6412. იბნ აბბასი გადმოსცემს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: არსებობს ორი დალოცვილი(რაღაც) რომლებსაც ხალხი კარგავს: (ესენია) ჯანმრთელობა და თავისუფალი დრო, კარგის გასაკეთებლად.
6416. მუჯაჰიდი გადმოსცემს, აბდულლაჰ იბნ უმარმა თქვა: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) დამიჭირა მხრებიდან და მითხრა: იცხოვრე ამ ქვეყნად ისე, თითქოს შენ ხარ უცხო ან მგზავრი. იბნი უმარი ამბობდა: თუ გადარჩი საღამომდე, არ ელოდო რომ იცოცხლებ დილამდე, და თუ გადარჩი დილამდე, არ ელოდო, რომ ცოცხალი იქნები საღამოს, და იზრუნე შენს ჯანმრთელობაზე სანამ ავად გახდები, და შენს სიცოცხლეზე ვიდრე მოკვდები.
6418. ანას ბინ მალიქი გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) დახაზა ორი ხაზი და თქვა: ეს არის ადამიანის იმედი, ეს კი არის მისი სიკვდილის წამი, და როდესაც ის იმყოფება იმედის მდგომარეობაში, მას სიკვდილის ხაზი უახლოვდება.
6419. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ალლაჰი არ მიიღებს იმ ადამიანთა საბაბს, რომლის სიკვდილიც გადავადებულია სამოც წლამდე.
6420. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, გავიგონე ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამბობდა: მოხუცის გულში რჩება ახალგაზრდობის ორი რამე. ე.ი. მისი სიყვარული ამ ქვეყნის მიმართ (ესენია სიმდიდრე, გართობა და ფუფუნება) და მისი უწყვეტი იმედი.
6421. ანასი იბნ მალიქი გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ადამის შვილი იზრდება და მასთან ერთად იზრდება ორი რამის სურვილიც. ე.ი. სიყვარული სიმდიდრის მიმართ და დიდიხნის სიცოცლის სურვილი.
6422.მაჰმუდ ბინ არ-რაბია გადმოსცემს: მახსოვს, რომ ალლაჰის შუამავალმა სათლიდან წყალი მოსვა.
6423. ითბან იბნ მალიქ ალ-ანსარმა თქვა: ბანი სალიმის ტომიდან იყო ერთი კაცი (რომელიც ამბობდა): ალლაჰის შუამავალი მოვიდა ჩემთან და მითხრა: თუკი ვინმე მოვა განკითხვის დღეს ისეთი, რომელმაც თქვა - "ლა ილაჰა ილლა ლლაჰ" გულწრფელად, ალლაჰის კმაყოფილებისათვის, ალლაჰი ჯოჯოხეთის ცეცლხს მისთვის აკრძალულს გახდის.
6424. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ალლაჰი ამბობს: არაფერს მივცემ ჯილდოდ სამოთხის გარდა მორწმუნე მონას, თუკი წავიყვან მის მეგობარს(ან ნათსესავს)და მომთმენი იქნება.
6428. იბნ მას’უდი გადმოსცემს ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: `საუკეთესო ადამიანები არის ჩემს თაობაში, შემდეგ – მათ მომდევნოსა და მომდევნოების მომდევნოში. მათ შემდეგ კი გამოჩნდებიან ადამიანები, რომელთა დამოწმებაც დაასწრებს მათ ფიცსა და ფიცი – დამოწმებას.
6429. აბდულლაჰი გადმოსცემს ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: `საუკეთესო ადამიანები არის ჩემს თაობაში, შემდეგ – მათ მომდევნოსა და მომდევნოების მომდევნოში. მათ შემდეგ კი გამოჩნდებიან ადამიანები, რომლების დამოწმებაც დაასწრებს მათ ფიცსა და ფიცი – დამოწმებას.
6434. მირდას ას-ასლამი გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მართლები (ღვთისმოსავი ხალხი) გაქრებიან ერთმანეთის მიყოლებით და, დარჩებიან (დედამიწაზე) უვარგისი ხალხი როგორც ქერქისა ან ფინიკის ნარჩენები.
6446. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: სიმდიდრე არ არის დიდი ქონება, არამედ სიმდიდრე არის სულის სიმდიდრე.
