12:48    2025-05-14   



მშვიდობის სამყოფელი


მშვიდობის სამყოფელი

وَٱللَّهُ يَدْعُوٓا۟ إِلَىٰ دَارِ ٱلسَّلَـٰمِ وَيَهْدِى مَن يَشَآءُ إِلَىٰ صِرَ‌طٍۢ مُّسْتَقِيمٍۢ

და ალლაჰი უხმობს მშვიდობის სამკვიდროში და ჭეშმარიტ გზაზე დაადგენს იმას, ვისაც ინებებს. (სურა იუნუს 10:25)

وَٱللَّهُ يَدْعُوٓا۟ إِلَىٰ دَارِ ٱلسَّلَـٰمِ -

და ალლაჰი უხმობს მშვიდობის სამკვიდროში როდესაც ალლაჰმა ახსენა, რომ ამქვეყნიური ცხოვრება მალე გაივლის, მან მოუწოდა ხალხს სამოთხისკენ და მოუწოდა მათ ეძიათ იგი. ალლაჰმა სამოთხეს უწოდა მშვიდობის სამყოფელი. ეს არის ადგილი, სადაც არ არის უბედურებები და მწუხარებები.

وَٱللَّهُ يَدْعُوٓا۟ إِلَىٰ دَارِ ٱلسَّلَـٰمِ وَيَهْدِى مَن يَشَآءُ إِلَىٰ صِرَ‌طٍۢ مُّسْتَقِيمٍۢ

და ალლაჰი უხმობს მშვიდობის სამკვიდროში და ჭეშმარიტ გზაზე დაადგენს იმას, ვისაც ინებებს. (სურა იუნუს 10:25)

ჯაბირ ბინ აბდულლაჰ ალ-ანსარი გადმოსცემს: ერთ დღეს ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გამოვიდა გარეთ და გვითხრა: 'როცა მეძინა, სიზმარში ვნახე ჯიბრილი იყო ჩემს თავთან და მიქაილი იყო ჩემს ფეხებთან . ერთ-ერთმა თქვა: 'მიეცი მას მაგალითი' და მან თქვა: მოისმინე, რათა ყურებმა გაიგოს, მოისმინე, რომ გულმა გაიგოს. შენი და შენი უმმეთის იგავი არის მეფის შესახებ, რომელიც იპყრობს მიწას, და შემდეგ ის აშენებს სახლს მასში. შემდეგ მასში დგამს სუფრას და გზავნის მაცნეს, რომ მოიწვიოს ხალხი საჭმელად. მათ შორის არიან ისეთები, ვინც პასუხობს მაცნის მოწვევას და მათ შორის არიან ისეთები, ვინც ტოვებს მას (ე.ი არ ღებულობს). 'ალლაჰი არის მეფე და მიწა ისლამია, სახლი კი სამოთხეა, შენ კი, მუჰამმად! შენ ხარ მაცნე, და ვინც გიპასუხებს, ის შედის ისლამში, ვინც ისლამში შედის, ის შედის სამოთხეში და ვინც სამოთხეში შედის, ის ჭამს იმას, რაც მასშია. (თირმიზი 2860)

ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: როცა მზე ამოდის, ორი ანგელოზი იგზავნება და ამბობენ: მათი ესმით დედამიწის ყველა მკვიდრს, ადამიანების და ჯინების გარდა: ადამიანებო, ისწრაფეთ თქვენი ღმერთისკენ! რაც ცოტა და საკმარისია, უკეთესია იმაზე რაც არის უხვი და დაუდევარი! როცა მზე ამოდის, ზეციდან ორი ანგელოზი იგზავნება და ერთ-ერთი ამბობს - ო ალლაჰ! აუნაზღაურე ყველა ადამიანს, ვინც გასცემს შენი კმაყოფილებისათვის, და მეორე ამბობს - ო ალლაჰ! გაანადგურე ყოველი ძუნწი. (მუსნად აჰმად 21176)

(იბნ ქასირის თაფსირიდან)