5973. აბდულლაჰ იბნ ამრი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მშობლების გალანძღვა უდიდესი ცოდვაა! ხალხმა იკითხა – ნუთუ მოხდება ისე, რომ საკუთარი მშობლები გალანძღოს ადამიანმა? შუამავალმა უთხრა მათ:დიახ, იგი ლანძღავს სხვა ადამიანის მამას, და სხვას საპასუხოდ ლანძღავს მის მამას. იგი ლანძღავს სხვა ადამიანის დედას და ის კი საპასუხოდ დედამისს ლანძღავს.
5975. ალ-მუღირა გადმოსცემს, რომ შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უთხრა:ალლაჰმა აგიკრძალა ურჩობა დედაშენის მიმართ, ძუნწობა, მოთხოვნა(იმისა, რაც არ გჭირდება). და შენი ქალიშვილის ცოცხლად დამარხვა. ასევე ალლაჰს არ მოსწონს სხვებზე ბევრი საუბარი და ბევრი შეკითხვების დასმა, ასევე ქონების გაფლანგვა.
6105. საბით იბნ ად-დაჰჰაყი გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვინც დაიფიცებს ისლამის გარდა სხვა რელიგიაზე (ე.ი როცა დაიფიცებს, რომ არ არის მუსლიმი) მაშინ ის ისეთია რასაც ამბობს თუ მისი ფიცი ყალბია და ვინც მოიკლავს თავის რამით ის დასჯილ იქნება იგივენაირად ცეცხლში, და მორწმუნის წყევლა არის მისი მკვლელობის მსგავსი და ვინც მორწმუნეს ურწმუნოს დაუძახებს, მან თითქოს მოკლა იგი.
6015. აიშა გადმოსცემს, შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ჯიბრილი აგრძელებდა იმის თქმას, რომ შემენარჩუნებინა კარგი და ზრდილობიანი ურთიერთობა მეზობელთან იმდენად, რომ მე მეგონა იმათ ჩემს მემკვიდრედ დაასახელებდა.
6016. აბუ შურაიჰი გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვფიცავარ ალლაჰს, ის არ არის მორწმუნე, ვფიცავარ ალლაჰს, ის არ არის მორწმუნე, ვფიცავარ ალლაჰს, ის არ არის მორწმუნე. ვინ ალლაჰის შუამავალო? - ჰკითხეს მას. - ის, ვისი მეზობელიც მისგან თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს. - უთხრა მან.
6038. ანასი გადმოსცემს: მე ვემსახურე ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ათ წელიწადს, და არასოდეს უთქვამს ჩემთვის: 'უფფ, და არასოდეს უთქვამს ჩემთვის 'ეს რატომ გააკეთე ან ეს რატომ არ გააკეთე?'
6056. ჰუზაიფა გადმოსცემს: გავიგონე შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამბობდა: "ჭორიკანა ვერ შევა სამოთხეში"
6058. აბუ ჰურაირა გადმოსცემს შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: განკითხვის დღეს, ალლაჰის თვალში ყველაზე ცუდი ადამიანი იქნება ორ სახიანი ადამიანები, რომლებიც ერთთან ერთი სახით მიდიან, ხოლო მეორესთან მეორეთი.(ე.ი. ორპირია)
6059. იბნ მაუს'უდი გადმოსცემს, ერთხელ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გაყო და გაავრცელა(ნადავლი). ანსარელმა კაცმა თქვა: ვფიცავარ ალლაჰ! მუჰამმადს ამ გაყოფით, არ ჰქონდა ალლაჰის კმაყოფილების განზრახვა. მე მივედი ალლაჰის შუამავალთან და ვაცნობე ამის შესახებ, რის შემდეგაც მისი სახე ბრაზისგან შეიცვალა და თქვა: ალლაჰმა მისცეს მისი წყალობა მუსას, ის იყო ამაზე მძიმე მდგომარეობაში, მაგრამ ის ინარჩუნებდა მოთმინებას.
6070. იბნ მუნზირ საფვანი გადმოსცემს, კაცმა ჰკითხა იბნ უმარს, "რა გაიგონე ალლაჰის შუამავლისგან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ნაჯვას შესახებ (საიდუმლო საუბარი ალლაჰსა და მის მორწმუნე თაყვანისმცემელს შორის განკითხვის დღეს)? მიპასუხა: (შუამავალმა თქვა), ადამიანი ალლაჰს იმდენად მიუახლოდება,სანამ მის ფრთას არ გადააფარებს და ეტყვის:ჩაიდინე ესა და ეს ცოდვა? ის ეტყვის - დიახ. შემდეგ ალლაჰი ჰკითხავს: ჩაიდინე ესა და ეს ცოდვა?უპასუხებს - დიახ. ალლაჰი აღიარებინებს(მის ყველა ცოდვას) და ეტყვის - მე დავფარე ისინი(შენი ცოდვები)დედამიწაზე, და მე დღეს გაპატიე შენ ისინი.
