ერთზე მეტი ცოლის ყოლის უფლება ჩვენ ალლაჰმა მოგვცა. ამის მტკიცებულება არის ყურანიდან. ალლაჰი ამბობს:
ხოლო თუ შიშობთ, რომ სამართლიანი ვერ იქნებით ობოლთა მიმართ, მაშინ ცოლად მოიყვანეთ ის ქალები, რომლებიც მოგეწონებათ - ორი, სამი და ოთხი. მაგრამ თუ შიშობთ, რომ სამართლიანად (ყველასთან ერთნაირად) ვერ მოიქცევით, მაშინ (იქორწინეთ) ერთზე, ანდა იმაზე, ვინც თქვენმა მარჯვენამ მოიპოვა. ეს უფრო ახლოა, რომ ზღვარს არ გადახვიდეთ. (სურა ნისა 4:3)
მაგრამ მუსლიმანს უნდა ესმოდეს, რომ ერთზე მეტ ქალზე დაქორწინება დიდი პასუხისმგებლობა და გამოცდაა. ამის შესახებ სხვა აიათი გვაფრთხილებს:
თქვენ ვერასოდეს შეძლებთ, ერთნაირად სამართლიანად მოექცეთ ყველა ცოლს, თუნდაც რომ ესწრაფოდეთ ამას. თქვენს მთელ წადილს ერთისაკენ ნუ მიმართავთ და სხვებს (ჰაერში) გამოკიდებულთ ნუ მიატოვებთ. ხოლო თუ მშვიდობას დასთესთ და ღმერთის შიში გექნებათ, ალლაჰი შემწყნარებელი, მწყალობელია. (სურა ნისა 4:129)
სწავლულები მივიდნენ ისეთ დასკვნებამდე, რომ რეკომენდებულია კაცმა იქორწინოს ერთ ქალზე. ამის შესახებ კომენტარები და ჰადისები ასევე მიუთითებენ:
ან-ნავავი ამ აიათების კომენტარში წერდა:
ამ აიათის თაფსირში ნათქვამია, რომ თქვენ შეიძლება არ შეცდეთ მათ უფლებებში. აკრძალულია ოთხზე მეტი ცოლის შერთვა და რეკომენდებულია (მუსთაჰაბია) იქორწინოთ ერთ ქალზე. (მაჯმუ შარჰ ალ-მუჰაზაბ 16:144)
მორწმუნე კაცი, რომელსაც გულწრფელად ეშინია ალლაჰის, ხვდება ამ სიტუაციის სიმძიმეს. იმ ქვეყნად კაცს, რომელიც უსამართლო იყო ცოლის მიმართ, მძიმე სასჯელი ექნება.
აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვისაც ორი ცოლი ჰყავს და იხრება მხოლოდ ერთისკენ, განკითხვის დღეს მოვა ისე, რომ ერთი მხარე პარალიზებული ექნება. (აბუ დავუდ 12:2133)
ამიტომაც, ამ არგუმენტებზე დაყრდნობით, სწავლულების უმრავლესობის აზრით, რეკომენდებულია კაცმა იქორწინოს ერთ ქალზე.
იმამ აშ-შაფიმ თქვა: მომწონს მამაკაცი, რომელიც კმაყოფილდება ერთი ცოლით, როცა მისთვის ამაზე მეტიც ნებადართულია, ალლაჰის სიტყვის მიხედვით: "მაგრამ თუ შიშობთ, რომ სამართლიანად (ყველასთან ერთნაირად) ვერ მოიქცევით, მაშინ (იქორწინეთ) ერთზე, (ნისა 4:3)" (ალ-ბაიან ფი მაზჰაბი ალ-იმამ ალ-შაფი 11:189)
იბნ ყუდამა წერდა სურა ნისას მესამე აიათის კომენტარში: უპირატესობა მიენიჭა იმას, რომ არ ვიქორწინოთ ერთზე მეტ ქალზე, როგორც ნახსენებია ალ-მუჯარრადში: ალლაჰი ამბობს: მაგრამ თუ შიშობთ, რომ სამართლიანად (ყველასთან ერთნაირად) ვერ მოიქცევით, მაშინ (იქორწინეთ) ერთზე (ნისა 4:3)
და ასევე იმის გამო, რაც ალლაჰმა თქვა:თქვენ ვერასოდეს შეძლებთ, ერთნაირად სამართლიანად მოექცეთ ყველა ცოლს, თუნდაც რომ ესწრაფოდეთ ამას. (ნისა 4:129)
(ალ-შარჰ ალ-ქაბირ 20:24)
იბნ ქასირმა თქვა: სწავლულების უმრავლესობის აზრით, არ არის რეკომენდებული (მუსთაჰაბი) იქორწინოთ ერთზე მეტ ქალზე.
