74. დალევის წესები

5575. იბნ უმარი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: "ვინც დალევს ალკოჰოლურ სასმელს ამ ქვეყნად და არ მოინანიებს, ის აკრძალული ექნება იმ ქვეყნად.

5576. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: მირაჯის ღამეს ალლაჰის შუამავალი ამაღლდა, იერუსალიმში წარუდგინეს ორი ჭიქა, ერთში რძე იყო ხოლო მეორეში ღვინო. მან შეხედა, და აიღო რძის ჭიქა. ჯიბრილმა თქვა: ქება-დიდება ალლაჰს, რომელმაც გიწინამძღვრა ფიტრათით(სწორ გზაზე). შენ რომ აგეღო ღვინო, შენი უმმეთი გზას აცდებოდა.

5585. აიშა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: "ყველა ინტოქსიკური სასმელი ჰარამია"

5589. უმარი გადმოსცემს: ალკოჰოლური სასმელი მზადდება ხუთი რამისგან: ქიშმიშისგან, ფინიკისგან, ხორბლისგან, ქერისგან და თაფლისგან.

5609. იბნ აბბასი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) დალია რძე, გამოივლო პირში და თქვა: ცხიმს შეიცავს.

5616. ანას იბნ მალიქი გადმოსცემს: წყალში გაზავებული რძე მიუტანეს ალლაჰის შუამავალს მაშინ, როცა ბედუინი იყო მარჯვნივ ხოლო აბუ ბაქრი მარცხნივ. მან მოსვა, მისცა ბედუინს და უთხრა: მარჯვნივ, მარჯვნივ.

5617. იბნ აბბასი გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) დალია ზამზამი როცა იდგა.

5625. აბუ საიდ ალ ხუდრი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა აკრძალა, წყლის ჭურჭელზე პირის მოგრეხა და მისგან დალევა.

5626. აბუ საიდ ალ ხუდრი გადმოსცემს: გავიგონე ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) აკრძალა წყლის ჭურჭელზე პირის მოგრეხა. ესეიგი წყლის ჭურჭლიდან პირდაპირ დალევა.
(იმ დროს ტყავისგან ჰქონდათ წყლის ჭურჭელი გაკეთებული)

5630. აბუ ყათადა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: როდესაც სვამთ, არ ჩაჰბეროთ ჭურჭელში; და როდესაც შარდზე გადიხართ, არ შეეხოთ სასქესო ორგანოს მარჯვენა ხელით. და როდესაც თავს იწმინდავთ საპირფარეშოს შემდეგ, არ გააკეთო ეს მარჯვენა ხელით.

5631. სუმამა ბინ აბდულლაჰი გადმოსცემს: ანასი წყლის დალევის დროს, ორჯერ თუ სამჯერ ისუნთქავდა და თქვა, რომ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამბობდა: ამოისუნთქე სამჯერ როდესაც სვამ.

5632. იბნ აბი ლაილა გადმოსცემს: როდესაც ჰუზაიფა მადაინში, მან წყალი მოითხოვა. სოფლის ლიდერმა წყალი მოუტანა ვერცხლის ჭურჭლით. ჰუზაიფამ მოისროლა და თქვა: 'მე მოვისროლე ეს იმიტომ, რადგან ვუთხარი, არ გამოეყენებინა ეს, მაგრამ ის მაინც იყენებდა' შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) აკრძალა აბრეშუმის ან დიბაჯი (ერთ-ერთი ქსოვილი). და დალევა ოქროს ან ვერცხლის ჭურჭლით და თქვა: ეს არის ამ ქვეყნად მათთვის ვინც ურწმუნოა, და თქვენთვის საიქიოში.

5633. ჰუზაიფა გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: არ დალიოთ ოქროს ან ვერცხლის ჭურჭლით, და არ ატაროთ აბრეშუმი და ატლასი, რადგან ესენია ირწმუნოებისთვის ამქვეყნად და თქვენთვის საიქიოში.

5634. უმ სალამა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვინც სვამს ვერცხლის ჭურჭლიდან, ის მხოლოდ ცეცხლით ივსებს მუცელს.