6071. ჰარისა იბნ ვაჰბი გადმოსცემს,ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას)თქვა: "გითხრათ სამოთხის ხალხის შესახებ? ისინი, ყოველი სუსტი, უმნიშვნელო, თავმდაბალი ადამიანები არიან. თუ ის იფიცება ალლაჰზე, ის ამას აკეთებს, და ალლაჰიც აუსრულებს მის ფიცს. გსურთ გითხრათ ჯოჯოხეთის ხალხის შესახებ? ისინი, ყოველი ულმობელი, აგრესიული, ამაყი და პატივმოყვარე ადამიანები არიან.
6094. იბნ მასუდისგან ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: „სიმართლე სიკეთისკენ წაგვიყვანს; სიკეთე კი სამოთხისკენ. კაცი გამუდმებით სიმართლის თქმით ალლაჰის წინაშე მართალ კაცად დაიწერება. ტყუილი კი ბოროტებისკენ წაგვიყვანს; ბოროტება კი ჯოჯოხეთისკენ. კაცი გამუდმებით ტყუილის თქმით ალლაჰის წინაშე მატყუარად დაიწერება.
6098. ტარიყი გადმოსცემს, რომ აბდულლაჰმა თქვა: საუკეთესო სიტყვა ალლაჰის წიგნია(ყურანი) და საუკეთესო გზა მუჰამმადის გზაა(სუნნეთი).
6114. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ძლიერი ის კი არ არის, ვინც მოწინააღმდეგეს დაამარცხებს, არამედ ძლიერი ის არის, რომელიც აკონტროლებს თავს მაშინ, როცა გაბრაზებულია.
6116. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, კაცმა ჰკითხა შუამავალს - რჩევა მომეცი! შუამავალმა უთხრა: არ გაბრაზდე. კაცმა ჰკითხა (იგივე) ისევ და ისევ, და შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უთხრა იგივე, "არ გაბრაზდე".
6125. ანას იბნ მალიქი გადმოსცემს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: გაუმარტივეთ, არ გაურთულოთ, დაამშვიდეთ და არ მოიგერიოთ.
6133. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მორწმუნე ერთიდაიგივე ხვრელში ორჯერ არ შეძვრება.
6136. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვისაც სწამს ალლაჰის და უკანასკენლი დღის, ზიანი არ მიაყენოს მეზობელს, და ვისაც სწამს ალლაჰის და უკანასკნელი დღის, პატივი სცეს სტუმარს, და ვისაც სწამს ალლაჰის და უკანასკნელი დღის, კარგი ილაპარაკოს, ან გაჩუმდეს.
6145. უმარ იბნ ქა'ბი გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ზოგიერთი ლექსი სიბრძნეს შეიცავს.
6146. ჯუნდუბი გადმოსცემს: როცა შუამავალი ფეხით მიდიოდა, ქვა მოხვდა ფეხზე, წაბორძიკდა და თითი დაუშავდა და თქვა: "შენ არ ხარ თითზე მეტი, რომელმაც იბანავა სისხლში ალლაჰის გზაზე"
6147. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ყველაზე მართალი სიტყვა, რომელიც პოეტს უთქვამს არის - ყველაფერი წარმავალია ალლაჰის გარდა.
6154. იბნ უმარი გადმოსცემს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: კაცისთვის უმჯობესია მისი სხეული ჩიქრით გაივსოს ვიდრე პოეზიით.
6155. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალანი მას) თქვა: რომელიმე თქვენგანის ორგანიზმში ჩირქი რომ გაივსოს უკეთესია, ვიდრე მასში ლექსი გაივსებოდეს
6171. ანას იბნ მალიქი გადმოსცემს, ერთმა კაცმა ჰკითხა შუამავალს(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას): "როდის დადგება განკითხვის დღე ალლაჰის შუამავალო? შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: რა მოამზადე შენ მისთვის? კაცმა თქვა: მე არ დამიგროვებია ბევრი ლოცვა, მარხვა ან მოწყალება, მაგრამ მე მიყვარს ალლაჰი და მისი შუამავალი. შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უთხრა: "შენ იქნები იმათთან ერთად, ვინც გიყვარს"