მორწმუნის ღირსება და ამპარტავნების საფრთხე
ისლამში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ზნეობრივი თვისება არის თავმდაბლობა. ეს არის თვისება, რომელიც ამაღლებს ადამიანს ალლაჰის წინაშე და ადამიანებს შორისაც პატივს ანიჭებს. ხოლო ამპარტავნება, სიამაყე და ამაოება ის თვისებებია, რომლებიც ადამიანს დაღუპვისკენ მიაქანებს.
ყურანში ალლაჰი თავის მსახურებს აღწერს სწორედ თავმდაბლობით:
„...მოწყალის მსახურნი ისინი არიან, რომელნიც მოკრძალებულად დადიან ქვეყანაზე და როცა უმეცარი შემოხვდებათ ეუბნებიან: „სალამი! (ფურყან 25:63)
ასევე ამბობს:
და ნუ ივლი ქვეყანაზე ამაყად, შენ ვერ გახვრეტ დედამიწას და ვერ აწვდები მთებს სიმაღლით!“ (ისრა 17:37)
მოციქული მუჰამმადი ﷺ მუდმივად აფრთხილებდა ადამიანებს ამპარტავნებისგან და მოუწოდებდა მათ თავმდაბლობისკენ, რადგან ამ თვისებით მორწმუნე ამაღლდება როგორც ამქვეყნად, ისე საიქიოში. ქვემოთ მოყვანილი სიტყვები და ჰადისები სწორედ ამას გვახსენებს.
ალ-მუნზირმა თქვა: თავმდაბლობის წახალისება, ამპარტავნობაზე გულის აცრუება, ამაოება და სიამაყე. (ალ-თარღიბ ვალ თარჰიბ 3:557)
იადა იბნ ჰიმარი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: უეჭველად, ალლაჰმა ზემომივლინა, რომ თქვენ უნდა იყოთ თავმდაბლები ერთმანეთის მიმართ, და არ უნდა იყოთ უსამართლო ერთმანეთის მიმართ და არ უნდა დაიკვეხნოთ. (მუსლიმი 2865)
აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მოწყალება არასოდეს შეამცირებს ქონებას, ვინც მიუტევებს სხვას, ალლაჰი აამაღლებს თავის ღირსებას, და ვინც იქნება თავმდაბალი ალლაჰის კმაყოფილებისთვის, ალლაჰი აამაღლებს მას. (მუსლიმი 2588)
სავბანი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვინც მოკვდება მაშინ, როცა იქნება ამ სამი რამისგან თავისუფალი შევა სამოთხეში: ამპრატავნებისგან, ნადავლის მოტაცებისგან და ვალისგან. (თირმიზი 1572)
ტარიყ იბნ შიჰაბი გადმოსცემს: უმარ იბნ ალ-ხატტაბმა თქვა: ჩვენ ერთ დროს დამცირებული ხალხი ვიყავით და ალლაჰმა აგვამაღლა ისლამით. თუ ჩვენ სხვა რამეში მოვძებნით ღირსებას იმის გარდა რითაც ალლაჰმა აგვამაღლა, მაშინ ალლაჰი დაგვამცირებს. (ალ-მუსთადრაქ 214)
ადამიანი უნდა ერიდოს სიამაყეს და ამპარტავნებას, რადგან თავი არ ჩაიგდოს უდიდეს საფრთხეში.
