ახალგაზრდა თაყვანისმცემელი, რომელიც ეთაყვანება ღმერთს
კითხვა:
მე ახალგაზრდა კაცი ვარ და სიამოვნებას მანიჭებს ღმერთისადმი თაყვანისცემა, განსაკუთრებით მარხვის პერიოდში. ვიღაცამ მითხრა, რომ ვინც ღმერთს ეთაყვანება შაიტნები და ჯინები ცდილობენ მის შეჩერებასო, ეს მართალია? კიდევ ერთი მაინტერესებს, ახალგაზრდობაში ვინც ეთაყვანება ღმერთს მისთვის ეს ოქროსავით ძვირფასიაო და მოხარული ვიქნები თუ უფრო მეტს მეტყვით ამის შესახებ.
პასუხი:
დიდება ალლაჰს.
პირველი:
ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ როცა გვესმის ახალგაზრდებისგან ამგვარი კარგი მაგალითის შესახებ, მაშინ როცა სხვა ახალგაზრდები ცდილობენ გართობასა და თამაშში ჩაეფლონ და დროს ატარებენ ისეთ რამეებში რომელსაც არანაირი სარგებელი არ მოაქვს. ძალიან მოხარულები ვართ, როცა, ახალგაზრდას უყვარს თაყვანისცემა, ცოდნის ძიება და სხვაზე გადაცემა და ცდილობს ისწავლოს ყურანი და სუნნა. ჩვენ კი გლოცავთ შორიდან, რომ ალლაჰმა კიდევ უფრო გაგაძლიეროს მისი რელიგიის დაცვაში და გაგხადოს სასიხარული შენი მშობლებისთვის.
უნდა გაითვალისწინო; როდესაც შაიტანი ხედავს ადამიანს, რომელიც თავისი ღმერთისკენ მიბრუნდება, იგი ცდილობს მის შეჩერებას. შაიტანმა დაიფიცა, რომ შეასრულებს იმ ბოროტ მისიას -- რომ შეაცდინოს ადამიანი, მაგრამ ალლაჰი გვეუბნება, რომ შაიტანს არ აქვს ძალა ღმერთის გულწრფელ მსახურებზე.
ალლაჰმა გვაცნობა ყურანში:
(შაიტანმა) უთხრა: „ღმერთო ჩემო! იმის გამო, რომ მაცდუნე, შევალამაზებ მათთვის დედამიწას და ვაცდუნებ ერთიანად. / გარდა შენი გულწრფელი მსახურებისა. / უთხრა (ალლაჰმა): ეს არის ჩემკენ მომართული ჭეშმარიტი გზა. / ჩემს მსახურებზე არ შეგწევს ძალა, იმათ გარდა, ვინც გამოგყვება.
(სურა ჰიჯრი 15:39-42)
უნდა აღინიშნოს, რომ შაიტანს ადამიანებზე მოწოდების და ცდომილებისკენ მითითების მეტი არაფერი არ შეუძლია. მას არ აქვს ძალა ხალხს გააკეთებინოს ის, რაც მას სურს. ასე რომ ბრალი მხოლოდ მას ეკისრება ვინც მას პასუხობს.
ალლაჰმა გვაცნობა ყურანში თუ როგორ იკამათებენ ეშმაკი და ადამიანი განკითხვის დღეს:
და იტყვის შაიტანი, როცა საქმე გადაწყდება: „უეჭველად, ალლაჰმა აღგითქვათ თქვენ ჭეშმარიტი აღთქმა. მეც დაგპირდით, მაგრამ პირობა დავარღვიე. თქვენზე დაძალება არ შემეძლო, მე მხოლოდ მოგიწოდეთ, თქვენ კი შეისმინეთ. მე ნუ გამკიცხავთ. გაკიცხეთ თქვენი თავი. და მე არა ვარ თქვენი მშველელი, და თქვენც არა ხარ ჩემი მშველელი. მე ვუარყოფ იმას, თქვენ რომ უწინ ალლაჰის თანაზიარად მადგენდით. ჭეშმარიტად, უსამართლოებისთვისაა მტანჯველი სასჯელი.
(იბრაჰიმ 14:22)
ალლაჰისადმი თაყვანისცემა და მორჩილება აფერხებს შაიტანის ხრიკებს და ვასვასას (ჩურჩულს), ხოლო ალლაჰის გახსენება (ე.ი ზიქრი) არის ძლიერი ციხესიმაგრე რომელშიც შედიან ღმერთის მხსენებელი ხალხი და დაცულნი არიან ღმერთის ნებით.
გადმოცემულია ანას ბინ მალიქისგან, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: როდესაც კაცი დატოვებს სახლს და იტყვის:
بِسْمِ اللَّهِ ، تَوَكَّلْتُ عَلَى اللَّهِ ، لا حَوْلَ وَلا قُوَّةَ إِلا بِاللَّهِ
(ბისმილლაჰ, თავაქქალთუ 'ალა ლლაჰ, ველა ჰავლა ვალა ყუვვათა ილლა ბილლაჰ) ალლაჰის სახელით, მას მივენდე, და არ არსებობს ძალა და სიმტკიცე ალლაჰის გარდა. მას ეტყვიან: 'შენ სწორ გზაზე ხარ, ზრუნავენ შენზე და გიცავენ' და შაიტნები განშორდებიან მას. და ერთი შაიტანი ეტყვის მეორეს: 'რა შეიძლება გაუკეთო კაცს, რომელიც სწორ გზაზეა, ზრუნავენ მასზე და იცავენ?' (თირმიზი 3423, აბუ დავუდ 5095)
შაიტანს არ აქვს ძალა გულზე, რომელსაც ახსოვს ღმერთი, ან სხეულზე, რომელიც ემორჩილება და ეთაყვანება ალლაჰს და ერიდება ცოდვებს. მორჩილებისა და თაყვანისცემის შუქი წვავს შაიტნებს.
