69. ოჯახი

5351. იბნ მას'უდ ალ-ანსარი გადმოსცემს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: "როდესაც მუსლიმანი ხარჯავს მისი ოჯახისთვის რამეს იმ განზრახვით, რომ მიიღოს ალლაჰის ჯილდო, ეს იქნება სადაყა მისთვის.

5352. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) სიტყვას,რომ ალლაჰმა თქვა: "ო ადამის შვილო! დახარჯე, და მე დავხარჯავ შენზე(ე.ი აგინაზღაურებ)

5353. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვინც ქვრის ან ღარიბს უვლის, მუჯაჰიდის მსგავსია რომელიც იბრძვის ალლაჰის გზაზე, ან იმის მსგავსი ვინც ლოცულობს ყოველ ღამით და ყოველდღე მარხულობს.