18:06    2026-02-26   



კამათი სოციალურ ქსელში


Facebook 𝐈𝐧𝐬𝐭𝐚𝐠𝐫𝐚𝐦

სოციალურ ქსელში ისეთ თემებზე შეხება რაც დაპირისპირების და არეულობის მიზეზი შეიძლება გახდეს არ უნდა ილაპარაკო რადგან ეს ქმნის განსხვავებას და დაბნეულობას.

ამის მაგალითისთვის შემდეგი შეგონება გამოდგება

აბუ ჰურაირა გადმოსცემს: მე ალლაჰის შუამავლისგან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ორი სახის ცოდნა დავიმახსოვრე. რაც შეეხება პირველს, ის გავავრცელე ხალხში, მეორე რომ გავავრცელო ყელს მომჭრიან (ე.ი მომკლავენ). (ბუხარი 120)

გადმოსცემს იეზიდ იბნ ალ-ასამი: აბუ ჰურაირას უთხრეს: 'ბევრი მოგვიყევი, ბევრი მოგვიყევი'. აბუ ჰურაირამ უთხრა: 'ყველაფერი რომ ვთქვა რაც შუამავლისგან გავიგონე, ქვებს და მიწის გუნდებს დამიშენდით და ჩემთან ერთად აღარ დაჯდებოდით. (აჰმადის მუსნად 16/563)

სწავლულთა ნაწილის განმარტებით აბუ ჰურაირა კისრის მოჭრაში გულისხმობდა იმას რომ უსამართლო მმართველები თავს მოჰკვეთდნენ თუ გაიგებდნენ რომ მათ ქმედებებს აკრიტიკებდა და მათ საქმეს არასწორად მიიჩნევდა. ნაწილის განმარტებით, ის გულისხმობდა ისეთ ჰადისებს რომლებიც დაკავშირებული იყო უკანასკნელი საათის ცნობებთანმ ცვლილებებთან და ბოლო დღეებში მოსალოდნელ ბრძოლებთან, და ისინი ვინც არ იყო ასეთ ჰადისებს მიჩვეულები, ამ ცნობებს შეეწინააღმდეგებოდნენ და არ მიიღებდნენ. (წყარო: ფათჰულ ბარი 1/216)

ამ საიტზე წიგნების კატეგორიაში მაქვს დამატებული წიგნი 'სალაფების ზნეობიდან' რომლის 30-ე თავში წერია:

'ზოგიერთმა ადამიანმა სთხოვა სუფიან იბნ უიანას რომ მათთან დამჯდარიყო ლექციის წასაკითხად, მაგრამ მან უარი თქვა და უთხრა მათ: „მე არ ვარ იმ მდგომარეობაში, რომ თქვენ ცოდნა გადმოგცეთ, და თქვენც არ ხართ იმ დონეზე, რომ ეს ცოდნა სწორად გაიგოთ. ჩემი და თქვენი მდგომარეობა ჰგავს იმ სიტყვას: „გამოაჩინეთ ერთმანეთის ყველა ნაკლი, შემდეგ კი ერთად შეეცადეთ დამალოთ ისინი!'

სუფიან იბნ უიანა ამით თავმდაბლობას გამოხატავდა. იგი გრძნობდა, რომ თვითონაც არასაკმარისია და მსმენელიც არასაკმარისად მომზადებული. ამიტომ თვლიდა, რომ ცოდნის მაგივრად ერთმანეთის შეცდომების დაფარვაზე და სულის გამოსწორებაზე ყოფილიყვნენ ფოკუსირებულნი.  (ციტატის დასასრული)

'წარმოიდგინეთ კაცი დგას ბნელი გვირაბის წინ. ერთმა თქვა: „გამომყევი, ორმოში არ ჩავარდე.“ მეორე: „გამომყევი, არაფერს შეეჯახო.“ მესამე: „გამომყევი, რომ არ მოგიტაცონ.“ თუმცა მოდის მეოთხე და ის არ მოითხოვს მიყოლას, ის უბრალოდ აწვდის ფანარს.'

სწორედ ამიტომ, ხალხს ტვინი კი არ უნდა ავურიოთ, სინათლეზე უნდა მოვუწოდოთ და სინათლე არის ცოდნა - რომ გადაშალონ და თვითონ გაიკვლიონ გზა ბნელ გვირაბში.