იბნ აბბასი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ყოვლისშემძლე ალლაჰი ამბობს: სიამაყე ჩემი მოსასხამია. ვინც გაბედავს ჩემი მოსასხამის აღებას, მას ცეცხლში მოვისვრი. (იბნ მაჯა 4175)
ფადალა იბნ უბაიდი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: არ იკითხოთ სამი ადამიანის შესახებ: კაცის, რომელიც ილტვის უზენაესი ალლაჰის მოსასხამისთვის, რადგან ალლაჰის სამოსელი არის მისი სიდიადე და მისი მოსასხამი მისი სიძლიერე. კაცის, რომელსაც ეჭვი ეპარება ალლაჰის საქმეში, და კაცის შესახებ, რომელიც სასოწარკვეთილია ალლაჰის მოწყალების მიმართ. (მუსნად აჰმად 23452)
ალ-მუნავიმ ამ ჰადისის კომენტარში თქვა:არ იკითხოს სამი ადამიანის შესახებ - ნიშნავს, რომ ისინი განადგურდნენ. (ფაიდ ალ-ყადირ 3521)
ჰარისა იბნ ვაჰბი გადმოსცემს: გავიგონე შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამბობდა: გინდათ გითხრათ სამოთხის ხალხზე? ისინი არიან ყველა ღარიბი, თავმდაბალი ადამიანები, და თუ ის დაიფიცებს ალლაჰზე, რომ გააკეთებს რამეს, ალლაჰი შეასრულებს მას. ჯოჯოხეთის ხალხი არიან ყველა ძლიერი, ულმობელი, ქედმაღალი ადამიანები.
(ბუხარი 6657)
სხვა გადმოცემაში ნათქვამია, რომ შუამავალმა თქვა: სამოთხეში ვერ შევა ის, ვისაც სასტიკი გული აქვს. (აბუ დავუდ 4801)
ანას იბნ მალიქი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: თქვენ ცოდვებს სჩადიხართ და მე თქვენს გამო ამაზე უარესის მეშინია, ეს არის: ამაოება. (შუაიბ ალ-იმან 6765)
ალ-მუნავიმ გაუკეთა ამ ჰადისს კომენტარი: ეს იმიტომ, რომ ცოდვილი გაიაზრებს თავის შეცდომას და პატიებას იმედოვნებს. ამაო ადამიანი მოტყუებულია თავისი საქმეებით და ამიტომ მათგან მონანიება ნაკლებად სავარაუდოა. ისინი არიან ისეთები, რომლებზედაც ალლაჰმა გვამცნო:
რომელთა მცდელობაც ამაო იქნა ამქვეყნიურ ცხოვრებაში, თუმცა კი თვითონ მიიჩნევენ, რომ კარგ საქმეს აკეთებენ. (ქაჰფ 18:104) (ფაიდალ ყადირ 7488)
ამ ყველა ჰადისისა და ყურანის მუხლის საერთო აზრი ერთია:
ადამიანის ნამდვილი ღირსება არ არის სიმდიდრეში, ძალაში, სტატუსში ან სახელში. ნამდვილი ღირსება არის თაყვა, ღვთისმოშიშობა და თავმდაბლობა.
ამპარტავანი ადამიანი საკუთარ თავს დიდად ხედავს და სხვებს ამცირებს. სწორედ ამიტომ ამპარტავნება ადამიანს აშორებს სიმართლეს, მონანიებას და საბოლოოდ დაღუპვამდე მიდის.
მორწმუნემ უნდა იცოდეს, რომ ყველაფერი, რაც მას აქვს - ძალა, ცოდნა, სიმდიდრე, სილამაზე, ყველაფერი ალლაჰის ნაბოძებია. თუ ადამიანი ამ ყველაფრით ამაყობს და სხვებს ზემოდან უყურებს, მას ავიწყდება, რომ ერთი წამითაც კი ვერ გააკონტროლებს საკუთარ სიცოცხლეს.
ამიტომაც სალაფები ამბობდნენ:
ვისაც სურს ამაღლება იმქვეყნად, მან უნდა აირჩიოს თავმდაბლობა ამქვეყნად.
და ბოლოს, მორწმუნემ უნდა ილოცოს, რომ ალლაჰმა დაიცვას იგი ამპარტავნებისგან, რადგან ეს არის ცოდვა, რომელიც ხშირად შეუმჩნევლად შედის გულში
და ალლაჰმა უკეთ იცის