16:31    2026-01-17   



ხმამაღლა კითხვა როცა მარტო ლოცულობ


კითხვა:

ხმამაღლა კითხვა დაშვებულია როცა მარტო ვლოცულობთ?

პასუხი:

ქება-დიდება ალლაჰს სამყაროთა ღმერთს, სალამი და ლოცვა ალლაჰის შუამავალს, მის ოჯახს და ყველა მის მიმყოლს.

ლოცვაში ხმამაღლა კითხვა იმამისთვის სუნნეთია, და არ არის დაშვებული მათ იკითხონ ხმამაღლა, ვინც იმამის უკან ლოცულობს და ეს არის სწავლულების ერთსულოვანი აზრი, ეს იმიტომ, რომ ვინც იმამის უკან ლოცულობს მათთვის სავალდებულოა ყურადღებით მოუსმინინ იმამს და მათთვის წაიკითხონ ფათიჰას სურა.

იმამ აჰმადისგან მოთხრობილია, რომ თუ ადამიანი მარტო ლოცულობს, მას აქვს არჩევანი. ალ-ათრამმა გადმოსცა: მე ვუთხარი აბუ აბდულლაჰს: ერთმა კაცმა გამოტოვა ერთი რაქაათი მაღრიბის ლოცვის დროს ან იშას ლოცვა იმამთან ერთად, და მერე დადგა ლოცვაზე, ხმამაღლა უნდა წაიკითხოს? მან უთხრა:
როგორც უნდა ისე წაიკითხოს (ალ-მუღნი 1:333)

ლოცვაში ხმამაღლა კითხვა სავალდებულო არ არის, თუმცა სასურველია. თუ ვინმე წაიკითხავს ჩუმად რომელშიც დაწესებულია ხმამაღლა წაკითხვა, მისი ლოცვა არ დაირღვევა, რადგან შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: 'ვინც არ წაიკითხა ლოცვაში უმმულ ყურანი (ე.ი ფათიჰა სურა) მისი ლოცვა არასწორია'
და მას არ დაუკონკრეტებია წაკითხვა ხმამაღლა უნდა მოხდეს თუ ჩუმად. ასე რომ თუ ადამიანი კითხულობს იმას, რაც მას მოეთხოვება და ამას გააკეთებს ჩუმად თუ ხმამაღლა, მაშინ მან შეასრულა ის, რაც მას ევალებოდა.

სასურველია ხმამაღლა წაიკითხოთ ლოცვებში როგორიცაა ფაჯრისა და ჯუმის ლოცვა. თუ ადამიანი ლოცვის დროს განზრახ არ კითხულობს ხმამაღლა, მაშინ მისი ლოცვა მართებულია, თუმცა ნაკლოვანი. თუ ადამიანი დამოუკიდებლად/მარტო ლოცულობს, მაშინ მას აქვს არჩევანი ხმამაღლა კითხვასა და ჩუმად წაკითხვას შორის. ასე რომ მან უნდა გადაწყვიტოს, რომელი უფრო შეესამება მის მდგომარეობას.  (მაჯმულ ალ-ფატავა 13:73-74)

თუ ლოცულობ დამოუკიდებლად, კითხულობ ლოცვას ჩუმად და ვინმე შემოგიერთდა, მან უნდა განიშნოს მხარზე ხელის დადებით და ამ დროს შენ უკვე იმამი ხდები და საჭიროა ხმამაღლა წაიკითხო. ხმამაღლა ლოცვები ეხება ფაჯრის, მაღრიბის და ღიშას ლოცვებს და ესენია საბაჰნამაზი, აქშამნამაზი და იასი ნამაზები.

იგივე ხდება თარავის ლოცვებშიც. თარავის ლოცვებში დაშვებულია ყურანი დაიჭირო ხელში და იკითხო, და სეჯდის და რუქუ'ის წინ ჩამოდებ შემაღლებულ ადგილზე. ლოცვამდე უნდა მოაწყო ისე, რომ ყურანი შემოდო.

ალ-ბუხარის მიერ გადმოცემულია: არაფერი არ შავდება თუ წაიკითხავ პირდაპირ ყურანიდან თარავის ლოცვებში.  (მუ'ალლაყ 1:235)

ან-ნავავიმ ამბობდა: თუ იმამი თარავის ლოცვის დროს კითხულობს პირდაპირ ყურანიდან, ეს ლოცვას არ არღვევს.  (მაჯმუ 4:27)

იმამ მალიქმა თქვა: 'არაფერი შავდება მაშინ, როცა იმამი უძღვება ლოცვას და კითხულობს პირდაპირ ყურანიდან თარავისა და ნაფილე ნამაზების დროს.'

იბნ ალ-ყასიმმა დაამატა: თუმცა ყურანის ხელში დაჭერა და კითხვა მოუწონარი  სავალდებულო ლოცვების დროს, რადგანაც სავალდებულო და ჯუმის ლოცვებში ზეპირად უნდა მოხდეს წაკითხვა.   (ალ-მუდავვანა 1:224)

და რატომ არ ხდება ზუჰრის და 'ასრის ლოცვებზე ხმამაღლა კითხვა?

ამაზე პასუხები არის ჰადისებში.

1. ჯუბაირ იბნ მუტ'იმი გადმოსცემს:  გავიგონე ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) კითხულობდა "ატ-ტურს" (52) მაღრიბის ლოცვაში.
(ბუხარი 765)

ეს ჰადისი იმაზე მიუთითებს, რომ მაღრიბის ლოცვაში ხმამაღლა კითხულობდა.

2. ალ ბარა გადმოსცემს: გავიგონე ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) კითხულობდა სურას ‘ვა თთინი ვა ზზაითუნ (95-ე სურა) ‘იშას ლოცვაში, და მე არასოდეს მსმენია მასზე უკეთესი ხმა ან კითხვა.  (ბუხარი 7547)

ეს ჰადისიც მიუთითებს, რომ იშას ლოცვაშიც ხმამაღლა კითხულობდა.

3. იბნ აბბასისგან გადმოცემულია ჯინების მოსვლისა და მოსმენის შესახებ როცა მოისმინეს ყურანი, რომელშიც ნათქვამია, რომ შუამავალი უძღვებოდა მის საჰაბეებს ლოცვაში და როცა მათ (ჯინებმა) გაიგონეს ყურანის კითხვა და ყურადღებით უსმენდნენ.  (მუსლიმი 449)

ჰადისში წერია რომ შუამავალი მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მის საჰაბეებს ფაჯრის (საბაჰნამაზის) ლოცვაში უძღვებოდა. ეს ჰადისიც მიუთითებს, რომ ფაჯრსაც ხმამაღლა კითხულობდა.

4. მაღმარი გადმოსცემს:  ჩვენ ვკითხეთ ხაბბაბს: კითხულობდა თუ არა ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ყურანს ზუჰრის და 'ასრის ლოცვებში? მან გვითხრა:
'კითხულობდა.'  და ჩვენ ვკითხეთ: 'როგორ გაიგეთ ამის შესახებ?' მან გვითხრა:  'მისი წვერის მოძრაობით'   (ბუხარი 746)

ეს ჰადისი კი მიუთითებს, რომ ზუჰრს და 'ასრს ჩუმად კითხულობდა.


და ალლაჰმა უკეთ იცის