მეუღლეზე ყვირილი.
ქება-დიდება ერთადერთ ღმერთს, სალამი და ლოცვა ალლაჰის შუამავალს.
📚ისლამში, მეუღლეებს შორის ურთიერთობა ისეა დაწესებული, რომ დამყარდეს მათ შორის სიყვარული და გამყარდეს ცოლ-ქმრული კავშირი.
თითოეულმა ადამიანმა თავი უნდა შეიკავოს მეორე ადამიანზე ხმის აწევას და სხვაზე ისე მოექცევას, როგორი მოქცევაც მის მიმართ არ მოეწონება.
უზენაესი ალლაჰი ყურანში ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში მოქცევას ასე გვასწავლის: "მოეპყარით მათ სიკეთით" (სურა ნისა 4:19)
ქმარმა არ უნდა აიმაღლოს ხმა ცოლზე ალლაჰის სიტყვის თანახმად: ქალებს აქვთ იგივე უფლებები, რა უფლებებიც მათზე (ქმრებს) აქვთ კანონის ფარგლებში.
ოღონდ ქმრები მათზე მაღლა არიან ერთი საფეხურით. ჭეშმარიტად, ალლაჰი ძლევამოსილი, ბრძენია. (ბაქარა 2:228) ქმარმა ისე უნდა მოაგვაროს საკითხი, როგორც უკეთესია, რათა კონფლიქტი უფრო არ გაამწვავოს.
(ფატავა ალ-ლაჯნაჰ ალ-დაიმადან, 19/247)
ცოლი/ქმარი არის შენთვის უახლოესი ადამიანი. მეუღლესთან ილაპარაკებ ნებისმიერ თემაზე, როცა ნებისმიერ თემაზე ვერ ილაპარაკებ საკუთარ დედ-მამასთან, ძმასთან, დასთან და ა.შ. ნერვული სისტემა ყველა ადამიანს აქვს და ყველა ვბრაზდებით მაგრამ არ გვაქვს უფლება ავყვეთ ბრაზსს. ბრაზმა შეიზლება გამოიწვიოს სხვისი და საკუთარი თავის დაზიანება, ნივთების მტვრევა და სხვა მრავალი.
ბრაზზე აყოლა არ არის მორწმუნის მახასიათებელი. სუნნაში მოცემულია სხვადასხვა ინსტრუქციები როგორ უნდა გაკონტროლდეს ბრაზი. მაგ: ალლაჰის შუაამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: 'ვინც გაბრაზდება მაშინ როცა დგას, მაშინ დაჯდეს და ბრაზი დატოვებს მას, სხვა შემთხვევაში დაწვეს. (აბუ დავუდ 4782) მორწმუნემ უნდა შეეცადოს თავი ხელში აიყვანოს და მოითმინოს. თუ შენი მეუღლის საქციელით გაბრაზდი, ნუ უყვირებ მას, მითუმეტეს სახალხოდ. აბუ დარდამ თავის ცოლს, უმმ დარდას უთხრა: თუკი გაბრაზებული ვიქნები, შეეცადე გამახარო(დამამშვიდო) და თუ შენ იქნები გაბრაზებული, მე შევეცდები გაგახარო. ასე თუ არ მოვიქცევი, მალე გავეყრებით ერთმანეთს. (რავდათულ ალ-'უყალა 41)
2. ბავშვზე ხშირი ყვირილი თუ ფიზიკური დასჯა, ამცირებს შენს ავტორიტეტეს. შეიხ ფაისალ ალ-ჰაშიდიმ თქვა:
الضرب غير المبرح للطفل عند الحاجة جائز، لكن اجعله الوسيلة الأخيرة في العقاب؛ حتى لا يفقد الضرب مفعوليته والمربي هيبته؛ لأن تعود الطفل على الضرب عند كل خطأ لن يصبح له تأثيرًا، ولن تفلح معه بقية الوسائل كالهجر، والحرمان والزجر والعبوس، وغيرها من العقوبات النفسية '
ბავშვის ფიზიკურად დასჯა დასაშვებია საჭიროების შემთხვევაში, თუმცა ეს უნდა იქნას გამოყენებული როგორც უკიდურესი საშუალება. გადაჭარბებული ფიზიკური დასჯა ამცირებს (ბავშვის აღზრდის) ეფექტურობას და ძირს უთხრის აღმზრდელის ავტორიტეტს. თუ ბავშვი მიეჩვევა ყოველი შეცდომისთვის დარტყმას, მასზე სხვა მეთოდები გავლენას დაკარგავს როგორებიცაა; იზოლაცია, ჩამორთმევა, საყვედური, წარბების შეკვრა და სხვა ფსიქოლოგიური საშუალებები