მტკიცებულებებსა და მოძღვრებას, მას შემდეგ, რაც ჩვენ იგი ხალხთათვის წიგნში ნათელვყავით, მათ წყევლის ალლაჰი და მაწყევარნიც! გარდა მათი, რომელთაც მოინანიეს, გამოსწორდნენ და ნათელი მოჰფინეს ჭეშმარიტებას; და მე ვარ მიმტეველი მწყალობელი. (ბაყარა 2:159-160) უეჭველად, მუჰაჯირი (გადასახლებულები) ძმები დაკავებულნი იყვნენ ბაზრებში თავიანთი საქმით და ჩვენი ძმები ანსარები კი ქონებით. მაგრამ მე კმაყოფილი ვიყავი ალლაჰის შუამავლით (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) რაც ჩემს მუცელს ავსებდა და ვესწრებოდი იმას, რასაც ისინი არ ესწრებოდნენ, და ვიმახსოვრებდი იმას, რასაც ისინი არ იმახსოვრებდნენ.

119. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ვუთხარი: 'მე შენგან მესმის ბევრი ჰადისი, მაგრამ მავიწყდება ისინი' მან მითხრა: 'გაშალე შენი ტანსაცმელი' ისე მოვიქეცი, როგოც მითხრა და შემდეგ მან ხელები ისე აამოძრავა, თითქოს რაღაცით ავსებდა მათ და შემდეგ მითხრა: 'აიღე და გადააიხვიე შენს სხეულზე' მე ასეც გავაკეთე და მის შემდეგ არაფერი დამვიწყებია. გადმოცემულია იბრაჰიმ ბინ ან-მუნზირისგან: იბნ აბუ ფუდაიქმა თქვა იგივე რაც ზემოთ მოყვანილ ჰადისშია და დაამატა: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ხელები ისე აამოძრავა, თითქოს რაღაცით ავსებდა და შემდეგ დაცალა აბუ ჰურაირას ტანსაცმელში.

120. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: მე ალლაჰის შუამავლისგან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ორი სახის ცოდნა დავიმახსოვრე. რაც შეეხება პირველს, ის გავავრცელე ხალხში, მეორე რომ გავავრცელო ყელს მომჭრიან (ე.ი მომკლავენ).

(43) თავი: გაჩუმება და მოსმენა რელიგიაში განათლებულ ადამიანზე.

121. ჯარირი გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მითხრა ჰაჯის დროს: ხალხი გაჩუმდეს და მომისმინოს. შემდეგ მან მიმართა ხალხს: 'ჩემს შემდეგ ნუ დაბრუნდებით ურწმუნოებაში ერთმანეთის კისრების მოჭრით'

(44) თავი: როდესაც სწავლულ ადამიანს ეკითხებიან:' 'ვინ არის ყველაზე სწავლული ადამიანი?' უმჯობესია მან თქვა: 'ყველა სახის ცოდნა ღმერთს ეკუთვნის'

