80. ვედრება

6311. ალ-ბარა იბნ 'აზიბი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მითხრა: "როდესაც დაძინებას აპირებ, აიღე აბდესი (ვუდუ) როგორც ლოცვისთვის იღებ, შემდეგ დაწექი მარჯვენა მხარეს და თქვი: ღმერთო ჩემო, შენ ჩაგბარდი და შენსკენ მოვაბრუნე ჩემი სახე, და შენ მოგანდე ჩემი ყველა საქმე და მე შენზე ვარ დამოკიდებული, შენ მოგენდე შენი ჯილდოს მოლოდინში და შენი სასჯელის შიშით. მე მწამს შენი წიგნის, რომელიც შენ ზემოავლინე და შუამავლის, რომელიც შენ წარმოგზავნე." და თუ შენ გარდაიცვლები ღამით, მაშინ გარდაიცვლები ფიტრაზე (ე.ი თავჰიდზე).

6313. ალ-ბარრა ბინ 'აზიბმა გადმოსცა: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ერთ კაცს ურჩია: როცა დაწოლას მოისურვებ თქვი: "ო, ალლაჰ, დაგიმორჩილე ჩემი თავი შენ. შენ უფლებამოსილი ხარ ჩემს საქმეში. მოვაბრუნე ჩემი სახე შენსკენ. თავშესაფარს შენთან ვეძებ, შენი ჯილდოს სურვილით და შენი სასჯელის შიშით. არ არის თავშესაფარი და უსაფრთხოება, თუ არა შენთან. ვირწმუნე შენი წიგნი, რომელიც ზეგარდმოავლინე და შენი შუამავალი, რომელიც წარმოგზავნე." და თუ მოკვდი მოკვდები ისლამზე.

6324. ჰუზაიფამ თქვა: შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) როცა მოისურვებდა ძილს, ამბობდა: "ო, ალლაჰ, შენი სახელის ხსენებით ვკვდები და ვცოცხლობ." და როცა გაიღვიძებდა იტყოდა: "დიდება ალლაჰს, რომელმაც გაგვაცოცხლა სიკვდილის შემდგომ, და მასთანაა შეკრება."

6364. უმმ ხალიდ ბინთ ხალიდი გადმოსცემს, გავიგონე შუამავალი(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ეკედლებოდა ალლაჰს საფლავის ტანჯვისაგან.

6405. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვინც იტყვის, "სუბჰანალლაჰი ვე ბიჰამდიჰი" (ალლაჰი უნაკლოა და ქება-დიდება მას ეკუთვნის) დღეში ასჯერ, ეპატიება ყველა ცოდვა, თუნდაც მისი ცოდვები ზღვაში არსებული ქაფივით უხვი იყოს.

6407. აბუ მუსა გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მათი მაგალითი, ვინც ახსენებს მის ღმერთს და ის, ვინც არ ახსენებს, ცოცხალისა და მკვდარის მაგალითის მსგავსია.