19:45    2026-02-28   



როგორ ილოცება ვითრი?



კითხვა:
როგორ ილოცება ვითრი?

პასუხი:
ყველა ქება-დიდება ერთადერთ ღმერთს ეკუთვნის. ვითრი არის თაყვანისცემას შორის დიდებული საქმე, რითაც ვუახლოვდებით ალლაჰს.  ზოგიერთი სწავლული ჰანაფი მაზჰაბიდან - თვლის, რომ ეს სავალდებულო ლოცვაა, მაგრამ სწორი შეხედულება იქნება თუ ვიტყვით, რომ ეს სუნნეთია (სუნნა მუ'აქადა), რომელსაც მუსლიმი რეგულარუად ასრულებს და არ უგულებელყოფს.

იმამ აჰმადი ამბობდა:
 من ترك الوتر فهو رجل سوء لا ينبغي أن تقبل له شهادة 
ვინც უგულებელყოფს ვითრს ცუდი კაცია, რომლის მოწმობაც არ მიიღება.

ვითრის ლოცვისას უნდა შესრულდეს ზოგიერთი წესი:

მისი დრო:  ის იწყება მაშინ, როცა შესრულდება 'იშას (იასის) ლოცვა, და გრძელდება ფაჯრამდე. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ალლაჰმა დაადგინა თქვენთვის ვითრის ლოცვა. ალლაჰმა დაადგინა ეს თქვენთვის 'იშასა და ფაჯრის ლოცვას შორის. (თირმიზი 425)

უკეთესია თავის დროზე ვილოცოთ თუ დავაყოვნოთ?

სუნნაში ვსწავლობთ, რომ თუ ადამიანი ფიქრობს, რომ გაიღვიძებს ღამით, მაშინ უკეთესია დააყოვნოს, იმიტომ, რომ ლოცვა ღამის მიწურულს უკეთესია და ეს მოწმეობაა. მაგრამ ვისაც ეშინია, რომ ვერ გაიღვიძებს ღამით, მაშინ უკეთესია ილოცოს დაძინებამდე.

ჯაბირი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვისაც ეშინია, რომ ვერ გაიღვიძებს ღამის მიწურულს, მაშინ მან ილოცოს ღამის დასაწყისში, მაგრამ ვინც ფიქრობს, რომ შეუძლია ღამით გაღვიძება მაშინ მან ილოცოს ღამის მიწურულს, რადგან ლოცვა ღამის მიწირულს მოწმეობაა. (მუსლიმი 755)

რაქაათების / მუხლების რაოდენობა:

ვითრის რაქაათების რაოდენობა არის მინიმუმ ერთი რაქაათი.

შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:  ვითრი არის ერთი რაქაათი ღამის მიწურულს. (მუსლიმი 752)

ვითრის სამ რაქათიანი ლოცვა შესაძლებელია შესრულდეს ორი ფორმით, და ორივე ფორმა სუნნაში გადმოცემულია:

1. ლოცვა სრულდება ერთმანეთის მიყოლებით ერთი თაშაჰუდით, რადგან ჰადისში, რომელსაც აიშა გადმოსცემს ნათქვამია:

ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას)  არ მიუცია სალამი ვითრის პირველ ორ რაქაათზე. სხვა გადმოცემის მიხედვით კი: მან (შუამავალმა) ილოცა ვითრი სამი რაქაათი და  არ დამჯდარა (თაშაჰუდზე) ბოლო რაქაათის გარდა არცერთზე. (ბაიჰაყი 3:31 ალ-ნავავი 2:31)

2. სალამის მიცემა მეორე რაქაათის შემდეგ,

იბნ უმარისგან გადმოცემულია, რომ შუამავალი ჰყოფდა ორ რაქაათს ერთი რაქაათისგან თასლიმით (სალამის მიცემით), და დაამატა:  შუამავალი ასე აკეთებდა.
(იბნ ჰიბბან 2435, ფათჰულ ბარი 2:482, ამ ჰადისის ისნადი ძლიერია)

ესეიგი მეორე მუხლზე აძლევდა სალამს და შემდეგ ერთს კენტად ლოცულობდა.

მაგრამ თუ ლოცულობ ხუთ ან შვიდ რაქაათს, მაშინ ის უწყვეტი უნდა იყოს, და მხოლოდ ერთი თაშაჰუდი უნდა წაიკითხო ბოლო რაქაათზე (მუხლზე) და მისცე სალამი.

