68. ტალაყი - განქორწინება

5340. უმ ატია გადმოსცემს, ჩვენ აკრძალული გვქონდა სამ დღეზე მეტ ხანს გამოტირება ვინმეზე, ქმრების გარდა

5273. იბნ აბბასი გადმოსცემს: საბითის ცოლი მივიდა ალლაჰის შუამავალთან(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) და უთხრა: ო ალლაჰის შუამავალო! მე არ გავკიცხავ საბითს მისი რელიგიის ხასიათის დეფექტების გამო, მაგრამ მე, არ მომწონს არაისლამური საქციელი. ამაზე ალლაჰის შუამავალმა უთხრა(ქალს).დაუბრუნებ ბაღს შენ ქმარს, რომელიც მან მოგცა(მიჰრში)? უპასუხა - დიახ. შემდეგ შუამავალმა უთხრა საბითს - ო საბით, მიიღე შენი ბაღი და დაშორდი მას ერთხელ.

5274. იქრიმი გადმოსცემს, აბდულლაჰ იბნ უბაის და გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უთხრა საბითის ცოლს: შეგიძლია დააბრუნო მისი ბაღი? უპასუხა - დიახ, და დაუბრუნა, და შემდეგ შუამავალმა უბრძანა საბითს განშორება.

5275. იბნ აბბასი გადმოსცემს: საბითის ცოლი მივიდა ალლაჰის შუამავალთან(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) და უთხრა: ო ალლაჰის შუამავალო! მე არ გავკიცხავ საბითს მისი რელიგიის ხასიათის დეფექტების გამო, მაგრამ არ შემიძლია ავიტანო მასთან ერთად ცხოვრება. ამაზე ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უთხრა: დაუბრუნებ მას მის ბაღს? უპასუხა – დიახ.

5296. იბნ უმარი გადმოსცემს, გავიგონე შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამბობდა: ‘ფიტნა(უსამართლობა,არეულობა) გამოჩნდება იქიდან’ და გაიშვირა ხელი აღმოსავლეთისკენ.

5301. საჰლ იბნ ას-სა'იდი გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) დაიჭირა საჩვენებელი და შუა თითი და თქვა: "ჩემი გამოჩენა და საათი(ყიამეთი) არის ასე." მის გამოჩენას და საათს შორის პერიოდი არის ისე ახლო, როგორც ორი თითი, ესეიგი ძალიან ახლოს.

5320. ალ-მისვარ იბნ მახრამა გადმოსცემს, შუბაი'ა ალ-ასლამია შვა ბავშვი მისი ქმრის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში. ის მივიდა შუამავალმა და ხელახლა დაქორწინების ნებართვა სთხოვა, შუამავალმა მისცა ნება და შემდეგ გათხოვდა.

5323. ალ-ყასიმი გადმოსცემს, აიშამ თქვა: რატომ არ ეშინია ფატიმას ალლაჰის? რომ ამბობს, განშორებული ქალი არ არის უფლებამოსილი მიეცეს საკვები და საცხოვრებელი(მისი ქმრისგან)