76. მედიცინა

5678. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ალლაჰს არ შეუქმნია არცერთი ავადმყოფობა, რომ მისი წამალიც არ შეექმნა.

5707. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას)თქვა: არ არსებობს ‘ადვა (ეპიდემია რასაც ვითომდა იწვევენ ცუდი ნიშნები), არ არსებობს ტიარა (ცუდი ნიშნები ჩიტების ფრენის მიმართულებით), არ არსებობს ჰამა (მტირალი ბუ, რომელშიც ვითომდა მოკლულის სული სახლდებოდა), არ არსებობს საფარი (საფარის თვეს `თარს თვედ მიიჩნევდნენ)

5778. აბუ ჰურაირა გადმოგვცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ის, ვინც განზრახ გადმოვარდება კლდიდან და დაიღუპას თავს, ის იფრენს ყოველთვის ჯოჯოხეთის ცეცხლის ალების ძირს, სადაც იქნება მოთავსებული სამუდამოდ; ის, ვინც დალევს შხამს და დაიღუპავს თავს, მას ექნება ეს შხამი ხელში და ყოველთვის დალევს მას ჯოჯოხეთში, სადაც იქნება მოთავსებული სამუდამოდ. ის, ვინც მოიკლავს თავს რკინით, ექნება დაკავებული რკინა ხელში, და ჯოჯოხეთში იმითვე მიიყენებს მუცელში ჭრილობებს, სადაც იქნება სამუდამოდ მოთავსებული.