6460. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: "ო ალლაჰ! მიეცი მუჰამმადის ოჯახს საკვები"
6461. მასრუყი გადმოსცემს, მე ვკითხე აიშას: ალლაჰის შუამავლისთვის რომელი საქმე იყო ყველაზე საყვარელი? მიპასუხა: რაც მუდმივად სრულდებოდა. მე ვთქვი: ღამით რა დროს დგებოდა?(თაჰაჯუდისთვის) მიპასუხა: ის დგებოდა მამლის ყივილის გაგონებისას(ღამის მესამედი)
6462. აიშა გადმოსცემს, ალლაჰის შუამავლისთვის ყველაზე საყვარელი საქმე იყო ის, რაც სრულდებოდა უწყვეტად და რეგულარულად.
6464. აიშა გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: გააკეთეთ კეთილი საქმეები გულწრფელად და ზომიერად, და იცოდეთ, რომ თქვენი საქმეებით ვერ შეხვალთ სამოთხეში, და ალლაჰისთვის ყველაზე საყვარელი საქმე არის ის, რაც სრულდებდა მუდმივად თუნდაც მცირედი.
'უმარი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ყვებოდა: "ჩვენ ვიგრძენით კარგი ცხოვრება მოთმინების მეშვეობით," (ბუხარი ქითაბ ალ-რიყაყ 20-ე თავი)
6474. საჰლ იბნ სა'იდი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვინც მომცემს გარანტიას იმაზე, რაც არის მის ყბას(ე.ი ენა) და ფეხებს შორის, მე მივცემ მას სამოთხის გარანტიას.
6475. აბუ ჰურაირა გადმოგვცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვისაც სწამს ალლაჰის და უკანასკნელი დღის, მან ილაპარაკოს კარგი ან შეინარჩუნოს სიჩუმე, და ვისაც სწამს ალლაჰის და უკანასკნელი დღის, მეზობელი არ შეაწუხოს, და ვისაც სწამს ალლაჰის და უკანასკნელი დღის, მან სტუმარს პატივი სცეს.
6477. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ გაიგონა ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამბობდა: ადამიანმა შეიძლება თქვას ისეთი სიტყვა, რომ არ დაფიქრდება კარგია ის თუ ცუდი, და ამის გამო შესაძლოა ჩავარდეს ჯოჯოხეთში იმხელა მანძილით, რამხელა მანძილიც დასავლეთა და აღმოსავლეთს შორისაა.
6478. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: "უეჭველად, ალლაჰის მონას შეუძლია თქვას სიტყვები რომელიც სასიამოვნოა ალლაჰისთვის, რომელსაც თვითონ არც მიაქცევს მნიშვნელობას, მაგრამ ამ სიტყვებისთვის ალლაჰი მას აამაღლებს. ასევე ალლაჰის მონას შეუძლია თქვას ისეთი სიტყვა, რომელიც ალლაჰს არ მოსწონს, რომელზეც იფიქრებს არასერიოზულად, რომლის გამოც მოსროლილი იქნება ჯოჯოხეთში".
6483. აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალმა ('ალეიჰი სალათუ ვა სალამ) ასე ბრძანა: “ჩემი და ხალხის მაგალითი იმ კაცის მაგალითს ჰგავს, რომელმაც ცეცხლი დაანთო. მწერები და პეპლები მას უახლოვდებიან, შემდეგ კი ცეცხლში ცვივდებიან. მე თქვენს დაჭერას ვცდილობ, თქვენ კი მისხლტებით ხელებიდან და ცეცხლში ცვივდებით.
6485. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: თქვენ რომ იცოდეთ ის, რაც მე ვიცი, ცოტას იცინებდით და ბევრს იტირებდით.
6488. 'აბდულლაჰი გადმოსცემს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: სამოთხე თითოეული თქვენგანის ფეხსაცმლის ზონარზე უფრო ახლოსაა, და ჯოჯოხეთიც ამგვარადაა.
6489. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:ყველაზე სწორი ლექსი, რომელიც პოეტმა თქვა არის: ყველაფერი წარმავალია, ალლაჰის გარდა.
6493. სა'დ იბნ საჰლ ას-სა'იდი გადმოსცემს, შუამავალმა დაინახა კაცი ებრძოდა მუშრიქებს, და ის იყო ყველაზე შემძლე ადამიანი ბრძოლაში მუსლიმების სასარგებლოდ. შუამავალმა თქვა: დაე ვისაც სურს შეხედოს ჯოჯოხეთის ბინადარ კაცს, შეხედოს ამას(კაცს). სხვა კაცი მიყვა მას და ადევნებდა თვალყურრს ვიდრე (მებრძოლი) არ დაშავდა და ცდილობდა სწრაფად მომკვდარიყო, მან მიიდო ხანჯლის წვერი მის მხრებს შორის და გადაიხარა მის ზემოთ ვიდრე არ შევიდა(ხანჯალი) მის მხრებს შორის. (ე.ი. თავი მოიკლა) შუამავალმა დაამატა - ადამიანი შეიძლება აკეთებდეს საქმეს და ჩანდეს ხალხში როგორც სამოთხის ბინადრის საქმე, სინამდვილეში ის ჯოჯოხეთის ბინადართაგანია:და მსგავსად ადამიანი შესაძლოა აკეთებს საქმეს, რომელიც ჩანს ხალხში როგორც ჯოჯოხეთის ხალხის საქმე, სინამდვილეში ის არის სამოთხის მკვიდრთაგანი. უეჭველად, შესრულებული საქმის შედეგები, დამოკიდებულია ბოლო ქმედებებზე.