იბნ ალ-ყაიმმა თქვა: თაყვანსიცემა და მორჩილება ანათებს გულს, აძლიერებს და მტკიცეს ხდის მას, სანამ არ გახდება ისეთი ნათელი სარკესავით რომელიც ანათებს. როდესაც შაიტანი უახლოვდება ასეთ გულს, მას ატყდება მისი სინათლე. შაიტანი ასეთი გულისგან ისე გარბის როგორც მგელი ლომისგან. (ალ-ჯავაბ ალ-ქაფი გვ 64)
იბნი თაიმიამ თქვა: იბლისი ყაჩაღის მსგავსია; როდესაც ადამიანთაგან ვინმე ცდილობს გაესწრაფოს ალლაჰისკენ, ის ცდილობს ხელში ჩაიგდოს ისინი.
(მაჯმუ'ულ ფატავა 2:608)
მეორე:
ახალგაზრდობაში ღმერთის თაყვანისცემა იმის ნიშანია, რომ ადამიანი კარგია და ბოროტება მისგან შორსაა. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გვაცნობა კაცზე, რომელიც აღიზარდა ალლაჰისადმი თაყვანისცემაში და თქვა, რომ ალლაჰი შეიფარებს თავის ჩრდილში აღდგომის დღეს, როცა სხვა ჩრდილი არ იქნება მისი ჩდრდილის გარდა.
აბუ ჰურაირა გადმოგვცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: "შვიდ ადამიანს დაიფარავს ალლაჰი მისი ჩრდილის ქვეშ, მაშინ, როცა არ იქნება სხვა ჩრდილი, მისი ჩრდილის გარდა. (ესენია): ... ახალგაზრდა, რომელიც აღიზარდა ალლაჰის თაყვანისცემაში... (ბუხარი 660)
ვინც ახალგაზრდობაში თავის იკავებს ცოდვებისგან, ალლაჰი დაიცავს მას, როცა დაბერდება.
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უთხრა იბნ აბბასს:
احْفَظْ اللَّهَ يَحْفَظْكَ'
შეინახე ალლაჰი და ის შეგინახავს შენ (დაემორჩილე და დაგიცავს)' (თირმიზი 2516)
იბნ რაჯაბ ალ-ჰანბალიმ თქვა: ვინც იქნება ალლაჰის მორჩილი მაშინ, როცა ახალგაზრდა და ძლიერია, ალლაჰი იზრუნებს მასზე, როცა დაბერდება და დასუსტდება, მას უწყალობებს კარგ სმენას, თვალთახედვას, ძალას და გონებას. ერთმა სწავლულმა იცოცხლა ას წელზე მეტ ხანს და კარგი ძალითა და მსჯელობითაც გამოირჩეოდა, ერთ დღეს სხარტად წამოხტა, ხალხს გაუკვირდა და იქ მსხდომმა ხალხმა ამის მიზეზი ჰკითხა. მან უთხრა: 'ჩემი ფიზიკური შესაძლებლობები ცოდვებში არ გავლიე როცა ახალგაზრდა ვიყავი და ალლაჰმა შემომინახა ძალა სიბერისთვის' ერთმა სალაფმა დაინახა მოხუცი, რომელიც მათხოვრობდა ქუჩაშ და ასე თქვა: 'ეს არის სუსტი კაცი, რომელიც ზურგს აქცევდა ალლაჰს როცა ახალგაზრდა იყო, ამიტომ ალლაჰმაც მიატოვა ის.' (ჯამი' ულუმ ვალ-ჰიქამ 1:186)
ერთ-ერთ ცნობილი ჰადისში გადმოცემულია შემდეგი:
იბნ მას'უდი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: განკითხვის დღეს ადამის შვილი ვერ გაინძრევა, ვიდრე არ უპასუხებს ხუთ შეკითხვაზე: როგორ გაატარა ცხოვრება, და როგორ გაატარა მისი ახალგაზრდობა, სად მოიპოვა სიმდიდრე და სად გახარჯა, და რაში გამოიყენა მისი ცოდნა. (თირმიზი 2416)
ასე რომ, დახარჯეთ ძალა ღმერთის მორჩილებაში, ცოდნის ძიებაში და სხვაზე გადაცემაში და სთხოვეთ მას მეტი სიკეთე და ნუ მისცემ სხვებს იმის უფლებას ჩამოგაშორონ სწორ გზას. უფრთხილდით შაიტნებს, რომლებიც არიან ადამიანთაგან და ჯინთაგან. ჩვენ კი ვთხოვთ ალლაჰს რომ მოგვცეს უნარი ვახსენოთ ხშირად მისი სახელი და დაგვეხმაროს მის მორჩილებაში. ამინ!
და ალლაჰმა უკეთ იცის