14:33    2025-12-28   



ახალი წლის ტრადიცია


აჭარაში ახალი წელი ტრადიციულად ნაკლებად არის დაკავშირებული თოვლის ბაბუსთან, სანტა კლაუსთან და მსგავს სიმბოლოებთან. აქ ხალხი უფრო ყურადღებას ამახვილებს საჭმლის მომზადებაზე, ოჯახურ შეკრებაზე და იმ განწყობის შექმნაზე, რასაც თავად ხალხი ადგენს დღესასწაულად. 

ბევრ ოჯახში ნაძვის ხის ნაცვლად ჩიჩილაქს რთავენ, როგორც ძველ ქართულ ტრადიციას.

თუმცა, როდესაც საკითხს ისლამის კუთხით შევხედავთ, ახალი წლის აღნიშვნა სწორად არ ითვლება.

ისლამში დღესასწაულები მკაფიოდ არის განსაზღვრული და მუსლიმისთვის ნებადართული დღესასწაულებია მხოლოდ ორი: იდ ალ-ფიტრი და იდ ალ-ადჰა - ყურბან ბაირამი და რამადან ბაირამი.

სხვა დღესასწაულების რელიგიურ სიმბოლოებად ქცევა ან მათთან იდენტიფიცირება არ შეესაბამება ისლამის სწავლებას.

ახალი წელი არ არის ისლამური ტრადიციის ნაწილი და მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება, როგორც დღესასწაულის, ნელ-ნელა უცხო წეს-ჩვეულებების მიღებას ნიშნავს. 

ისლამი კი მოუწოდებს მორწმუნეს, შეინარჩუნოს თავისი იდენტობა და არ გააიგივოს საკუთარი თავი სხვა რელიგიური კულტურების რიტუალებთან.

თუმცა ეს არ ნიშნავს, ამ დღეებში დასვენების დღეების არ გამოყენების და ოჯახთან დროის გატარების, სიკეთის გაკეთების ან მადლიერების გამოხატვის აკრძალვას - ეს ყველაფერი ისლამში ყოველთვის მისაღებია. მაგრამ დროის კონკრეტული მონაკვეთის „დღესასწაულად“ გამოცხადება და მისთვის რელიგიური ან განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება, ისლამური თვალსაზრისით, სწორი არ არის.