5645. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: თუკი ალლაჰს ვინმესთვის კარგი უნდა, მას გამოსცდის.
5649. აბუ მუსა ალ აშარი გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: დააპურეთ მშივრები, მოინახულეთ ავადმყოფი და გაათავისუფლეთ მონები.
5653. ანას იბნ მალიქი გადმოსცემს, გავიგონე ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამბობდა: ალლაჰმა თქვა: თუკი მე წავართმევ ჩემს მონას ორ საყვარელ რამეს(ე.ი თვალებს)და მომთმენი იქნება, მე მათ სანაცვლოდ სამოთხეს მივცემ.
5667. აბდულლაჰ ბინ მასუდმა თქვა: ერთხელ ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) შევედი და შევამჩნიე რომ მას სიცხე ჰქონდა. ხელით შევეხე და ვუთხარი: ალლაჰის შუამავალო! უეჭველად, შენ მაღალი სიცხე გაქვს. ალლაჰის შუამავალმა მითხრა: დიახ, მე ისეთი სიცხე მაქვს, რამდენიც თქვენგან ორ კაცს ექნება. მე მას ვუთხარი: უეჭველად, შენ ამის გამო ორმაგ საზღაურს მიიღებ. ალლაჰის შუამავალმა მითხრა: დიახ. შემდეგ კი თქვა: არ არსებობს მუსლიმი, რომელსაც თავს ავადმყოფობა გადახვდა ან სხვა მწუხარება, რომ ალლაჰმა მას ცუდი ნამოქმედარი არ გაუუქმოს ისე, როგორც ხეს სცვივა ფოთლები.