მუსლიმანთან შეხვედრის დროს შესასრულებელი სუნნეთები შემდეგია.
1. მისალმება.
აბდულლაჰ იბნ ამრი გადმოსცემს, რომ ერთმა კაცმა ჰკითხა შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას): რომელი საქმეა ისლამში კარგი? მან უპასუხა: დაპურება და მისალმება ყველაზე, ვისაც იცნობ და ვისაც არ იცნობ. (ბუხარი 12)
2. სალამის გაგრძელება
იმრან ბინ ჰუსეინმა გადმოსცა: ერთი კაცი მოვიდა შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) და უთხრა: ას-სალამუ ’ალეიქუმ (მშვიდობა შენდა) და უპასუხა მის სალამს, და ის კაცი დაჯდა. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ათი (მადლი). შემდეგ კიდევ ერთი კაცი მოვიდა და უთხრა: ას-სალამუ ’ალეიქუმ ვარაჰმათულლაჰ. (მშვიდობა შენდა და ალლაჰის წყალობა), მანაც უპასუხა მის სალამს და ის კაცი დაჯდა. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ოცი. კიდე ერთი კაცი მოვიდა უთხრა: ას-სალამუ ’ალეიქუმ ვარაჰმათულლაჰი ვაბარაქათუჰ. (მშვიდობა შენდა ალლაჰის წყალობა და ბარაქა) და ის კაციც დაჯდა. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ოცდაათი. (აბუ დავუდი 5195)
შეხედეთ, რამდენ მადლს კარგავს ადამიანი რომელიც მხოლოდ სალამის ერთ ნაწილს ამბობს. ადამიანმა უნდა თქვას სრული სალამი იმისთვის რომ დაიმსახუროს ოცდაათი მადლი. სუნნას მიხედვით, ყველა კეთილი საქმე ათმაგად ფასდება და თუ ადამიანი იტყვის სრულ სალამს, ეს ოცდაათი მადლი გამრავლდება ათზე და დაიმსახურებს სამას კეთილ საქმეს, ამიტომ დაამატეთ სალამს ვარაჰმათულლაჰ ვა ბარაქათუჰ და მიიღებთ დიდ ჯილდოს. მუსლიმანი, დღის განმავლობაში სალამს ამბობს რამდენჯერმე. სალამს ამბობს როდესაც შედის მესჯიდში, როდესაც ტოვებს მესჯიდს, სახლიდან გასვლის და გამოსვლის დროს და ა.შ. არ დაგავიწყდეთ, რომ ასევე არის სუნნეთიდან, რომ ვინც გადაწყვეტს წასვლას, მან უნდა თქვას სრული სალამი
აბუ ჰურაირა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: როცა რომელიმე თქვენგანი მიდის შეკრებაზე, უნდა მიესალმოს და თუ წასვლის სურვილი აქვს მიესალმოს, რადგან პირველი არ არის მეორეზე მეტად ვალდებული. (აბუ დავუდი 5208)
გადმოსცემს აბუჯურრა ალ-ჰუჯაიმი: მე მივედი შუამავალთან ﷺ და ვუთხარი: შენზე იყოს სალამი ალლაჰის შუამავალო. ალლაჰის შუამავალმა მითხრა: არ თქვა შენზე იყოს სალამი, რადგან ასე მკვდრებს ესალმებიან. (აბუ დავუდ 5208)
3. ღიმილი
აბუ ზარი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: უმნიშვნელოდ არ ჩათვალოთ არცერთი სიკეთე, თუნდაც შენს ძმაზე მომღიმარი სახით შეხვედრა. (მუსლიმი 2626)
4. ხელის ჩამორთმევა
ალ-ბარა ბინ 'აზიბი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: როდესაც ორი მუსლიმანი შეხვდება ერთმანეთს, ჩამოართმევენ ხელს, განადიდებენ ალლაჰს და შესთხოვენ მას პატიებას, მათ ეპატიებათ. (აბუ დავუდი 5211)
ალ-ბარა ბინ 'აზიბი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: არ არსებობს ორი მუსლიმი, რომლებიც შეხვდებიან ერთმანეთს და ხელს ჩამოართმევენ, რომ ცოდვები არ ეპატიოთ.
(აბუ დავუდი 5211)
იმამ ან-ნავავიმ თქვა: ხელის ჩამორთმევა სასურველია ყველა შეხვედრის დროს.
5. კეთილი სიტყვის თქმა
ალლაჰის სიტყვა:
და უთხარი ჩემს მსახურებს, თქვან ის, რაც კარგია. ჭეშმარიტად, ეშმაკი განხეთქილებას თესავს მათ შორის და ჭეშმარიტად, ეშმაკი ადამიანის აშკარა მტერია! (ისრა 17:53)
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: კეთილი სიტყვა მოწყალებაა (ბუხარი 2989)
ქალიმათუ ტტაიბა (კეთილი სიტყვა) მოიცავს ალლაჰის ხსენებას, ვედრებას, სალამს და ვინმეს შექებას მისი კარგი თვისებების და კეთილშობილური ხასიათის გამო, კარგი მანერებისა და მოქმედებებისთვის, ისე რომ არ მოხდეს ეს მისი თანდასწრებით. კეთილ სიტყვას აქვს ძლიერი გავლენა ადამიანზე - მას მოაქვს ადამიანის სულში სიმშვიდე და მისი გული მშვიდდება. გიფიქრია იმაზე, რომ შენი ცხოვრება დილიდან საღამომდე აავსო კეთილი სიტყვებით მეუღლის, შვილების, მეზობლების, მეგობრების, თანამშრომლებისა და მათ მიმართ ვისთანაც საქმე გაქვს რამხელა გავლენას მოახდენს შენზე და მათზე?