5783. იბნ უმარი გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ალლაჰი არ შეხედავს იმ ადამიანს, რომელიც მიატრევს მის ტანსაცმელს ქედმაღლობით.
5808. ანას იბნ მალიქი გადმოსცემს, მექის დაპყრობის წელს შუამავალი(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) შევიდა მექქაში და თავზე მუზარადს ატარებდა.
5812. ყათადა გადმოსცემს: მე ვკითხე ანასს, თუ რომელი ტანსაცმელი იყო ალლაჰის შუამავლისთვის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ყველაზე საყვარელი? მან მიპასუხა: "ჰიბრა" (იემენური ტანსაცმელი)
5813. ანას იბნ მალიქი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავლისთვის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ყველაზე საყვარელი ტანსაცმელი იყო ჰიბრა.(იემენური ტანსაცმელი).
5814. აიშა გადმოსცემს, როდესაც ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გარდაიცვალა ის დაფარეს ჰიბრა ბურდით (მწვანე, კვადრატულად დეკორირებული ტანისამოსი).
5885. იბნ 'აბბაასი გადმოგვცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) დაწყევლა კაცი, რომელიც დაემსგავსება ქალს და ქალი, რომელიც დაემსგავსება კაცს, და მან თქვა: გააგდეთ ისინი თქვენი სახლებიდან.
5891. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ხუთი რამე არის ფიტრათი: წინდაცვეთა, უხერხული ადგილების გამოპარსვა, ულვაშების დამოკლება, ფრჩხილების დაჭრა და იღლიებიდან თმების მოშორება.
5892. ნაფი გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მუშრიქების საპირისპიროდ მოიქეცით :ულვაშები დაიმოკლეთ, წვერი კი გამოუშვით.
5927. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: (ალლაჰმა თქვა), რომ ადამის შვილის ყველა კარგი საქმე არის მისთვის მარხვის გარდა, რადგან ის ჩემთვისაა. და მე დავაჯილდოვებ მას ამისათვის. ჭეშმარიტად, მარხული ადამიანის პირიდან გამოსული სუნი, ალლაჰის წინაშე მუსქზე უკეთესია.
5952. იმრან ბინ ჰიტტანი გადმოსცემს, რომ მორწმუნეთა დედამ ‘აიშამ მას უთხრა, რომ შუამავალი(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) სახლში შეუცვლელად არ ტოვებდა ისეთ რამეს, რასაც ჯვრის ფორმა ქონდა.