17:32    2026-01-18   



ღმერთთან სიახლოვე


ადამიანი რომელიც არა გარეგნულად არამედ ნამდვილად ცდილობს ღმერთთან დაახლოებას, ის იწმინდება სიბილწისაგან. ღმერთი წმინდაა. შესაბამისად ღმერთის მადლის მოხვეჭა მასთან სიახლოვით არის შესაძლებელი.
ადამიანი ეშმაკს ამარცხებს ღმერთთან სიახლოვით, ლოცვით და ღვთისმსახურებით. ყოველი ადამიანი უნდა თუ არა მას, ეშმაკის დასამარცხებლად ღმერთთან უნდა იყოს, მიუხედავად განსაცდელებისა, უსამართლობისა, შეურაცჰხყოფისა, უსიყვარულობისა ახლობლებისგან თუ სხვებისგან, და ყველაფერი რაც მოითხოვს ეშმაკთან და მის მიმყოლებთან ბრძოლას, თუ მოითმენ სწორად, ღმერთის მადლიერი იქნები ყველაფრისთვის, გული იწმინდება იმ ვნებებისგან რაც ყოველ ადამიანს აქვს.

ალლაჰის მოციქულის უახლოესმა მიმდევრებმა შესძლეს ეს, ისინი იყვნენ ახლოს ღმერთთან. რწმენაში განმტკიცებას ასეთი ადამიანი ღვთის ნებით და მადლით აკეთებს. როგორ არ უნდა აღიარო ღმერთის მოქმედება ადამიანებზე, ცალკე აღებულ ადამიანს რა შეუძლია, ისეთი უსუსურები და საცოდავები ვართ ამ სამყაროში, არაფერი არ ვართ, მაგრამ ღმერთის დახმარებით ბევრი რამ შეგვიძლია. საქმე ისაა, რომ გული მთლიანად ღმერთს უნდა ეკუთვნებოდეს, არაფერ ამქვეყნიურზე არ იყოს მიწებებული, ამისკენ უნდა ვისწრაფოდეთ.
იწმინდება იმ ადამიანის გული, რომელმაც დაინახა საკუთარი შეცდომები რომელიც ღმერთისგან აშორებს, ცუდი მიდრეკილებები, გაუკეთურებული გულისთქმები, ეს ყველა ადამიანშია. ადამიანი რომელიც შინაგანი სულიერი ცხოვრებით არ ცხოვრობს, ხვდება რომ მასში რწმენა არ არის, სიბნელე და სიცარიელეა, ან ბოროტება, და სინანულის გზით ისწრაფვის ღმერთისკენ, იხვეჭს ღმერთის მადლს. ისლამი არის ღმერთთან მარადიული მყოფობა, მასთან სიახლოვე, მუდმივი სწრაფვა ალლაჰისკენ, მუდმივი განვითარება, ღმერთის მოწოდებული ცხოვრებით ცხოვრება, არაფერი გარეგნული, გარეგანი ვერასოდეს გააბედნიერებს ადამიანს, ადამიანმა მთელი სამყარო რომც მოიპოვოს მაინც ვერ აღივსება მისი სული, მუდამ ექნება დაუკმაყოფილებლობის, უკმარისობის, ბედნიერების ვერ მოპოვების განცდა, იმიტომ, რომ ამისთვის არ ვართ გაჩენილები.

ადამიანის სულს მხოლოდ ღმერთი აღავსებს თავისი მადლით, ბედნიერება ხომ შინაგანი მდგომარეობაა. გარეგანი დროებით აღფრთოვანებაში გვამყოფებს და მერე გვწყინდება, ახალს ვეძებთ, იმ ახალსაც მოვიპოვებთ, მერე ისევ ახალი და ასე დაუსრულებლად, ვერ ვძღებით. იწმინდება თუ არა ადამიანი ვნებებისგან, ამას მისი მდგომარეობა ადასტურებს, როცა ის ღმერთთან ახლოსაა, სადაც უნდა გაბრაზდეს იქ არ ბრაზდება და ითმენს იქ, სადაც სხვა არ მოითმენდა... ეს ყველაფერი იწყება აქვე და მარადისობაში გრძელდება, ღმერთის განგებულების გარეშე არაფერი ხდება. სუფთაა ის ვინც ღმერთთან კავშირს აღადგენს, გულისხმიერად ლოცულობს, გონიერი ლოცვა ეწოდება ამას, ეს უნდა განიცადო, ამას ვერავინ აგიხსნის სიტყვებით.
ღმერთი არის სრული სიწმინდე, ღმერთთან სიახლოვითაა შესაძლებელი სრული სიყვარული, სრული ბედნიერება, სრული სიკეთე, ყველაფერი, და ამაზე მეტი, და მაქ აქვს ენით აღუწერელი მისი სიდიადე. ალლაჰის მადლთან ზიარებული ადამიანი არის განწმენდილი ალლაჰის მიერ. საქმე ჩვენი გულის მდგომარეობაა, რა გულით აკეთებ, ეს რომ დაინახო შენში დაფიქრებაა საჭირო, რა გულისთმები გაქვს. ჩვენი ლოცვა რაში სჭირდება ყოვლისშემძლე ღმერთს? ჩვენთვის ვაკეთებთ ამას, რომ ღმერთი ახსოვდეს გულს, მასთან ლოცვით კავშირი გვქონდეს, ეს რთულია, მაგრამ არა იმათთვის ვინც ითმენს. გონება და გული ერთად მოაქციო და გონება არ გაგეფანტოს, ეს მთელი ცხოვრების წესია. ღმერთი ბრძანებს: 

და ახსენე შენი ღმერთის სახელი და ისწრაფე მისკენ მთელი მისწრაფებით. (მუზემმილ 73:8)

ეს ნიშნავს რომ ხშირად ახსენო ღმერთის სახელი და იყო მის მიმართ გულითადი და დაუთმე დრო თაყვანისცემას (იბნ ქასირი)