83. ფიცი და აღთქმა

6624. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ჩვენ(მუსლიმები) ვართ ბოლოები დედამიწაზე, მაგრამ მოწინავენი განკითხვის დღეს.

6629. ჯაბირ იბნ სამურა გადმოსცემს შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ქისრა განადგურდება, და აღარ იქნება ქისრა მას შემდეგ, და კეისარი უეჭველად განადგურდება და აღარ იქნება მის შემდეგ კეისარი და ვფიცავ მას, ვის ხელშიც არის ჩემი სული, თქვენ გახარჯავთ მათ საგანძურს ალლაჰის გზაზე.

6630. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ქისრა განადგურდება, და აღარ იქნება ქისრა მას შემდეგ, და კეისარი უეჭველად განადგურდება და აღარ იქნება მის შემდეგ კეისარი. და ვფიცავ მას, ვის ხელშიც არის ჩემი სული, თქვენ გახარჯავთ მათ საგანძურს ალლაჰის გზაზე.

6631. აიშა გადმოსცემს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ო მუჰამმადის მიმდევრებო, ვფიცავ ალლაჰს, რაც მე ვიცი ის რომ თქვენ იცოდეთ, ცოტას იცინებით და ბევრს იტირებდით.

6632. 'აბდულლაჰ იბნ ჰიშამი გადმოსცემს, ჩვენ ვიყავით შუამავლის ერთად და მას ეჭირა უმარ იბნ ალ-ხატტაბის ხელი. უმარმა უთხრა მას: ო ალლაჰის შუამავალო! შენ ჩემთვის ძვირფასი ხარ საკუთარი თავი გარდა. შუამავალმა უთხრა: არა, ვფიცავ იმას ვის ხელშიც არის ჩემი სული(ვერ სრულყოფთ რწმენას,) ვიდრე მე არ გავხდები ძვირფასი თქვენთვის, ვიდრე თქვენი საკუთარი თავი. უმარმა უთხრა: ახლა, ვფიცავარ ალლაჰს შენ ხარ(ჩემთვის)საკუთარ თავზე ძვირფასი. შუამავალმა უთხრა: ახლა, ო უმარ.

6648. იბნ უმარი გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: არ დაიფიცოთ თქვენი მამები.

6650. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვინც დაიფიცებს "ვფიცავ ლათს და 'უზას" მან უნდა თქვას - არ არსებობს ღირსეული სათაყვანებელი გარდა ალლაჰისა, და ვინც ეტყვის მის მეგობარს - მოდი ვითამაშოთ აზარტული თამაშები, მან უნდა გასცეს რაღაც მოწყალებაში.

6652. საბით ად-დაჰჰაყი გადმოსცემს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვინც დაიფიცოს ისლამის გარდა სხვა ხალხზე, ის მართლაც ისეთია როგორც ამბობს; ვინც მოიკლა თავი რაღაცით, იგივე საგნით იქნება დასჯილი ჯოჯოხეთში, და ვინც წყევლის მორწმუნეს მსგავსია იმის, ვინც კლავს მას, და ვინც ბრალს სდებს მორწმუნეს ურწმუნოებაში, მსგავსია იმის, რომ თითქოს მოკლა ის.

6654. ალ-ბარა გადმოსცემს, შუამავალი დაგვეხმარა ჩვენ, რომ შეგვესრულებინა ჩვენი დაფიცება.

6657. ჰარისა იბნ ვაჰბი გადმოსცემს, გავიგონე შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამბობდა: გინდათ გითხრათ სამოთხის ხალხზე? ისინი არიან ყველა ღარიბი, თავმდაბალი ადამიანები, და თუ ის დაიფიცებს ალლაჰზე, რომ გააკეთებს რამეს, ალლაჰი შეასრულებს მას. მაშინ როცა ჯოჯოხეთის ხალხი არიან ყველა ძლიერი, ულმობელი, ქედმაღალი ადამიანები.

6658.აბდულლაჰი გადმოსცემს, შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ჰკითხეს: ვინ არიან საუკეთესო ხალხი? უპასუხა - ჩემი თაობა(საჰეები) და შემდეგ ისინი ვინც მათ გაყვება, და შემდეგ ისინი ვინც მოვა მათ შემდეგ, ამის შემდეგ მოვა ხალხი რომლების დამოწმებაც დაასწრებს მათ ფიცსა და ფიცი – დამოწმებას. იბრაჰიმმმა თქვა: როდესაც ჩვენ ახალგაზრდები ვიყავით, უფროსები გვიკრძალავდნენ როცა ფიცს ან აღთქმას ვდებდით.