122. სა'იდ იბნ ჯუბაირი გადმოსცემს: მე ვუთხარი იბნ აბბას: 'ნაუფან ალ-ბაქალი ამბობს, რომ ხიზრთან ისრაელის შვილების მუსა არ იყო, არამედ სხვა მუსა იყო. იბნ აბბასმა თქვა, რომ ის იყო (ნავფანი) ალლაჰის მტერი. გადმოსცემს უბაი ქა'ბი: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ' ერთხელ შუამავალი მუსა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) წამოდგა და მიმართა ისრაელის შვილებს. მას ჰკითხეს: 'ვინ არის ყველაზე განსწავლული ადამიანთა შორის' მან თქვა: 'მე ვარ ყველაზე განსწავლული' ალლაჰმა ზეშთააგონა მუსას, რადგან ის ალლაჰს არ მიაწერდა აბსოლიტურ ცოდნას. ალლაჰმა შთააგონა მას:'ორი ზღვის შესართავთან არის ერთი მსახური ჩემს მსახურებს შორის, რომელიც შენზე უფრო სწავლულია' მუსამ ჰკითხა: 'ღმერთო ჩემო, როგორ შევხვდე მას? ალლაჰმა უთხრა: ჩადე თევზი შენს კალთაში და მას იქ ნახავ სადაც თევს დაკარგავთ. მუსა მსახურ ბიჭთან ერთად იუშა ბინ ნუნთან ერთად გაემგზავრა და დიდი კალათით თევზს დაატარებდა, სანამ კლდეს არ მიაღწიეს, სადაც დადეს თავი და დაიძინეს. თევზი კალათიდან გადმოვიდა, ზღვისკენ აიღო გეზი და გაუჩინარდა. ეს იყო გასაოცარი რამ როგორც მუსასთვის, ისე მისი მოსამსახურე ბიჭისთვის. მათ იარეს მთელი ღამე და შემდეგი დღე. და როდესაც გათენდა, მუსამ უთხრა თავის მოსამსახურეს: “მოიტანე საუზმე. ნამდვილად ძალიან დაგვღალა ამ მოგზაურობამ“. მუსა არ დაღლილა, სანამ არ მივიდა იმ ადგილამდე, რომელზეც უთხრეს. იქ მოსამსახურე ბიჭმა უთხრა მუსას, „გახსოვს, როდესაც კლდეზე ავედით, დამავიწყდა თევზი“. მუსამ აღნიშნა „ეს იყო ის, რასაც ვეძებდით.“ ასე რომ ისინი წავიდნენ უკან, მიჰყვებოდნენ რა მათ ნაფეხურებს კვალდაკვალ, სანამ კლდემდე არ მივიდნენ. იქ დაინახეს სამოსით დაფარული ადამიანი (ან რომელიც იხურავდა მის საკუთარ სამოსს). მუსა მიესალმა მას. ალ–ხადირმა უპასუხა, „შენს ქვეყანაში ხალხი როგორ ესალმება ერთმანეთს?“მუსემ მიუგო, „მე ვარ მუსა“. მან ჰკითხა, „ისრაელის მუსა?“, მოსემ დადებითი პასუხი გასცა და დაამატა, „შემიძლია გამოგყვე, რათა მასწავლო ის, რაც შენ გასწავლეს.“ ალ–ხადირმა უპასუხა, „ჭეშმარიტად, ჩემთან ერთად მშვიდად ვერ იქნები, ო მუსა! მე მაქვს ცოდნა ალლაჰისგან, რომელიც გადმომცა და რომელიც არ იცი, ისევე, როგორც შენ გაქვს ალლაჰისგან მიღებული ცოდნა, რომელიც მე არ ვიცი“. მუსამ უპასუხა, „ალლაჰს სურს, რომ მშვიდ ადამიანად ჩამთვალო და შენს ყველა ბრძანებას დავემორჩილო. ორივე დაადგა გზას, ისინი მიდიოდნენ ზღვის ნაპირის გასწვრივ, რადგანაც არ ჰქონდათ ნავი. ამ დროს მათ ჩაუარა ნავმა და ნავის ეკიპაჟს სთხოვეს აეყვანათ მათთან. ეკიპაჟმა იცნო ალ–ხადირი და აიყვანეს ისინი ბორტზე უსასყიდლოდ. შემდეგ მოფრინდა ბეღურა და დაჯდა ნავის კიდეზე და ჩაყო ნისკარტი ზღვაში ერთი–ორჯერ. ალ–ხადირმა უთხრა:“ო მუსა! შენი და ჩემი ცოდნამ ვერ შეამცირევს ალლაჰის ცოდნას ისევე, როგორც ამ ბეღურამ ვერ შეამცირა ზღვაში წყლის რაოდენობა მისი ნისკარტით:, ალ–ხადირი წავიდა ნავის ერთერთ ფიცართან და ამოაძრო იგი, მუსამ უთხრა: „ამ ხალხმა ნავზე აგვიყვანა და შენ კი გაუტეხე ნავი, რომ დაახრჩო ხალხი.“ალ–ხადირმა უპასუხა, „განა არ გითხარი, რომ ჩემთან მშვიდად ვერ იქნები“, მუსამ მიუგო, „დამავიწყდა“. მუსას პირველი მიზეზი იყო ის, რომ დაავიწყდა. შემდეგ გზა გააგრძელეს და ნახეს ბიჭი, რომელიც სხვა ბიჭებს ეთამაშებოდა. ალ–ხადირმა დაიჭირა ბავშვის თავი ზემოდან და ხელებით ამოგლიჯა(ანუ მოკლა). მუსამ უთხრა, „ნუთუ მოკალი უდანაშაულო ბიჭი, ვისაც არავინ მოუკლავს.“ ალ–ხადირმა მიუგო, „განა არ გითხარი, რომ ჩემთან მშვიდად ვერ იქნები?“ შემდეგ ორივემ გააგრძელა გზა და მივიდნენ ერთ ქალაქში მყოფ ხალხთან, საჭმელი სთხოვეს, მაგრამ მათ უარი თქვეს მათ გართობაზე. მაშინ მათ ნახეს დანგრევის პირას მყოფი კედელი. ალ–ხადირმა შეაკეთა იგი საკუთარი ხელებით. მოსემ უთხრა, „რომ გნდომობა, ამისთვის გასამრჯელოს აიღებდი.“ ალ–ხადირმა უპასუხა, „აქ უნდა დავემშვიდობოთ ერთმანეთს.“ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) დაამატა: „დაე ალლაჰმა შეიწყალოს მუსა, მას რომ მოთმინება გამოეჩინა, უფრო მეტს გაიგებდა.

