18:37    2025-11-22   



უმიზეზოდ თვალების დახუჭვა ლოცვის დროს.


სწავლულები ამბობენ, რომ ლოცვის დროს უმიზეზოდ თვალების დახუჭვა მექრუჰია (მოუწონარი).

წიგნის ალ-რავდას ავტორმა თქვა: ეს მექრუჰია რადგან ასე იუდეველები იქცევიან.
(ალ-რავდა ალ-მურაბბა' 1:95)

მანარ ალ-საბილის და ქააფის ავტორებმა იგივე თქვეს, და დაამატეს, რომ ასე ვინც იქცევა მძინარეს უფრო წააგავს.
(მანაარ ალ-საბილ 1:66 ალ-ქააფი 1:285)

ტუფტალ ალ-მულუქის ავტორმა თქვა:მოუწონარია, რადგან ამის გაკეთების საჭიროება არ არის.
(ტუფტალ ალ-მულუქ 1:84)

ალ-ქასანმა თქვა:  ეს მექრუჰია იმიტომ, რომ ეს სუნნეთის საწინააღმდეგოა. სუნნას მიხედვით უნდა ვუყუროთ იმ ადგილს, სადაც სუჯუდის გაკეთებას ვაპირებთ იმიტომ, რომ ყველა ადამიანს აქვს ვალდებულება შეასრულოს თაყვანისცემა თვალების მეშვეობით.  (ბადა'ი ალ-სანაი 1:503)

მარაყი ალ-ფალაყის ავტორმა თქვა: ეს მექრუჰია თუნდაც მას ჰქონდეს რაიმე განზრახვა და დაამატა: თვალების დახუჭვა ზოგ შემთხვევაში (რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ) შეიძლება. 
(მარაყი ალ-ფალაყ 1:343)

ალ-იზზ იბნ აბდ ალ-სალამმა თქვა თვალდახუჭულ ლოცვაზე:
ეს ნებადართულია თუ არსებობს ამის საჭიროება, და თუ ის ეხმარება თაყვანისმცემელს უფრო მეტად მოახდინოს კონცენტრაცია ლოცვაზე. იბნ ალ-ყაიმმა თქვა ზაად ალ-მა'ადში:
თუ ადამიანი უფრო მეტად ახდენს კონცენტრაციას ლოცვაზე გახელილი თვალებით ეს უკეთესია, მაგრამ, თუ კონცენტრაციას უფრო ახდენს, დახუჭული თვალებით, რადგან გახელილი  თვალებით შესაძლოა ყურადღება გადაიტანოს სხვა საგნებზე, როგორიცაა; დეკორაციებზე და მორთულობებზე, ამ შემთხვევაში ეს მექრუჰი საერთოდ
 არ არის და პირიქით - მუსთაჰაბია (მოსაწონი) მისთვის, რომ დახუჭოს  თვალები რითაც მიზანს უახლოვდება (ე.ი ყურადღებით ლოცულობს).
(ზაად ალ-მა'ად 1:283)