23:41    2025-11-01   



არამუსლიმების ლოგიკა


ძალიან უცნაური ხალხი არიან ისინი, ვინც ამბობს რომ ისლამი არასწორი და ეშმაკის რელიგიააო.  ისინი ამბობენ: 'ისლამი არის ეშმაკის რელიგია'

მოდით დეტალურად შევეხოთ ამ საკითხს.


1. ისლამამდელ არაბეთში გავრცელებული იყო კერპთაყვანისცმელობა სადაც ყველა ტომს თუ ყველა ოჯახს თავისი კერპი ჰქონდა, ისლამმა კი კერპთაყვანისმცემლობა აკრძალა და მხოლოდ ღმერთის მიმართ თაყვანისცემა დააკანონა. მათი თქმით; ეშმაკი მოდის და აუქმებს კერპთაყვანისმცემლობას და მხოლოდ ღმერთის რწმენას აკანონებს.

2. ისლამამდელ არაბეთში, თუ ოჯახში ქალიშვილი დაიბადებოდა, მას ცოცხლად მარხავდნენ, ისლამმა კი ეს წესი გააუქმა და თქვა, რომ ქალიშვილი არის ღმერთის საჩუქარი. არამუსლიმების ლოგიკით კი ეშმაკი მოდის და ამბობს: 'არ მოკლათ თქვენი გოგონები და მიიღეთ როგორც ღმერთის საჩუქარი.'

3. ისლამამდელ არაბეთში ტომები ერთმანეთს მტრობდნენ და სისხლის ღვრიდნენ, ისლამმა კი მოუწოდა მათ გაერთიანებისკენ და სისხლის ღვრის შეწყვეტისკენ. არამუსლიმების ლოგიკით კი ეშმაკი მოდის, აერთიანებს ტომებს და სისხლისღვრას წყვეტს.


4. ისლამმა აკრძალა ალკოჰოლი, აზარტული თამაშები და სიბილწე.
მათი ლოგიკით კი, ეშმაკი მოვიდა და ხალხს ალკოჰოლი და სიბილწე აუკრძალა.

5. ისლამმა უბრძანა ადამიანებს მშობლებისადმი პატივისცემა და მორჩილება.
მათი აზრით, ეშმაკი მოვიდა და ასწავლის შვილებს, რომ პატივი სცენ თავიანთ დედ-მამას.

6. ისლამმა მოუწოდა ადამიანებს რომ ღარიბებს მოწყალებითა ქველმოქმედებით დაეხმარონ.
მათი ლოგიკით, ეშმაკი ხალხს ასწავლის, რომ ღარიბებს დაეხმარონ და არ იყვნენ გულქვები.

7. ისლამმა უბრძანა ადამიანებს სიმართლე, სამართლიანობა და უბრძანა ტყუილისა და სიცრუისგან თავის შორს დაჭერა.
მათი აზრით, ეშმაკი მოვიდა და ასწავლის ადამიანებს სიმართლესა და სამართლიანობას.

8. ისლამმა თქვა, რომ სიკვდილის შემდეგ არის სამსჯავრო და პასუხს აგებ შენს ქმედებებზე.
მათი აზრით, ეშმაკი მოვიდა და გახსენებს, რომ ღმერთი მოგკითხავს შენი საქმეებისთვის.


9. ისლამმა ბრძანა არ მოიტყუო, არ მოიპარო, არ აწამო არავინ და არ მოკლა არავინ.
მათი ლოგიკით, ეშმაკი მოვიდა და აუკრძალა ადამიანებს სიცრუე, ქურდობა და მკვლელობა.

10. ისლამმა შეახსენა ადამიანებს, რომ ეს ცხოვრება დროებითია და ღმერთის წინაშე ყველა წარსდგება პასუხის გასაცემად.
მათი აზრით, ეშმაკი მოვიდა და გახსენებს, რომ სიკვდილის შემდეგ სამსჯავროა და ადამიანი საქმეების მიხედვით განისჯება.


მათი რწმენის თანახმად, იესო ზეცაში 33 წელს ამაღლდა. ასევე ცნობილია რომ მუჰამმადს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) პირველად გამოცხადება მოევლინა 610 წელს. 33 წლიდან 610 წლამდე გასულია 577 წელი. სად იყო ეს დრო ეშმაკი? რატომ მანამდე არ მოინდომა სხვა ადამიანთან მისვლა და გამოცხადება? რატომ მოიცადა 577 წელი? 

მოდით ვკითხოთ ჩვენს თავს: 'დავუშვათ ვარ ეშმაკი/სატანა, მეზიზღება ადამის მოდგმა, მინდა რომ ჯოჯოხეთში მოხვდეს ყველა მათგანი, არც ბავშვი მეცოდება და არც დიდი, რატომ მოვიცდი 577 წელს მათ შესაცდენად? და ისეთ ადამიანთან მივალ და თან ისეთ ქვეყანაში სადაც ქრისტიანობა არ არის გავრცელებული?' 


თუ ვიფიქრებთ ლოგიკურად, ეშმაკი არ „იცდის“ და არც კონკრეტულ დროს ელოდება. ის ყოველთვის მოქმედებს ცდუნებითა და ბოროტების წაქეზებით. ხოლო წინასწარმეტყველთა გამოგზავნა არ ხდება ეშმაკის ნებით, არამედ ხდება ღმერთის სიბრძნით სწორ დროს და სწორ ადგილას. ღმერთმა მუჰამმადს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) სწორედ იმ დროს გაუგზავნა გამოცხადება, როცა კაცობრიობა ყველაზე მეტად იყო სიბნელესა და ურწმუნოებაში ჩაძირული.

და ბოლოს აიათები შეგონებისთვის:

უთხარი: „ეს არის ჩემი გზა. მოვუწოდებ ალლაჰისკენ ცხადი მტკიცებულებით მეც და ჩემი მიმყოლებიც. დიდება ალლაჰს! და მე არა ვარ წარმართთაგანი. (ყურანი 12:108)

და არ ყოფილა ადამიანისთვის, რომ დალაპარაკებოდა მას ალლაჰი, თუ არა ზეშთაგონებით ან საფარველს მიღმა, ან წარმოგზავნის შუამავალს, რომელსაც ზეშთაეგონება მისი ნება, რასაც ის ინებებს. ჭეშმარიტად, იგი უზენაესი, ბრძენია. (ყურანი 42:51)

და ალლაჰმა უკეთ იცის