(45) თავი: მდგომარე ადამიანი ეკითხება მჯდომარე სწავლულს.

123. აბუ მუსა გადმოსცემს: ერთი კაცი მოვიდა შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) და ჰკითხა: 'ალლაჰის შუამავალო! რა არის ალლაჰის გზაზე ბრძოლა? ზოგიერთი ჩვენგანი იბრძვის გაბრაზების ან განრისხების გამო, ზოგი კი მისი სიამაყისა და ამპარტავნობის გამო' შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) წამოსწია თავი (იმიტომ რომ იჯდა და ახედა) და თქვა: 'ის, ვინც იბრძვის იმიტომ, რომ ალლაჰის სიტყვა იყოს ამაღლებული, მაშინ ის არის ალლაჰის გზაზე მებრძოლი'

(46) თავი: განაჩენის გამოტანა ჯიმარაში (ე.ი ჰაჯის დროს)

124. აბდულლაჰ იბნ 'ამმარი გადმოსცემს: შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ჯამრას ახლოს დავინახე და ხალხი შეკითხვებს უსვამდა. ერთმა კაცმა ჰკითხა: 'ალლაჰის შუამავალო! 'მე შესაწირამდე თავის გადაპარსვა დამავიწყდა' შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უთხრა: 'არაუშავს, წადი და შესწირე შესაწირი' შემდეგ სხვა ადამიანი მოვიდა და უთხრა: 'დამავიწყდა და შესაწირი შევწირე ქვების სროლამდე' შუამავალმა უთხრა: 'არაუშავს, ახლა შესწირე შესაწირი' იმ დღეს, როდესაც შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ჰკითხეს რაც იყო ჰაჯთან დაკავშირებით, რაც გააკეთეს მანამდე ან მის შემდეგ ის ეუბნებოდა: 'არაუშავს, გააკეთე ახლა'

(47) ალლაჰის სიტყვა: 'თქვენ კი არ გბოძებიათ ცოდნა, მცირედის გარდა' (ისრა 17:85)

125. აბდულლაჰი გადმოსცემს: როდესაც მე მივდიოდი შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ერთად მედინის ნანგრევებში, და იგი იყო დაყრდნობილი შიშველი პალმის ტოტზე და შეგვხვდა რამდენიმე იუდეველი. მათგან ზოგიერთმა თქვა: ჰკითხეთ მას სულის შესახებ. ზოგიერთმა თქვა, რომ არ დაესვათ მისთვის შეკითხვები რადგან ისეთ პასუხს მიიღებდნენ რაც მათ არ მოეწონებოდათ. მაგრამ ზოგიერთი მათგანი დაჟინებით მოითხოვდა შეკითხვების დასმას და მათგან ერთი წამოდგა და ჰკითხა:
ო აბულ ყასიმ! რა არის სული? შუამავალი გაჩუმდა. მე ვთქვი, რომ ის შთაგონებას ღებულობდა. მე კი ვიდექი მანამ, სანამ შუამავლის მდგომარეობა არ დასრულდა.
შუამავალმა შემდეგ უთხრა მათ: 'გეკითხებიან შენ სულის თაობაზე. უთხარი: სული - ჩემი ღმერთის ბრძანებისგანაა, თქვენ კი არ გბოძებიათ ცოდნა, მცირედის გარდა.' (ისრა 17:85)

(48) თავი: ვინც მიატოვა რაღაც იმის შიშით, რომ ზოგიერთმა შეიძლება ვერ შეძლოს მისი გაგება და უფრო გაურთულდეს სიტუაცია

126. ასვადი გადმოსცემს: ერთხელ იბნ აზ-ზუბაირმა მითხრა: 'აიშა არაერთ რამეს საიდუმლოდ გეუბნებოდა. რა გითხრა მან ქააბის შესახებ?' მე ვუპასუხე: მან მითხრა, რომ ერთხელ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მითხრაო: 'ო 'აიშა! თქვენი ხალხი ჯერ კიდევ რომ არ ყოფილიყო უმეცრების პერიოდთან ახლოს! ქააბას ორ კარგს გავუკეთებდი; ერთი შესასვლელი და მეორე გამოსასვლელი, საიდანაც ხალხი შევიდოდა და გამოვიდოდა.

(49) თავი: ვინც არჩევს ხალხს რათა ასწავლოს მათ, უპირატესობას ანიჭებს მათ რათა ეშინია, რომ სხვა ვერ გაიგებს სწორად

127. ტუფაილი გადმოსცემს: ალიმ (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) თქვა: აუხსენით ადამიანებს ისე, რომ მათ იოლად გაიგონ! ნუთუ გსურთ, რომ ღმერთი და მისი შუამავალი უარყონ?

