22:55    2025-11-19   



იქნებ, ესეც პასუხია?


ღმერთს ცოდვების პატიება ვთხოვე და მეორე დღეს ავად გავხდი.

მეგონა, რომ ავადმყოფობა უბედურება იყო… სინამდვილეში ეს იყო განწმენდა. ალლაჰმა მითხრა: შენ ცოდვები ჩაიდინე, მაგრამ მე ავად გაგხადე რათა მიხვდე რომ ცოდვებს აღარ დაუბრუნდე.

სარჩო ვთხოვე და სამუშაო დავიწყე.

ალლაჰმა არ მომცა ოქროთი სავსე ქისა.

მომცა შესაძლებლობა, გზა და გამიხსნა კარი. მან მითხრა: მე მოგცემ შენ სარჩოს, ოღონდ გაიარე გზები შენი შრომით და შენი ძალისხმევით, რათა ისწავლო მადლიერება

ცოდნის გაღრმავება ვთხოვე და გამოცდები გამიჭირდა.

ალლაჰმა ამით მითხრა: ცოდნა ძალაა, ძალა კი მარტივი გზით არ მოდის.

სუფთა გული ვთხოვე და ადამიანები ჩამომშორდნენ.

ალლაჰმა მითხრა:

ეს ხალხი აბინძურებდა შენს გულს.

სიმარტივე ვთხოვე და ცხოვრების სირთულეები შემხვდა.

ალლაჰმა მითხრა: ყველაფერი რაც მარტივია, თავიდან ძნელი იყო.

ჭეშმარიტი გზა ვთხოვე და მწარე გამოცდილებები მივიღე.

ალლაჰმა მითხრა: სწორი გზა ია-ვარდებით არ არის მოფენილი.

დაცვა ვთხოვე და შიში დამეუფლა.

ალლაჰმა მითხრა: შიში დაგანახებს, რომ მარტო არ ხარ. როცა გეშინია, შენ მე მომიხმობ და ეს არის ჩემი წყალობა.

სუფთა ურთიერთობა ვთხოვე და ცუდი ადამიანები გამოაშკარავდნენ.

ალლაჰმა მითხრა: ხედავ? ამიტომ გიცავდი. მაგრამ სანამ კარგს მოგცემ, უნდა გაჩვენო, რისგან გიცავ.

წინსვლა ვთხოვე და უკან დამხია.

ალლაჰმა მითხრა: ზოგჯერ უკან დახევა დაცემა არ არის. ეს არის სამზადისი ძლიერი ნახტომისთვის. შენ წინსვლას ითხოვდი; მე კი პირველი ნაბიჯი გასწავლე: თავიდან დაწყება.

_____________________

როცა ყველაფერი რთულად მიდის,  სხვა კუთხით შეხედე და თქვი:

იქნებ ესეც პასუხია?