86. ჰუდუდ - ალლაჰის მიერ დადგენილი სასჯელები

6782. იბნ აბბასი გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: როდესაც ადამიანი მრუშობს ის იმ მომენტში მორწმუნე არ არის, და როცა ვინმე იპარავს, ქურდობის მომენტში მორწმუნე არ არის.

6788. აიშა გადმოგვცემს, ყურეიშელებს ებრალებოდათ მახზუმის გვარის წარმომადგენელი ქალი, რომელმაც იქურდა. ისინი ამბობდნენ: უსამას გარდა სხვა ვინ გაბედავს შუამავალთან მისვლას და დალაპარაკებას, ის ხომ ალლაჰის შუამავლისთვის საყვარელი პიროვნებაა. (უსამა მათი თხოვნით შუამავალთან მივიდა.) შემდეგ შუამავალი ფეხზე წამოდგა, ხუტბა წაიკითხა და თქვა: „ხალხო! თქვენზე ადრე მყოფები სწორედ ასეთი რამეებით აღმოჩნდნენ გზასაცდენილობაში. როდესაც დიდებულები ქურდობდნენ, მათ დაუსჯელად ტოვებდნენ, ხოლო თუ უძლურები ქურდობდნენ, მათ სჯიდნენ. ალლაჰს ვფიცავარ, მუჰამმადის ქალიშვილმა ფატიმამ რომ იქურდოს, მუჰამმედი მასაც მოჭრიდა ხელს.

6789. აიშა გადმოსცემს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ხელი უნდა მოეკვეთოს ერთი მეოთხედის ან მეტის ქურდობისთვის.

6790. აიშა გადმოსცემს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ქურდს ხელი მოეკვეთება დინარის მეოთხედის ქურდობისთვის.

6791. აიშა გადმოსცემს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ხელი მოეკვეთება დინარის მეოთხედის ქურდობისთვის.

6792. აიშა გადმოსცემს: ქურდს ხელს არ კვეთდნენ შუამავლის დროს, თუ მოპარული არ აღემატებოდა ფარის საფასურის ოდენობას.

6795. იბნ უმარი გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მოჭრა ხელი ქურდს ფარის ქურდობისთვის, ეს იყო სამ დირჰამზე მეტი ღირებულების.

6799. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ალლაჰი წყევლის ქურდს რომელიც იპარავს კვერცხს. ამის გამო მისი ხელი უნდა მოიკვეთოს, ან იპარავს თოკს, ამის გამო მისი ხელი უნდა მოიკვეთოს.

6800. აიშა გადმოსცემს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ქალს ხელი მოკვეთა, და ეს ქალი ჩემთან მოვიდა და მე გადავეცი ამ ქალის მესიჯი შუამავალს და მან(ქალმა) მოინანია. ხოლო მონანიება გულწრფელი იყო.

6807. საჰლ იბნ სა'იდი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვინც მომცემს გარანტიას იმაზე, რაც არის მის ყბას და ფეხებს შორის, მე მივცემ მას სამოთხის გარანტიას.

6810. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვინც მრუშობს იმ მომენტში მორწმუნე არ არის, და ქურდი, არ არის მორწმუნე იმ მომენტში როცა იპარავს, და ალკოჰოლის მსმელი არ არის მორწმუნე იმ მომენტში, როცა სვამს.

6811. აბდულლაჰ იბნ მას'უდი გადმოსცემს, მე ვთქვი: ო ალლაჰის შუამავალო! რომელი ცოდვაა ყველაზე დიდი? მიპასუხა: თანაზიარის დადგენა ალლაჰზე რომელმაც შეგქმნა შენ. მე ვკითხე: შემდეგ? მიპასუხა - შვილის მკვლელობა (იმის შიშით) რომ გაიყოფს საკვებს შენთან ერთად. ვკითხე: შემდეგ? მრუშობა მეზობლის ცოლთან.

6812. აშ-შაიბანი გადმოსცემს, მე ვკითხე აბდულლაჰ იბნ აუფს, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) განახორციელა რეჯმი? (ქვებით ჩაქოლვა) მიპასუხა - დიახ. მე ვთქვი: სურა ნურის მოვლენამდე თუ მოვლენის შემდეგ? მიპასუხა - არ ვიცი.

6814. ჯაბირ იბნ აბდულლაჰ ალ-ანსარი გადმოსცემს, კაცი ბანუ ასლამის ტომიდან მოვიდა ალლაჰის შუამავალთან(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) და აცნობა რომ იმრუშა და დაამოწმა ოთხჯერ მის წინააღმდეგ. ალლაჰის შუამავალმა ბრძანა, რომ ჩაიქოლოს სასიკვდილოდ თუ იყო დაქორწინებული.