128. ანას ბინ მალიქი გადმოსცემს: 'ერთხელ მუაზი იყო ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ერთად ვირზე ამხედრებული. ალლაჰის შუამავალმა უთხრა მას: 'ო მუ'აზ ბინ ჯაბბალ' მუაზმა უპასუხა: 'ლაბბაიქ ვა სა'დაიქ (მე ვუპასუხე შენს მოწოდებულს/ვემორჩილები შენს ბრძანებას) ალლაჰის შუამავალო! შუამავალმა ისევ უთხრა: 'ო მუ'აზ! მუაზმა სამჯერ უთხრა: ლაბბაიქ ვა სა'დაიქ ალლაჰის შუამავალო. მერე შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უთხრა: 'ო მუ'აზ! ვინც დაამოწმებს, რომ არ არსებობს ღირსეული სათაყვანებელი ალლაჰის გარდა, და მუჰამმადი მისი შუამავალია, ის დაცული იქნება ჯოჯოხეთის ცეცხლისგან' მუაზმა უთხრა: 'ხომ არ წავიდე და ვაცნობო ხალხს ამ სასიხარულო ამბის შესახებ?' შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უთხრა: 'როცა ხალხი ამას გაიგებს, ისინი მხოლოდ მასზე იქნებიან დამოკიდებულნი' მუაზმა ზემოხსენებული ჰადისი მხოლოდ სიკვდილის წინ თქვა იმის შიშით, რომ ცოდვა არ ჩაედინა (ე.ი ცოდნის დამალვით გამოწვეული ცოდვის შიშით)

129. ანასი გადმოსცემს: ჩემამდე მოვიდა ცნობა, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მუაზს უთხრა: 'ვინც შეხვდება ალლაჰს ისე, რომ მისთვის თანაზიარი არ დაუდგენია, შევა სამოთხეში' მუაზმა უთხრა: ხომ არ ვაცნობო ეს სასიხარულო ცნობა ხალხს? შუამავალმა უთხრა მათ: 'არა, მეშინია, რომ ისინი მხოლოდ ამის იმედზე იქნებიან'

(50) სიმორცხვე ცოდნის ძიების დროს

131. იბნ უმარი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გვითხრა: ხეებს შორის არის ხე, რომელსაც ფოთლები არ სცვივა და მუსლიმს ჰგავს. მითხარით ამის ხის სახელი. ყველამ უდაბნოს ხეებზე დაიწყო ფიქრი. და მე ვფიქრობდი ფინიკის ხეზე, მაგრამ სიმორცხვის გამო ვერ ვუპასუხე და მას შემდეგ ვკითხე: რომელი ხეა ის ალლაჰის შუამავალო? ფინიკის ხე - მიპასუხა მან.

(51) ვინც მორცხვია და თხოვა სხვა ადამიანს მისი სახელით დასვას შეკითხვა

132. ალი გადმოსცემს: მე ხშირად მქონდა გამონადენი სასქესო ორგანოდან, ამიტომ ვთხოვე მიყდადს, რომ ეკითხა შუამავლისთვის ამის შესახებ. მიყდადმაც ჰკითხა და მან უპასუხა: 'უნდა აიღოს აბდესი მის შემდეგ'

(52) სწავლება და განაჩენის გამოტანა მესჯიდში

133. ნაფი გადმოსცემს: აბდულლაჰ იბნ უმარმა თქვა: 'ერთი კაცი წამოდგა მეჩეთში და თქვა: ალლაჰის შუამავალო. რომელ ადგილს გვიბრძანებ, რომ იჰრამში შევიმოსოთ?' ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უთხრა: 'მედინის ბინადრებმა უნდა შეიმოსონ იჰრამში ზულ-ჰულაიფადან, სირიელებმა ალ-ჰუჰფადან და ნაჯდის ხალხმა ყარნიდან' იბნ 'უმარმა ასევე თქვა: 'ხალხი ფიქრობს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ასევე თქვა: 'იემენის ბინადრებმა იჰრამში უნდა შეიმოსონ იალამლამიდან' იბნ უმარმა თქვა: 'არ მახსოვს ბოლო (ე.ი იალამლამი) თქვა თუ არა' (ბუხარი 133)

(53) თავი: ვინც დასმულ კითხვაზე, ბევრ პასუხს სცემს.

134. იბნ უმარი გადმოსცემს: ერთმა კაცმა ჰკითხა ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას): რა სახის ტანისაცმოსი უნდა გვეცვას იჰრამში? მან უპასუხა: 'არ უნდა ატაროს პერანგი, ჩალმა, შარვალი, თავსაბურავი ან ზაფრანის სურნელოვანი სამოსი, თუ სანდლები აქ აქვს, მაშინ ჩაიცვი ტყავის წინდები და ისე გადაჭარი, რომ კოჭები გამოჩნდეს'. (ბუხარი 134)