70. დაპურება

5373. აბუ მუსა გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: დააპურე მშიერი, მოინახულე ავადმყოფი და გაანთავისუფლეთ ტყვეობაში მყოფი.

5374. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: მუჰამმადის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ოჯახს მის გარდაცვალებამდე სამი დღის საჭმელიც არ ჰქონია.

5393. ნაფი გადმოსცემს: იბნ უმარი გაჭირვებული ადამიანის გარეშე საჭმლის საჭმელად არასოდეს დაჯდებოდა. ერთ დღეს, მასთან ერთად საჭმლის საჭმელად, ერთი ღარიბი კაცი მივიყვანე. იმ ადამიანმა ძალიან ბევრი ჭამა. ამის შემდეგ იბნ უმარმა მითხრა: ჰეი ნაფი, ეს ადამიანი ჩემთან მეორედ აღარ მოიყვანო! იმიტომ, რომ შუამავალი(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამბობდა:`მორწმუნე ჭამს ერთი ნაწლავით, ხოლო ურწმუნო ჭამს შვიდი ნაწლავით.

5393. იბნ უმარი გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მორწმუნე ჭამს ერთი ნაწლავით, ხოლო ურწმუნო ან მუნაფიყი(თვალთმაქცი) ჭამს შვიდი ნაწლავით(ესეიგი ბევრს ჭამს)

5418. აბუ მუსა ალ-აშარი გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ბევრმა მამაკაცმა მიაღწია სრულყოფილებას, მაგრამ ქალთაგან არავინ ყოფილა ვინც სრულყოფილებას მიაღწია, მარიამის იმრანის ასულისა და ასიას, ფარაონის ცოლის გარდა. და აიშას უპირატესობა სხვა ქალებთან მიმართებაში არის ისე, როგორც სარიდის (არაბული გემრიელი საჭმელი) უპირატესობა სხვა საჭმელებზე.

5445. სა'დი გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მას, ვინც შეჭამს შვიდ 'აჯვას ფინიკს ყოველ დილით, ვერ შეეხება ჯადოქრობა იმ დღეს როცა მას შეჭამს.

5449. აბდულლაჰ იბნ ჯა'ფარი გადმოსცემს: დავინახე ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ფინიკს ჭამდა კიტრთან ერთად.

5458. აბუ უმამა გადმოსცემს: როდესაც შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ჭამა დაასრულა, თქვა: ქება-დიდება ალლაჰს მრავალჯერ, ღმერთო ჩვენო, შენ არ გჭირდება არავინ, ხოლო ჩვენ არ შეგვიძლია გავაკეთოთ რაიმე შენი სარგებლისა და წყალობის გარეშე. (ალჰამდულილლაჰი ქასირან ტაიიბან მუბარაქან ფიჰი ღაირა მაქფი ველა მუვადდა ველა მუსთაღნა 'ანჰუ რაბბუნა.