6816. აბუ ჰურეირა გადმოგვცემს: კაცი მოვიდა ალლაჰის შუამავალთან(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) როცა მეჩეთში იმყოფებოდა და უთხრა: ო, ალლაჰის შუამავალო. მე მქონდა უკანონო სქესობრივი კავშირი. შუამავალმა ზურგი აქცია და სხვა მხარეს შეტრიალდა. მაგრამ კაცი წინ დაუდგა გაიმეორა ეს ოთჯერ,და დაამოწმა მის წინააღმდეგ ოთხჯერ, შუამავალმა დაუძახა - გაგიჟიდ? კაცმა უთხრა - არა. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ჰკითხა: დაქორწინებული ხარ? უპასუხა - დიახ. შემდეგ შუამავალმა თქვა: გაიყვანეთ გარეთ და ჩაქოლეთ სასიკვდილოდ. ჯაბირ იბნ აბდულლაჰმა თქვა: მე ვიყავი ვინც მონაწილეობდა მის ჩაქოლვაში და ჩვენ ჩავქოლეთ სალოცავ ადგილთან. როდესაც მას ქვები აწუხებდა, გაიქცა, მაგრამ ჩვენ წავიყვანეთ ალ-ჰარასთან და ჩავქოლეთ სასიკვდილოდ.

6821. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, კაცს ჰქონდა ინტიმური ურთიერთობა მის ცოლთან რამადანის თვეში(მარხვის დროს). იგი მოვიდა შუამავალთან მისი განაჩენის საძიებლად ამ საქმის თაობაზე. შუამავალმა უთხრა: შეგიძლია გაანთავისუფლო მონა? კაცმა უთხრა: არა. შუამავალმა უთხრა - შეგიძლია იმარხო ორი თვე თანმიმდევრულად? (გადაბმულად). უთხრა - არა. შუამავალმა უთხრა: მაშინ დააპურე სამოცი ადამიანი.

6833. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გაასამართლა დაუქორწინებელი ადამიანი, რომელმაც იმრუშა - ერთი წლით გადაასახლა და მიიღო ლეგალური სასჯელი. (გაიწკეპლა ასჯერ)

6834. იბნ აბბასი გადმოსცემს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) დასწყევლა კაცები რომლებიც ემსგავსებიან ქალებს, და ქალები რომლებიც ემსგავსებიან კაცებს. მან აგრეთვე თქვა: გააგდეთ ისინი თქვენი სახლებიდან. მან გააგდო, და ასევე უმარმაც გააგდო.

6846. ალ-მუღირა გადმოსცემს, სა'დ იბნ უბადამ თქვა: თუ მე დავინახავ სხვა კაცს ჩემს ცოლთან ერთად, მოვკლავ მას ხანჯლით, როდესაც ეს შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გაიგონა თქვა: გაოცებთ სა'დის ეჭვიანობა? უეჭველად, მე სა'დზე უფრო ეჭვიანი ვარ და ალლაჰი ჩემზე ეჭვიანია.

6847. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: ბედუინი მივიდა ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) და უთხრა: ჩემმა ცოლმა შავკანიანი ბავშვი შვა. შუამავალმა ჰკითხა: აქლემები გყავს? უპასუხა - დიახ. შუამავალმა ისევ ჰკითხა: რა ფერის არიან? უპასუხა: წითლები. მან კიდევ ჰკითხა: რუხი არის რომელიმე მათგანი? უპასუხა - დიახ. ჰკითხა მას ისევ: რუხი საიდან გაჩნდა? ბედუინმა უთხრა: მე ვფიქრობ ის იშვა აქლემის წინაპრებისგანო. ამაზე შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უთხრა: ეს ბავშვი შენია და ფერი ალბათ მემკვიდრეობით მიიღო.

6848. აბუ ბურდა გადმოსცემს: რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: დაუშვებელია ათზე მეტი წკეპლის დარტყმა იმის გარდა თუ ვინმე ბრალდებულია დანაშაულში, რომლის სასჯელსაც ალლაჰი ადგენს.

6857. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:- განერიდეთ შვიდ გამანადგურებელ ცოდვას! ხალხმა იკითხა – რომლებია ისინი, ალლაჰის შუამავალო? მან თქვა:- შირქი(თანაზიარი ალლაჰისადმი), ჯადოქრობა, სულის კვლა, რომელიც აკრძალა ალლაჰმა გარდა სიმართლის აღდგენისა, სესხიდან პროცენტის აღება, ობლის ქონების მითვისება, ბრძოლის ველიდან გაქცევა და პატიოსან ქალებზე ბრალის დადება.