5069. სა'იდ იბნ ჯუბაირი გადმოსცემს: იბნ აბბასმა მკითხა: დაქორწინებული ხარ? მე ვუპასუხე: 'არა'. მან მითხრა: 'იქორწინე, რადგან ამ უმმეთში საუკეთესო ის არის, ვისაც ბევრი ცოლი ჰყავს.'
5071. იბნ მას'უდი გადმოსცემს: ჩვენ საღვთო ომში ვიბრძოდით ალლაჰის შუამავალთან ერთად და იმ დროს ჩვენთან ერთად ჩვენი ცოლები არ იყვნენ. ჩვენ ვკითხეთ მას: ალლაჰის შუამავალო! შეიძლება, რომ თავი დავისაჭურისოთ? მაგრამ მან აგვიკრძალა ამის გაკეთება.
5090. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ქალს ირთავენ ოთხი რამის გამო: სიმდიდრის, ოჯახური მდგომარეობის, სილამაზის და რელიგიის გამო. იქორწინეთ რელიგიურ ქალზე, თორემ (სხვაგვარად) წააგებთ.
5096. იბნ ზაიდ უსამა გადმოსცემს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ჩემს შემდეგ არაფერი დამიტოვებია იმაზე უფრო მძიმე და საზიანო ფიტნა კაცისთვის, ვიდრე ქალი.
5136. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: განათხოვი ქალი არ უნდა გაათხოვოთ სანამ არ ჰკითხავთ(უნდა თუ არა გათოვება), და ქალიშვილი არ უნდა გაათხოვოთ ვიდრე მის თანხმობას არ მიიღებთ. ხოლო მისი დუმილი თანხმობაა.
5137. აიშა გადმოსცემს, მე ვუთხარი - ო ალლაჰის შუამავალო, ქალიშვილი გრძნობს რიდს, მან კი თქვა: მისი დუმილი თანხმობაა.
5144. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მოერიდეთ ეჭვიანობას, რამეთუ ეჭვი არის ფუჭი საუბარი, და ნუ მიაყურადებთ ერთმანეთს, და არ მოუსმინოთ ხალხის ბოროტ საუბარს სხვის საქმეებზე, არ შეგშურდეთ ერთმანეთის, იყავით ძმები ერთმანეთის. და არავინ უნდა ითხოვოს იმ გოგოს ხელი, რომელიც დაკავებულია მისი (მუსლიმი) ძმის მიერ, არამედ უნდა დაელოდოს სანამ ნიქაჰს არ გააკეთებს და შემდეგ არ განშორდება მას
5149. საჰლ იბნ სა'დ ას-საიდი გადმოსცემს, მაშინ, როცა ვიყავი ალლაჰის შუამავლის საჰაბეებს შორის, ქალი ადგა და თქვა: ო ალლაჰის შუამავალო! მას უნდა შენზე დაქორწინება, გთხოვ გამოთქვი მასზე შენი აზრი. შუამავალმა მას არ გასცა პასუხი. ის, ისევ ადგა და თქვა: ო ალლაჰის შუამავალო! მას უნდა შენზე დაქორწინება, გთხოვ გამოთქვი მასზე შენი აზრი. შუამავალმა ასევე არ უპასუხა. ის, ისევ ადგა მესამედ და თქვა: ო ალლაჰის შუამავალო! მას უნდა შენზე დაქორწინება, გთხოვ გამოთქვი მასზე შენი აზრი. ერთი კაცი ადგა და თქვა: ო ალლაჰის შუამავალო! დააქორწინე ის ჩემზე. შუამავალმა კი ჰკითხა მას. გაქვს რაიმე? უპასუხა – არა. შუამავალმა თქვა: წადი და მოძებნე რაღაც, თუნდაც რკინის ბეჭედი. კაცი წავიდა, ეძება, შემდეგ დაბრუნდა და თქვა: ვერაფერი ვიპოვე, ვერც რკინის ბეჭედი.შუამავალმა ჰკითხა: იცი რამე ყურანიდან? მე ვიცი ესა და ეს სურა - უპასუხა მან. შუამავალმა უთხრა: წადი! მე დაგაქორწინებ მასზე რადგან შენ იცი ყურანი.
5182. საჰლი გადმოსცემს, როცა უსაიდ ას-სა'იდი დაქორწინდა, მან დაპატიჟა შუამავალი და მისი საჰაბეები. და არავის მოუმზადებია საკვები მათთვის და არ მოუტანია(საკვები) მათთვის მისი ცოლის გარდა. მან ღამით, ქვის ქოთანში რამდენიმე ფინიკი წყალში ჩაყარა,და როცა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) დაასრულა ჭამა, მან მოუტანა ის დასალევად. (ფინიკებით გაჟღენთილი)
5198. იმრანი გადმოსცემს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მე შევიხედე სამოთხეში და დავინახე, რომ მისი ბინადრები უმეტესი ღარიბები იყვნენ. და მე შევიხედე ჯოჯოხეთში და დავინახე, რომ უმეტესი მისი ბინადრები ქალები იყვნენ.
5199. აბდულლაჰ იბნ ამრ ბინ ალ-ასი გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ო აბდულლაჰ! მე მაცნობეს, რომ შენ მარხულობ ყოველ დღე და ლოცულობ ყოველ ღამე? მე ვუთხარი, დიახ, ო ალლაჰის შუამავალო! მან მითხრა: არ გააკეთო ასე! იმარხულე ზოგჯერ და ასევე მიატოვე, ადექი ღამით სალოცავად ზოგჯერ და ასევე დაიძინე ღამით. შენს სხეულს უფლება აქვს შენზე, შენს თვალებს უფლება აქვს შენზე და შენს ცოლს უფლება აქვს შენზე.
5221. აიშა გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ო მუჰამმადის მიმდევრებო! არავინაა ისეთი, რომ მას ჰქონდეს ალლაჰზე მეტი ღირა(თავმოყვარეობა). ასე რომ მან აუკრძალა მის მონებს მრუშობა. ო მუჰამმადის მიმდევრებო! თქვენ რომ იცოდეთ ის, რაც მე ვიცი ცოტას იცინებდით და ბევრს იტირებდით.
5232. 'უყბა ბინ ამირი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ერიდეთ ქალებთან შესვლას. ანსართაგან ერთმა კაცმა თქვა: ალლაჰის შუამავალო! რას ფიქრობ მაზლთან მიმართებაში? შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უთხრა: მაზლი მისთვის სიკვდილია.
5238. სალიმის მამა გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: თუ რომელიმე თქვენგანის ცოლი გთხოვთ მეჩეთში წასვლის ნებართვას, არ აუკრძალოთ.