20:41    2026-01-30   



აზნის/ეზნის ხუთი სუნნეთი


ისლამში აზანის სუნნეთის ხუთი გზა არსებობს.

1. როცა ადამიანი გაიგონებს აზანს მან უნდა გაიმეოროს ის სიტყვები, რომელსაც მუაზინი ამბობს, გარდა სიტყვებისა: ჰაია ’ალა სსალაჰ ჰაია ’ალალ ფალაჰ’ — მოდით ლოცვაზე, მოდით გადარჩენაზე. ამ სიტყვების ადგილზე უნდა ითქვას სიტყვები: ლა ჰავლა ვალა ყუვვათა ილლა ბილლაჰ (არ არსებობს სიმტკიცე და ძლიერება გარდა ალლაჰისა)

აბუ საიდ ალ ხუდრი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: როდესაც გაიგონებთ აზანს, გაიმეორეთ რასაც მუაზინი ამბობს. (ბუხარი 611)

 

იაჰია გადმოსცემს: ჩემმა რამდენიმე თანმხლებმა მითხრა, რომ ჰიშამი ამბობდა: როცა მუაზინმა თქვა: ჰაია 'ალასსალაჰ (მოდით სალოცავად). მუავიამ თქვა: ლა ჰავლა ვალა ყუვვათა ილლა ბილლაჰ (არ არსებობს ძალა და სიმტკიცე გარდა ალლაჰისა) და დაამატა - ჩვენ გავიგონეთ, რომ შენმა შუამავალმაც იგივე თქვა. (ბუხარი 613)

2. სა’დ იბნ აბი ვაყყასი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: როცა გაიგონებთ აზანს, თქვით:

 

أَشْهَدُ أَنْ لاَ إِلَهَ إِلاَّ اللَّهُ وَحْدَهُ لاَ شَرِيكَ لَهُ وَأَنَّ مُحَمَّدًا عَبْدُهُ وَرَسُولُهُ رَضِيتُ بِاللَّهِ رَبًّا وَبِمُحَمَّدٍ رَسُولاً وَبِالإِسْلاَمِ دِينًا

ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღირსეული სათაყვანებელი გარდა ალლაჰისა, არ ჰგავს მას თანაზიარი, და ვამოწმებ, რომ მუჰამმადი არის მისი მსახური და შუამავალი. კმაყოფილი ვარ ალლაჰით, ჩემი ღმერთით, მუჰამმადით ჩემი შუამავლით და ისლამით ჩემი რელიგიით.“ და მას ეპატიება მისი ცოდვები.

(მუსლიმი 386)

3. აზანის შემდეგ გაუგზავნეთ სალამი შუამავალს.

აბდულლაჰ ბინ ამრი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: როდესაც გაიგონებთ მუაზინის მოწოდებაა, გაიმეორეთ რასაც ამბობს, შემდეგ გამომიგზავნეთ სალამი, რადგან ყველა, ვინც მე გამომიგზავნის სალამს, მიიღებს ალლაჰის წყალობას, და სთხოვეთ ალლაჰს ვასილა ჩემთვის, რომელიც სამოთხის უმაღლესი წერტილია და ის მხოლოდ ალლაჰის ერთ მსახურს ერგება და იმედი მაქვს, რომ ის მე ვიქნები. ვინც ჩემთვის შეევედრება ვასილას, ის მიიღებს ჩემს შუამდგომლობას. (მუსლიმი 384)

გადმოცემულია აბდუ რრაჰმან ბინ აბი ლაილასგან: ქა’ბ ბინ ’უჯრა შემხვდა და მითხრა: გინდა გაჩუქო რაღაც რაც შუამავლისგან მივიღე? აბდურრაჰმანმა უთხრა: კი, მაჩუქე. ჩვენ ვკითხეთ ალლაჰის შუამავალს: ალლაჰის შუამავალო, როგორ გამოვგზავნოთ დალოცვა შენზე, და შენო ოჯახის წევრებზე, რადგან ალლაჰმა გვასწავლა თუ როგორ გამოგვეგზავნა შენზე სალამი. მან გვითხრა:

اللَّهُمَّ صَلِّ عَلَى مُحَمَّدٍ، وَعَلَى آلِ مُحَمَّدٍ، كَمَا صَلَّيْتَ عَلَى إِبْرَاهِيمَ وَعَلَى آلِ إِبْرَاهِيمَ، إِنَّكَ حَمِيدٌ مَجِيدٌ، اللَّهُمَّ بَارِكْ عَلَى مُحَمَّدٍ، وَعَلَى آلِ مُحَمَّدٍ، كَمَا بَارَكْتَ عَلَى إِبْرَاهِيمَ، وَعَلَى آلِ إِبْرَاهِيمَ، إِنَّكَ حَمِيدٌ مَجِيدٌ

 

ღმერთო დალოცე მუჰამმადი და მისი ოჯახი, როგორც დალოცე იბრაჰიმი და მისი ოჯახი, ჭეშმარიტად, შენ ხარ ყველაზე აღმატებული. ღმერთო წყალობა მიეცი მუჰამმადს და მის ოჯახს, როგორც უწყალობე იბრაჰიმი და მისი ოჯახი. ჭეშმარიტად, შენ ხარ ყველაზე აღმატებული. (ბუხარი 3370)

4. აზანის შემდეგ.

ჯაბირ ბინ აბდულლაჰი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვინც აზანის შემდეგ იტყვის:

 

اللَّهُمَّ رَبَّ هَذِهِ الدَّعْوَةِ التَّامَّةِ وَالصَّلاَةِ الْقَائِمَةِ آتِ مُحَمَّدًا الْوَسِيلَةَ وَالْفَضِيلَةَ وَابْعَثْهُ مَقَامًا مَحْمُودًا الَّذِي وَعَدْتَهُ،

ო, ალლაჰ! ღმერთო ჩემო! ამ უნაკლო მოწოდების (თავჰიდის მოწოდების) და შესასრულებელი ნამაზის ღმერთო. მუჰამმედს სიკეთე უწყალობე, აამაღლე იმ ქებულ „მაყამი მაჰმუდ“-ის საფეხურზე, რომელიც შენ აღუთქვი მას [ჭეშმარიტად, შენ დადებულ აღთქმას არ შეცვლი.’ მაშინ, აღდგომის დღეს ჩემი შუამდგომლობა მისთვის ნებადართული გახდება. (ბუხარი 614)

5. და ბოლოს, თხოვნა საკუთარი თავისთვის.

აბდულლაჰ ბინ ამრ იბნ ალ-ასი გადმოსცემს: ერთმა კაცმა თქვა: ალლაჰის შუამავალო (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მუეზინები ჩვენზე უკეთესები არიან. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უთხრა:

قُلْ كَمَا يَقُولُونَ فَإِذَا انْتَهَيْتَ فَسَلْ تُعْطَهْ ‏

თქვით ისე, როგორც ისინი ამბობენ, და როდესაც დასრულდება, მიმართეთ თხოვნას და მოგეცემათ. (აბუ დავუდი 524)

და ალლაჰმა უკეთ იცის