72. ნადირობა

5499. აბდულლაჰი გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას)თქვა, რომ შეხვდა ზეიდ იბნ ამრ ნუფაილს ბალდას მახლობლად და ეს მოხდა მანამდე ვიდრე ალლაჰის შუამავალი მიიღებდა გამოცხადებას. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) შესთავაზა თეფშით ხორცი ზეიდ იბნ ამრს, მაგრამ ზეიდმა უარყო მისი შეჭმა და თქვა: მე არ შევჭამ იმას, რაც დაიკლა თქვენს საკლავზე, მე არ შევჭამ არაფერს იმის გარდა, რაზეც ნახსენებია ალლაჰის სახელი.

5510. აბუ ბაქრის ქალიშვილი ასმა გადმოგვცემს: „ჩვენ შუამავლის დროს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას)ცხენი დავკალით და მივირთვით.“

5511. ასმა გადმოსცემს, ჩვენ დავკალით ცხენი შუამავლის(სიცოცხლის) დროს როცა მედინაში ვიყავით, და შევჭამეთ.

5512. ასმა ბინა აბუ ბაქრი გადმოსცემს, ჩვენ დავკალით ცხენი შუამავლის დროს და მივირთვით.

5517. აბუ მუსა ალ-აშარი გადმოსცემს, დავინახე შუამავალი ქათამს ჭამდა.

ჯაბირ იბნ აბდულლაჰი გადმოსცემს, ხაიბარის ბრძოლის დღეს, ალლაჰის შუამავალმა უკანონოდ გამოაცხადა ვირის ხორცის ჭამა და ნება დართო ცხენის ხორცის ჭამა.(ბუხარი 5520)

იბნ უმარი გადმოსცემს, შუამავალმა აკრძალა ვირის ხორცის ჭამა ხაიბარის ბრძოლის დღეს. (ბუხარი 5521)

იბნ უმარი გადმოსცემს, შუამავალმა აკრძალა ვირის ხორცის ჭამა. (ბუხარი 5522)

5530. აბუ სა'ლაბა გადმოსცემს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) აკრძალა მხეცების ხორცის ჭამა რომლებსაც აქვთ ეშვები.

5531. იბნ 'აბბასი გადმოსცემს, ერთხელ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ჩაიარა მკვდარი ცხვართან და უთხრა(ხალხს): რატომ არ მარხავთ? უპასუხეს - ის მკვდარია. მან უთხრა: ამის მხოლოდ ჭამაა აკრძალული.

5532. იბნ 'აბბასი გადმოსცემს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ჩაიარა მკვდარ თხასთან და თქვა: არ არის საზიანო, თუ მეპატრონეები გამოიყენებენ მის ტყავს.