განკითხვის დღის ნიშანია მექაში გვირაბების გაჩენა და მაღალი შენობები.
განკითხვის დღის მოახლოების ერთ-ერთი ნიშანია ის, რომ ფეხშიშველა მწყემსები, ერთმანეთს შეეჯიბრებიან მაღალი შენობების მშენებლობაში. ეს ეხება აბრაჯ ალ-ბაითის კოშკებს, ასევე მექას სამეფო სასტუმროს საათის კოშკს. მოიძიეთ გუგლში: ساعة مكة
როდესაც ეს აშენდა (2012 წელს), ის გახდა სიმაღლით მეორე შენობა ბურჯ ხალიფას შემდეგ, რომელიც ასევე მდებარეობს დუბაიში.
საქმე მხოლოდ მექას კოშკის სიმაღე არ არის.
არსებობს კონკრეტული ჰადისი, რომელიც ამ კოშკის შესახებ წინასწარმეტყველებდა:
'როდესაც დაინახავთ რომ მექაში ბზარები გაჩნდება და მასში მდინარის მსგავსი გასასვლელები (გვირაბები/მეტრო) გაითხრება, და
დაინახავთ, რომ შენობები გადააჭარბებს მთების სიმაღლეს, მაშინ ფრთხილად იყავით'
(ალ-აზრაყი ქითაბ ახბაარ მექა ჰადის 1725)
აგრეთვე სხვა ჰადისია საათის კოშკის შესახებ, რომელიც მასზე წინასწარმეტყველებდა:
ზემოთ მოცემულ ჰადისში ნათქვამია, რომ მექაში შენობები მთების მწვერვალებს გადააჭაბებს სიმაღლით.
فإذا رأيت مكة قد بعجت كظائم ورأيت البناء يعلو رءوس الجبال فاعلم أن الأمر قد أظلكo
როდესაც მექაში დაინახავთ რომ არხები უკვე გათხრილია (ე.ი გვირაბები) და დაინახავთ, რომ შენობები მთის მწვერვალენს აჭარბებს, მაშინ იცოდეთ, რომ საათის ბრძანებამ მოგიჩრდილათ.
(აბი შაიბა ალ-მუსანნაფ ჰადისი 124)
და ასევე სხვა ჰადისი.
როდესაც მექაში დაინახავთ, რომ მის მთებს აქვს ხვრელები, და დაინახავთ, რომ შენობებმა გადააჭარბებს მთების მწვერვალებს,
მაშინ იცოდეთ, რომ (განკითხვის დღის) საათმა მოგიჩრდილათ.
(ქითაბ ალ-ახბარ ჰადისი 1724)
და ცოტათი განსხვავებული ჰადისი.
إِذَا رَأَيْتَ الْمَاءَ بِطَرِيقِ مَكَّةَ وَرَأَيْتَ الْبِنَاءَ يَعْلُو أَخْشَبَيْهَا, فَخُذْ حِذْرَكَ
როცა დაინახავთ, რომ მექას მუცელი გაიხსნება და მასში გაიჭრება მდინარის მსგავსი გასასვლელები (ანუ გვირაბები) და დაინახავთ რომ შენობები აღემატება მ(ექ)ის მთებს, მაშინ იცოდეთ, რომ (განკითხვის დღის) საათი ახლოვდება.
(ქითაბ ალ-ახბარ ჰადისი 1725)
ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მონათხრობში ნათქვამია, რომ მთებში გაჩნდება ხვრელები და ნათქვამია არხების გათხრის შესახებ,
ან მექას მუცლებში (ე.ი მეტრო) მდინარის მსგავსი გასასვლელების გათხრის შესახებ წინასწარმეტყველება უკვე გამართლდა და
ახდა.
2010 წლის 13 ნოემბერს არაბეთში დაიწყო მეტროსადგურის მშენებლობა
საუდის არაბეთის სარკინიგზო ხაზის ძირითადი მონაცემებია:
1. მფლობელი: საუდის არაბეთის რკინიგზის კომპანია.
2. ოპერატორი: ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო კორპორაცია.
3. სარკინიგზო ქსელის ჯამური სიგრძე: 188 კმ.
4. სადგურების რაოდენობა: 9
5. სამუშაოების დაწყების თარითი 2010 წლის 13 ნოემბერი.
დღეისათვის არაბეთში მეტროსადგური სრულყოფილად ფუნქციონებს, ხოლო მექის მეტრო მხოლოდ ჰაჯის დროს ფუნქციონირებს.
1. ეს განცხადებები ეხება მექის მთებში გამავალ გვირაბებს, ამ გვირაბებს იყენებენ როგორც ფეხით მოსიარულეები, ისევე როგორც სატრანსპორტო
საშუალებები.
2. სიტყვები 'მექაში გათხრილი გვირაბები' ეხება როგორც მთებში გათხრილ გვირაბებს, ასევე მიწის ქვეშ გაკეთებულ გვირაბებს
(რომელიც ზამზამის წყლის მილებისთვისაა გაკეთებული)