6667. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, კაცი შევიდა მეჩეთში, მაშინ როცა ალლაჰის შუამავალი იჯდა სადღაც მეჩეთში. შემდეგ კაცი მოვიდა შუამავალთან და მიესალმა. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უთხრა: უკან დაბრუნდი და ილოცე, რადგან შენ არ გილოცია. კაცი უკან დაბრუნდა, ილოცა, მოვიდა და მიესალმა შუამავალს. შუამავალმა სალამის დაბრუნების შემდებ უთხრა: უკან დაბრუნდი და ილოცე, რადგან შენ არ გილოცია. მესამედ იმ კაცმა ალლაჰის შუამავალს უთხრა: მასწავლე(როგორ ვილოცო). შუამავალმა უთხრა: როდესაც დგები ნამაზზე, აიღე ვუდუ(აბდესი) და დადექი ყიბლისკენ და თქვი თაქბირი(ალლაჰ აქბარ) და წაიკითხე ის რაც იცი ყურანიდან, შემდეგ რუქუღზე წადი, გაჩერდი ამ მდგომარეობაში ვიდრე შესვენებას არ იგრძნობ, შემდეგ წამოსწიე თავი და გასწორდი, და შემდეგ წადი სეჯდეზე(გაჩერდი ამ მდგომარეობაში) ვიდრე არ იგრძნობ შესვენებას, შემდეგ დაჯექი ვიდრე არ იგრძნობ შესვენებას, და შემდეგ სეჯდეზე წადი ისევ ვიდრე არ იგრძნობ შესვენებას, შემდეგ ადექი და გასწორდი, და გააკეთეს ეს შენს ყველა ლოცვაში.

6679. აზ-ზუჰრი გადმოსცემს, გავიგონე 'ურვა იბნ აზ-ზუბაირი, სა'იდ იბნ ალ-მუსაიბი, ალყამა იბნ ვაყყასი და უბაიდულლაჰ იბნ აბდულლაჰ იბნ 'უყბა აიშასგან, შუამავლის ცოლისგან გადმოსცემენ იმ გადმომცემთა ტყუილს, რომლებმაც გაავრცელეს ტყუილი მის(აიშას) შესახებ და იმათმა თქვეს ის, რაც თქვეს, და ალლაჰმა მოავლინა მის(აიშას) უმანკოებაზე: "უეჭველად, რომელთაც მოვიდნენ ცილისწამებით, (სურა ნური 24:11-21-მდე) ყველა ეს აიათი არის ჩემი უმანკოების მტკიცებულება. აბუ ბაქრ ას-სიდდიყი რომელიც მისთაჰს ფინანსურად ეხმარებოდა, რადგან ის მისი ნათესავია, ცილისწამების შემდეგ თქვა - ვფიცავარ ალლაჰს მე არასოდეს აღარ დავეხმარები მისთაჰს, იმის შემდეგ რაც მან თქვა 'აიშაზე. ხოლო ალლაჰმა აიათი მოავლინა: "ხელს ნუ აიღებენ თქვენგან მადლიანნი და მდიდარნი იმაზე, რომ წყალობა მისცენ ახლობლებს, ღატაკებს და ალლაჰის გზაზე გადასახლებულებს, აპატიონ და მხარში ამოუდგნენ. განა არ გინდათ რომ ალლაჰმა თქვენც მოგიტევოთ? და ალლაჰი მიმტევებელია, მწყალობელია." (სურა ნური 24:22) ამაზე აბუ ბაქრმა თქვა: დიახ, ვფიცავარ ალლაჰს, მე მინდა რომ ალლაჰმა მაპატიოს. და შემდეგ აბუ ბაქრმა განაახლა მისთაჰზე დახმარების გაცემა და თქვა: ვფიცავარ ალლაჰს, მე ამისაგან ხელს არასოდეს აღარ ავიღებ.

6681. ალ-მუსაიბი გადმოსცემს, როდესაც აბუ ტალიბს სიკვდილი მიუახლოვდა, ალლაჰისშუამავალი მივიდა მასთან და უთხრა: თქვი სიტყვა - ლა ილაჰა ილლა ლლაჰ, რომლითაც მე ვიქნები ალლაჰის წინაშე შენი დამცველი.

6682. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ორი სიტყვაა, რომლებიც არის ძალიან მარტივი ენისათვის, და ძალიან მძიმე სასწორისთვის, და ყველაზე საყვარელი მოწყალისთვის. (ესენია) სუბჰან ალლაჰი ვე ბიჰამდიჰი სუბჰანალლაზილ 'აზიმ.

6734. ასვად იბნ იაზიდი გადმოსცემს, მუაზ იბნ ჯაბბალი მოვიდა ჩვენთან იემენში, როგორც დამრიგებელი და მმართველი(ამირი), და ჩვენ ვკითხეთ(ქონების განაწილებაზე) მას კაცზე რომელიც გარდაიცვალა და დატოვა და, და ქალიშვილი. მუაზმა მისცა ნახევარ ქონება ქალიშვილს, და ნახევარი დას.