6495. აბუ საიდ ალ-ხუდრი გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ის დრო ახლოსაა, როცა მუსლიმის საუკეთესო ქონება იქნება ცხვარი, რომელსაც ის წაიყვანს მთაზე და წვიმიან ადგილებში, რომ გაიქცეს მისი რელიგიით ფითნისგან(ცდუნება)
6496. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: როდესაც პატიოსნება დაიკარგება დაელოდეთ საათს. მას ჰკითხეს: როგორ დაიკარგება პატიოსნება, ო ალლაჰის შუამავალო? უპასუხა: როდესაც ძალაუფლება მიეცემა იმას ვინც არ იმსახურებს, მაშინ დაელოდე საათს.
6504. ანასი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ჩემი გამოგზავნა და საათი(ყიამეთი) ისეა, როგორც ეს ორი(თითი).
6508. აბუ მუსა გადმოსცემს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვინც შეიყვარებს ალლაჰთან შეხვედრას, ალლაჰიც შეიყვარებს მასთან შეხვედრას, და ვინც შეიძულებს ალლაჰთან შეხვედრას, ალლაჰიც შეიძულებს მასთან შეხვედრას.
6514. ანას იბნ მალიქი გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: როდესაც გარდაცვლილ ადამიანს წაიღებენ საფლავისკენ, მას მიყვება სამი რაღაც, ორი ბრუნდება უკან(დაკრძალვის შემდეგ) და ერთი მასთან რჩება: მისი ოჯახი, მისი ქონება და მისი საქმეები, ოჯახი და ქონება უკან ბრუნდებიან, მაშინ როცა მისი საქმეები რჩება მასთან.
6516. აიშა გადმოსცემს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: არ შეურაცხყოთ გარდაცვლილი, რადგან იმათმა მიაღწიეს იმ შედეგს რაც დაიმსახურეს.
6544. იბნ უმარი გადმოსცემს, შუამავალმა თქვა: სამოთხის ხალხი შევლენ სამოთხეში და ჯოჯოხეთის ხალხი შევლენ ჯოჯოხეთში. შემდეგ მხმობელი ადგება მათ შორის - ო ჯოჯოხეთის ხალხო! აღარ არის სიკვდილი! დაო სამოთხვის ხალხო! აღარ არის სიკვდილი, მაგრამ არის მარადისობა.
6545. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, შუამავალმა თქვა: სამოთხის ხალხს ეტყვიან - ო სამოთხის ხალხო! მარადისობაა(თქვენთვის) და არ იქნება სიკვდილი, და ჯოჯოხეთის ხალხს - ო ჯოჯოხეთის ხალხო! მარადისობაა(თქვენთვის) და არ იქნება სიკვდილი.
6546. იმრანი გადმოსცემს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მე შევიხედე სამოთხეში და დავინახე, რომ მისი ბინადრები უმეტესი ღარიბები იყვნენ. და მე შევიხედე ჯოჯოხეთში და დავინახე, რომ უმეტესი მისი ბინადრები ქალები იყვნენ.
6557. “ანას იბნ მალიქი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ალლაჰი ეტყვის ცეცხლში მყოფს, რომლის სასჯელიც ყველაზე მსუბუქია: რომ გქონდეს ყველაფერი, რაც კი დედამიწაზეა, მისცემდი რომ აგეშორებინა
ეს ტანჯვა? ის იტყვის: დიახ! მაშინ ალლაჰი იტყვის:როცა შენ იყავი ადამის წელში, მე მაშინ გთხოვე ამაზე ცოტა, რომ არ ეთაყვანო არავის ჩემს გარდა, მაგრამ შენ უარყავი და დაიჟინე სხვისი თაყვანისცემა.
