16:44    2026-01-19   



როგორ ხდება ისლამის მიღება?


 


ისლამის მიღება ხდება შემდეგი ფორმულის წარმოთქმით: აშჰადუ ანლა ილაჰა ილლა ლლაჰ, ვა აშჰადუ ანნა მუჰამმად რასულულლაჰ.

მნიშვნელობა:

ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღირსეული სათაყვანო ერთი ღმერთის გარდა, და ვამოწმებ, რომ მუჰამმადი მისი შუამავალია.

ისლამის მიღებას თან ახლავს სინანული. სინანულში იგულისხმება წარსულში ჩადენილი ყველა ის საქმე, რომელიც გაშორებდა ღმერთს. ამის შესახებ ყურანში ვკითხულობთ:

თუ მოინანიეს, ლოცვად დადგნენ და ზექათი გასცეს, თქვენი ძმები არიან რჯულში და ჩვენ განვუმარტავთ აიათებს იმ ხალხს, რომელმაც იცის (თავბა 9:11)

ნამდვილი მონანიება არის როცა მოინანიებ შენს ცოდვებს და ჩადენილი ცოდვის მიმართ იგრძნობ მიუღებლობას და არ გექნება სურვილი ისევ ჩაიდინო. როდესაც ქრისტიანი,  იუდეველი ან სხვა რჯულის მიმდევარი მიიღებს ისლამს, მას უნდა დაევალოს ღუსლით (ღუსლი არის მთელი სხეულის განბანვა) განბანვა. ამის მტკიცებულება არის ჰადისში:

ყაის ბინ ასიმმა გადმოსცა, რომ მან მიიღო ისლამი და შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უბრძანა მას ღუსლი წყლით და სიდრით. (თირმიზი 605)

როგორ ხდება ღუსლით განბანვა?

1. გულში განიზრახეთ ჯუნუბობიდან (სქესობრივი გამონადენის შედმგომი უწმინდურობა, ციკლი ან მშობიარობის შემდგომი სისხლდენა (ე.ი ნიფას)) გასუფთავება.

და რა უნდა ქნას მან ვისაც ჯერ არასდროს არ ჰქონია სქესობრივი კავშირი?

ჯუნუბობა არ არის დამოკიდებული მხოლოდ სქესობრივ კავშირზე

ისლამში ღუსლი (სრული დაბანა) სავალდებულოა მაშინ, როცა არსებობს მიზეზი, და არა იმიტომ, რომ ადამიანი ერთხელ მაინც ყოფილა სქესობრივ კავშირში. გოგონების შემთხვევაში სავალდებულოა ღუსლი მენსტრუალური გამონადენის შემდგომ. ბიჭების შემთხვევაშიც სავალდებულოა რადგან განიწმინდოს სხეული.

2. დაიბანეთ მთელი სხეული წყლით ერთხელ, დარწმუნდით, რომ წყალი აღწევს თმის ძირებამდე და იმ ადგილებს, სადაც ადვილად ვერ აღწევს, როგორიცაა მკლავები და მუხლის უკანა ნაწილი, ასევე გამოივლეთ პირში წყალი და ასევე ცხვირი.

იბნ უსეიმინმა თქვა: ღუსლის მტკიცებულებასთან დაკავშირებით არის ალლაჰის სიტყვები:

და თუ იქნებით ჯუნუბი(ინტიმური კავშირის შემდეგ), განიბანეთ. (მაიდე 5:6)

ალლაჰს ამის მეტი არაფერი უხსენებია. თუ ადამიანმა ერთხელ დაიბანა მთელი სხეული, მაშინ მან უკვე განიწმინდა თავი. (შარჰ ალ-მუმტი 1:423)
და ალლაჰმა უკეთ იცის