აიშა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ლოცულობდა ცამეტ რაქაათს ღამით, და ლოცულობდა ვითზრე ხუთ რაქაათს,  და ის არ დამჯდარა (თაშაჰუდზე) ბოლო რაქაათის გარდა არცერთზე.  (მუსლიმი 737)

თუ ლოცულობ ვითრზე ცხრა მუხლს, უნდა გააგრძელო და წაიკითხო თაშაჰუდი მერვე მუხლზე, შემდეგ წამოდგე და მეცხრე მუხლზე უნდა წაიკითხო თაშაჰუდი და შემდეგ მისცე სალამი.

აიშა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ცხრა რაქაათი ვითრი ილოცა, რომელშიც არ დამჯდარა არცერთ რაქაათზე გარდა მერვისა, როცა ახსენა ალლაჰი, განადიდა და მოუხმო, მაგრამ არ მიუცია სალამი, შემდეგ ადგა, ილოცა მეცხრე რაქაათი, დაჯდა, ახსენა ალლაჰი, განადიდა იგი და მოუხმო მას, და ამის შემდეგ მისცა სალამი რაც გავიგონეთ. (მუსლიმი 746)

თუ ლოცულობ თორმეტ რაქაათს, მაშინ თაშაჰუდზე უნდა დაჯდე ყოველ მეორე რაქაათზე, და ილოცო ერთი რაქაათი ბოლოს.

საუკეთესო გზა ვითრის ლოცვისას არის ორი რაქაათი და სალამის მისცემა, შემდეგ ერთი რაქაათის ლოცვა კენტად და სალამის მიცემა. ასევე შეიძლება ერთი სალამის მიცემით ილოცო სამი რაქაათი როგორც ზემოთ აღვნიშნეთ.

ვითრის ლოცვის დროს შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) კითხულობდა:

ზაქარია იბნ აბი ზა'იდა გადმოსცემს აბუ იშაყისგან, საიდ იბნ ჯუბაირისგან, რომ იბნ აბბასმა თქვა: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ილოცა ვითრის სამი რაქაათი. პირველზე წაიკითხა, "ადიდე სახელი შენი ღმერთისა, უზენაესისა!" (სურა 87) მეორეზე, უთხარი: ჰეი, ურწმუნოებო! (სურა 109), მესამეზე,   თქვი: იგია, ალლაჰი ერთადერთი!(სურა 112)   (ნასაი 20:1702)

უკეთესია თუ მხოლოდ ერთი მიმართულებით არ წავალთ და პერიოდულად სხვადასხვა სუნნეთებს შევასრულებთ ვითრის ლოცვისას როგორც ზემოთ მოყვანილ ჰადისებშია, თუ ასე მოვიქცევით, ასე ყველა სუნნეთის შესრულება გამოგვივა.

ვითრი არ უნდა ჰგავდეს მაღრიბის ლოცვას/იგივე აქშამნამაზი.

ალლაჰის შუამავალმა ﷺ თქვა: 'არ ილოცოთ ვითრი სამი მუხლი იმგვარად, რომ იგი მაღრიბის ლოცვას დაემსგავსოს.'  (ჰაქიმი 1304; ბაიჰაყი 3/31)

ეს ჰადისი გულისხმობს, რომ ვითრის ლოცვა არ უნდა შესრულდეს ისე, რომ ფორმით დაემსგავსოს მაღრიბის სავალდებულო ლოცვას.

მაღრიბი არის 3 რაქათი: 2 მუხლის შემდეგ თაშაჰუდზე ჯდომა, შემდეგ მე-3 რაქაათი და ისევ თაშაჰუდი.

ჰადისი გვაფრთხილებს, რომ ვითრი არ შესრულდეს ზუსტად ამავე სტრუქტურით (ანუ 2+1, შუაში ჯდომით), რადგან:  მაღრიბი სავალდებულოა, ვითრი კი ნაფილე/ვაჯიბია (მაზჰაბის მიხედვით)   და მათ შორის განსხვავება უნდა იყოს.

ჰადისი არ კრძალავს სამ მუხლად ლოცვას.  ის კრძალავს ვითრის მაღრიბის მსგავს ფორმაში შესრულებას.

წარმატებას მხოლოდ ალლაჰის შეწევნით მივაღწევთ. ქება-დიდება ალლაჰს სამყაროთა ღმერთს.