6561. ნუ’მანი გადმოგვცემს: გავიგონე ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამბობდა: „უეჭველად, განკითხვის დღეს ყველაზე მსუბუქი სასჯელის მქონე კაცი იქნება, რომელსაც ფეხის გულებში ნაკვერჩხლებს დაუდებენ და მისი მხურვალებით ტვინი ადუღდება.“
6566. იმრან იბნ ჰუსაინი გადმოსცემს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ზოგიერთი ადამიანი მუჰამმადის ქომაგობით გამოვლენ ცეცხლიდან, შემდეგ სამოთხეში შევლენ,რომლემსაც ეწოდებათ - ალ-ჯაჰანნამიინ(ჯოჯოხეთის ხალხი)
6573. აბუ ჰურეირა გადმოგვცემს: ხალხმა იკითხა: ო, ალლაჰის შუამავალო, განკითხვის დღეს ალლაჰს ვიხილავთ? შუამავალმა ﷺ უთხრა: ხალხმრავლობის გამო უღრუბლო ცაზე მზის დანახვა გიჭირთ? მათ უპასუხეს: არა, ალლაჰის შუამავალო. შუამავალმა ﷺ გააგრძელა: ხალხმრავლობის გამო უღრუბლო ცაზე სავსე მთვარის დანახვა გიჭირთ? მათ უპასუხეს: არა, ალლაჰის შუამავალო. შუამავალმა ﷺ თქვა: ჭეშმარიტად, თქვენ განკითხვის დღეს ასე ცხადად დაინახავთ მას. ალლაჰი იმ დღეს ხალხს შეკრებს და იტყვის: ყველა იმას მიჰყვეს, ვისაც ეთაყვანებოდა. ვინც მზეს ეთაყვანებოდა, მან მზეს გაჰყვეს. ვინც მთვარეს ეთაყვანებოდა, მან მთვარეს გაჰყვეს. ვინც ტაღუთებს ეთაყვანებოდა, მან ტაღუთებს გაჰყვეს. ბოლოს დარჩება ეს უმმეთი, მათშორის იქნებიან მუნააფიყები. ალლაჰი მათ განსხვავებული ფორმით გამოეცხადება, რომლითაც ისინი არ იცნობდნენ მას და ეტყვის: მე ვარ თქვენი ღმერთი. ისინი ეტყვიან: შენგან ალლაჰს შევეფარებით, აქ ვიდგებით მანამდე, ვიდრე არ მოვა ჩვენი ღმერთი, ხოლო როდესაც მოვა ჩვენი ღმერთი, ჩვენ მას ვიცნობთ. ალლაჰი შემდეგ იმ ფორმით გამოეცხადება, როგორც იცნობდნენ და ეტყვის მე ვარ თქვენი ღმერთი. ისინიც იტყვიან, შენ ხარ ჩვენი ღმერთიო და მას დაემორჩილებიან. შემდეგ ჯოჯოხეთის თავზე ხიდი გაიმართება. ალლაჰის შუამავალმა ﷺ თქვა: მე პირველი ვიქნები, ვინც ამ ხიდს გაივლის. იმ დღეს შუამავლის ﷺ ვედრება იქნება: „ღმერთო მშვიდობით გადავიდეს ჩემი უმმეთი, ღმერთო მშვიდობით გადავიდეს ჩემი უმმეთი!“ ხიდზე ნარშავის (ნარას) ეკლების მსგავსი კაუჭები იქნება. განა არ გინახავთ ნარშავის ეკლები? მათ უთხრეს: რათქმაუნდა გვინახავს ალლაჰის შუამავალო. შუამავალმა ﷺ საუბარი გააგრძელა: ის კაუჭები, სწორედ ნარშავის ეკლებს ჰგავს, თუმცა მათი სიდიდის და სიძლიერის შესახებ ალლაჰის გარდა არავინ იცის. ადამიანებს თავიანთი ცუდი მოქმედებების გამო ეს კაუჭები გამოედება. მათშორის არიან ისეთები, ვინც თავისი ცუდი საქმეების გამო დაიღუპება და მათ შორის არიან ისეთები, ვისაც მდგოვის მარცვლის ოდენა ცუდი გაუკეთებია და ბოლოს თავი დააღწია. როდესაც ალლაჰი თავის მსახურთა განკითხვას მორჩება. შემდეგ ალლაჰის გარდა სხვა ღვთაების არ არსებობას, ვინც ამოწმებდა, მათგან ვისაც თვითონ ინებებს, მათი ჯოჯოხეთიდან გამოსაყვანად ანგელოზებს უბრძანებს, რომ ისინი ჯოჯოხეთიდან გამოიყვანონ. ანგელოზები მათ სეჯდეს ნიშნებით იცნობენ. ალლაჰმა ცეცხლს ადამის შვილის