ჩვენ ამ ქვეყნად ვასრულებთ საქმეებს, ზოგი ჩვენი საქმე ალლაჰს უყვარს და ზოგი არ უყვარს. ჩავდივართ ცოდვებს და ჩავდივართ კარგ საქმეებსაც, კარგი საქმეები ჩვენი მხრიდან უყვარს მაშინ როცა ვასრულებთ გულწრფელად მხოლოდ მისი კმაყოფილებისთვის და არა სხვის დასანახად. ჩვენი საქმეები და სიტყვები ანგელოზების მიერ იწერება, ერთი ასობგერაც რომ თქვა ანგელოზები წერენ მასაც. განკითხვის დღეს ადამიანი მის მიერ გაკეთებულ ყველა საქმეს საკუთარი თვალით ნახავს. ადამიანო! ყველა შენი უსამართლობა, ცოდვა თუ მადლი ყველაფერს დაინახავ. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:
და ყოველ ადამიანს ჩამოვკიდეთ ყელზე მისი ჩიტი და განკითხვის დღეს წარვუდგენთ წიგნს, რომელიც დახვდება გადაშლილი! წაიკითხე შენი წიგნი! დღეს ანგარიშგებად შენს წინააღმდეგ საკმარისია შენი სული! (ისრა 17:13-14)
იგი ასევე ამბობს:
და ის, ვინც იოტისოდენა სიკეთე მაინც ჰქმნა, იხილავს იმას (ჯილდოს მიიღებს)! და ისიც, ვინც იოტისოდენა ავი ჰქმნა, იხილავს იმას (სამაგიერო მიეზღვება)!
(ზილზალ 99:7-8)
ერთი მისხალი სიკეთე თუ ბოროტება შენთვის ცნობილი გახდება რომელიც გაგიკეთებია, ისეთებიც კი რომლებიც შენ აღარ გახსოვს.
იმ დღეს გააცოცხლებს ალლაჰი ყველას და იგი ამცნობს მათ იმას, რასაც აკეთებდნენ. აღნუსხა იგი ალლაჰმა, რაც აღარ ახსოვთ, რამეთუ ალლაჰმა იცის ყველაფერი. (მუჯადილე 58:6)
ყველაფერს რასაც დაინახავ გაგახსენდება შენი ცოდვები, შენი უსამართლობა და შენი უსარგებლოდ დროის გატარება. ალლაჰის სიტყვა:
დაიდება წიგნი და ნახავ შენ ცოდვილებს შეშინებულთ იმისგან, რაც მასშია, და იტყვიან: ვაი ჩვენ, ეს რა წიგნია, არაფერია გამოტოვებული, არც მცირე, არც დიდი, ყველაფერი აღნუსხულია. და ნახავენ იმას, რაც გააკეთეს დადებულს მათ წინაშე და არავის მოექცევა შენი ღმერთი უსამართლოდ. (ქაჰფ 18:49)
ღმერთი არავის მოექცევა უსამართლოდ, რაც გააკეთე იმის მიხედვით მოგიზღავს, რაც დაიმსახურე იმას მოგცემს. სიკეთეს გააკეთებ სიკეთეს მოგცემს, ცოდვა ჩაიდინე სასჯელს მოგცემს ან თუ ისურვებს გაპატიებს. სწორედ ამიტომაც თქვა ალლაჰმა - "დღეს ანგარიშგებად შენს წინააღმდეგ საკმარისია შენი სული!" მაგრამ ადამიანები დაიწყებენ განკითხვის დღეს თავის მართლებას, რომ არ გაუკეთებიათ ესა და ეს საქმე, ცოდვა და უსამართლობა. მაგრამ მათი ორგანოები მის წინააღმდეგ იტყვიან იმას, რასაც აკეთებდა იგი დედამიწაზე.
იმ დღეს მათი ენა, ხელები და ფეხები მათ წინააღმდეგ დაამოწმებენ იმას, რასაც ისინი აკეთებდნენ! (ნურ 24:24)
ეს მოკლე შეგონება ღმერთმა თუ ინება სასარგებლო იქნება ყველასთვის ვისაც მისწვდება და დაიწყებს ისეთ ცხოვრებას რომლითაც ღმერთი იქნება კმაყოფილი.
მა'მარმა თქვა: ალ ჰასანი კითხულობდა: ისედაც, ორი ანგელოზი მარჯვნივ და მარცხნივ მის ყველა ქმედებას იწერენ. (ყაფ 50:17) და მან თქვა: "ო ადამის შვილო, შენი წიგნი იქნება შენთვის გადაშლილი, და ორი კეთილშობილი ანგელოზი იქნება, რომლებსაც დაევალა შენი თანხლება, ერთი შენს მარჯვნივ და ერთიც მარცხნივ. მარჯვნივ ვინც არის წერს შენს კეთილ საქმეებს, და მარცხნივ ვინც არის წერს შენს ცუდ საქმეებს. ასე რომ გააკეთე რაც გინდა, დიდი თუ პატარა ვიდრე მოკვდები, შემდეგ დაკეცავენ შენს წიგნს და შეგახვევენ შენ და შენს მხრებს საფლავში. შემდეგ როცა შენ გამოხვალ გარეთ განკითხვის დღეს, შენ ნახავ წიგნს გადაშლილს, და წაგაკითხებენ შენს წიგნს... (იბნ ქასირ)
ძვირფასო მუსლიმებო! ჩვენი საქმეებით მივცეთ საშუალება მარჯვნივ მყოფ ანგელოზს წეროს კეთილი საქმეები რომელიც განკითხვის დღეს იქნება ჩვენთვის სასარგებლო.
იბნ აბბასი გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალისგან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას), რომ ალლაჰმა თქვა: უეჭველად ალლაჰმა დაწერა კარგი და ცუდი და შემდეგ გაასუფთავა, რომ ვინც განიზრახავს კარგს მაგრამ არ გააკეთებს, ალლაჰი ჩაუწერს ერთ სიკეთედ, მაგრამ თუ მან განიზრახა და გააკეთა ის, უზენაესი ალლაჰი ჩაუწერს მას შვიდას სიკეთედ. მაგრამ თუკი მან განიზრახა ცუდი, მაგრამ არ შეასრულა ალლაჰი დაუწერს მას ერთ ცუდ საქმედ. თუ განიზრახა ცუდი და გააკეთა, ალლაჰი მას დაუწერს ერთ ცუდ საქმედ. (მუსლიმ 131)
აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: უზენაესი ალლაჰი ეუბნება ანგელოზებს: როდესაც ჩემი მსახური განიზრახავს ცუდი საქმის შესრულებას, არც ჩაიწეროთ მის საწინააღმდეგოდ, მაგრამ თუ შეასრულებს ჩაწერე ის ერთ ცუდ საქმედ. და როცა განიზრახავს შეასრულოს კარგი საქმე მაგრამ არ გააკეთებს, ჩაწერეთ ერთ კეთილ საქმედ, მაგრამ თუ შეასრულა, ჩაწერეთ ათ სიკეთედ. (მუსლიმ 128)
"ათ-თაჰვიის" შარხის ავტორმა იბნ აბუ ალ იზამმა თქვა: "ვამტკიცებ ზემოთ მოყვანილი ტექსტებით, რომ ანგელოზები იწერენ როგორც სიტყვებს და საქმეებს, ასევე ნიათსაც."
(წყარო: "შარჰ ათ-თაჰავია" 1/390)
და ალლაჰმა უკეთ იცის