(ალ-ისნაფ 8:16)
ალ-ბუნუტი წერდა: მუსთაჰაბია არ ვიქორწინოთ ერთზე მეტ ქალზე. (ქაშშაფ ყინა 5:9)
ალ-შირბინი წერდა: სუნნაა - რომ არ იქორწინოთ ერთზე მეტ ქალზე აშკარა საჭიროების გარეშე. (მუღნი ალ-მუჰთაჯ 4:207)
ჯამალ ალ-დინ ალ-რაიმი წერდა მე-14 საუკუნეში: შაფის და სხვასწავლულების შეხედულებით, ნებადართულია ერთმა თავისუფალმა კაცმა იქორწინოს,b ოთხ თავისუფალ ქალზე და არ არის ნებადართული ამაზე მეტი. მაგრამ რეკომენდებულია არ იქორწინოს ერთზე მეტ ქალზე, განსაკუთრებით ჩვენს დროში. (ალ-მა'ანი ალ-ბადია 2:295)
იბნ ყუდამამ თქვა: სწავლულთა ერთსულოვანი აზრით, მრავალცოლიანობა არის სუნნა და არა სავალდებულო. (ალ-მუღნი 9:430)
ალ-მისვარ იბნ მახრამა გადმოსცემს: გავიგონე ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამბობდა ხუთბაზე: უეჭველად, ჰიშამ იბნ ალ-მუღირას შვილებმა ნებართვა მთხოვეს, რომ მათი ქალიშვილები დაქორწინებულიყვნენ ალი იბნ აბუ ტალიბზე. მაგრამ მე არ მივეცი ამის ნება, და ისევ არ მივეცი ამის ნება, და ისევ არ მივეცი ამის ნება, თუ ალი იბნ აბი ტალიბი არ აპირებს ჩემი ქალიშვილისგან გაყრას და მათი
ქალიშვილების ცოლად შერთვას. უეჭველად, ის (ე.ი ფატიმა) ჩემი ნაწილია. მე მწყინს ის, რაც მას აწუხებს, და მე მაზარალებს ის რაც მას აზარალებს. (ბუხარი 4932)
ან-ნავავიმ თქვა: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) აკრძალა ეს ფატიმას ალისადმი კარგი გრძნობის გამო და მეორე მხრივ იმიტომ, რომ მას ეშინოდა მას (ე.ი ფატიმას) არ განეცადა ეჭვიანობის გრძნობა. (შარჰ ნავავი 'ალა საჰიჰ მუსლიმ 2449)
ასევე აუცილებელია ქალიშვილი მივათხოვოთ ღვთისმოშიშ ადამიანს:
ჰასან ალ-ბასრიმ თქვა: დააქორწინეთ თქვენი ქალიშვილები იმათზე, ვისაც ალლაჰის ეშინია. თუ მას შეიყვარებს მაშინ პატივისცემით მოეპყრობა, და თუ შეიძულებს - არ დაჩაგრავს.
(ალ'იალ 122)
ასევე სწავლულებში არის ასეთი შეხედულებაც: როცა მოგყავს ცოლი, ხელშეკრებულებაში ქალს შეუძლია მოითხოვოს, რომ კაცი არ იქორწინებს სხვა ქალზე, და თუ ხელშეკრულება დაარღვია კაცმა, ქალს აქვს ორი არჩევანი: ან მიიღებს კაცის გადაწყვეტილებას, ან გაეყრება.
იბნ ყუდამა წერდა: როდესაც კაცი ქორწინდება ქალზე და კაცი ღებულობს ქალის პირობებს, რომ ის არ წაიყვანს მისი სახლიდან და მისი ქვეყნიდან, მას აქვს უფლება... და როცა კაცი დაქორწინდება მასზე და მიიღებს მის პირობებს, რომ არ იქორწინებს სხვა ქალზე; მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, და თუ კაცი მაინც დაქორწინდება სხვა ქალზე,
მაშინ ქალს უფლება აქვს გაეყაროს ქმარს. (ალ-მუღნი 7:92)
იბნი თაიმიამ თქვა: თუ კაცი დებს პირობას საქორწინო ხელშეკრებულებაში, რომ არ იქორწინებს სხვა ქალზე ცოლის სურვილის საწინააღმდეგოდ, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც მოიყვანს სხვა ცოლს, ამ შემთხვევაში საქმე ქალის ხელშია; თუ ქალს სურს მიიღოს ეს მაშინ მიიღებს, და თუ სურს გაყრა, გაეყრება. ალლაჰმა უკეთ იცის
(მაჯმუ'ულ ფატავა 32:170)
და ალლაჰმა უკეთ იცის