71. აყიყა

აყიყა არის - როცა ბავშვი შეგეძინება და კლავ შესაწირს რითაც მადლობას სწირავ ღმერთს რომ შვილი გიბოძა.

5467. აბუ მუსა გადმოსცემს, ბიჭი შემეძინა და წავიყვანე შუამავალთან, რომელმაც დაარქვა მას იბრაჰიმი, ჩაუდო პირში ფინიკი, თხოვა ალლაჰს მისი დალოცვა და დამიბრუნა" გადმომცემმა დაამატა: ის აბუ მუსას პირველი შვილი იყო.

5471. სალმან ბინ ამრი ად-დაბბი გადმოსცმეს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: აყიყა სრულდება ახალშობილ ბიჭზე.

5472. სალმან ბინ ამრი ად-დაბბი გადმოსცმეს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: აყიყა სრულდება ახალშობილი ბიჭის გამო, ასე რომ შესწირეთ მისთვის და იხსენით იგი ტანჯვისგან.