79. ნებართვის თხოვნა

6227. აბუ ჰურაირა გადმოგვცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ასე თქვა: “ ალლაჰმა, როდესაც წმინდა ადამი სამოცი არშინის სიმაღლის გააჩინა, მას ასე უბრძანა: “წადი და იქ მყოფ ანგელოზებს მიესალმე. ისინი შენ როგორ მოგესალმებიან იმას მოუსმინე. რადგანაც შენი და შენი შთამომავლობის ერთმანეთზე მისალმების ფორმა ისეთი იქნება.” ადამი ანგელოზებთან მივიდა და “ეს-სელაამუ ალეიქუმ”ო მიესალმა. მათ კი ადამის მისალმებას “ალლაჰის წყალობა” (რაჰმათულლაჰ) დაუმატეს და საპასუხოდ ასე მიესალმნენ: “ას-სალაამუ ალეიქა ვა რაჰმათულლაჰ”. სამოთხეში შესასვლელი ყველა პიროვნება, სამოთხეში ადამ შუამავლის ამ ფორმით შევა. ადამიანები სიმაღლეში, ადამ შუამავლის სიმაღლის შემცირება შემცირებით დღევანდელ მდგომარეობამდე მოვიდნენ.”

6229. აბუ საიდ ალ-ხუდრი გადმოსცემს: მოერიდეთ გზებზე ჯდომას. საჰაბეებმა ჰკითხს: ო ალლაჰის შუამავალო! ჩვენ არ შეგვიძლია არ ვიჯდეთ გზებზე, რადგან აქ გვაქვს მოლაპარაკებები. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მათ უთხრა: მაშინ როდესაც დაჯდებით, გადაიხადეთ გზის უფლება. საჰაბეებმა ჰკითხეს: რა არის მისი უფლება ო ალლაჰის შუამავალო? მან უთხრა მათ: დაიოკეთ მზერა, აარიდეთ სხვებს ზიანი, დაუბრუნეთ სალამი, მოუწოდეთ სიკეთე და აკრძალეთ ცუდი.

6231. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: (ასაკით) უმცროსმა უნდა მიესალმოს უფროსს, მოსიარულემ მჯდომარეს, ხალხის მცირე ჯგუფმა უნდა მიესალმოს ხალხის დიდ ჯგუფს.