სხეულზე სეჯდეს ადგილების დაწვა ჰარამი უყო. ანგელოზები მათ ამოიყვანენ, თუმცა ისინი გარუჯულები იქნებიან. შემდეგ მათ წყალს დაასხამენ, რომელსაც სიცოცხლის წყალი ეწოდება. ამის შემდეგ ისე გამთელდებიან, როგორც კოკისპირული წვიმის შემდეგ ხმელი მცენარეები ისევ აღმოცენდებიან ხოლმე. ბოლოს დარჩება კაცი, რომელიც სახით ცეცხლშია მიბრუნებული და ღმერთს ევედრება: ღმერთო ცეცხლის მხურვალება და ოხშივარი მწვავს და მდაგავს, ამიტომ სახე ცეცხლიდან სხვა მხარეს მაინც მიმიქციე. ალლაჰი ეტყვის: ეს რომ აგისრულო, მერე სხვა რამეს მთხოვ. კაცი ეტყვის: ვფიცავ შენს სიდიადეს, რომ მეტს არაფერს გთხოვ. ალლაჰი მას სახე ცეცხლიდან სხვა მხარეს მიუბრუნა. ამის შემდეგ ეს კაცი ისევ დაიწყებს ვედრებას: ღმერთო სამოთხის კართან დამაახლოვე. ალლაჰი ეტყვის: განა სიტყვა არ მომეცი, რომ მეტს არაფერს მთხოვდი? სირცხვილი შენ, ადამის შვილო, როგორი უპირო კაცი ყოფილხარ. ეს კაცი მაინც აგრძელებს ვედრებას. ალლაჰი ისევ ეტყვის: ესეც რომ აგისრულო შენ ისევ მთხოვ სხვა რამეს. კაცი ეტყვის: ვფიცავ შენს სიდიადეს, რომ მეტს არაფერს გთხოვ. ალლაჰმა ეს თხოვნაც აუსრულა, რამდენიმე დაპირებისა და სიტყვის დადების შემდეგ, რომ მეტს აღარ სთხოვდა. ეს კაცი მართლაც დაუახლოვეს სამოთხის კარს. როდესაც ამ კაცმა სამოთხეში არსებული სიკეთეები დაინახა, მანამდე დუმდა, სადამდეც ალლაჰმა ინება, მისი დუმილი. შემდეგ ისევ დაიწყო ვედრება: ღმერთო სამოთხეში შემიყვანე. ალლაჰი ეტყვის: განა სიტყვა არ მომეცი, რომ მეტს არაფერს მთხოვდი? სირცხვილი შენ, ადამის შვილო, როგორი უპირო კაცი ყოფილხარ. კაცი მაინც დაჟინებით ევედრება: ღმერთო, ქმნილებათა შორის ყველაზე უბედურს მე ნუ მამყოფებ! ეს კაცი ასე ვედრებას მანამდე არ მოეშვება, ვიდრე ღმერთი არ გაუღიმებს. ხოლო როდესაც გაუღიმებს, მას ამით სამოთხეში შესვლის ნება მიეცემა. როდესავ სამოთხეში შევა მას ეტყვიან: ისურვე ესა და ესა. ისიც ისურვებს. ისევ ეტყვიან: ისურვე ესა და ესა. ისიც ისურვებს. და ბოლოს როდესაც ყველა სურვილი ამოეწურება, ალლაჰი მას ეტყვის: ეს ყველაფერი და კიდევ ერთი ამდენი სულ შენია. ბოლოს აბუ ჰურეირამ თქვა: ეს კაცი არის ბოლო, ვინც შევა სამოთხეში.“
6575. 'აბდულლაჰი გადმოსცემს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მე ვარ თქვენი წინამორბები (ქავსარის) ტბაზე.
6576. 'აბდულლაჰი გადმოსცემს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მე ვარ თქვენი წინამორბედი ტბაზე, და რამდენიმე ადამიანს მოიყვანებენ ჩემს წინ, ვიდრე მათ დავინახავ მათ ჩემგან წაიყვანენ და მე ვიტყვი: ღმერთო ჩემო, ჩემი მიმდევრები!, იტყვიან: "შენ არ იცი, რა გააკეთეს მათ შენს შემდეგ"
6495. აბუ საიდი გადმოსცემს, გავიგონე შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამბობდა: ისეთი დრო დადგენა მუსლიმებზე, როდესაც მუსლიმის საუკეთესო ქონება იქნება ცხვარი, რომელსაც ის წაიყვანს მთის მწვერვალზე და წვიმიან ადგილებში, გაიქცევა მისი რელიგიით ფითნისგან.